გადაწყვეტილება №23266/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 09.09.2024
№ დოკუმენტი 23266/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№23266/2/2024

09 სექტემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 25.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება -------ის 17.06.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23266/2/2024).

 

დავის საგანი:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;

2. ჩათვლილი დღგ-ის გაუქმება;

3. ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2023 წლის №001-333 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 28.05.2024 წლის №12295 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 215 324,79 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 138 010

დღგ - 106 774

მიწის გადასახადი (სასოფლო) - 84 საშემოსავლო

გადასახადი - 30 821

ქონების გადასახადი - 331

ჯარიმა - 63 269

საურავი - 14 045,79

 

პროცედურული გარემოებები

მომჩივნის საქმიანობაა სხვადასხვა სახის იურიდიული მომსახურება, უძრავი ქონების გაქირავება და უძრავი ქონების შეძენა-რეალიზაცია.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ აგვისტომდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 25 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის №33205 ბრძანება და №001-333 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 12.02.2024 წლის №2649 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 29.03.2024 წლის №22349/2/2024 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 12.02.2024 წლის №2649 ბრძანება. საჩივარი სამივე დავის საგნის ნაწილში, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა საბჭოს 29.03.2024 წლის №22349/2/2024 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი და 28.05.2024 წლის №12295 ბრძანებით მიღებულია გადაწყვეტილება საჩივრის არ დაკმაყოფილების თაობაზე.

შემოსავლების სამსახურის 28.05.2024 წლის №12295 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებულია, რომ გადასახადის გადამხდელი შემოწმების პროცესში შემმოწმებლებთან არ თანამშრომლობდა სრულყოფილად. არ წარადგინა ბუღალტრული აღრიცხვა, საბანკო ამონაწერები და სხვადასხვა სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რის გამოც დაჯარიმებულ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.

მომჩივანი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2021 წლის 2 ივლისს. გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტებით დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში სოფელ ----ში აქირავებდა მის მიერ სამომავლო უფლებით შეძენილ (მესაკუთრე ამჟამადაც არის შპს ---) კოტეჯებს. შესამოწმებელ პერიოდში ასევე უფიქსირდება უძრავი ქონების (საცხოვრებელი ბინებისა და კომერციული ფართის) შეძენა-რეალიზაცია.

გადასახადის გადამხდელს შემოწმებისთვის არ წარუდგენია პირველადი აღრიცხვის დოკუმენტაცია, რამაც შეუძლებელი გახადა დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა, შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით მომჩივნის შემოსავლები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, სოფელ ----ში მხოლოდ ზაფხულის სეზონზე კოტეჯების გაქირავების დღიურ რაოდენობად აღებული იქნა თვეში 20 დღე, ხოლო დღიურ ღირებულებად საშუალოდ 150 ლარი, ანალოგიურად სოფელ ---ში გადამხდელმა შეიძინა 4 კოტეჯი, რომელზეც გაანგარიშდა გაქირავებით მიღებული შემოსავალი.

შემოწმების შედეგად, დღგ-ით დაიბეგრა იჯარით მიღებული, უძრავი ქონების რეალიზაციით და იურიდიული მომსახურებით მიღებული შემოსავლები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შესამოწმებელ პერიოდში მომჩივანს უფიქსირდება საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. საგადასახადო კოდექსის 79-ე, მე-80 და 81-ე მუხლების შესაბამისად, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-80 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ პირის საქმიანობას წარმოადგენს სხვადასხვა სახის იურიდიული მომსახურება, უძრავი ქონების გაქირავება და უძრავი ქონების შეძენარეალიზაცია. დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელი შემოწმებასთან არ თანამშრომლობდა სრულყოფილად, არ წარუდგენია ბუღალტრული აღრიცხვა, საბანკო ამონაწერები და სხვადასხვა სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი გახდებოდა პირის მიერ მიღებული შემოსავლის განსაზღვრა. შესაბამისად, შემოწმებამ პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, გაანგარიშებულ იქნა ზაფხულის სეზონზე კოტეჯების გაქირავებით მიღებული შემოსავალი, რომელიც გაიზარდა უძრავი ქონების რეალიზაციითა და იურიდიული მომსახურებით მიღებული შემოსავლებით, რის საფუძველზეც დაკორექტირდა გადასახადის გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შესამოწმებელ პერიოდში, პირს ასევე გამოუვლინდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა, რომლზეც გავრცელდა შესაბამისი ვალდებულებები.

გადასახადის გადამხდელის მიერ, საჩივარში მოყვანილ არგუმენტთან, შემოწმებისათვის ინფორმაციის მიწოდებასა და არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების უსაფუძვლობასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, საიდანაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, სადაც დაფიქსირებული იქნებოდა რომელი მომსახურებით რა ოდენობის შემოსავალი მიიღო ან თითოეულ მომსახურებაზე რა ხარჯი იქნა გაწეული, ასევე არ წარმოუდგენია რაიმე სახის ხელშეკრულება, იურიდიული ან/და საიჯარო მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით, არ იქნა წარმოდგენილი ცნობა, საბანკო ანგარიშების შესახებ და შესამოწმებელი პერიოდის საბანკო ამონაწერები, რაც შესაძლებლობას მისცემდა შემოწმებას ჩარიცხული თანხების მიხედვით განესაზღვრა დასაბეგრი ბრუნვა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტისთვის შეუძლებელი იყო საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების გარეშე. რაც შეეხება, დავის ეტაპზე გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართულ არასრულ საბანკო ამონაწერებს, მასში ფიქსირდება ისეთი შემოსავლები, რომელიც შემოწმების პროცესში ვერ იქნა გათვალისწინებული. ხოლო, ბანკებიდან სრული ინფორმაციის მიღებისა და ანალიზის შედეგად შესაძლოა დამძიმდეს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები.

იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს სრულყოფილად არ წარუდგენია შემოწმებისათვის დაბეგვრასთან დაკავშირებული დოკუმენტები, მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციით კი შეუძლებელი იყო მიღებული შემოსავლის დაანგარიშება, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება და აღნიშნული მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან.

ამასთან, გადასახადის გადამხდელი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები/არგუმენტები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივრები ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ინდივიდუალური მეწარმე ------ - ----- (ძველი საიდენტიფიკაციო ნომერი: -----) საიდენტიფიკაციო ნომერი: ------, საგადასახადო ინსპექციის მიერ დარეგისტრირდა 2003 წლის 11 ნოემბერს. შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობის თანახმად (თარიღი: 8.09.2023) „----- - ----“ (ს/ნ -------) სსკ-ის 165-ე მუხლის შესაბამისად ნებაყოფლობითი წესით რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად 2.07.2021 წლიდან.

მომჩივნის მიერ, უძრავი ქონების დღგ-ის გადამხდელი შპს ----საგან შეძენა, განხორციელდა 2020 წლის დეკემბერში, შესყიდვის ღირებულება შეიცავდა დღგ-ს, რომელსაც იხდიდა, თუმცა, მისი დაბრუნება არ ხდებოდა იმის გამო, რომ არ იყო რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად.

შპს -----საგან (ს/ნ -----) ნასყიდობის წინარე ხელშეკრულების საფუძველზე გადახდის განვადებით შეძენილი უძრავი ქონებების ღირებულება, შეადგენს 260 000 აშშ დოლარს, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე, გადახდილი ჰქონდა 34 272 აშშ დოლარი, რომელიც შეიცავს დღგ-ს თანხასაც, თუმცა, დღგ-ის დაბრუნება ვერ მოხდებოდა მისი, როგორც ფიზიკური პირის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე.

ხორციელდება შპს ------საგან წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებით შეძენილი უძრავი ქონებების (კოტეჯების) პერიოდულად გაქირავება, ქირის სახით მიღებულ შემოსავალს, ადეკლარირებს (მომსახურებას უწევს ბუღალტერი) და სახელმწიფო ბიუჯეტში იხდის ქირის სახით მიღებული თანხის დღგ-ს.

ძირითადი საქმიანობა, არის იურიდიული მომსახურების გაწევა, არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი ადვოკატი საერთო სპეციალიზაციით. იურიდიული მომსახურების გაწევა, ხორციელდება სანოტარო წესით გაფორმებული მინდობილობა/რწმუნებულების ან/და ორდერის საფუძველზე, მომსახურების შესახებ ხელშეკრულება კი, უმეტეს წილად, ფორმდება ზეპირსიტყვიერად, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს როგორც წერილობით, ასევე ზეპირად.

რწმუნებულებებსა და ორდერის ასლებს, წარმოადგენს კლიენტებთან შეთანხმებისა და მათი წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, ვინაიდან ეს დოკუმენტები შეიცავს მათ პერსონალურ და პირად ინფორმაციას (იურიდიული დახმარების - პრობლემის არსებობის შესახებ ინფორმაციას, პირად ნომერსა და ა.შ).

ფაქტობრივი გარემოება:

დეკლარირდება, ანუ შემოსავლის წარდგენა ხდება ყოველთვიურად იურიდიული მომსახურების გაწევისათვის მიღებული თანხების შესახებაც და ამ თანხების დღგ-საც იხდის სახელმწიფო ბიუჯეტში.

მისი, როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელის მიმართ, დისკრიმინაციული დამოკიდებულება და მოქმედებები, შემოსავლების სამსახურის მიერ გამოვლინდა მას შემდეგ, რაც მის მიერ, სს ---- ბანკიდან აღებული სესხით მოხდა შპს -----საგან უძრავი ქონების (საცხოვრებელი ბინის) შეძენა და კანონის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს წარედგინა დეკლარაცია დღგ-ის დაბრუნების შესახებ.

აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულებით (ერთიანი გადახდის გამო) დასაბრუნებელი დღგ, შეადგენს 49 606 ლარს.

შემოსავლების სამსახურმა, უკანონოდ და უსაფუძვლოდ ჩათვალა, რომ აღნიშნულ ქონებას არ გამოიყენებდა დღგ-ით დასაბეგრი შემოსავლების მისაღებად, მიუხედავად იმისა, რომ წერილობით აუდიტს ახსნა-განმარტებითაც დაუდასტურა, რომ აღნიშნული უძრავი ქონება, დღიური გაქირავებითაც იყო გაქირავებული და ეს შემოსავალი დაადეკლარირა, ასევე, როგორც ადვოკატს, რომელიც საადვოკატო მომსახურებით მიღებულ შემოსავალს უხდიდა სახელმწიფოს, უფლება აქვს საქმიანობა (წერა-კითხვაკონსულტაცია-ამობეჭდვა-კლიენტის მიღება - საჩივრისა და შუამდგომლობის გადაგზავნადარეგისტრირება) განახორციელოს ნებისმიერი ადგილიდან და მისამართიდან, რომელსაც გამოიყენებს ასეთი საქმიანობისათვის და ეს მისამართიც ამ საქმიანობისათვის გამოიყენება. იურიდიულ ფირმასა და თუ ადვოკატს, ოფისი და საქმიანობის ადგილი შეიძლება ჰქონდეს არაერთ ადგილზე, ასევე არის თვითონაც, მისი საქმიანობა ძირითადად ხორციელდება ორი მისამართიდან: ქ. ----, -----ის ----№--, სასტუმრო №- (ასეა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული) და ქ. ----, ----ის ქუჩა №-, ბინა №- (ასეა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული), ასევე, საქმიანობას ახორციელებს ----ში მდებარე კოტეჯებიდან, თუ იქ იმყოფება, საზღვარგარეთის სასტუმროს ნომრებიდან, თუ არ არის საქართველოში და ა.შ. შემოსავლების სამსახურმა, ვერ გაითვალისწინა საქმიანობის სპეციფიკა და ტრიკოტაჟის მწარმოებელი ან პურ-ფუნთუშეულის მწარმოებელი ინდ. მეწარმე, რომელსაც კონკრეტულ მისამართზე საქმიანობისათვის სჭირდება ისეთი აუცილებელი საჭიროებები, რომელთა გარეშეც საქმიანობას ვერ განახორციელებს და ვერ გაითვალისწინა, რომ ადვოკატების საქმიანობის „მატერიალური რესურსი“ არის გონება, ცოდნა, გამოცდილება, რომელიც სულ თან დააქვს და ახლავს, სადაც არ უნდა იყოს, ასევე ტელეფონი და ლეპტოპი, რომელიც მას პირადად, სულ თან აქვს, მათ შორის მოგზაურობისასაც კი. იმისათვის, რომ უკანონოდ ეთქვა დღგ-ის დაბრუნებაზე უარი და პირიქით, ამ თანხით დაეჯარიმებინა შემოსავლების სამსახურს, მან სრულიად დააკნინა ადვოკატის, როგორც პროფესიის დანიშნულება და საქმიანობის მნიშვნელობა, დღგ-ის ჩათვლით ნაყიდი უძრავი ქონების მხოლოდ საცხოვრებლად გამოყენება ისე მიიჩნია დადგენილად, რომ არც მის ახსნა-განმარტებას მიანიჭა რაიმე მნიშვნელობა და არც ადგილზე შეუმოწმებია სამუშაო გარემო (საქმის მასალები, ლეპტოპი, საბეჭდი და ქსეროქსის საშუალებები, ახსნა-განმარტებაში მითითებული პირების მიერ მომსახურების ამ მისამართზე მიღების ფაქტები).

აბსოლუტურად ტყუილი ინფორმაცია მიეთითა შემოსავლების სამსახურის მიერ შემოწმების აქტში, თითქოსდა მონიტორინგის ჯგუფი არ შეუშვა სახლში, მაშინ როდესაც, მის ტელეფონზე განხორციელებული ზარით, მისთვის უცნობმა მამაკაცმა, რომელიც შემოსავლების სამსახურის თანამშრომლად გამეცნო, მხოლოდ ის კითხა, გარემონტებულ მდგომარეობაში იყიდა თუ არა ბინა და როგორ მოასწრო მოკლე დროში გარემონტებაც და გაქირავებაც, რის შემდეგაც, შეთავაზა ადგილზე მისვლა და დათვალიერება, ხოლო, შეძენის დროისათვის მდგომარეობის დამადასტურებლად (შეიძინა 3 იანვარს), მისი კუთვნილი ტელეფონის ნომერზე არსებულ ვიბერის ქსელში, გადაუგზავნა სოციალური ქსელი ფეისბუქით მის მიერ 2023 წლის 24 იანვარს გამოქვეყნებული პოსტი (ვიდეორგოლი), სადაც ჩანს, რომ აბსოლუტურად გარემონტებული იყო ბინა და მასში მცირე ავეჯი და ფარდები იყო შეტანილი. ამის შემდეგ, პასუხად მიიღო რომ „საკმარისიაო“, ეს მტკიცებულება, ინახება მის ტელეფონში, რასაც წარმოადგენს ზეპირი მოსმენის დროს, ხოლო თუ საჩივარი არ დაკმაყოფილდება, წარადგენს სასამართლოში.

გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს: დაიბრუნოს ან/და მომავალ საგადასახადო ვალდებულებათა ანგარიშში ჩაითვალოს ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა. ინდ. მეწარმე ----- დღგ-ის თანხას იბრუნებს ავტომატური დაბრუნების რეჟიმში, შესაბამისად, 2023 წლის 3 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულებით დეკლარირებული დღგ, უნდა დაბრუნებულიყო ავტომატურად, თუმცა დღგ-ის თანხის 49 591,05 ლარის ასახვა მოხდა „ზედმეტობაში“, დაბრუნება კი, მისთვის გაურკვეველი მიზეზით, არ განხორციელდა. შემოსავლების სამსახური, დასაბრუნებელი დღგ-ის ზედმეტობას, ადასტურებს შედარების აქტითა და ცნობით.

დღგ-ის 49 591,05 ლარის დაბრუნების შესახებ, შემოსავლების სამსახურთან კომუნიკაციაში იყო როგორც მისი ბუღალტერი, ასევე თვითონაც, მიმდინარეობდა სატელეფონო და მიმოწერითი ურთიერთობა, ხოლო იმის გამო, რომ პროგრამულად ავტომატური დაბრუნების რეჟიმში იყო, ცალკე განცხადების ატვირთვა დღგ-ის დაბრუნების მოთხოვნით, ვერ ხორციელდება სწორედ პროგრამული სტრუქტურის გამო.

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების მიერ, მოთხოვნილ იქნა სამსახურებრივ ელექტრონულ ფოსტაზე გარკვეული ინფორმაციების წარდგენა, მათ შორის საბანკო ამონაწერებისა და კონკრეტული ჩარიცხვების შესახებ დეტალური ინფორმაცია, რაც წარედგინა ზოგ შემთხვევაში ბუღალტრის, ზოგ შემთხვევაში კი მის მიერ.

შემოსავლების სამსახურის მიერ, დამატებით მოთხოვნილ იქნა მის კლიენტებთან გაფორმებული იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულებებისა და დღიურად ბინის გაქირავების შესახებ ხელშეკრულებების წარდგენა, რაზედაც განუმარტა, რომ აღნიშნული ინფორმაციები წარმოადგენს პერსონალურ, პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციებს, რომელთა გაცემაც (გავრცელებაც) წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსის 1571 მუხლით გათვალისწინებულ მძიმე დანაშაულს და მათი მოთხოვნა იყო კანონსაწინააღმდეგო. აღნიშნული დასტურდება ელექტრონული მიმოწერით, რომელიც წარადგინა შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საჩივრის დანართად.

2023 წლის 22 აგვისტოს, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა ბრძანება №20727 ი/მ ------ის (ს/ნ ----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ, რომლის თანახმადაც შემოწმება უნდა ჩატარდეს 2023 წლის იანვრის თვის საანგარიშო პერიოდი ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორის დადგენის მიზნით დღგ-ის ნაწილში. შემოწმების ვადა განისაზღვროს 2023 წლის 23 აგვისტოდან 2023 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით.

შემოწმების ჩატარება დაევალათ აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების №6 სამმართველოს უფროს აუდიტორებს: -----ს და -----ს.

აღნიშნული ბრძანება არ გაუსაჩივრებია, არაფერი აქვს საწინააღმდეგო, შემოწმდეს ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორე დღგ-ის ნაწილში, რასაც ითვალისწინებდა ბრძანება 2023 წლის 22 აგვისტოს ბრძანებით განსაზღვრულ პერიოდზე, კამერალური შემოწმება ფაქტიურად ჩატარდა და მხოლოდ იმის გამო, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ ვერ იქნა აღმოჩენილი საგადასახადო დარღვევა და ვერ იქნება აღმოჩენილი იმ მიზეზის გამო, რომ ბიუჯეტთან ანგარიშსწორება განხორციელებული აქვს სწორად, გადასახადების დამალვის გარეშე. 2023 წლის 14 სექტემბერს, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა №22526 ბრძანება, რომლის თანახმადაც:

- შეტანილ იქნას ცვლილება ი/მ -----ის (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების 2023 წლის 22 აგვისტოს №20727 ბრძანებაში, კერძოდ ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 2. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვროს 1.01.2020 წლიდან 1.08.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდები.

აღნიშნული ბრძანება, ემსახურებოდა დასაბრუნებელი დღგ-ის არ დაბრუნების უკანონო მცდელობას და წარმოადგენს როგორც დროის გაჭიანურების, ასევე ფსიქოლოგიური ზეწოლის ბერკეტს იმისათვის, რომ უარი ეთქვას კუთვნილი ზედმეტობის დაბრუნებაზე.

დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით, მონაცემები შეადგენს შემდეგს:

2021 წლის ივლისში 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა 3 419,5 ლარი, დღგ-ის გადასახდელი თანხა 615,51 ლარი. დღგ-ის ჩასათვლელი (შესამცირებელი) თანხა 2 414,4 ლარი. სულ გამოანგარიშებულია შესამცირებლად 1 798 ლარი.

მიმწოდებლის საიდენტიფიკაციო კოდი ------, -----

2021 წლის აგვისტო 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა 7 421,1 ლარი, დღგ-ის გადასახდელი თანხა 1 335,8 ლარი. დღგ-ის ჩასათვლელი (შესამცირებელი) თანხა 2 837,54 ლარი. სულ გამოანგარიშებულია შესამცირებლად 1 501 ლარი.

მიმწოდებლის საიდენტიფიკაციო კოდი -----, -----,-----,-----,-----,2021 წლის სექტემბერი 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა 3 372,88 ლარი, დღგ-ის გადასახდელი თანხა 607,12 ლარი. დღგ-ის ჩასათვლელი (შესამცირებელი) თანხა 4 218,84 ლარი. სულ გამოანგარიშებულია შესამცირებლად 3 611 ლარი.

მიმწოდებლის საიდენტიფიკაციო კოდი -----, ------

2021 წლის ოქტომბერი 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა 2 203,38 ლარი, დღგ-ის გადასახდელი თანხა 396,61 ლარი. დღგ-ის ჩასათვლელი (შესამცირებელი) თანხა 4 299 ლარი. სულ გამოანგარიშებულია შესამცირებლად 3 902 ლარი.

მიმწოდებლის საიდენტიფიკაციო კოდი -----, -----,-----,-----,2021 წლის ნოემბერი 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა 7 693,22 ლარი, დღგ-ის გადასახდელი თანხა 1 384,78 ლარი დღგ-ის ჩასათვლელი (შესამცირებელი) თანხა 4 084,74 ლარი. სულ გამოანგარიშებულია შესამცირებლად 2 700 ლარი.

მიმწოდებლის საიდენტიფიკაციო კოდი -----, -----,-----,-----,-----, -----,2021 წლის დეკემბერი 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა 14 765,93 ლარი, დღგ-ის გადასახდელი თანხა 2 657,87 ლარი. დღგ-ის ჩასათვლელი (შესამცირებელი) თანხა 6 480,01 ლარი. სულ გამოანგარიშებულია შესამცირებლად 3 822 ლარი.

მიმწოდებლის საიდენტიფიკაციო კოდი -----,-----,2022 წლის იანვარი: 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა 4 799,78 ლარი, დღგ-ის გადასახდელი თანხა 863,96 ლარი დღგ-ის ჩასათვლელი (შესამცირებელი) თანხა 2 954,23 ლარი. სულ გამოანგარიშებულია შესამცირებლად 2 090 ლარი. მ

იმწოდებლის საიდენტიფიკაციო კოდი -----,2022 წლის თებერვალი: 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა 7 799,74 ლარი, დღგ-ის გადასახდელი თანხა 1 403,95 ლარი. დღგ-ის ჩასათვლელი (შესამცირებელი) თანხა 5 252,75 ლარი. სულ გამოანგარიშებულია შესამცირებლად 3 848 ლარი.

მიმწოდებლის საიდენტიფიკაციო კოდი -----,-----,2022 წლის მარტი: 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა 6 955,68 ლარი, დღგ-ის გადასახდელი თანხა 1 252,02 ლარი დღგ-ის ჩასათვლელი (შესამცირებელი) თანხა 4 617,86 ლარი. სულ გამოანგარიშებულია შესამცირებლად 3 365 ლარი.

მიმწოდებლის საიდენტიფიკაციო კოდი -----,-----,2022 წლის აპრილი: 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა 610,16 ლარი, დღგ-ის გადასახდელი თანხა 109,83 ლარი დღგ-ის ჩასათვლელი (შესამცირებელი) თანხა 4 116,8 ლარი. სულ გამოანგარიშებულია შესამცირებლად 4 006 ლარი.

მიმწოდებლის საიდენტიფიკაციო კოდი -----,-----,2022 წლის მაისი: 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა 4 159,8 ლარი, დღგ-ის გადასახდელი თანხა 748,76 ლარი დღგ-ის ჩასათვლელი (შესამცირებელი) თანხა 3 909,88 ლარი. სულ გამოანგარიშებულია შესამცირებლად 3 161 ლარი.

მიმწოდებლის საიდენტიფიკაციო კოდი -----,-----,2022 წლის ივნისი: 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა 5 733,22 ლარი, დღგ-ის გადასახდელი თანხა 1 031,98 ლარი დღგ-ის ჩასათვლელი (შესამცირებელი) თანხა 4 808,21 ლარი. სულ გამოანგარიშებულია შესამცირებლად 3 776 ლარი.

მიმწოდებლის საიდენტიფიკაციო კოდი -----, -----,-----,-----,-----,2022 წლის ივლისი: 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა 0 ლარი, დღგ-ის გადასახდელი თანხა 0 ლარი. დღგ-ის ჩასათვლელი (შესამცირებელი) თანხა 6 908,62 ლარი. სულ გამოანგარიშებულია შესამცირებლად 6 908 ლარი.

მიმწოდებლის საიდენტიფიკაციო კოდი -----,2022 წლის აგვისტო: 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა 0 ლარი, დღგ-ის გადასახდელი თანხა 0 ლარი. დღგ-ის ჩასათვლელი (შესამცირებელი) თანხა 4 896,22 ლარი. სულ გამოანგარიშებულია შესამცირებლად 4 896 ლარი.

მიმწოდებლის საიდენტიფიკაციო კოდი -----,2022 წლის სექტემბერი: 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა 6 182,71 ლარი, დღგ-ის გადასახდელი თანხა 1 112,89 ლარი. დღგ-ის ჩასათვლელი (შესამცირებელი) თანხა 6 935,29 ლარი. სულ გამოანგარიშებულია შესამცირებლად 5 822 ლარი.

მიმწოდებლის საიდენტიფიკაციო კოდი -----, -----,-----,-----,-----, -----,2022 წლის ოქტომბერი: 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა 10 074,49 ლარი, დღგ-ის გადასახდელი თანხა 1 813,14 ლარი დღგ-ის ჩასათვლელი (შესამცირებელი) თანხა 3 999,89 ლარი. სულ გამოანგარიშებულია შესამცირებლად 2 186 ლარი.

მიმწოდებლის საიდენტიფიკაციო კოდი -----,2022 წლის ნოემბერი: 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა 4 994 ლარი, დღგ-ის გადასახდელი თანხა 898,92 ლარი დღგ-ის ჩასათვლელი (შესამცირებელი) თანხა 3 899,99 ლარი. სულ გამოანგარიშებულია შესამცირებლად 3 000 ლარი.

მიმწოდებლის საიდენტიფიკაციო კოდი -----,2022 წლის დეკემბერი: 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა 4 652,54 ლარი, დღგ-ის გადასახდელი თანხა 837,46 ლარი. დღგ-ის ჩასათვლელი (შესამცირებელი) თანხა 4 231,34 ლარი. სულ გამოანგარიშებულია შესამცირებლად 3 393 ლარი.

მიმწოდებლის საიდენტიფიკაციო კოდი -----, -----

2023 წლის იანვარი: 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა 5 084,75 ლარი, დღგ-ის გადასახდელი თანხა 915,26 ლარი. დღგ-ის ჩასათვლელი (შესამცირებელი) თანხა 49 606,59 ლარი. სულ გამოანგარიშებულია შესამცირებლად 48 691 ლარი.

მიმწოდებლის საიდენტიფიკაციო კოდი -----, -----

2023 წლის თებერვალი: 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა 4 377,11 ლარი, დღგ-ის გადასახდელი თანხა 787,88 ლარი. დღგ-ის ჩასათვლელი (შესამცირებელი) თანხა 3 231,65 ლარი. სულ გამოანგარიშებულია შესამცირებლად 2 443 ლარი.

მიმწოდებლის საიდენტიფიკაციო კოდი -----, -----

2023 წლის მარტი: 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა 1 271,18 ლარი, დღგ-ის გადასახდელი თანხა 228,81 ლარი. დღგ-ის ჩასათვლელი (შესამცირებელი) თანხა 3 692,44 ლარი. სულ გამოანგარიშებულია შესამცირებლად 3 463 ლარი.

მიმწოდებლის საიდენტიფიკაციო კოდი -----,2023 წლის აპრილი: 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა 0 ლარი, დღგ-ის გადასახდელი თანხა 0 ლარი. დღგ-ის ჩასათვლელი (შესამცირებელი) თანხა 3 803,99 ლარი. სულ გამოანგარიშებულია შესამცირებლად 3 803,99 ლარი.

მიმწოდებლის საიდენტიფიკაციო კოდი -----,2023 წლის მაისი: 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა 3 813,55 ლარი, დღგ-ს გადასახდელი თანხა 686,44 ლარი. დღგ-ს ჩასათვლელი (შესამცირებელი) თანხა 3 628,92 ლარი. სულ გამოანგარიშებულია შესამცირებლად 2 942 ლარი.

მიმწოდებლის საიდენტიფიკაციო კოდი -----, -----

2023 წლის ივნისი- 18 %-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა 5 338,97 ლარი, დღგ-ს გადასახდელი თანხა 961,01ლარი. დღგ-ს ჩასათვლელი (შესამცირებელი) თანხა 3 754,72 ლარი. სულ გამოანგარიშებულია შესამცირებლად 2 793 ლარი.

მიმწოდებლის საიდენტიფიკაციო კოდი -----,2023 წლის ივლისი: 18 %-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა 1 440,67 ლარი, დღგ-ის გადასახდელი თანხა 259,32 ლარი. დღგ-ის ჩასათვლელი (შესამცირებელი) თანხა 1 727,37 ლარი. სულ გამოანგარიშებულია შესამცირებლად 1 468 ლარი.

მიმწოდებლის საიდენტიფიკაციო კოდი -----, -----

(კორექტირების შედეგად დამატებით ჩასათვლელი 30,51 ლარი).

2023 წლის აგვისტო: 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა 5 254,23 ლარი, დღგ-ის გადასახდელი თანხა 945,76 ლარი დღგ-ის ჩასათვლელი (შესამცირებელი) თანხა 1 716,59 ლარი. სულ გამოანგარიშებულია შესამცირებლად 770 ლარი.

მიმწოდებლის საიდენტიფიკაციო კოდი -----,18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა და დღგ-ის გადასახდელი თანხის ჯამი წარმოადგენს მიღებული შემოსავლის მაჩვენებელს (დეკლარირებულ შემოსავალს), დღგ-ის ჩასათვლელი (შესამცირებელი) თანხა წარმოადგენს მის მიერ განხორციელებული შენაძენებისას ზედმეტად გადახდილი ანუ დღგ-ის თანხა, რომელიც ბიუჯეტში იქნა გადახდილი (ანუ, აღნიშნული თანხა წარმოადგენს მის მიერ ბიუჯეტში შეტანილ თანხას) და შემდგომ ექვემდებარე შემძენისათვის, ანუ მისთვის დაბრუნებას.

დეკლარაციებში გრაფა - „სულ გამოანგარიშებულია შესამცირებლად“ აღნიშნავს თანხას, რომელიც წარმოადგენს დასაბრუნებელ თანხას, ანუ, შეძენილი უძრავი ან/და მოძრავი ქონების ღირებულებიდან გვეკუთვნის დაბრუნება, მიღებული შემოსავლებიდან (იურიდიული მომსახურება ან/და უძრავი ქონების გაქირავებით მიღებული შემოსავლებიდან) ეკუთვნის გადახდა, ამ თანხების სხვაობა არის დასაბრუნებელი ანუ დეკლარაციის მესამე ნაწილის მე-11 გრაფაში აღნიშნული ოდენობა.

როგორც გადასახადის გადამხდელი, ყოველთვიურად წარადგენს „გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციას“ და იხდის შესაბამის გადასახადებს.

2023 წლის აგვისტოს თვიდან, შემოსავლების სამსახურმა სრულიად უკანონოდ და დაუსაბუთებლად, მისთვის გაურკვეველი მიზეზით შეუწყვიტა იმ მიმდინარე დღგ-ის დაბრუნება, რომლის დაბრუნებასაც ახორციელებდა როგორც 2023 წლის იანვრის თვემდე, ასევე 2023 წლის იანვრის თვის დეკლარაციით დასაბრუნებელი თანხის „გაყინვის“ შემდეგ, რაც მისთვის აღიქმება როგორც დისკრიმინაცია ადვოკატის მიმართ, რომელიც არაერთ სისხლის სამართლის თუ ადმინისტრაციულ დავებზე, წარმოადგენს სახელმწიფო ორგანოების მიმართ ოპონენტს, ასევე იურიდიული მომსახურება გაუწია პირს, რომლის ცრუმაგიერ პირად აღიარებას ითხოვდნენ, გადასახდელად ედავებოდნენ 6 მილიონზე მეტ თანხას და ეს დავა დასრულდა მისი მარწმუნებლის სრული გამარჯვებით, რის გამოც, შემოსავლების სამსახურის უკანონო მცდელობა - ცრუმაგიერ პირად ეღიარებინა პირი, რომლის ქონების რეალიზაციითაც გეგმავდა 6 მილიონზე მეტი თანხის უკანონოდ „ამოღებას“.

შემოსავლების სამსახურის მიერ მისთვის დასაბრუნებელი დღგ, შემოწმების დაწყების დროისათვის შეადგენდა 50 311,05 ლარს, რაც დასტურდება 2023 წლის 28 სექტემბრის შედარების აქტით.

გარანტირებულია გადასახადის გადამხდელის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესითა და სასამართლო წესით დაცვა. გადასახადის გადამხდელის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევა იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს ქმედება ან გადაწყვეტილება. არ შეასრულოს საგადასახადო ორგანოს კანონსაწინააღმდეგო აქტი ან მოთხოვნა. კანონით დადგენილი წესით მოითხოვოს საგადასახადო ორგანოს უკანონო გადაწყვეტილების ან ქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

საგადასახადო კოდექსი მე-8 მუხლის თანახმად, საგადასახადო დავალიანება წარმოადგენს გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას შორის სხვაობა.

საგადასახადო კოდექსის 41-ე მუხლი, ადგენს გადასახადის გადამხდელის უფლებებს, რომლის თანახმადაც, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს: გ) საგადასახადო ორგანოს გარდა, სხვა მაკონტროლებელ და სამართალდამცავ ორგანოებს არ წარუდგინოს გადასახადის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული დოკუმენტი, თუ ამ კოდექსით ასეთი უფლებამოსილება სხვა ორგანოს არ აქვს; ე) დაიბრუნოს ან/და მომავალ საგადასახადო ვალდებულებათა ანგარიშში ჩაითვალოს ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა; ვ) მოითხოვოს ინფორმაცია მის მიმართ საგადასახადო კონტროლის განხორციელების საფუძვლის შესახებ; ზ) მის მიმართ საგადასახადო კონტროლის ღონისძიების განხორციელებისას საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს შესაბამისი განმარტება; ი) კანონით დადგენილი წესით გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს ქმედება ან გადაწყვეტილება; კ) არ შეასრულოს საგადასახადო ორგანოს კანონსაწინააღმდეგო აქტი ან მოთხოვნა; ლ) კანონით დადგენილი წესით მოითხოვოს საგადასახადო ორგანოს უკანონო გადაწყვეტილების ან ქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება; მ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.

საგადასახადო კოდექსის ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, გარანტირებულია გადასახადის გადამხდელის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესითა და სასამართლო წესით დაცვა.

საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლი, ადგენს საგადასახადო ორგანოთა ვალდებულებებს, რომლის თანახმადაც, 1. საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) დაიცვან საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა, იმოქმედონ ამ კოდექსისა და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის სხვა აქტების მოთხოვნათა შესაბამისად და მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო საგადასახადო პოლიტიკის განხორციელებაში;

ბ) დაიცვან გადასახადის გადამხდელთა უფლებები და სახელმწიფოს ინტერესები;

გ) გააკონტროლონ გადასახადების გამოანგარიშების სისწორე და სისრულე და მათი დროულად გადახდა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმებები ამ კოდექსით დადგენილი წესით და ამ შემოწმებათა ჩატარებისას გააცნონ გადასახადის გადამხდელს თავისი უფლებები და ვალდებულებები;

დ) უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელთა დროულად აღრიცხვა;

ე) განახორციელონ დარიცხული და ბიუჯეტებში გადახდილი გადასახადების აღრიცხვა და შეადგინონ ანგარიშგება გადახდილი გადასახადების შესახებ; ვ) გადასახადის გადამხდელს დაუბრუნონ ზედმეტად გადახდილი თანხა ამ კოდექსით დადგენილი წესით;

ზ) დაიცვან გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაციის საიდუმლოება და ინფორმაციის შენახვის წესები ამ კოდექსის შესაბამისად;

ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება, უზრუნველყოფილია საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლით:

1. თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა აღემატება დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვისა უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას.

2. თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა აღემატება აღიარებული საგადასახადო დავალიანების თანხას, საგადასახადო ორგანო ზედმეტად გადახდილ თანხას შემდგომ დარიცხული და აღიარებული საგადასახადო დავალიანების დასაფარავად მიმართავს.

9. ცალკეულ შემთხვევაში, იმ გადასახადის გადამხდელის მიმართ, რომელიც ახორციელებს ელექტრონულ დეკლარირებას, შესაძლებელია განხორციელდეს ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხის ავტომატური დაბრუნება. ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხის ავტომატური დაბრუნების წესსა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

10. ცალკეულ შემთხვევებში, შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია გადასახადის გადამხდელს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის გარეშე დაუბრუნდეს გადასახადის ან/და სანქციის (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხა. ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის გარეშე დაბრუნების შემთხვევებს, წესსა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

საგადასახადო კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არის პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი მოთხოვნა გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ, რომლის შესრულებაც სავალდებულოა საგადასახადო ორგანოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ასეთი მოთხოვნა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის დღგ-ს დაბრუნება ავტომატურ რეჟიმში უნდა განხორციელებულიყო, წერილობით წარდგენილი მაქვს ფოსტის საშუალებით, მას შემდეგ გასულია 3 თვემდე ვადა, შემოსავლების სამსახურს კი პასუხიც კი გაუცია მოთხოვნაზე.

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის საფუძველია გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხა. თუ საგადასახადო ორგანო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უსაფუძვლოა, იგი ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან 20 დღის ვადაში გადასახადის გადამხდელს წარუდგინოს დასაბუთებული შესაგებელი.

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლი, აწესებს საურავის გადახდის ვალდებულებას, საურავი კი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის. საურავი ერიცხება გადასახადის თანხას, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან.

საურავი შეადგენს გადაუხდელი გადასახადის თანხის 0,05 პროცენტს ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. გადასახადის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში გადასახადის გადახდის დღე ვადაგადაცილებულ დღედ ითვლება.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ნორმები, თუ ასეთი ნორმები არ არის დადგენილი ადმინისტრაციული კანონმდებლობით, შესაბამისად, კანონისა და სამართლის ანალოგიის გამოყენება, უნდა განხორციელდეს სამოქალაქო საპროცესო და სამოქალაქო კოდექსიდან და ამავე კოდექსის მე-5 და მე-7 მუხლების თანახმად, გადასახადის გადამხდელისათვის დასაბრუნებელი თანხის დაუბრუნებლობა, უნდა დაექვემდებაროს სანქცირებას ანუ დაჯარიმებას და სანქციის ანუ ჯარიმის თანხად უნდა განისაზღვროს იგივე ოდენობა, რაც დადგენილია გადასახადის გადამხდელის მიმართ, ანუ თანხის 0,05% ყოველდღიურად, თანხის სრულად გადახდამდე.

საგადასახადო კოდექსის 21-ე მუხლი ამბობს, რომ საწარმოს არ მიეკუთვნება ინდივიდუალური მეწარმე, ხოლო 36-ე მუხლის თანახმად, მეწარმე ფიზიკურ პირად ითვლება:

ა) ინდივიდუალური მეწარმე – ფიზიკური პირი, თუ ის, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, არის ინდივიდუალური მეწარმე;

საშემოსავლო გადასახადი, მოგების გადასახადი და დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ), საერთო-სახელმწიფოებრივ გადასახადებს მიეკუთვნება:

საგადასახადო კოდექსის მე-14 მუხლის მიხედვით, მომსახურებად ითვლება საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება. თუ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მომსახურებას მიეკუთვნება შემდეგი საქმიანობა:

რ) საკონსულტაციო, იურიდიული, ბუღალტრული, აუდიტორული, მარკეტინგული მომსახურება; საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლი, ადგენს ინფორმაციის მოთხოვნის უფლება და საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირს მოსთხოვოს:

ა) მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა;

ბ) მისი ქონების ნუსხის წარდგენა.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმებისას ამ შემოწმების ფარგლებში ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიმართვის საფუძველზე საბანკო დაწესებულებისგან გამოითხოვოს პირის შესახებ „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით ან „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლით გათვალისწინებული კონფიდენციალური ინფორმაცია. ამ ინფორმაციას საგადასახადო ორგანო გამოითხოვს სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლის 3/1 ნაწილითა და ამ კოდექსის 70/2 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შესაბამისად, მოპასუხეს შეუძლია მოიპოვოს ის ინფორმაცია, რომლის წარდგენაზე ამ ეტაპზე უარს ვაცხადებ იმ მოტივით, რომ აღნიშნული კამერალური შემოწმება ემსახურება მხოლოდ ზედმეტად გადახდილი თანხის არ დაბრუნების მიზნებსა და დროის გაჭიანურებას.

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. სასამართლო იცავს რა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის სფეროს, იმავდროულად, აქვს შესაძლებლობა მოახდინოს ზემოქმედება მმართველობის ამ სფეროზე, ვინაიდან არ არსებობს აბსოლუტურად დისკრეციული უფლებამოსილება, ისევე როგორც აბსოლუტური საკანონმდებლო განსაზღვრულობა, უფლებამოსილება ყოველთვის უკავშირდება კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებს, იმ ფაქტობრივი გარემოებების დადგენას, რომლებიც საფუძვლად დაედო ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, თანასწორობის, დასაბუთებულობის, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის, თანაფარდობის პრინციპების დაცვის მოთხოვნას. ხსენებული კრიტერიუმების სინთეზი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას შეაფასოს ზემოაღნიშნული ასპექტები.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კოდექსის მიზანია უზრუნველყოს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადამიანის უფლებების და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია –ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციულია უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, ყველა თანასწორია კანონისა და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე. დაუშვებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის კანონიერი უფლებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება. საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. მოპასუხის მიერ სადავო ბრძანებაში მითითებული მიზეზი, არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს, თავისი დისკრეციული უფლებამოსილება, გამოყენებული აქვს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ნორმების საწინააღმდეგოდ.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ჩვენს მიერ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტი, მიღებული და გამოცემულია ყველა ზემოაღნიშნული კანონის მოთხოვნის დარღვევით, რაც იძლევა ამ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის კანონიერ საფუძველს.

შემოსავლების სამსახურის მიერ 2023 წლის 26 ოქტომბერის №26366 ბრძანებით, ი/მ ----ის (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

საგადასახადო შემოწმების აქტი, ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რომლებიც არღვევს როგორც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ასევე საგადასახადო კოდექსითა და „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში ერთმნიშვნელოვნად ასახული ნორმები, რომელითაც უნდა იხელმძღვანელოს შემოსავლების სამსახურმა და აუდიტებმა.

აუდიტების მიერ, საგადასახადო შემოწმების აქტის გამოცემისას და შემდეგომ ბრძანებისა და საგადასახადო მოთხოვნის გამოცემისას, დამალულ იქნა ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რომელიც პრეიდიციულ ფაქტად ითვლება და მისი „დამალვა“ და არ გამოყენება, დანაშაულს წარმოადგენს, კერძოდ: შემოსავლების სამსახურმა, მართალია აბსოლუტურად უსაფუძვლოდ (ვინაიდან შემოსავლების სამსახურის თანამშრომელისათვის გადაგზავნილი ჰქონდა ყველა პერიოდის ყველა საბანკო ანგარიშიდან ამონაწერები), მიმართა სასამართლოს და თითქოსდა იმ საფუძვლით, რომ არ წარუდგინა საბანკო ანგარიშების შესახებ ინფორმაცია, სასამართლოსაგან მოითხოვა ბრძანების გაცემა საქართველოში მოქმედი ყველა საბანკო დაწესებულებიდან სრული ინფორმაციის მიღების შესახებ. სწორედ იმის გამო, რომ ამისი საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა, სასამართლო სხდომაზეც კი არ გამოცხადდა და საწინააღმდეგო პოზიციაც არ დააფიქსირა, ასევე არ გაუსაჩივრებია მიღებული ბრძანება, რომლითაც აუდიტებს მიეცათ უფლება ინდ. მეწარმე -----ის ყველა საბანკო ანგარიშიდან სრული ინფორმაციის მიღებისა, თუმცა, აუდიტებმა სასამართლოს გადაწყვეტილება არ წარადგინეს ბანკებში, არ გამოითხოვეს ინფორმაცია, რითიც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მათ მიზანს არ წარმოდგენდა რეალური შემოწმების ჩატარება და მიზანი იყო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლების ხელოვნურად შექმნა.

2023 წლის 25 დეკემბერს გამოიცა საგადასახადო აქტი და ბრძანება №33205 და საგადასახადო მოხოვნა №001-333, რომლის მიხედვითაც, სულ გადასახდელად დაკისრებულია 215 324,79 ლარი.

აუდიტის დეპარტამენტმა მის მიმართ გამოიყენა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილი იმის გამო, რომ არ შეასრულა მათი მოთხოვნა, იურიდიული მომსახურების ხელშეკრულებების (დაუშტრიხავი ფორმით) გადაგზავნის შესახებ და არ გააჩნდა რაიმე სახის პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაცია და განუმარტა, რომ ადვოკატის მიერ დგება მომსახურების ხელშეკრულება და მომსახურების ხელშეკრულების მიხედვით ხდება თანხის გადახდა, მომსახურების ღირებულების მიღება ხდება უნაღდო ანგარიშსწორების გზით, რაც ასახულია საბანკო ანგარიშებზე თანხების ჩარიცხვით, ეს თანხები ასახულია ყოველთვიურ, ასევე წლიურ დეკლარაციებში, დეკლარაციები წარმოებულია ელექტრონული ფორმით და ასახულია rs-ზე და გადახდილია კანონით დადგენილი ყველა გადასახადი.

შემოსავლების სამსახურის მიერ აღნიშნული პოზიცია ჩაითვალა აუდიტთან თანამშრომლობაზე უარის თქმად და დოკუმენტაციის წარუდგენლობად, რითიც შექმნეს მის მიმართ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების „სამართლებრივი“ საფუძვლები და საგადასახადო აქტი გამოიცა არაპირდაპირი მეთოდით.

იმ შემთხვევაშიც კი, მის მიმართ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენება კანონიერიც რომ ყოფილიყო, აუდიტის დეპარტამენტი ვალდებული იყო ეხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ და მასში სხვა შეტანილი ცვლილებებით (ცვლილებები განხორციელებულია ბრძანებების სახით). „პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“ მეთოდური მითითების მე-15 მუხლით დადგენილია არაპირდაპირი მეთოდის არსი, სახეები და პრინციპები.

მუხლი 1. რეგულირების სფერო

„პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“ წინამდებარე მეთოდური მითითება (შემდგომში - მეთოდური მითითება) არეგულირებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრისას, შესაბამისი საფუძვლების დადგენის და შესაბამისი მეთოდების გამოყენების პრინციპებს.

მუხლი 2. მიზანი

ამ მეთოდური მითითების მიზანია საგადასახადო შემოწმებისას პირის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის ერთიანი მეთოდოლოგიური უზრუნველყოფა.

მუხლი 3. არსი

საგადასახადო შემოწმებისას პირის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა გულისხმობს სამეურნეო ოპერაციის დასაბეგრი თანხის ცვლილებას, ამავე სამეურნეო ოპერაციის ფორმის კვალიფიკაციის შეუცვლელად.

მუხლი 6. საფეხურები

1. საგადასახადო ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა ხორციელდება ორი სავალდებულო საფეხურის გავლით:

ა) პირველი საფეხური - საფუძვლის დადგენა;

ბ) მეორე საფეხური - მეთოდის შერჩევა-გამოყენება.

2. საფეხურების გავლის მიზანია, რომ პირის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრისას, აუდიტორის ქმედებები იყოს თანმიმდევრული და დასაბუთებული.

3. ერთი საგადასახადო შემოწმების ფარგლებში შესაძლებელია დადგინდეს პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის ერთზე მეტი საფუძველი. ამასთან, შეირჩეს და გამოყენებულ იქნას ერთზე მეტი არაპირდაპირი მეთოდი, თუ პირი ახორციელებს, ერთზე მეტ, ერთმანეთისგან განსხვავებულ საქმიანობას.

თავი 2 - საფუძვლები და მათი დადგენა

მუხლი 7. საფუძვლების არსი და დადგენის პრინციპები

1. საფუძველი გულისხმობს პირის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის უფლებამოსილების გამოყენებისთვის აუცილებელი წინაპირობის ან/და წინაპირობათა ერთობლიობის არსებობას.

2. პირის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის საფუძველი შეიძლება იყოს ნებისმიერი შემდეგი ერთი ან ერთზე მეტი პირობა:

ა) სააღრიცხვო დოკუმენტაციის უქონლობა;

ბ) დაბეგვრის ობიექტის დაუდგენლობა;

გ) ერთზე მეტი კანონშეუსაბამობა, რომელიც გათვალისწინებულია ამ მეთოდური მითითების მე-10 მუხლით.

3. სათანადო საფუძვლ(ებ)ის დადგენის მიზნით, აუდიტორმა უნდა უზრუნველყოს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულყოფილად გამოკვლევა და ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, არაპირდაპირ მეთოდზე გადასვლის გადაწყვეტილების მიღება.

4. საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, აუდიტორი უფლებამოსილია:

ა) გადასახადის გადამხდელისგან ან მესამე მხარისგან მოითხოვოს ან/და გამოითხოვოს სააღრიცხვო დოკუმენტაცია;

ბ) გაეცნოს გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში გადასახადის გადამხდელის შესახებ, აგრეთვე, გადასახადის გადამხდელთან ან/და შესაბამის სამეურნეო ოპერაციებთან დაკავშირებულ სხვა პირთა მონაცემებს;

გ) გარდა გადასახადის გადამხდელისა, დამატებით გაესაუბროს საქმესთან დაკავშირებულ სხვა პირებს ან/და ორგანოებს;

დ) დაათვალიეროს ობიექტი, საწყობი, საამქრო, საქმიანი ეზო და ა.შ.;

ე) მოიწვიოს სპეციალისტი ან/და დანიშნოს ექსპერტიზა;

ვ) მოითხოვოს მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების ჩატარება;

ზ) განახორციელოს პირის მიმართ შეგროვებული ინფორმაციის შესწავლა და ანალიზი;

თ) მოიპოვოს და დაამუშაოს სხვა შესადარისი პირის საგადასახადო კონტროლის ან/და საგადასახადო დავის მასალები.

ი) სააღრიცხვო დოკუმენტაციის შეგროვების, გამოკვლევის და სანდოობის შეფასების მიზნით, მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

5. სათანადო საფუძვლ(ებ)ის დადგენის შემთხვევაში ჩაითვლება, რომ გავლილია პირველი საფეხური და აუდიტორი უფლებამოსილია გადავიდეს არაპირდაპირი მეთოდ(ებ)ის შერჩევა/გამოყენებაზე, რაც გულისხმობს მეორე საფეხურის დაწყებას.

მუხლი 8. სააღრიცხვო დოკუმენტაციის უქონლობა

ე) სხვა ნებისმიერი გარემოება, რომლის შედეგადაც გადასახადის გადამხდელის მიზეზით აუდიტორს არ მიეცა პირის სააღრიცხვო დოკუმენტაციის გაცნობის და შესწავლის შესაძლებლობა.

3. სააღრიცხვო დოკუმენტაციის უქონლობა შეიძლება განისაზღვროს სააღრიცხვო დოკუმენტაციის ნაწილის მიმართ.

4. მიუხედავად ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებებისა, სააღრიცხვო დოკუმენტაციის უქონლობად არ ჩაითვლება:

ა) თუ დადგინდა, რომ შესაბამისი სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან მისი ნაწილი გადასახადის გადამხდელისგან ამოღებულია საგადასახადო, საგამოძიებო, სხვა მაკონტროლებელ ან/და მარეგულირებელ ან/და ზედამხედველ ორგანოთა მიერ, მათ შორის, ამავე ან/და სხვა ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში წარდგენილია უშუალოდ გადასახადის გადამხდელის მიერ;

ბ) თუ სააღრიცხვო დოკუმენტაცია ელექტრონული ფორმით გამოწერილია ავტორიზებული გვერდის (www.rs.ge) მეშვეობით.

გ) შედარების მეთოდი - სააღრიცხვო დოკუმენტაციის უქონლობისას.

4. პირის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრისას, აუდიტორის მიერ მხედველობაში უნდა იქნას მიღებული შესაბამისი საქმიანობის სპეციფიკა, სეზონურობა და ყველა ის ფაქტობრივი გარემოებები, რამაც შესაძლოა არსებითი გავლენა იქონიოს პირის შემოწმების შედეგებზე.

მუხლი 23. შედარების მეთოდი

1. შედარების მეთოდი გულისხმობს პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას სხვა შესადარისი პირის შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე.

2. შესადარისია პირი, რომელიც შესამოწმებელ პერიოდში განეკუთვნება განსახილველი პირის სიდიდის კატეგორიას (მცირე, საშუალოს, მსხვილი) და ამავე პერიოდში არანაკლებ 7 პუნქტში ემთხვევა განსახილველი პირისა და შესადარისი პირის შემდეგი მონაცემები:

ა) სამართლებრივი ფორმა;

ბ) საქმიანობის სფერო;

გ) საქმიანობის ფაქტობრივი ადგილი, შემდეგი რიგითობით: ქალაქი, რაიონი, რეგიონი;

დ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია;

ე) დღგ-ის 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა;

ვ) დღგ-ის ჩათვლები;

ზ) იმპორტირებული პროდუქციის საბაჟო ღირებულება;

თ) დაქირავებულ პირთა რაოდენობა;

ი) გაცემული ხელფასების ოდენობა;

კ) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ღირებულება;

ლ) საკონტროლო სალარო-აპარატების რაოდენობა;

მ) ობიექტების რაოდენობა;

ნ) დასაბეგრი ქონების ღირებულება.

3. გადასახადის გადამხდელის და შესადარისი პირის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ იმ კრიტერიუმებს შორის, რომლებიც გამოისახება თანხობრივ სიდიდეში, დასაშვებია არსებობდეს სხვაობა 10%-ის ოდენობით, ხოლო, იმ კრიტერიუმებს შორის, რომლებიც გამოისახება რაოდენობრივ სიდიდეში - ყოველ 10 ერთეულზე 2 ერთეულის ოდენობით.

4. შედარების მეთოდის გამოყენების შემთხვევაში, სავალდებულოა:

ა) არანაკლებ 20 აქტიური პირის მონაცემის დამუშავება;

ბ) არანაკლებ 2 შესადარისი პირის იდენტიფიცირება. საგადასახადო აქტის საკითხი №1

ი/ნ ------ის საქმიანობას წარმოადგენს სხვადასხვა სახის იურიდიული მომსახურება, უძრავი ქონების გაქირავება და უძრავი ქონების შეძენა-რეალიზაცია. გადასახადის გადამხდელი შემოწმებასთან არ თანამშრომლობდა სრულყოფილად. პირმა შემოწმებისას არ წარმოადგინა ბუღალტრული აღრიცხვა, საბანკო ამონაწერები და სხვადასხვა სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რის გამოც, დაჯარიმებულ იქნა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად-ო (გასაჩივრებული აქვს და არ აქვს საბოლოო პასუხი).

1. სააღრიცხვო დოკუმენტაციის უქონლობა გულისხმობს გადასახადის გადამხდელის მიზეზით შექმნილ ნებისმიერ გარემოებას, რომლის შედეგადაც აუდიტორს არ მიეცა პირის სააღრიცხვო დოკუმენტაციის გაცნობის და შესწავლის შესაძლებლობა.

2. სააღრიცხვო დოკუმენტაციის უქონლობად მიიჩნევა:

ა) გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის კანონით დადგენილ ვადაში სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარუდგენლობა;

ბ) გადასახადის გადამხდელის მიერ მის სააღრიცხვო დოკუმენტაციასთან აუდიტორის დაშვებაზე უარის გაცხადება;

გ) სააღრიცხვო დოკუმენტაციის შეუნახველობა იმ საგადასახადო პერიოდის კალენდარული წლის დასრულებიდან არანაკლებ 3 კალენდარული წლის განმავლობაში, რომლის საგადასახადო ვალდებულების დადგენისთვისაც არის ეს სააღრიცხვო დოკუმენტი აუცილებელი;

დ) სამეურნეო ოპერაციებზე სააღრიცხვო დოკუმენტაციის გამოუწერლობა/შეუდგენლობა;

შემოსავლების სამსახურის მიერ, უკვე მიღებული იყო მის მიერ ელექტრონული ფოსტით გადაგზავნილი საბანკო ამონაწერები, რისი შეხსენების შემდეგაც აუდიტორმა -----მ განმიცხადა, რომ აღარ იყო საჭირო განმეორებით გადაგზავნა, ბუღალტრული აღრიცხვის სხვა დოკუმენტი, საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, არ არსებობს და ვერ იარსებებს, ვინაიდან, არაფერს აწარმოებს, მისი მომსახურება არის ინტელექტუალური სამუშაოს შესრულება, იურიდიული მომსახურების შესახებ დგება ხელშეკრულება და ანაზღაურებას იღებს უნაღდო ანგარიშსწორების გზით, ანუ თანხები ირიცხება საბანკო ანგარიშებზე, დამატებით მოთხოვნილ იქნა მის კლიენტებთან გაფორმებული იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულებებისა და დღიურად ბინის გაქირავების შესახებ ხელშეკრულებების წარდგენა, რაზედაც განუმარტა, რომ აღნიშნული ინფორმაციები წარმოადგენს პერსონალურ, პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციებს, რომელთა გაცემაც (გავრცელებაც) წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსის 1571 მუხლით გათვალისწინებულ მძიმე დანაშაულს და მათი მოთხოვნა იყო კანონსაწინააღმდეგო.

საგადასახადო ორგანო აქტში წერს: რადგან გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია პირველადი აღრიცხვის დოკუმენტაცია, შეუძლებელი იყო დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა-ო (თუმცა, არ აკონკრეტებს, ბინის ან კოტეჯის დღიურად გაქირავების ან/და იურიდიული მომსახურების გაწევისას რა „პირველადი აღრიცხვის დოკუმენტაციას“ უნდა აწარმოებდეს და ადგენდეს, რის წარდგენას ითხოვდა შემოსავლების სამსახური), ამიტომ შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე5 ნაწილის მიხედვით და პირის შემოსავალი განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით-ო.

ამ გარემოების გაყალბება აუდიტორებს სჭირდებოდა იმისათვის, რომ როგორც ი/ნ ------ის მიერ ----- ბანკიდან აღებული იპოთეკურის სესხის დღგ-ის გადამხდელი კომპანიისაგან შეძენილი ქონებიდან კანონის მიხედვით გასაბრუნებელი 49 514 ლარი არ დაებრუნებინათ და დაბრუნების ნაცვლად, შეეფასებინათ უკანონო ჩათვლად, რასაც მოჰყვებოდა ამავე თანხით დაჯარიმება.

აუდიტების მიერ, ----ის რაიონის სოფელ ---ში და სოფელ ----ში მდებარე კოტეჯების გაქირავების დღიურ ღირებულებად მიჩნეულ იქნა 150 ლარი და თვეში 20 დღით გაქირავება მიიჩნიეს გარდაუვალ რეალობად, მაშინ, როდესაც მხოლოდ ------- კოტეჯების გაქირავება ხდება მხოლოდ ზაფხულის პერიოდში, გაქირავების ღირებულება საშუალოდ არის 100 ლარი და 30 დღიდან ხშირად მხოლოდ 10-12 დღით ხდება გაქირავება. ------- კოტეჯების გაქირავება მინიმუმ იმ მიზეზის გამო ვერ მოხდებოდა, რომ მათი ჩაბარება-გადმოცემა განხორციელდა სექტემბრის თვეში, ეზოს მოპირკეთება დღესაც არ არის განხორციელებული, სეზონი იწყებოდა ივნისის თვიდან, მაისის 22 რიცხვში გარდაიცვალა კომპანიის დირექტორი, ეზოს მოპირკეთება ვერ განხორციელდა, გაქირავება შეუძლებელი იყო, გაფუჭდა ცენტრალური კანალიზაცია და გადასათხრელი გახდა ეზო... მის მიერ ვერ ხდება დამატებით ფულადი რესურსების (სესხების) მოძიება და ვერ ახორციელებს გადახდებს უკვე 11 თვეა და კომპანიისაგან მიღებული აქვს შეტყობინება ხელშეკრულების გაუქმების გაფრთხილების შესახებ, შესაბამისად, კომპანია, ისეთი ქონების გაქირავების უფლებას, რომელიც მისი საკუთრებაა და წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებით მისი სამომავლო შემძენი არ იხდის განწილვადებით შეთანხმებულ თანხას, რა თქმა უნდა, არ მისცემს. როგორც სოფელ -------, ასევე სოფელ ------- მდებარე კოტეჯების ცენტრალური გათბობის მთელი ზამთრის სეზონის მანძილზე ჩართულ მდგომარეობაში ქონას ითხოვს კომპანია, რათა არ მოხდეს მილებისა და სისტემის გაყინვა-დაზიანება, რის გამოც, ზამთრის სეზონზე მოხმარებული ბუნებრივი გაზის ღირებულებამ გადააჭარბა 10 000 ლარს და კომუნალური გადასახადის ვერ გადახდის გამო, შეწყვეტილია გაზმომარაგებაც და ელექტრო-ენერგიის მიწოდებაც.

აუდიტების მიერ, შედარების მეთოდის გამოყენების შემთხვევაში, წარმოეშვათ იმისი ვალდებულება, რომ სწორედ სოფელ --ში და სოფელ -ში მდებარე ანალოგიური კოტეჯების გამქირავებელი გადასახადის გადამხდელი პირის დეკლარირებული შემოსავლებისათვის შეედარებინა მისი „სავარაუდო შემოსავალი“, თუმცა, ვინ არიან 20-ზე მეტი ის გადამხდელები, რომელთაც შეადარეს, დარჩა „ინკოგნიტოდ“... რეალურად კი, არანაირი შედარება არ განხორციელებულა, მხოლოდ აუდიტების ფანტაზიის შედეგად მოხდა მისი ე.წ „დამალული შემოსავლების“ დადგენა.

დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, შემოწმების აქტის მიხედვით, ასეთია:

2021 წელს დეკლარირებული აქვს 38 876 ლარის დასაბეგრი ბრუნვა, აუდიტები კი მიიჩნევენ, რომ რეალურად 154 646 ლარი მქონდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. 2022 წელს დეკლარირებული აქვს 55 962 ლარის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, აუდიტები კი მიიჩნევენ, რომ რეალურად 205 436 ლარი ჰქონდა დღგით დასაბეგრი ბრუნვა.

2023 წელს დეკლარირებული აქვს 21 326 ლარის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, აუდიტები კი მიიჩნევენ, რომ რეალურად 74 292 ლარი ჰქონდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.

საბოლოოდ, დეკლარირებული 116 164 ლარის ნაცვლად, „არწმუნებენ“, რომ 434 374 ლარის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა ჰქონია და სხვაობა არის 318 209 ლარი.

ამ აქტით, შემოსავლების სამსახურმა სცადა პრეცედენტის დადგენა იმის შესახებ, რომ: ადვოკატმა უნდა დაარღვიოს ადვოკატთა შესახებ საქართველოს კანონი, ეთიკის კოდექსი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი (პირადი ინფორმაციის გაჟღერების აკრძალვის მიუხედავად) და იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულება და კონფიდენციალური ინფორმაცია უნდა წარუდგინოს შემოსავლების სამსახურს, დაარღვიოს მისი კლიენტის ანუ მესამე პირის ფუნდამენტური და კონსტიტუციით დაცული უფლებები, ან მას „დააბრალებენ“, რომ არ ითანამშრომლა შემოსავლების სამსახურთან და გამოიყენებენ არაპირდაპირი წესით დაბეგვრის მეთოდებს, შესადარებელ პირად და ობიექტად მიიჩნევენ თუნდაც -----ს, რომელსაც არსაიდან და ფანტაზიის ფარგლებში დაუდგინეს, რომ 3 საგადასახადო წელში 434 374 ლარის „შოვნა“ ხდება და ამავე თანხას დაუდგენენ სხვა ადვოკატსაც მიღებულ შემოსავლად, რომელიც უნდა დაებეგრა.

ადვოკატის სამართლებრივი დაცვის გარანტიები ჩადებულია „ადვოკატთა შესახებ“ კანონის 38-ე მუხლით და „ადვოკატი საადვოკატო საქმიანობას ახორციელებს დამოუკიდებლად, დაუშვებელია ადვოკატის საქმიანობაში არამართლზომიერი ჩარევა, ადვოკატის საქმიანობისათვის ხელის შეშლა, ადვოკატზე სახელმწიფო ორგანოს ან/და სხვა პირის არასათანადო ზემოქმედება, მისი დაშინება, შევიწროება, იძულება, დევნა, მასზე ზეწოლა, მისთვის მორალური ან/და მატერიალური ზიანის მიყენება, მის მიმართ ძალადობა ან ძალადობის მუქარა, აგრეთვე ნებისმიერი სხვა მოქმედება, რომელმაც შეიძლება ხელყოს ადვოკატის დამოუკიდებლობა.

რაც შეეხება საგადასახადო ორგანოს მოთხოვნას ადვოკატსა და კლიენტს შორის გაფორმებული იურიდიული დახმარების ხელშეკრულებების წარდგენის თაობაზე, „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, კონფიდენციალურია ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ადვოკატმა მიიღო კლიენტისაგან ან იურიდიული რჩევის მიღების სხვა მსურველისაგან და ადვოკატი ვალდებულია არ გაამჟღავნოს კლიენტისაგან მიღებული ინფორმაცია მათ შორის კლიენტის ვინაობაც.

„ადვოკატის როლის შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ძირითადი პრინციპების თანახმად, სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება უზრუნველყოს ადვოკატების მიერ თავიანთი პროფესიული ფუნქციების განხორცილება დაბრკოლების თუ რაიმე არასათანადო ჩარევის გარეშე და პატივი სცეს ადვოკატებსა და მათ კლიენტებს შორის ყველა კომუნიკაციისა და კონსულტაციის კონფიდენციალურობას.

ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი განსაზღვრავს ადვოკატთა პროფესიულ ეთიკის ნორმებს და ქცევის წესებს. ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის მიზანია საზოგადოების წინაშე დაკისრებული პროფესიული და ზნეობრივი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე განსაზღვროს პროფესიული ეთიკის ნორმების შესაბამისი ქცევის წესები და დაამკვიდროს ადვოკატის ვალდებულება შეინარჩუნოს პროფესიული ღირსება, პატივი სცეს თავის საქმიანობას და იზრუნოს ადვოკატის პროფესიისადმი მაღალი ნდობის მოპოვებისთვის. ადვოკატი ვალდებულია, პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას, იხელმძღვანელოს შემდეგი ძირითადი პრინციპებით: დამოუკიდებლობა, ნდობა, კონფიდენციალობა, კლიენტის ინტერესების პრიორიტეტულობა, ინტერესთა კონფლიქტის დაუშვებლობა, კოლეგიალობა. ამ კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადვოკატი თავისი პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას დამოუკიდებელია ყოველგვარი გავლენისგან ან სხვა ზეწოლისაგან, მათ შორის მისი პირადი ინტერესებიდან და ემორჩილება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობას, საერთაშორისო სამართლის და პროფესიული ეთიკის ნორმებს (8.12.2012). ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, ადვოკატი ვალდებულია არ დაუშვას კომპრომისი საკუთარი პროფესიული ვალდებულებების შესრულებისას კლიენტის, სასამართლოს ან სახელმწიფოს სხვა ორგანოს ან სხვა პირის ინტერესების სასარგებლოდ (8.12.2012). ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის მიხედვით, კლიენტისა და ადვოკატის ურთიერთობა ეფუძნება ნდობას.

ადვოკატისადმი კლიენტის ნდობა ეფუძნება ადვოკატის პირად ღირსებას, პატიოსნებას, შეუვალობას კომპეტენტურობას და დამოუკიდებლობას. ადვოკატმა არ უნდა იმოქმედოს ისე, რომ ეჭვქვეშ დააყენოს მისდამი კლიენტის ნდობა. აღნიშნული თვისებები ადვოკატის პროფესიული ვალდებულებაა. ამავე კოდექსის მე-4 მუხლით განსაზღვრულია კონფიდენციალობის პრინციპი და ინფორმაცია, რომელიც ადვოკატისთვის ცნობილი გახდა მისი პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას, კონფიდენციალურია. ადვოკატი ვალდებულია დაიცვას კონფიდენციალური ინფორმაცია იმგვარად, რომ მესამე პირებს მასზე ხელი არ მიუწვდებოდეს. კონფიდენციალობის ვალდებულება ვრცელდება ნებისმიერ ინფორმაციაზე, რაც ადვოკატისთვის ცნობილი გახდა კლიენტისაგან ან იურიდიული რჩევის მიღების სხვა მსურველისაგან, რომელიც ადვოკატმა მიაწოდა კლიენტს ან ადვოკატმა სხვა წყაროდან გაიგო კლიენტთან ან მის საქმესთან დაკავშირებით.

კონფიდენციალობის ვალდებულება არ არის შეზღუდული დროში. ადვოკატმა განზრახ არ უნდა გამოიყენოს კონფიდენციალური ინფორმაცია: ა) კლიენტის წინააღმდეგ; ბ) საკუთარი ან მესამე პირის მიზნებისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კლიენტი შესაბამის თანხმობას განაცხადებს; ადვოკატმა ყოველთვის უნდა იმოქმედოს კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე და დააყენოს ისინი პირადი და სხვა პირების ინტერესებზე მაღლა. თუმცა კლიენტის ინტერესების დასაცავად ადვოკატის მოქმედებები უნდა შეესაბამებოდეს კანონმდებლობას და ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსს.

კლიენტისათვის საადვოკატო მომსახურების გაწევა, ხშირ შემთხვევებში საჭირო ხდება და ხორციელდება მათი პირადი და ოჯახური ცხოვრებისას წარმოშობილი პრობლემების გამო (მაგალითად: მამობის დადება...) და კლიენტსა და ადვოკატს შორის ინდივიდუალური ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს არსებულ ფაქტობრივ გარემოებებსა და დავალების ხელშეკრულების პირობებს, კონფიდენციალურია და მისი გამჟღავნებით ადვოკატი დაარღვევს არა მარტო ეროვნულ კანონმდებლობას, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებულ უფლებას - პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის შესახებ.

საგადასახადო შემოწმების აქტში ისეთი ინფორმაციების მიუთითებლობა, როგორიც არის ჰუმანიტარული დანახარჯები და ა.შ, მეორეხარისხოვანი დარღვევებია იმასთან შედარებით, ვიდრე:

1. „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება“ და დღგ-ის შემოწმების სისწორის შესახებ ბრძანების საფუძველზე სრული კამერალური შემოწმების ჩატარება;

2. ადვოკატის საქმიანობის განმსაზღვრელი როგორც ეროვნული, ასევე საერთაშორისო კანონების დარღვევით მოქმედების მოთხოვნა და კლიენტებთან გაფორმებული ხელშეკრულებების წარდგენა;

3. დღიურად ბინების დამქირავებლების პირადი ინფორმაციისა და ხელშეკრულებების წარდგენის მოთხოვნა, რაც არღვევს მათი პირადი და ოჯახური ცხოვრების კონვენციით, კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის კოდექსით დაცულ უფლებას;

4. საგადასახადო კოდექსის 73 მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების საფუძვლების არ არსებობა;

5. „პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“ მეთოდური მითითების დარღვევა და შედარების მეთოდის გამოყენებისას დადგენილი წესების დარღვევა; 6

. ადვოკატისათვის საქმიანობის ადგილად მხოლოდ ერთი კონკრეტული ადგილისა და მისამართის „განსაზღვრა“ და იმის უგულვებელყოფა, რომ გარდა სასამართლოს სხდომებში ან საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მიღებისა, ადვოკატის საქმიანობას წარმოადგენს სატელეფონო კონსულტაცია, სარჩელის, შუამდგომლობის, განცხადების წერა და ელექტრონულად რეგისტრაცია, პირადად კლიენტისათვის ან/და პოტენციური კლიენტისათვის კონსულტაციის გაწევა, რასაც ადვოკატები ახორციელებენ არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ მისამართზე... და რომ ქ. --ში,----ის ქუჩა №-, ბინა №--ში მდებარე საცხოვრებელი ბინა, მიუხედავად იმისა, იგი სად დაიძინებს, ასევე წარმოადგენს მისი, როგორც ადვოკატის საქმიანობის ამ ზემოაღნიშნული საქმიანი ქმედებების განხორციელების ადგილს(აც).

ყველა ეს დარღვევა კი, ზემოაღნიშნული ეროვნული და საერთაშორისო კანონების, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისად, წარმოადგენს გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის საფუძვლებს. შემოსავლების სამსახურმა, მის მიერ გასაჩივრებული აქტები, უცვლელად დატოვა ძალაში და 2024 წლის 12 თებერვლის №2649 ბრძანებით საჩივრები არ დაკმაყოფილა. 2024 წლის 12 თებერვლის ბრძანება გაასაჩივრა დავების საბჭოში, რომლის მიერაც, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საჩივრის განსახილველად შემოსავლების სამსახურისათვის დაბრუნების შესახებ, თუმცა შემოსავლების სამსახურმა 2024 წლის 28 მაისს კვლავ უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო და საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ითხოვს 2023 წლის 25 დეკემბერის საგადასახადო შემოწმების აქტის, 2023 წლის 27 დეკემბრის №33205 ბრძანების, 2023 წლის 27 დეკემბრის №001-333 საგადასახადო მოთხოვნის, 2024 წლის 12 თებერვლის №2649 ბრძანების და 2024 წლის 28 მაისის ბრძანების №12295 ბათილად ცნობას და საჩივრის სრულად დაკმაყოფილებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის შედეგად დაუშვებელია მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების დამძიმება, გარდა გადამხდელის თანხმობით ამავე დავის ფარგლებში ჩატარებული შემოწმების შემთხვევისა.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ შესამოწმებელ პერიოდში სოფელ ------- მომჩივანი აქირავებდა მის მიერ სამომავლო უფლებით შეძენილ კოტეჯებს. შესამოწმებელ პერიოდში ასევე უფიქსირდება უძრავი ქონების (საცხოვრებელი ბინებისა და კომერციული ფართის) შეძენა-რეალიზაცია. გადასახადის გადამხდელს შემოწმებისთვის არ წარუდგენია პირველადი აღრიცხვის დოკუმენტაცია, რამაც შეუძლებელი გახადა დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა. შემოწმების შედეგად, დღგ-ით დაიბეგრა იჯარით მიღებული, უძრავი ქონების რეალიზაციით და იურიდიული მომსახურებით მიღებული შემოსავლები. ასევე, განისაზღვრა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა.

აუდიტის დეპარტარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, საგადასახადო შემოწმების შესახებ პირველი ბრძანებით მოწმდებოდა მხოლოდ 2023 წლის იანვრის თვის საანგარიშო პერიოდი. შემდეგ ცვლილება შევიდა პირველ ბრძანებაში და ჩამოყალიბდა შესამოწმებელი პერიოდი 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველი აგვისტოს ჩათვლით. ცვლილების შეტანის შესახებ ბრძანება მთლიან შემოწმებას მოიცავს და არ აკონკრეტებს დღგ-ის ნაწილს. საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელისგან მოთხოვნილი იქნა საგადასახადო შემოწმებასთან დაკავშირებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა, გადასახადის გადამხდელი გაეცნო და ვალდებული იყო, რომ წარმოედგინა საბანკო ანგარიშების ამონაწერები. შემოწმების პროცესში არცერთ აუდიტორთან გამოგზავნილი არ არის აღნიშნული ამონაწერები, ხოლო დეკლარაციების კონტროლის სამმართველოს თანამშრომელთან არ იყო სრულყოფილად წარდგენილი საბანკო ამონაწერები. შემოწმებისთვის საჭირო იყო საბანკო ანგარიშების ამონაწერები სრულყოფილად, ყველა ბანკიდან. გადასახადის გადამხდელის მიერ არცერთი ბანკის სრულყოფილი ამონაწერი, ანგარიშების მითითებით, არ ყოფილა წარმოდგენილი. დეკლარაციების კონტროლის სამმართველში წარდგენილი იყო რამდენიმე თვის ამონაწერი. აღნიშნული მოთხოვნის შუსრულებლობისთვის გადასახადის გადამხდელს დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა. არსებობდა საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის საფუძვლები. იურიდიული მომსახურების ნაწილში ვერ დგინდებოდა რა მომსახურებას წევდა და რა თანხებს იღებდა ვერ დგინდებოდა. გადამხდელს ეთხოვა წარმოედგინა ბანკების ამონაწერები, სადაც ჩანს ვის გაეწია მომსახურება და რა თანხა ჩარიცხა. სასამართლოს შუამდგომლობით გამოთხოვილი იქნა ბანკებიდან ინფორმაცია, რაც დაგვიანებით იქნა წარმოდგენილი ბანკების მიერ, დაახლოებით 2024 წლის თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისში და წარმოდგენილია ინდ. მეწარმე -----ის საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერები, თუმცა ფიზიკური პირი ----ის შესახებ საბანკო ამონაწერები აუდიტის დეპარტამენტს დღემდე არ გააჩნია. აღნიშნულის გათვალისწინებით იურიდიული მომსახურებიდან შემოსავლებმა შემოწმების შედეგებში მონაწილეობა ვერ მიიღო და შემოსავლები არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა კოტეჯების გაქირავების ნაწილში. მოგვიანებით მიღებული საბანკო ანგარიშების ამონაწერებით დასტურდება, რომ თანხები ჩარიცხულია იურიდიული მომსახურებისთვისაც და კოტეჯების გაქირავებისთვისაც. უძრავი ქონების რეალიზაცია პირდაპირ დგინდებოდა, რაც დასაბეგრი იყო, არ იყო დეკლარირებული და დაიბეგრა. კოტეჯების გაქირავებიდან შემოსავლები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. ინდივიდუალური მეწარმის საბანკო ანგარიშების მიხედვით, რაც წარმოდგენილია დღეის მდგომარეობით, კოტეჯების გაქირავების შედეგად ჩარიცხული თანხები ნაკლებია შემოწმებით განსაზღვრულზე, ასევე ფიქსირდება იურიდიული მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები, რაც შემოწმების შედეგებში გათვალისწინებული არ არის და დასამატებელი იყო შემოსავალში. ჯამური შემოწმების შედეგები განსხვავებული იქნებოდა.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის არაპირდაპირი მეთოდი გამოყენებულია საგადასახადო შემოწმების დროს არსებული გარემოებების პირობებში, რაც განხორციელებულია მართლზომიერად. ამასთან, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების მეტი სიზუსტით განსაზღვრის მიზნით, იმის გათვალისწინებით, რომ საბჭოს სხდომაზე მომჩივნის განმარტებით, საბანკო ინფორმაციის წარდგენაზე საწინააღმდეგო არაფერი აქვს და უარს არ ამბობს საგადასახადო ორგანოსთან თანამშრომლობაზე, მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საბანკო ინფორმაციები/ამონაწერები სრულად. ხოლო, მითითებულ ვადაში მომჩივნის მიერ საბანკო ინფორმაციის/ამონაწერების სრულად წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეაფასოს წარდგენილი ინფორმაცია და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

2. ჩათვლილი დღგ-ის გაუქმება ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ის ჩათვლა მიღებული აქვს ისეთ საქონელზე, რომელსაც დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში არ გამოიყენებდა, მათ შორისაა საცხოვრებელი ბინა (ს/კ ------), რომელიც 2023 წლის იანვარში შეძენილ იქნა შპს ----სგან (ს/ნ ----). აღნიშნულ ობიექტზე მიმდინარე კონტროლის ღონისძიების, კერძოდ დათვალიერების ჩატარების მიზნით, გამოიცა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 29 სექტემბრის №2457 ბრძანება. აღნიშნული ბრძანების შესრულების მიზნით, 2023 წლის 24 ოქტომბერს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრები მივიდნენ ობიექტზე, ვინაიდან ობიექტი არის საცხოვრებელი ბინა, შედგა სატელეფონო საუბარი ბინის მესაკუთრესთან ი/მ -----თან და შესთავაზეს ხსენებული ობიექტის ვიზუალური დათვალიერება, რაზედაც პირმა განმარტა, რომ აღნიშნული ფართი დღეის მდგომარეობით არის საცხოვრებელი ბინა, სადაც ცხოვრობს თვითონ, ხოლო დათვალიერების ჩატარებაზე უარი განაცხადა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის მიხედვით, პირს აღნიშნულ ბინაზე დღგ-ის ჩათვლის უფლება არ აქვს. შესაბამისად პირს შეუმცირდა ჩათვლილი დღგ-ის თანხა, დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახდო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და 180-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

წარმოდგენილ საჩივრებში გადამხდელი ითხოვს შეძენილ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე დღგ-ის ჩათვლას.

შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ის ჩათვლა მიღებული აქვს ისეთ საქონელზე, რომელიც დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში არ გამოიყენებოდა, მათ შორისაა, საცხოვრებელი ბინა, რომელშიც მეწარმის სატელეფონო განმარტებით (შემოსავლების სამსახურის მიერ მიმდინარე კონტროლის ღონისძიების განხორციელების პერიოდში), ცხოვრობს თვითონ. შესაბამისად, აღნიშნულ საქონელზე მიღებული ჩათვლა შემოწმებით დაექვემდებარა გაუქმებას.

იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს დღგ-ის ჩათვლა მიღებული აქვს საქონელზე, რომელიც არ გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში, შემოსავლების სამსახური მართლზომიერად მიიჩნევს შემოწმებით ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმებას. ამასთან, გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივრებში, ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი, იმგვარი მტკიცებულებები/არგუმენტები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივრები ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ. ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ.

საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

საგადასახადო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირის მიერ სხვა დასაბეგრი პირისთვის საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის შემთხვევაში, გამოიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში დღგის ჩათვლა მიღებული აქვს ისეთ საქონელზე, რომელსაც დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში არ გამოიყენებდა, მათ შორისაა საცხოვრებელი ბინა (ს/კ ------).

საბჭო მიუთითებს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 27.10.2023 წლის №---21-12 სამსახურებრივი ბარათით აუდიტის დეპარტამენტისთვის წარდგენილ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამართალდარღვევათა გამოვლენის სამმართველოს ოფიცრები 2023 წლის 24 ოქტომბერს იმყოფებოდნენ ქ. ---ში, ----, ---ის ქ. №--ში, ი/მ -----ის (ს/ნ -----) მიმართ მიმდინარე კონტროლის პროცედურის, კერძოდ ხსენებულ მისამართზე მის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის (ბინის) დათვალიერების მიზნით. გამომდინარე იქიდან, რომ ხსენებულ მისამართზე დათვალიერების ობიექტს წარმოადგენდა საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულზე არსებული ბინა №- (ს/კ ---), ი/მ ------თან (ს/ნ ----) ტელ. ნომერზე ---- შედგა სატელეფონო კომუნკიაცია და შეთავაზებულ იქნა მისი თანხმობით ხსენებული ობიექტის ვიზუალური დათვალიერება, რაზედაც მან სატელეფონო საუბარში განმარტა, რომ აღნიშნული ფართი დღეის მდგომარეობით არის საცხოვრებელი ბინა, სადაც ცხოვრობს თვითონ, ხოლო დათვალიერების ჩატარებაზე უარი განაცხადა.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე და იმის გათვალისწინებით, რომ საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით, საქონელის/მომსახურების დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მიზნით შეძენა/გამოყენება წარმოადგენს დღგ-ის ჩათვლის მიღების პირობას, რაც სადავო შემთხვევაში არ დასტურდება, მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელს 2021 წელს დაუდგინდა 40 000 ლარზე მეტი შემოსავალი, შესაბამისად, პირს წარმოეშვა 2022 წლის საანგარიშო პერიოდის ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შესამოწმებელ პერიოდში, პირის საკუთრებაში ფიქსირდება უძრავი ქონება (კომერციული ფართი და ბინები) და ავტომობილები.

ფიზიკური პირის მიერ ქონების გადასახადის დეკლარაციები წარდგენილი არ არის. შემოწმებით, დასაბეგრი ქონების ღირებულება განისაზღვრა საბაზრო ფასით და კონკრეტული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებების შესაბამისად. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 201-ე, 202-ე და 205-ე მუხლების მიხედვით, პირს დაერიცხა ქონების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

გადასახადის გადამხდელი, 2021 და 2022 წლების პირველი აპრილის მდგომარეობით, ფლობს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს, ----- რაიონში სოფელ ----- და სოფელ -----. პირს, შესამოწმებელ პერიოდში, წარდგენილი არ აქვს დეკლარაციები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის მიხედვით, პირს დაერიცხა მიწაზე ქონების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 202-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 203-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე და 205- ე მუხლის მე-12 ნაწილზე.

შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელის 2021 წლის შემოსავალი აღემატება 40 000 ლარს, რის საფუძველზეც პირს დაუდგინდა 2022 წლის ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წარდგენის ვალდებულება, რაც მის მიერ არ არის შესრულებული. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შესამოწმებელ პერიოდში ფიზიკურ პირს საკუთრებაში უფიქსირდება ქონების გადასახადით დასაბეგრი უძრავი ქონება, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა და ავტომობილები. შემოწმებით გადამხდელის დასაბეგრი ქონების ღირებულება განისაზღვრა საბაზრო ფასისა და კონკრეტული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებების შესაბამისად, ასევე მიწის ფართობის მიხედვით, რის შედეგადაც პირს განესაზღვრა შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებები.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მოყვანილ არგუმენტთან, ქონების გადასახადში დარიცხულ 20 054 ლართან მიმართებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციასა და საგადასახადო შემოწმების აქტზე, რომლითაც ირკვევა, რომ პირს ქონების გადასახადში დაერიცხა მხოლოდ 414 ლარი, ხოლო საჩივარში მითითებული 20 054 ლარის დარიცხვა განხორციელებულია საშემოსავლო გადასახადში.

ამასთან, გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები/არგუმენტები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივრები ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია ფიზიკური პირი:

გ.ა) მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე), იახტებზე (კატარღებზე), შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებსა და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით განსაზღვრულ მსუბუქ ავტომობილებზე;

გ.ბ) არარეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებულ ქონებაზე;

გ.გ) ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.

საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:

ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არა უმეტეს 0.2 პროცენტისა;

ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა.

საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე.

საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.

საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონება (გარდა მიწისა), თუ ამ პირის ოჯახის მიერ მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები არ აღემატება 40 000 ლარს.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ ვინაიდან სადავო არ არის, რომ მომჩივანს გააჩნია დასაბეგრი ქონება, ხოლო მომჩივნის მიერ მიღებული შემოსავლების მიხედვით არ კმაყოფილდება საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, ქონების გადასახადის ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 28.05.2024 წლის №12295 ბრძანება;

3. პირველ დავის საგანთან (საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით) დაკავშირებით:

ა) მომჩივანს მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საბანკო ინფორმაციები/ამონაწერები სრულად;

ბ) მითითებულ ვადაში მომჩივნის მიერ საბანკო ინფორმაციის/ამონაწერების სრულად წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს შეაფასოს წარდგენილი ინფორმაცია, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;

2. ჩათვლილი დღგ-ის გაუქმება;

3. ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელი შემოწმების პროცესში შემმოწმებლებთან არ თანამშრომლობდა სრულყოფილად. არ წარადგინა ბუღალტრული აღრიცხვა, საბანკო ამონაწერები და სხვადასხვა სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რის გამოც დაჯარიმებულ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. პირველადი აღრიცხვის დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის გამო შეუძლებელი გახადა დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა, შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით მომჩივნის შემოსავლები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

შემოწმების შედეგად, დღგ-ით დაიბეგრა იჯარით მიღებული, უძრავი ქონების რეალიზაციით და იურიდიული მომსახურებით მიღებული შემოსავლები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.

შესამოწმებელ პერიოდში მომჩივანს უფიქსირდება საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

გადასახადის გადამხდელს 2021 წელს დაუდგინდა 40 000 ლარზე მეტი შემოსავალი, შესაბამისად, პირს წარმოეშვა 2022 წლის საანგარიშო პერიოდის ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება. შემოწმებით, დასაბეგრი ქონების ღირებულება განისაზღვრა საბაზრო ფასით და კონკრეტული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებების შესაბამისად. შედეგად, პირს დაერიცხა ქონების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 28.05.2024 წლის №12295 ბრძანება; პირველ დავის საგანთან მომჩივანს მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საბანკო ინფორმაციები/ამონაწერები სრულად, მითითებულ ვადაში ინფორმაციის/ამონაწერების სრულად წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება; დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 159; 80; 81; 102(1-ა); 159; 163(1, 2); 175(1-ა); 176(1-ა); 201(1-გ); 202(5); 203(ა); 205(12)