გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2-----14
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
7 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ივერი აბაშიძე
სხდომის მდივანი - ირინე ობოლაშვილი
მოსარჩელე - სსიპ ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–----------
წარმომადგენელი - ლ----------------ე
მოპასუხე - ვ----–-------–-–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხე - ვ----–-------–-–---–ს მოსარჩელე სსიპ ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს სასარგებლოდ დაეკისროს 2200 ლარის გადახდა
მოსარჩელეს მოთხოვნა ემყარება შემდეგ ფაქტებზე და გარემოებებზე:
ვ----–-------–-–---–სა და სსიპ ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს შორის, მოპასუხის 2017 წლის 21 თებერვლის №---------- განცხადებისა და №---------- ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეს გაეწია ბიოლოგიური და დაქტილოსკოპიური საექსპერტო მომსახურება ბრალდებულ დ--------------–---–ის მიმართ.
გაწეული მომსახურებისთვის მოპასუხეს არ გადაუხდია შესაბამისი ტარიფით დადგენილი გადასახადი.
2. მოპასუხის პოზიცია
ვ----–-------–-–---–მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე, მან, როგორც ბრალდებულის დამცველმა ადვოკატმა დ--------------–---–ზე წარდგენილი ბრალდების აბსურდულობის დადასტურების მიზნით მოითხოვა ექსპერტიზის ჩატარება ბრალდებულის ბიოლოგიური და დაქტილოსკოპიური საექსპერტო მომსახურების შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე მან როგორც დ--------------–---–ის ადვოკატმა გააფორმა ხელშეკრულება მოსარჩელესთან.
ხელშეკრულების შესაბამისად ბიოლოგიური (გენეტიკური)და დაქტილოსკოპიური საექსპერტო მომსახურების განხორციელების მიზნით ბიუროში გამოცხადებითა და ექსპერტიზის პროცესში მონაწილეობით, ბრალდებულმა დ--------------–---–მა თანხმობა გამოხატა 2017 წლის 21 თებერვალს ექსპერტიზის ბიუროსთან დადებულ ხელშეკრულებაზე, რითაც დაადასტურა ხელშეკრულების ნამდვილობა, შესაბამისად ბიუროს ბრალდებულის მიმართ წარმოეშვა მოთხოვნის უფლება და არა მისი ადვოკატის მიმართ.
ბრალდებულ დ--------------–---–ს და არც მის ადვოკატს საექსპერტო დასკვნები არ გადასცემიათ, ბიუროს არანაირი შეტყობინებით არ უცნობებია ექსპერტიზის დასკვნების მომზადების შესახებ და აღნიშნულ დასკვნებს გაეცნენ მხოლოდ სარჩელისა და თანდართული მასალების გადაცემის შემდეგ.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 21 თებერვალ ერთის მხრივ სსიპ ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–----------სა და მეორეს მხრივ დ--------------–---–ის ადვოკატ ვ----–-------–-–---–ს შორის დაიდო საექსპერტო მომსახურების შესახებ №---------- ხელშეკრულება, რომლის მიხედვით შემსრულებელს ანუ სსიპ ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს უნდა შეესრულებინა ბიოლოგიური და დაქტილოსლკპიური საექსპერტო მომსახურება, ხოლო დამკვეთი ვალდებული იყო საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის №171 დადგენილებით დამტკიცებული ბიუროს მომსახურების ტარიფების შესაბამისად გადაეხადა მომსახურების საფასური.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 21 თებერვლის №---------- ხელშეკრულება
- მხარეთა ახსნა-განმარტებები
3.1.2. ხელშეკრულების დადებისას ვ----–-------–-–---–ი მოქმედებდა, როგორც ბრალდებულის დ--------------–---–ის ინტერესების დამცველი საგამოძიებო ორგანოებში, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, დროებითი მოთავსების იოზოლატორში, სასამართლოებში და სხვა ორგანოებში თუ დაწესებულებებში, რისი უფლებაც მას მინიჭებული ჰქონდა შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული ადვოკატის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის - ორდერის საფუძველზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაცვის ორდერი N------
- მხარეთა ახსნა-განმარტებები
3.1.3. ვ----–-------–-–---–ის განცხადების საფუძველზე, დაინიშნა ბიოლოგიური და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზები, რა დროსაც დ--------------–---–ს ჩაუტარდა დაქტოლოსკოპირება, მისი ხელის თითების და ხელის გულების ანაბეჭდები გადატანილი იქნა დაქტილობარათებზე, ასევე მისგან გენეტიკური კვლევისათვის აღებული იქნა ლოყის ეპითელიუმის ნიმუში. 2017 წლის 05 მაისსა და 2017 წლის 09 ივნისს სსიპ ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს მიერ მომზადებულ იქნა №--------- და N--------- ექსპერტიზის დასკვნები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- N0-------- და N--------- ექსპერტიზის დასკვნები.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სამოქალაქო კოდექსის 104-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ გარიგებით, რომელსაც წარმომადგენელი დებს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, და იმ პირის სახელით, რომელსაც იგი წარმოადგენს, უფლებები და მოვალეობები წარმოეშობა მხოლოდ წარმოდგენილ პირს. აღნიშნული ნორმის მიხედვით, მინდობილობის ან სხვა დოკუმენტის, კერძოდ, ორდერის არსებობა, ავტომატურად არ გულისხმობს, რომ წარმომადგენელს მინიჭებული აქვს მარწმუნებლის სახელით ყველა ქმედების, მათ შორის გარიგებების დადების უფლებამოსილება, იმისათვის, რომ გარიგებიდან გამომდინარე უფლებები და მოვალეობები წარმოეშვას წარმოდგენილ პირს, აუცილებელია, რომ წარმომადგენელი მოქმედებდეს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, და იმ პირის სახელით, რომელსაც იგი წარმოადგენს. შესაბამისად, რწმუნებულებით განსაზღვრული უნდა იყო წარმომადგენლისადმი მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები. დავის შემთხვევაში, წარმომადგენელმა სარწმუნოდ უნდა დაადასტუროს, რომ იგი ნამდვილად მოქმედებდა თავისი უფლებამოსილების ანუ წარმოდგენილი პირის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და ამ პირის სახელით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 21 თებერვალ ერთის მხრივ სსიპ ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–----------სა და მეორეს მხრივ დ--------------–---–ის ადვოკატ ვ----–-------–-–---–ს შორის დაიდო საექსპერტო მომსახურების შესახებ №---------- ხელშეკრულება. ამასთან, ხელშელშეკრულების დადებისას ვ----–-------–-–---–ი მოქმედებდა გაცემული ორდერის საფუძველზე, რომლითაც მას მინიჭებული ჰქონდა ბრალდებულის დ--------------–---–ის ინტერესების დაცვა საგამოძიებო ორგანოებში, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, დროებითი მოთავსების იოზოლატორში, სასამართლოებში და სხვა ორგანოებში თუ დაწესებულებებში. ამდენად, აღნიშნული რწმუნებულებით განსაზღვრული იყო მოპასუხის უფლებამოსილების ფარგლები, კერძოდ მას მინიჭებული ჰქონდა უფლებამოსილება დაეცვა მარწმუნებლის ინტერესები საგამოძიებო ორგანოებში, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, დროებითი მოთავსების იოზოლატორში, სასამართლოებში და სხვა ორგანოებში თუ დაწესებულებებში, შესაბამისად მითითებული ორდერით/რწმუნებულებით მოპასუხისათვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები არ მოიცავს წარმოდგენილი პირის სახელით სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგების (მოცემულ შემთხვევაში, ნარდობის ხელშეკრულების) დადების შესაძლებლობას, შესაბამისად, ზემოაღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობები წარმოეშვა დ--------------–---–ს.
3.2.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. 105-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, კი, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის განმარტებით, 2017 წლის 21 თებერვალს დადებული №---------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულების დარღვევა გამოწვეული იყო თავად მოსარჩელის ქმედებით, რამდენადაც იმ პირებმა, რომელთაც უნდა გაეღოთ შესაბამისი ხარჯი ექსპერტიზის დასკვნები არ გადასცემიათ და არც იყვნენ ინფორმირებული დასკვნების მომზადების შესახებ, თუმცა მხარეს აღნიშნილი ფაქტის არსებობის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. შესაბამისად, სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული მითითებული გარემოება.
3.2.3. 2017 წლის 21 თებერვალ ერთის მხრივ სსიპ ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–----------სა და მეორეს მხრივ დ--------------–---–ის ადვოკატ ვ----–-------–-–---–ს შორის დაიდო საექსპერტო მომსახურების შესახებ №---------- ხელშეკრულება, რომლის მიხედვით შემსრულებელი ანუ სსიპ ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–---------- უნდა შეესრულებინა ბიოლოგიური და დაქტილოსკოპიური საექსპერტო მომსახურება, ხოლო ვ----–-------–-–---–ი ვალდებული იყო საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის №171 დადგენილებით დამტკიცებული ბიუროს მომსახურების ტარიფების შესაბამისად გადაეხადა მომსახურების საფასური.
ამდენად, მხარეებს შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, ხოლო, 327-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამდენად, ხელშეკრულების დადების უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენს მხარეთა ნება, კერძოდ მხარეები თავად იღებენ გადაწყვეტილებას ხელშეკრულების დადების თაობაზე და თავად განსაზღვრავენ მის პირობებს. ამდენად, სამოქალაქო კოდექსი კერძო სამართლებრივ ურთიერთობებს მხარეთა თანასწორობისა და თავისუფალი სახელშეკრულებო პრინციპით აწესრიგებს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას ხელშეკრულების შინაარსში, ფორმაში და კონტრაჰენტის არჩევანში. ამასთან, ხელშეკრულების ერთ-ერთ არსებით პირობას წარმოადგენს სწორედ კონტრაჰენტის არჩევა. ამა თუ იმ პირთან ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის დამყარება, თავისთავად გულისხმობს კონტრაჰენტის მიმართ ნდობის გარკვეული სტანდარტის არსებობას, შესაბამისად, მხარე იმიტომ დებს აღნიშნულ პირთან ხელშეკრულებას, რომ აქვს მისგან კეთილსინდისერად ვალდებულების შესრულების მოლოდინი. ამდენად, მხარეებს შორის სამართლებრივი ურთიერთობის დამყარება, დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე ყოველ მხარეს აქვს კონტრაჰენტის მხრიდან ნაკისრი ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულების მოლოდინი. ურთიერთობის მონაწილე მხარეებს არ აქვთ უფლებამოსილება ცალმხრივი ნების გამოვლენის საფუძველზე ცვლილება შეიტანონ მხარეებს შორის არსებულ ურთიერთობებში და განახორციელონ სხვა შესრულება, გარდა იმისა, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული, ვინაიდან ყოველი ცვლილება საჭიროებს კონტრაჰენტის თანხმობას, წინაარმდეგ შემთხვევაში აღნიშნულს არ შეიძლება მიენიჭოს ამ უკანასკნელისთვის მავალდებულებელი ხასიათი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 111-ე მუხლის თანახმად, თუ პირი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშე სხვისი სახელით დებს ხელშეკრულებას, ამ ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია წარმოდგენილი პირის თანხმობაზე, მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ვ----–-------–-–---–მა ხელშეკრულება დადო მოსარჩელესთან, რასაც ბიუროში გამოცხადებითა და ნიმუშების აღებით დაეთანხმა დ--------------–---–ი, შესაბამისად ბიუროს მოთხოვნა წარმოეშვა დ--------------–---–ის მიმართ და არა მისი ადვოკატის მიმართ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 104-ე, 50-ე, 327-ე, 361-ე, 629-ე, 111-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ გარიგებით, რომელსაც წარმომადგენელი დებს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, და იმ პირის სახელით, რომელსაც იგი წარმოადგენს, უფლებები და მოვალეობები წარმოეშობა მხოლოდ წარმოდგენილ პირს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 111-ე მუხლის მიხედვით, თუ პირი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშე სხვისი სახელით დებს ხელშეკრულებას, ამ ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია წარმოდგენილი პირის თანხმობაზე.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე ვ----–-------–-–---–მა ხელშეკრულება დადო მოსარჩელესთან როგორც ბრალდებულის დ--------------–---–ის ადვოკატმა, რასაც ბიუროში გამოცხადებითა და ნიმუშების აღებით დაეთანხმა დ--------------–---–ი. საკუთარი სახელით ხელშეკრულების დადების შემთხვევვაში, სავსებით საკმარისი იქნებოდა ვ----–-------–-–---–ის მიერ მხოლოდ საკუთარი სახელისა და გვარის მითითება და საჭიროებას არ წარმოადგენდა იმის აღნიშვნა, რომ იგი არის დ--------------–---–ის ადვოკატი. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნულზე მითითებით ვ----–-------–-–---–მა დაადასტურა თავისი განზრახვა, რომ ხელშეკრულება დაედო მისი დაცვის ქვეშ მყოფი დ--------------–---–ის სახელით.
ერთ-ერთ საქმეში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ აღნიშნა, რომ „იმისდა მიუხედავად, თუ რომელი დოკუმენტის (მინდობილობისა თუ ორდერის) საფუძველზე ახორციელებს ადვოკატი წარმომადგენლობას, ყველა შემთხვევაში, კონკრეტული სამოქალაქო სამართლებრივი გარიგების დადების უფლებამოსილება მას გააჩნია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში პირდაპირაა აღნიშნული ასეთი უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე“ (იხ. სუსგ Nას-127-124-2011, 5 სექტემბერი, 2012 წელი).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 44-ე მუხლის შინაარსიდან არ გამომდინარებს სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატის უფლებამოსილება ბრალდებულის სახელით დადოს სამოქალაქო სამართლებრივი გარიგებები. სამოქალაქო სამართლებრივი გარიგებების დადების უფლებამოსილება პირდაპირ უნდა იყოს მითითებული ადვოკატის რწმუნებულებაში. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლოში წარმომადგენლობა თავისთავად არ გულისხმობს სამოქალაქო გარიგებების დადების უფლებამოსილებას, თუნდაც ეს პირდაპირ დაკავშირებული იყოს სასამართლოში მარწმუნებლის უფლებების დაცვასთან. აღნიშნულს არ გულისხმობს არც „ადვოკატთა შესახებ“ კანონის მე-2 მუხლი, რომლის თანახმად, საადვოკატო საქმიანობა მოიცავს: ადვოკატის მიერ იურიდიული რჩევის მიცემას იმ პირისათვის, რომელმაც მას დახმარებისათვის მიმართა (კლიენტი); კლიენტის წარმომადგენლობას საკონსტიტუციო დავის, სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის საქმეზე სასამართლოში, არბიტრაჟში, დაკავების, გამოძიების ორგანოებში; მესამე პირის მიმართ სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებას და კლიენტის სახელით ნებისმიერი დოკუმენტაციის წარდგენას; ისეთი იურიდიული დახმარების გაწევას, რომელიც არ უკავშირდება მესამე პირის წინაშე წარმომადგენლობას. (იხ. სუსგ Nას-798-763-2014, 25 ნოემბერი, 2015 წელი).
ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს მოთხოვნა წარმოეშვა დ--------------–---–ის მიმართ და არა მისი ადვოკატის მიმართ. აღნიშნული გარემოება კი გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს სარჩელი ვ----–-------–-–---–ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. სსიპ ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სააპელაციო საჩივრით, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ივერი აბაშიძე