განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3ბ/444-18
N190310017002016127
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
29 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე: მირანდა ერემაძე
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი
მერაბ ლომიძე
სხდომის მდივანი - სოფიო ჯაფარიძე
აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო
წარმომადგენელი - ა---------------
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თ-------------–---–-
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ--------------–---–-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება, თ-------------–---–-ს 2017 წლის 30 მაისის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თაობაზე და დაევალა მოპასუხეს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის, შეფასებისა და შეჯერების შემდეგ, იმსჯელოს მომსახურების სააგენტოს სერვისების ცენტრალური ბიუროს სარეგისტრაციო და საგამოცდო უზრუნველყოფის სამმართველოს სარეგისტრაციო უზრუნველყოფის სამსახურისათვის თ-------------–---–-ს ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
1.2.1. 1-----–-–-- 03 ივნისს გაიცა ერთობლივი აქტი ავტოსატრანსპორტო ტექნიკის შეფასებისა და გადაცემის სახალხო მეურნეობის ორგანიზებაზე და ამავე აქტის საფუძველზე ზ----------–---–ს გადაეცა ა/მ ზ--–----, შ---------------, ძრავი N------, გამოშვების წელი - 1----–--–-, რის სანაცვლოდაც გადაიხადა 52580 მანეთი (ს.ფ. 12-13).
1.2.2. 3--------- წელს გაიცა აქტი, რითიც დასტურდება, რომ ზ----------–---–მა გადაიხადა 52580 მანეთი (ს.ფ. 12-13).
1.2.3. 1----–-–-- 03 ივნისს გაიცა აქტი, რომლითაც დგინდება, რომ ავტომანქანას ჩაუტარდა დათვალიერება (ს.ფ. 11).
1.2.4. 2010 წლის 04 ნოემბერს ზ----------–---–მა მინდობილობით მფლობელობაში და სარგებლობაში გადასცა ავტომანქანა, რომლის მოდელია ზ--–----, გამოშვების წელი ------, ძრავის N------, შ---------------. აღნიშნული ავტომანქანა ეკუთვნის საკუთრების მიმნდობს, თანახმად ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობისა. ანგარიშ-განაწესის N---------, რომელიც გაცემულია 3--------- წელს, ს.ნაწ.3---- მიერ (ს.ფ. 22-23).
1.2.5. 2017 წლის 01 მაისს ზემოაღნიშნული ავტომობილის რეგისტრაციისთვის მიმართა თ---------–---–მა, რომელსაც 2017 წლის 04 მაისს ეთქვა უარი მანქანის რეგისტრაციაზე (ს.ფ. 19-20).
1.2.6. 2017 წლის 30 მაისს აღიშნული გასაჩივრებულ იქნა შსს მომსახურების სააგენტოში და 2017 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით თ--------------–---–ს რეგისტრაციაზე ეთქვა უარი და ძალაში დარჩა მომსახურების სააგენტოს სერვისების ცენტრალური ბიუროს სარეგისტრაციო და საგამოცდო უზრუნველყოფის სამსახურის 2017 წლის 04 მაისის N-------- გადაწყვეტილება, რომელიც მოსარჩელეს ჩაბარდა 2017 წლის 18 ივლისს (ს.ფ. 15-18).
1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
1.3.1. სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლომ ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ბრძანება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დებულებებთან.
1.3.2. სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
2017 წლის 04 მაისის სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს პასუხით მოსარჩელეს უარი ეთქვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციასთან დაკავშირებით, ვინაიდან მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია არ განხორციელდება, თუ კი უფლებამოსილი პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს მომქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს. კერძოდ: 2007 წლის 31 იანვრის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 150-ე ბრძანების "მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ" ინსტრუქციის 30-ე მუხლს. 1. სარეგისტრაციო სამსახურებში მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გამსხვისებელი ან/და რეგისტრირებული მესაკუთრე პირის უშუალო მონაწილეობა გადაფორმების პროცესში სავალდებულო არ არის, თუ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შემძენი პირის საკუთრების უფლების წარმოშობა დასტურდება: ა) ამ ინსტრუქციის მე–11 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“, „ა.დ“ ან „ა.ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტით; ბ) ამ ინსტრუქციის მე–11 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით (გარდა „ბ.ი“ და „ბ.კ“ ქვეპუნქტებისა) განსაზღვრული დოკუმენტებით; გ) ამ ინსტრუქციის მე–11 მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტებით; დ) ამ ინსტრუქციის მე–11 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტით. აღნიშნული პუნქტი ვრცელდება მხოლოდ ნომრიან აგრეგატის რეგისტრაციაზე.
2. სარეგისტრაციო სამსახურებში მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სარგებლობის უფლების მიმნიჭებელი პირის უშუალო მონაწილეობა გადაფორმების პროცესში სავალდებულო არ არის, თუ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შემძენი მოსარგებლე პირის სარგებლობის უფლების წარმოშობა დასტურდება: ა) ამ ინსტრუქციის მე–11 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტებით; ბ) ამ ინსტრუქციის მე–11 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტებით.
ინსტრუქციის (გადაწყვეტილების მიღების პერიოდში მოქმედი რედაქციის) მე-11 მუხლის თანახმად სააგენტოს მიერ მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე მექანიკურ სატრანსპორტო საშუალების საკუთრების ან სარგებლობის უფლებით რეგისტრაცია განხორციელდება, თუ საკუთრების ან სარგებლობის უფლების წარმოშობა დასტურდება: ა) სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გამოცემული ან დამოწმებული: ა.ა) სააღრიცხვო ბარათით, სარეგისტრაციო ჩანაწერით, ტრანსპორტის სარეგისტაციო მოწმობით ან/და ტექნიკური ტალონით; ა.ბ) ადმინისტრაციული წარმოების შედეგად სააგენტოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით. ა.გ) ერთობლივი განცხადებით (დანართი N1); ა.დ) უფლების გადაცემის ბარათით (მექანიკური სატრანსპორტო საშუალებასთან ერთად წარმოდგენის შემთხვევაში); ა.ე) ამ ინსტრუქციის მე–40 მუხლით განსაზღვრული წესით დამოწმებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის ნომრიან აგრეგატზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებით; ბ) საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი პირების მიერ მათი კომპეტენციის ფარგლებში შედგენილი, გამოცემული ან/და დამოწმებული: ბ.ა) სასამართლო აქტით; ბ.ბ) გადაწყვეტილებით; ბ.გ) განკარგულებით; ბ.დ) ბრძანებით; ბ.ე) აუქციონის ოქმით; ბ.ვ) საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ დადებული გარიგებით; ბ.ზ) სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანოს მიერ გაცემული/გამოცემული დოკუმენტით, რომლითაც დასტურდება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირზე დაბრუნება; ბ.თ) მიღება–ჩაბარების აქტით; ბ.ი) სასაქონლო დეკლარაციით; ბ.კ) საკუთრების ან სარგებლობის უფლების წარმოშობის დამადასტურებელი სხვა სამართლებრივი აქტით; გ) საკუთრების უფლების წარმოშობის ამსახველი ნოტარიუსის მიერ გაცემული ან დამოწმებული სანოტარო აქტით; დ) რეგისტრირებული გირავნობისას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2601 მუხლის და 283–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილით განსაზღვრული უფლების მქონე მოგირავნის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით დაგირავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საკუთრებაში აღრიცხვის ან რეალიზაციის განხორციელების თაობაზე, მოგირავნის განცხადებითა და გირავნობის ხელშეკრულებით; ე) საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ გაცემული დოკუმენტით; ვ) გაკოტრების მმართველის ან ლიკვიდატორის მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში შედგენილი ან/და გაცემული საკუთრების უფლების გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტით; ზ) ქარხანა–დამამზადებელთან გაფორმებული ხელშეკრულებით, ინვოისით ან/და მიღება–ჩაბარების აქტით; თ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ნომრიანი აგრეგატის შეძენასთან დაკავშირებით სავაჭრო ორგანიზაციის მიერ გაცემული ცნობა–ანგარიშით. ი) სააგენტოში რეგისტრირებული ლიზინგის შემთხვევაში, ლიზინგის მიმღებზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების: (31.10.2017 N531 ამოქმედდეს 2017 წლის 1 ნოემბრიდან) ი.ა) სარგებლობის უფლებით რეგისტრაციის შემთხვევაში – ლიზინგის მიმღების განცხადებითა და ლიზინგის ხელშეკრულებით, რომლითაც დასტურდება ლიზინგის მიმღების უფლება ლიზინგის საგნის სარგებლობის უფლებით რეგისტრაციის შესახებ; ი.ბ) საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შემთხვევაში – ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.გ“, „ა.ე“ ქვეპუნქტებით, „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით და „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტებით.
აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილით სააგენტოს მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საკუთრების ან სარგებლობის უფლებით რეგისტრაცია არ განხორციელდება, თუ ამ მუხლის პირველი ან მე–2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტით არ დასტურდება (ვერ დგინდება) დაინტერესებული პირის საკუთრების ან სარგებლობის უფლების წარმოშობა, აგრეთვე, თუ წარმოდგენილი თანმხლები დოკუმენტები ან/და მექანიკური სატრანსპორტო საშუალება არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხე სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტომ სადავო 2017 წლის 04 მაისის N--------------- აქტის მიღებისას გამოიყენა და იხელმძღვანელა 2007 წლის 31 იანვრის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 150-ე ბრძანების "მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ" ინსტრუქციის ძველი რედაქციით (2007 წლის 31 იანვრის მდგომარეობით), რომელშიც შეტანილი იქნა არაერთი ცვლილება. ცვლილება იქნა შესული ასევე მე-11 მუხლში, რომლის საფუძველზეც მოპასუხე მხარემ უარი უთხრა რეგისტრაციის განხორციელებაზე.
ინსტრუქციის მე-11 მუხლის (2007 წლის მდგომარეობით) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრების უფლება დასტურდება ერთ-ერთი დოკუმენტით, რომელიც გასცეს: ა) სარეგისტრაციო განყოფილებებმა (ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა, ტექნიკური ტალონი, სააღრიცხვო ბარათი, ერთობლივი განცხადება, ბ) ქარხანა-დამამზადებელმა (მიღება-ჩაბარების აქტი); გ) საბაჟო სამსახურებმა (დეკლარაცია); დ) სასამართლოებმა (გადაწყვეტილება, დადგენილება, სააღსრულებო ფურცელი); ე) ნოტარიუსმა (საკუთრების უფლების შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები, ნასყიდობის ხელშეკრულება, სამკვიდრო მოწმობა, სააღსრულებო ფურცელი, მინდობილობა); ვ) სავაჭრო ორგანიზაციებმა (ცნობა, ანგარიში); ზ) საპრივატიზაციო კომისიამ (აუქციონის ოქმი). თ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების განკარგვის შესახებ); ი) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო (საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანება “მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაცემის შესახებ”); კ) სასამართლო აღმასრულებელმა (განკარგულება).
1.3.3. სასამართლომ მიუთითა, რომ საკუთრების უფლების სამართლებრივ გარანტიას, პირველ რიგში, წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლი, რომლის შესაბამისად, ”სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთოდ აღიარებულ უფლებებს და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით”.
სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფოს მხრიდან საკუთრების უფლების შეზღუდვის ნებისმიერი შემთხვევა უნდა შეფასდეს იმ კრიტერიუმების საფუძველზე, რომელიც დადგენილია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით. შეზღუდვა უნდა იყოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებული, უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს - აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას, და უნდა იყოს პროპორციული, დაცული უნდა იყოს საჯარო და კერძო ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსი. საჯარო და კერძო ინტერესების თანაზომიერების საკითხის დადგენისას კი მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ზღვარი - შეზღუდვა საკუთრების უფლებას არ უნდა უკარგავდეს არსს, ეჭვქვეშ არ უნდა აყენებდეს საკუთრების უფლების შინაარსს.
საკუთრების უფლება ასევე აღიარებულია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით, რომელიც საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლებას უზრუნველყოფს. ამასთან, არ შეიძლება ვინმეს ჩამოერთვას თავისი საკუთრება, გარდა საჯარო ინტერესისათვის და კანონით და საერთაშორისო სამართლის პრინციპებით გათვალისწინებული პირობებით. აღნიშნული მუხლის საფუძველზე, საკუთრების უფლების პატივისცემა, მოიცავს სახელმწიფოს როგორც ნეგატიურ, ისე პოზიტიურ ვალდებულებებს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, მოპასუხე წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს. ხოლო მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. ამდენად, მოპასუხის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემის წესი დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და იმ დროისათვის მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ხსენებული კოდექსის 103-ე მუხლის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძვლებს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის მიხედვითაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლი ადგენს თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. ხოლო მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია და საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, იმის შესახებ. რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების დროს შესწავლილი იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, არგუმენტებზე, რომლებიც არ არის სათანადოდ გამოკვლეული და შესწავლილი. ხოლო საქართველოს ასკ-ის მე-17 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ადმინისტრაციული აქტი.
სასამართლოს მოსაზრებით, მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოების დადგენას, მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია წარმოადგენდა თუ არა საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელების საფუძველს.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ნებისმიერი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა გამოიცეს ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე. კანონის გაუქმების ან შეცვლის შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანო მოკლებულია უფლებამოსილებას, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დააფუძნოს უკვე გაუქმებულ ან შეცვლილ ნორმებს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მფლობელობა არის ფაქტი და მართლზომიერ მფლობელად ითვლება ყველა ის პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას. ცალსახაა, რომ მართლზომიერი მფლობელობისათვის საჭიროა, რომ პირი მართლზომიერი საფუძვლით იყოს ნივთს დაუფლებული და მართლზომიერად განაგრძობდეს მის მფლობელობას (სარგებლობას).
სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ გადაწყვეტილების მიღება, მოსარჩელის მიერ მოთხოვნის წარდგენა, საჭიროებიდან საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევას. მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ჰქონდა შესაძლებლობა თუ დაინტერესებული პირი ვერ უზრუნველყოფდა ან არასრულყოფილად უზრუნველყოფდა ამ ინსტრუქციით განსაზღვრული დოკუმენტების წარდგენას, სააგენტო უფლებამოსილი იყო დაინტერესებული პირის მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების კეთილსინდისიერად შეძენა დადასტურებულად მიეჩნია არანაკლებ ერთი მოწმის მიერ მიცემული ახსნა-განმარტების საფუძველზე. ასევე მხედველობაში მიეღო ის გარემოება, რომ 1-----–-–-- 03 ივნისს გაიცა ერთობლივი აქტი ავტოსატრანსპორტო ტექნიკის შეფასებისა და გადაცემის სახალხი მეურნეობის ორგანიზებაზე და ამავე აქტის საფუძველზე ზ----------–---–ს გადაეცა ა/მ ზ--–----, შ-----–------, ძრავი N------, გამოშვების წელი - 1----–--–-, რის სანაცვლოდაც გადაიხადა 52580 მანეთი. 3--------- წელს გაიცა აქტი, რითიც დასტურდება, რომ ზ----------–---–მა გადაიხადა აღნიშული თანხა. 1----–-–-- 03 ივნისს გაიცა აქტი, რომლითაც დგინდება, რომ ავტომანქანას ჩაუტარდა დათვალიერება.
სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული პირის მონაწილეობა აძლევს მას შესაძლებლობას დაიცვას თავისი უფლებები და პასუხობს პირის მოლოდინს, იმასთან დაკავშირებით, რომ მის მიმართ კანონიერი და დასაბუთებული აქტი გამოიცემა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას დაცული არ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი). ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მუხლი 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას”. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ,,ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს”. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღებისას მოპასუხე მხარემ ასევე არ იმსჯელა იმ სამართლებრივ ნორმებზე, რაზე დაყრდნობითაც მიიღო 2017 წლის 04 მაისის აქტი და 2017 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით დატოვა ძალაში.
გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს საკმარის წერილობით დასაბუთებას თუ რატომ არ არის მიზანშეწონილი მოსარჩელის მფლობელობაში მყოფი ავტომანქანის რეგისტრაცია.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად სასამართლო უფლებამოსილია თავისი განჩინებით მოაწესრიგოს სადავო საკითხი, თუ აღნიშნული ითვალისწინებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას და არ საჭიროებს საქმის გარემოებათა დამატებით გამოკვლევას, ამასთანავე, საკითხი არ მიეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას.
სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე გვაქვს სწორედ ისეთი შემთხვევა, როდესაც საკითხი განეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ,,ლ’’ ქვეპუნქტის თანახმად დისკრეციული უფლებამოსილება განმარტებულია, როგორც უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ” ქვეპუნქტის და მე-7 მუხლის შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა, არამედ მთლიანად უნდა იქნას გათვალისწინებული საჯარო და კერძო ინტერესი.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი _ უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც მის მიერ არ განხორციელებულა, შესაბამისად, საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, სრულფასოვნად გამოიყენოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და მტკიცებულებათა შეგროვება განახორციელოს კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით, ხოლო უკვე არსებულ მტკიცებულებებს მისცეს სწორი და კანონშესაბამისი შეფასება.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა საჯარო და კერძო ინტერესთა ბალანსი, რადგან გამოცემული ადმინისტრაციული აქტით არ დასაბუთდა მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის მართლზომიერება და მიზანშეწონილობა, რამაც გამოიწვია მოსარჩელის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
სასამართლო ადმინისტრაციულ ორგანოს უტოვებს საბოლოო გადაწყვეტილების -ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის პრეროგატივას. სასამართლო, ასევე, იმ შემთხვევაში, როდესაც დაადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის უკანონობასა და მოსარჩელის სუბიექტური უფლების ხელყოფას, ავალებს ადმინისტრაციულ ორგანოს გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რამდენადაც სასამართლო არ არის უფლებამოსილი თვითონ განახორციელოს ადმინისტრაციული ორგანოსადმი კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება.
სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 მუხლზე, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს წინასწარი გამოკვლევის გარეშე უარი განაცხადოს მის უფლებამოსილებაში შემავალ საკითხზე განცხადების ან შუამდგომლობის მიღებაზე იმ საფუძვლით, რომ ეს განცხადება ან შუამდგომლობა დაუშვებელი ან დაუსაბუთებელია.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ განმარტა, რომ სადავო აქტის გამოცემისას მოპასუხე მხარის მიერ დარღვეულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 მუხლი, კერძოდ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოებისას არ არის გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება არ არის მიღებული ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
1.3.4. სასამართლოს განმარტებით, სამართლებრივი სახელმწიფოს მოთხოვნაა, რომ მმართველობის ორგანოები ქმედებას ახორცილებდნენ შეფარდებითობის პრინციპის თანახმად, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობამ არ გამოიწვიოს დასახული მიზნების შეუსაბამო შედეგები. თუ ქმედების განსახორციელებლად რამდენიმე გზა არსებობს, ორგანო ვალდებულია, იხელმძღვანელოს იმ საშუალებით, რომელიც მოქალაქესა თუ საჯარო ინტერესებს მინიმალურ ვნებას მიაყენებს. ასევე, სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობა წარმოშობს პიროვნების კანონიერი ნდობის დაცვის პრინციპს. მოქალაქის რწმენა ადმინისტრაციული ქმედების მართლზომიერებაში უნდა იყოს დაცული.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება თ-------------–---–-ს 2017 წლის 30 მაისის ადმინისტრაციული საჩივრის არ დაკმაყოფილების თაობაზე და დაევალოს მოპასუხეს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, იმსჯელოს და მომსახურების სააგენტოს სერვისების ცენტრალური ბიუროს სარეგისტრაციო და საგამოცდო უზრუნველყოფის სამსახურისათვის ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტის განმარტებით,სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ 1----–-–-- 3 ივნისს გაიცა აქტი, რომლის თანახმად, ავტოსანსპორტო საშუალებას ჩაუტარდა დათვალიერება. აპელანტი აღნიშნავს, რომ „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის N150 ბრძანებით დამტკიცებული „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ" ინსტრუქციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების პირველადი რეგისტრაციისათვის მესაკუთრის მიერ სარეგისტრაციო სამსახურში სავალდებულოდ წარსადგენ ერთ-ერთ დოკუმენტს წარმოადგენს დათვალიერების აქტი. ამავე ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-18 და 181 პუნქტებით განსაზღვრულია ამ ინსტრუქციის მიზნებისათვის დათვალიერების აქტის განმარტება და მის გაცემაზე უფლებამოსილი პირი, კერძოდ, მე-18 პუნქტის თანახმად, დათვალიერება წარმოადგენს სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემების დადგენის მიზნით, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეკვიზიტების თანხმლებ დოკუმენტებთან ვიზუალურ შედარებას, ხოლო მე-181 პუნქტის მიხედვით, დათვალიერების აქტი წარმოადგენს სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ დათვალიერების შედეგად შედგენილ აქტს (ფორმა 1), რომელშიც თანხმლები დოკუმენტებისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შესახებ მონაცემების შედარების შედეგად აისახება ამ ინსტრუქციის დანართი N3-ით განსაზღვრული მონაცემები. შესაბამისად, გაუგებარია, რატომ მიანიჭა სასამართლომ რაიმე მნიშვნელობა საქმეში არსებულ 1----–-–-- 3 ივნისის აქტს, რომელიც ბუნებრივია, ვერ ჩაითვლება რეგისტრაციის მიზნებისათვის რელევანტურ დოკუმენტად და არც საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რომელიმე გარემოებას არ ადასტურებს.
აპელანტის მოსაზრებით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის N3/179-17 გადაწყვეტილება გამოტანილია კანონის მოთხოვნათა დარღვევით და უნდა გაუქმდეს, შემდეგ გარემოებათა გამო: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სამართლის ნორმები დარღვეულად ჩაითვლება, თუ სასამართლომ არ გამოიყენა კნაონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ასევე არასწორად განმარტა კანონი. სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად გადაწყვეტილება ჩაითვლება ყოველთვის კანონის დარღვევით მიღებულად, თუ იურიდიულად არასაკმარისად არის დასაბუთებული. სააგენტო მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას, არასწორად არის განმარტებული სადავო საკითხის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმები და არ არის გამოყენებული კანონმდებლობის ის დებულებები, რომლებიც მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს უნდა გამოეყენებინა. გადაწყვეტილებაში არასწორად არის განმარტებული საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და არ არის გაითვალისწინებული ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც მნიშვნელოვანია საქმისათვის. მომსახურების სააგენტომ მოსარჩელეს უარი უთხრა სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციაზე. საქმეში არსებულ უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არ მოიპოვება ინფორმაცია საგრანსპორტო საშუალების „ზ--–----“ (გამოშვების წელი ------, ძრავის N------, შ--------------) რეგისტრაციის თაობაზე. შესაბამისად, თ-------------–---–-ს მოთხოვნა წარმოადგენდა სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაციის მოთხოვნას. „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის N150 ბრძანებით დამტკიცებული „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ” ინსტრუქციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების პირველადი რეგისტრაციისათვის მესაკუთრის მიერ სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილ უნდა იქნეს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი; პირადობის დამადასტურებელი მოწმობა; დათვალიერების აქტი; განცხადება; კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი; შიდა ტრანზიტი; მე-2 პუნქტის შესაბამისად, მომსახურების სააგენტოს მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულების შესრულების ან ასეთი ვალდებულების წარმოუშობლობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მომსახურების სააგენტოს მიერ მესაკუთრეზე მექანიკურ სატრანსპორტო საშუალების საკუთრების უფლებით რეგისტრაცია განხორციელდება, თუ საკუთრების უფლების წარმოშობა დასტურდება სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გამოცემული ან დამოწმებული სააღრიცხვო ბარათით, სარეგისტრაციო ჩანაწერით, ტრანსპორტის სარეგისტაციო მოწმობით ან/და ტექნიკური ტალონით, ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ერთობლივი განცხადებით, უფლების გადაცემის ბარათით (მექანიკური სატრანსპორტო საშუალებასთან ერთად წარმოდგენის შემთხვევაში); ამ ინსტრუქციის შესაბამისად განსაზღვრული წესით დამოწმებული მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის ნომრიან აგრეგატზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებით საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი პირების მიერ მათი კომპეტენციის ფარგლებში შედგენილი, გამოცემული ან/და დამოწმებული: სასამართლო აქტით; გადაწყვეტილებით; განკარგულებით; ბრძანებით; აუქციონის ოქმით; საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ დადებული გარიგებით; სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანოს მიერ გაცემული/გამოცემული დოკუმენტით, რომლითაც დასტურდება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირზე დაბრუნება მიღება-ჩაბარების აქტით; სასაქონლო დეკლარაციით; საკუთრების უფლების წარმოშობის დამადასტურებელი სხვა სამართლებრივი აქტით საკუთრების უფლების წარმოშობის ამსახველი ნოტარიუსის მიერ გაცემული ან დამოწმებული სანოტარო აქტით; რეგისტრირებული გირავნობისას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 260 პრიმა მუხლის და 283–ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილით განსაზღვრული უფლების მქონე მოგირავნის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით დაგირავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საკუთრებაში აღრიცხვის ან რეალიზაციის განხორციელების თაობაზე, მოგირავნის განცხადებითა და გირავნობის ხელშეკრულებით; საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ გცემული დოკუმენტით; გაკოტრების მმართველის ან ლიკვიდატორის მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში შედგენილი ან/და გაცემული საკუთრების უფლების გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტით; ქარხანა–დამამზადებელთან გაფორმებული ხელშეკრულებით, ინვოისით ან/და მიღება–ჩაბარების აქტით.
აპელანტის განმარტებით, ზემოაღნიშნული წესის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია არ განხორციელდება, თუ არ იქნა წარდგენილი რეგისტრაციის განხორციელებისათვის საჭირო კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები. თ-------------–---–-ს მიერ წარდგენილი დოკუმენტები არ წარმოადგენენ „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის N150 ბრძანებით დამტკიცებულ „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ” ინსტრუქციის მე-11 მუხლით განსაზღვრულ საკუთრების წარმოშობის დამადასტურებელ დოკუმენტებს. გარდა ამისა, ვინაიდან სატრანსპორტო საშუალება „ზ--–----“ რეგისტრირებული არ არის, თ-------------–---–-ს მოთხოვნა წარმოადგენდა პირველადი რეგისტრაციის განხორციელების მოთხოვნას, თუმცა მის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის Nო150 ბრძანებით დამტკიცებული „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საგადასანადო ვალდებულების შესრულების ან ასეთი ვალდებულების წარმოუშობლობის დამადასტურებელი დოკუმენტი წარდგენილი არ ყოფილა. გარდა აღნიშნულისა, სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაცია, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, შემძენზე დაურეგისტრირებლად ვერ განხორციელდება, თუ შემძენი არ არის იურიდიული პირი, შესაბამისად, თ-------------–---–ზე სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია ვერ განხორციელდება იმ შემთხვევაშიც კი, თუ წარდგენილ იქნება საგადასახადო ვალდებულების შესრულების ან ასეთი ვალდებულებისაგან გათავისუფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და სატრანსპორტო საშუალების საკუთრების უფლების დამადასატურებელი დოკუმენტი.
აპელანტი აღნიშნავს, რომ სადავო 2017 წლის 4 მაისის აქტში შს მინისტრის N150 ბრძანების მე-11 მუხლის ძველ რედაქციაზე მითითება არ ცვლიდა საქმის შინაარსს და სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის საკითხზე მისაღებ გადაწყვეტილებას, ვინაიდან მე-11 მუხლის ძველი და აქტის მიღების დროს მოქმედი რედაქცია მოცემულ კონკრეტულ შემთხვევასთან მიმართებაში შინაარსობრივად არ განსხვავდება ერთმანეთისაგან და 2017 წლის 4 მაისის აქტის მიღების დროს, თ---------–---–ის მიერ რეგისტრაციისათვის წარდგენილი დოკუმენტები ასევე არ აკმაყოფილებდნენ მე-11 მუხლის 2017 წელს მოქმედი რედაქციის მოთხოვნებს, შესაბამისად, მოცემულ საკითხთან დაკავშირებით, არსებითად სხვაგვარი გადაწყვეტილება ვერ იქნებოდა მიღებული. ამდენად, ეს გარემოება არ წარმოადგენდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით განსაზღვრულ ისეთ გარემოებას, რომელიც შეიძლებოდა გამხდარიყო ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. სააგენტომ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაში გამოიყენა შს მინისტრის N152 ბრძანების მე-11 მუხლის გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის მოქმედი რედაქცია, რომელიც თ-------------–---–-ს მიერ წარდგენილი სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციასთან დაკავშირებით, ანალოგიური გადაწყვეტილების (რეგისტრაციაზე უარის) მიღების შესაძლებლობას იძლეოდა. რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლად აღნიშნულ გარემოებაზე აპელირება არასწორია და ეწინააღმდეგება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით დადგენილ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლებს. სასამართლომ მიუთითა, რომ მომსახურების სააგენტომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და თავისი გადაწყვეტილება დააფუძნა იმ გარემოებებზე, რომლებიც არ იქნა შესწავლილი და გამოკვლეული ადმინისტრაციული წარმოებს დროს. სასამართლოს განმარტებით, სააგენტოს ჰქონდა შესაძლებლობა, დაინტერესებული პირის მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შეძენა დადასტურებულად მიეჩნია არანაკლებ ერთი მოწმის ახსნა-განმარტების საფუძველზე, ასევე მხედველობაში მიეღო, რომ 1----–-–-- 3 ივნისს გაიცა ერთობლივი აქტი ავტოსატრანსპორტო ტექნიკის შეფასებისა და გადაცემის სახალხო მეურნეობის ორგანიზებაზე და ამავე აქტის საფუძველზე, ზ----------–---–ს გადაეცა ავტომანქანა „ზ--–----“, რის სანაცვლოდაც გადაიხადა შესაბამისი თანხა, რაც ასევე დადასტურებულია 3---------წ. აქტით. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ სადავო აქტი არ შეიცავს საკმარის წერილობით დასაბუთებას, თუ რატომ არ არის მიზანშეწონილი მოსარჩელის მფლობელობაში არსებული ავტომანქანის რეგისტრაცია. აღნიშნულთან დაკავშირებით სააგენტო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა, კერძოდ, სასამართლო ვერ ასაბუთებს, სქმისათვის მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოება, ფაქტები და მტკიცებულებები არ იქნა გამოკვლეული სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების დროს სააგენტოს მიერ გამოკვლეულ იქნა საქმისათვის რელევანტური ყველა გარემოება და მიეცა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება, სააგენტომ შეისწავლა და შეაფასა, რამდენად აკმაყოფილებდა მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტები შს მინისტრის N150 ბრძანების მოთხოვნებს, რამდენად წარმოადგენდა მე-11 მუხლით გათვალისწინებულ საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებს და აღნიშნული შეფასების საფუძველზე დაადგინა, რომ დოკუმენტაცია არ წარმოადგენდა N150 ბრძანების მე-11 მუხლით გათვალისწინებულ რომელიმე დოკუმენტს.
აპელანტის მოსაზრებით, სასამართლოს მითითება იმ გარემოებაზე, რომ სააგენტოს თ-------------–---–-ს მიერ სატრანსპორტო საშუალების შეძენა უნდა დაედასტურებინა არანაკლებ ერთი მოწმის მიერ მიცემული ახსნა-განმატების საფუძველზე, სრულიად შეუსაბამოა შს მინისტრის N150 ბრძანების მოთხოვნებთან. აღნიშნული ინსტრუქციის მე-11 მუხლი, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მიზნებისათვის განსაზღვრავს საკუთრების უფლების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტების ამომწურავ ჩამონათვალს, საკითხის მოწესრიგება არის იმპერატიული შინაარსის და არ იძლევა მისგან გადახვევის რაიმე შესაძლებლობას. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1 მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით რაიმე მოქმედების განხორციელება. შესაბამისად, სააგენტო არ იყო უფლებამოსილი, აღნიშნული ინსტრუქციის მოთხოვნათა საწინააღმდეგ, მე-11 მუხლისაგან განსხვავებული რაიმე სხვა საშუალებითა და მტკიცებულებებით დაედგინა დაინტერესებული პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების შეძენა. სასამართლოს მოსაზრებით, სააგენტოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ 1----–-–-- 3 ივნისს გაიცა ერთობლივი აქტი ავტოსატრანსპორტო ტექნიკის შეფასებისა და გადაცემის სახალხო მეურნეობის ორგანიზებაზე და ამავე აქტის საფუძველზე ზ----------–---–ს გადაეცა ავტომანქანა „ზ--–----“, რის სანაცვლოდაც გადაიხადა შესაბამისი თანხა, რაც ასევე დადასტურებულია 3--------- წლის აქტით. აღნიშნულთან დაკავშირებით, აპელანტი განმარტავს, რომ 2017 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებაში დეტალურად არის ნამსჯელი მითითებულ დოკუმენტებზე, ეს დოკუმენტები არ წარმოადგენენ შს მინისტრის N150 ბრძანების მე-11 მუხლით განსაზღვრულ საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებს, თ-------------–---–-ს მიერ სატრანსპორტო საშუალებების შეძენა მათი მეშვეობით ვერ დადასტურდებოდა. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის საკითხთან დაკავშირებით სააგენტოს მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, სააგენტომ დაარღვია საჯარო და კერძო ინტერესთა შორის ბალანსი, რადგან გამოცემული აქტით არ დასაბუთდა მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის მართლზომიერება და მიზანშეწონილობა. აღნიშნულთან დაკავშირებით აპელანტი განმარტავს, რომ სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისას სააგენტო ხელმძღვანელობს მოცემული საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობით და შებოჭილია მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმებით. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაშიც, სააგენტო ვალდებული იყო ეხელმძღვანელა შს მინისტრის N150 ბრძანების მოთხოვნებით, მათ შორის, მე-11 მუხლით მკაცრად რეგლამენტირებული საკუთრების უფლების დასადასტურებლად დასაშვები დოკუმენტების ჩამონათვალით, რაც განხორციელდა კიდევაც აღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების სრული დაცვით. გარდა აღნიშნულისა.
აპელანტის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა, არ შეაფასა და მხედველობაში არ მიიღო საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რამდენიმე გარემოება, კერძოდ: 1) თ-------------–---–-ს მოთხოვნა წარმოადგენდა პირველადი რეგისტრაციის განხორციელების მოთხოვნას, თუმცა მის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის N150 ბრძანებით დამტკიცებული „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულების შესრულების ან ასეთი ვალდებულების წარმოუშობლობის დამადასტურებელი დოკუმენტი წარდგენილი არ ყოფილა; 2) სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაციის განხორციელება საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, შემძენზე დაურეგისტრირებლად ვერ განხორციელდება, თუ შემძენი არ არის იურიდიული პირი. აქედან გამომდინარე, ვინაიდან თ-------------–---–- არ არის სატრანსპორტო საშუალების შემძენი, კანონმდებლობის მიხედვით, პირველადი რეგისტრაცია მის სახელზე ვერ განხორციელდება იმ შემთხვევაშიც კი, თუ წარდგენილი იქნება საგადასახადო ვალდებულების შესრულების ან ასეთი ვალდებულებისგან გათავისუფლების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი და სატრანსპორტო საშუალების საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტო მიიჩნევს, რომ სააგენტოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები სრულად შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს, დაცულია აქტის მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები, შესაბამისად, არ არსებობს სააგენტოს 2017 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის უკანონო, დაუსაბუთებელი და უნდა გაუქმდეს სააგენტოს 2017 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ეტაპიდან სააგენტოსთვის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის დავალების ნაწილში.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დარღვეულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393.2 მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; არასწორად განმარტა კანონი, ამასთან გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის მიხედვით, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, სახეზეა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივრის ფარგლებში აფასებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას და მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები ასაბუთებენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობას, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება არ მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რის გამოც გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება არ უნდა იქნეს გაზიარებული.
3.1. ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. N3---- სამხედრო ნაწილის მეთაურის მიერ დამტკიცებული ”მანქანის (მ-------–--) - „ზ--–-----------ს“ ტექნიკური მდგომარეობის შესახებ“ 1----–-–-- 3 ივნისის აქტით დგინდება, რომ კომისიამ ჩაატარა ავტომანქანა „ზ--–----“-ის (გამოშვების წელი ------, ძრავის N------, შ---------------) (მ-------–--) დათვალიერება და დაადგინა, რომ ავტომანქანას საჭიროება კაპიტალური შეკეთება სახალხო მეურნეობაზე გადაცემის მიზნით. ამავე თარიღით დამოწმებული ანგარიშ-განაწესის მიხედვით, ზ----------–---–მა გადაიხადა „ზ--–----“ კ------ ავტომანქანის (გამოშვების წელი ------, ძრავის N------, შ---------------) საფასური - 52580 მანეთი.
„სახალხო მეურნეობის ორგანიზაციებზე ავტოსატრაქტორო ტექნიკის შეფასებისა და გადაცემის შესახებ“ 1----–-–-- 3 ივნისის ერთობლივი აქტით დგინდება, რომ ზ----------–---–მა ზემოაღნიშნული საფასურის სანაცვლოდ, შეიძინა ავტომანქანა „ზ--–----“ (გამოშვების წელი ------, ძრავის N------, შ---------------).
3.1.2. ზ----------–---–ის მიერ 2007 წლის 23 აპრილს გაცემული მინდობილობის თანახმად, ზ----------–---–მა თავის კუთვნილი ავტომანქანა „ზ--–----“ (გამოშვების წელი ------, ძრავის N------, შ---------------) მართვისა და განკარგვის უფლებით გადასცა თ------------–---–ს. ამ მინდობილობით თ-------------–---–ს განუსაზღვრელი ვადით (გაუქმებამდე) მინიჭებული აქვს უფლება, მართოს და განკარგოს ავტომანქანა, შეასრულოს მართვასთან და განკარგვასთან დაკავშირებული სხვა მოქმედებები, ხელი მოაწეროს შესაბამის დოკუმენტაციას.
3.1.3. დადგენილია, რომ შსს მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში დაცული არ არის ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალება „ზ--–----“-ის (გამოშვების წელი ------, ძრავის N------, შ---------------) რეგისტრაციასთან დაკავშირებით.
3.1.4. 2017 წლის 1 მაისს თ-------------–---–-ს წარმომადგენელმა ე------------------–---–მა განცხადებით მიმართა შსს მომსახურების სააგენტოს სერვისების ცენტრალური ბიუროს სარეგისტრაციო და საგამოცდო უზრუნველყოფის სამმართველოს. განმცხადებელმა მოითხოვა სატრანსპორტო საშუალების „ზ--–----“-ის (გამოშვების წელი ------, ძრავის N------, შ--------------) თ-------------–---–-ს სახელზე რეგისტრაცია. განცხადებას ერთვოდა ზ----------–---–ის მიერ 2007 წლის 23 აპრილს გაცემული მინდობილობის ასლი, ასევე „სახალხო მეურნეობის ორგანიზაციებზე ავტოსატრაქტორო ტექნიკის შეფასებისა და გადაცემის შესახებ“ 1----–-–-- 3 ივნისის ერთობლივი აქტი და N3---- სამხედრო ნაწილის მეთაურის მიერ დამტკიცებული 1----–-–-- 3 ივნისის აქტი ”მანქანის (მ-------–--) - „ზ--–-----------ს“ ტექნიკური მდგომარეობის შესახებ“.
შსს მომსახურების სააგენტოს სერვისების ცენტრალური ბიუროს სარეგისტრაციო და საგამოცდო უზრუნველყოფის სამმართველოს სარეგისტრაციო უზრუნველყოფის სამსახურის 2017 წლის 4 მაისის N------- წერილით დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია ხორციელდება შსს 31.01.2007წ. N150 ბრძანებით დამტკიცებული „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციის საფუძველზე. დაინტერესებულ პირს განემარტა მითითებული ინსტრუქციის მე-11, 30-ე მუხლების შინაარსი და ეცნობა, რომ სამსახური მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს დააკმაყოფილოს მისი მოთხოვნა, ინსტრუქციით გათვალისწინებული დოკუმენტების წარუდგენლიბის პირობებში.
3.1.5. 2017 წლის 30 მაისს თ------------–---–ის წარმომადგენელმა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა შსს მომსახურების სააგენტოს. საჩივრის ავტორმა მოითხოვა შსს მომსახურების სააგენტოს სერვისების ცენტრალური ბიუროს სარეგისტრაციო და საგამოცდო უზრუნველყოფის სამმართველოს სარეგისტრაციო უზრუნველყოფის სამსახურის 2017 წლის 4 მაისის N------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და სატრანსპორტო საშუალება „ზ--–----“-ის (გამოშვების წელი ------, ძრავის N------, შ---------------) თ-------------–---–-ს სახელზე რეგისტრაცია.
2017 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით თ-------------–---–-ს ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა 2017 წლის 04 მაისის N------- გადაწყვეტილება.
სააგენტომ დადგენილად მიიჩნია, რომ მონაცემთა ბაზაში არ მოიპოვება ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალება „ზ--–----“-ის რეგისტრაციის თაობაზე. ადმინისტრაციულმა ორგანომ მიუთითა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის N150 ბრძანებით დამტკიცებული „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ” ინსტრუქციის 26-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტებზე, 11.1 მუხლზე, 25.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე და მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის ავტორის მიერ წარდგენილი დოკუმენტები ვერ იქნებოდა მიჩნეული შსს N150 ბრძანებით დამტკიცებული „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ” ინსტრუქციის მე-11 მუხლით განსაზღვრულ დოკუმენტებად, ამასთანავე, ვინაიდან სატრანსპორტო საშუალება „ზ--–----“ (გამოშვების წელი ------, ძრავის N------, შ---------------) რეგისტრირებული არ არის, თ-------------–---–-ს მოთხოვნა წარმოადგენს პირველადი რეგისტრაციის განხორციელების მოთხოვნას, თუმცა მას არ წარმოუდგენია „ინსტრუქციის“ 26.2 მუხლით გათვალისწინებული, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულების შესრულების ან ასეთი ვალდებულების წარმოუშობლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამდენად, სააგენტო მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს დააკმაყოფილოს თ-------------–---–-ს ადმინისტრაციული საჩივარი.
3.2. სამართლებრივი დასაბუთება
3.2.1. სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ 2017 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძველია შსს 31.01.2007წ. N150 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“.
მითითებული „ინსტრუქციის“ 3.3. მუხლის თანახმად, რეგისტრაციაში იგულისხმება ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაცია, დროებითი რეგისტრაცია, რეგისტრაციაში ცვლილებების განხორციელება, აღრიცხვიდან მოხსნა, სარეგისტრაციო ნიშნების გაცემა, საგზაო მოძრაობაში მონაწილეობისათვის მისი დაშვება, დადგენილი წესით სარეგისტრაციო მონაცემთა ბაზაში (სისტემაში) ელექტრონული ან/და მატერიალური სახით სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემების ასახვა. 3.13 მუხლის თანახმად კი, პირველადი რეგისტრაცია არის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო სამსახურში დადგენილი წესით პირველადი დარეგისტრირება (აღრიცხვაზე აყვანა), სარეგისტრაციო ნიშნების გაცემა, საგზაო მოძრაობაში მონაწილეობისათვის მისი დაშვება, სარეგისტრაციო მონაცემთა ბაზაში (სისტემაში) ელექტრონული ან/და მატერიალური სახით სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემების ასახვა. 3.6. მუხლის შესაბამისად, მესაკუთრედ ითვლება დაინტერესებული პირი, რომლის მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების წარმოშობა დასტურდება ამ ინსტრუქციის მე–11 მუხლის პირველი ან მე–2 პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტებით, ხოლო 3.12. მუხლის თანახმად, საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი არის ამ ინსტრუქციის მე–11 მუხლის პირველი ან მე–2 პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების წარმოშობას.
აღნიშნული „ინსტრუქციის 11.1 მუხლის თანახმად, სააგენტოს მიერ მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე მექანიკურ სატრანსპორტო საშუალების საკუთრების ან სარგებლობის უფლებით რეგისტრაცია განხორციელდება, თუ საკუთრების ან სარგებლობის უფლების წარმოშობა დასტურდება: ა) სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გამოცემული ან დამოწმებული: ა.ა) სააღრიცხვო ბარათით, სარეგისტრაციო ჩანაწერით, ტრანსპორტის სარეგისტაციო მოწმობით ან/და ტექნიკური ტალონით; ა.ბ) ადმინისტრაციული წარმოების შედეგად სააგენტოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით; ა.გ) ერთობლივი განცხადებით; ა.დ) უფლების გადაცემის ბარათით (მექანიკური სატრანსპორტო საშუალებასთან ერთად წარმოდგენის შემთხვევაში); ა.ე) ამ ინსტრუქციის მე–40 მუხლით განსაზღვრული წესით დამოწმებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის ნომრიან აგრეგატზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებით; ბ) საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი პირების მიერ მათი კომპეტენციის ფარგლებში შედგენილი, გამოცემული ან/და დამოწმებული: ბ.ა) სასამართლო აქტით; ბ.ბ) გადაწყვეტილებით; ბ.გ) განკარგულებით; ბ.დ) ბრძანებით; ბ.ე) აუქციონის ოქმით; ბ.ვ) საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ დადებული გარიგებით; ბ.ზ) სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანოს მიერ გაცემული/გამოცემული დოკუმენტით, რომლითაც დასტურდება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირზე დაბრუნება; ბ.თ) მიღება–ჩაბარების აქტით; ბ.ი) სასაქონლო დეკლარაციით; ბ.კ) საკუთრების ან სარგებლობის უფლების წარმოშობის დამადასტურებელი სხვა სამართლებრივი აქტით; გ) საკუთრების უფლების წარმოშობის ამსახველი ნოტარიუსის მიერ გაცემული ან დამოწმებული სანოტარო აქტით; დ) რეგისტრირებული გირავნობისას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2601 მუხლის და 283–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილით განსაზღვრული უფლების მქონე მოგირავნის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით დაგირავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საკუთრებაში აღრიცხვის ან რეალიზაციის განხორციელების თაობაზე, მოგირავნის განცხადებითა და გირავნობის ხელშეკრულებით; ე) საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ გაცემული დოკუმენტით; ვ) გაკოტრების მმართველის ან ლიკვიდატორის მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში შედგენილი ან/და გაცემული საკუთრების უფლების გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტით; ზ) ქარხანა–დამამზადებელთან გაფორმებული ხელშეკრულებით, ინვოისით ან/და მიღება–ჩაბარების აქტით; თ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ნომრიანი აგრეგატის შეძენასთან დაკავშირებით სავაჭრო ორგანიზაციის მიერ გაცემული ცნობა–ანგარიშით. ი) სააგენტოში რეგისტრირებული ლიზინგის შემთხვევაში, ლიზინგის მიმღებზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების: ი.ა) სარგებლობის უფლებით რეგისტრაციის შემთხვევაში – ლიზინგის მიმღების განცხადებითა და ლიზინგის ხელშეკრულებით, რომლითაც დასტურდება ლიზინგის მიმღების უფლება ლიზინგის საგნის სარგებლობის უფლებით რეგისტრაციის შესახებ; ი.ბ) საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შემთხვევაში – ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.გ“, „ა.ე“ ქვეპუნქტებით, „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით და „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტებით.
ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სააგენტოს მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საკუთრების ან სარგებლობის უფლებით რეგისტრაცია არ განხორციელდება, თუ ამ მუხლის პირველი ან მეორე პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტით არ დასტურდება (ვერ დგინდება) დაინტერესებული პირის საკუთრების ან სარგებლობის უფლების წარმოშობა, აგრეთვე, თუ წარმოდგენილი თანმხლები დოკუმენტები ან/და მექანიკური სატრანსპორტო საშუალება არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
ზემოაღნიშნული „ინსტრუქციის“ 25.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია არ განხორციელდება, თუ არ იქნა ან არასრულყოფილად იქნა წარმოდგენილი რეგისტრაციის განხორციელებისათვის საჭირო კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები.
ამავე „ინსტრუქციის“ 26.1 მუხლის თანახმად, მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების პირველად რეგისტრაციისათვის მესაკუთრის მიერ სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილ უნდა იქნეს: ა) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა; გ) დათვალიერების აქტი; დ) განცხადება (დანართი 2); ე) კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი; ვ) შიდა ტრანზიტი. 26.2 მუხლის თანახმად კი, სააგენტოს მიერ მექანიკური სატრანსპოტო საშუალების პირველადი რეგისტრაცია ან დროებითი რეგისტრაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულების შესრულების ან ასეთი ვალდებულების წარმოუშობლობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ.
დადგენილია, რომ მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენს მის სახელზე ავტომანქანა „ზ--–----“-ის (გამოშვების წელი ------, ძრავის N------, შ---------------) რეგისტრაცია. ამ მიზნით, თ-------------–---–ს ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი ჰქონდა ზ----------–---–ის მიერ მის სახელზე 2007 წლის 23 აპრილს გაცემული მინდობილობა, რომლის თანახმად, ზ----------–---–მა კუთვნილი ავტომანქანა „ზ--–----“ (გამოშვების წელი ------, ძრავის N------, შ---------------) მართვისა და განკარგვის უფლებით გადასცა თ------------–---–ს. მოსარჩელემ ასევე წარადგინა 0---------წ. გაცემული დოკუმენტაცია, რომლითაც დგინდება ზ----------–---–ისათვის მითითებული ავტომობილის გადაცემა შესაბამისი საფასურის სანაცვლოდ.
სააპელაციო პალატა არ იზიარებს საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს საკმარის წერილობით დასაბუთებას, თუ რატომ არ არის მიზანშეწონილი მოსარჩელის მფლობელობაში არსებული ავტომანქანის რეგისტრაცია და წარდგენილი დოკუმენტაციის შინაარსის გათვალისწინებით, შსს მომსახურების სააგენტოს შეეძლო დადასტურებულად მიეჩნია დაინტერესებული პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების შეძენა. პალატა ასევე არ იზიარებს საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავო საკითხის გადაწყვეტისას, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში (რაც გულისხმობს კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან, ყველაზე მისაღები გადაწყვეტილების შერჩევას) უნდა გადაეწყვიტა, არსებობდა თუ არა დაინტერესებული პირის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ რომ შსს მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში დაცული არ არის ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალება „ზ--–----“-ის (გამოშვების წელი ------, ძრავის N------, შ---------------) რეგისტრაციასთან დაკავშირებით. ამრიგად, სახეზეა შსს 31.01.2007წ. N150 ბრძანებით დამტკიცებული „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციის 26.1 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა, რაც გულისხმობს მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების პირველადი რეგისტრაციის მიზნით, ამ მუხლში მითითებული დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულებას მესაკუთრის მიერ. ამასთანავე, სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმატიული აქტი შეიცავს ამომწურავ ჩამონათვალს ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მიზნით წარსადგენი კონკრეტული დოკუმენტების ერთობლიობის შესახებ. უდავოა, რომ მოსარჩელე ვერ აკმაყოფილებს „ინსტრუქციის“ 26-ე მუხლის პირობებს, მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, ერთობლიობაში არ წარმოშობს სატრანსპორტო საშუალებაზე პირველადი რეგისტრაციის საფუძველს. ამასთანავე, პალატა მართებულად მიიჩნევს აპელანტის მოსაზრებას, რომ იმ პირობებში, როდესაც თ-------------–---–-ს მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი დოკუმენტაცია არ ადასტურებს სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების აღიარებას, ამასთანავე, შსს მომსახურების სააგენტო არ წარმოადგენს საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილ ორგანოს, „ინსტრუქციის“ მე-11 მუხლითაც გამოირიცხებოდა მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობა და მის სახელზე სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. ამდენად, მითითებული მუხლის გამოყენების შესაძლებლობა არსებობს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება საქმის ფაქტობრივ გარემოებათა დადგენა და შეფასება, სასამართლოს არ შეუძლია შეაფასოს აქტის მატერიალური კანონიერება. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ არასწორედ გამოიყენა აღნიშნული მუხლი სადავო საკითხთან მიმართებაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები იძლევა ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის შესაბამისად და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ შსს მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება. თ-------------–---–-ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. საპროცესო ხარჯები
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე-55-ე მუხლების შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოში თამაზ კიკაბიძის მიერ გადახდილი ბაჟი - 100 (ასი) ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად, ამასთანავე, თ-------------–---–ს უნდა დაეკისროს სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით აპელანტის - სსიპ შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. თ-------------–---–-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. პირველი ინსტანციის სასამართლოში თ-------------–---–-ს მიერ გადახდილი საახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.
თავმჯდომარე: მირანდა ერემაძე
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი
მერაბ ლომიძე