განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310016001643780 (3ბ/2923-17)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
09 მარტი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე - მერაბ ლომიძე
სხდომის მდივანი - ხვთისო აზარაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი
წარმომადგენელი - გ--------–--–----–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ს----------------–---–ი
წარმომადგენელი - მ------------------
დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ს----------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა; დაევალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს 2000 წლის 28 მარტიდან იმავე წლის 30 ოქტომბრამდე მოსარჩელის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სისტემაში, №------------------------- მოადგილედ მუშაობის პერიოდის ნამსახურობის წლებში ჩათვლა, აღნიშნულის გათვალისწინებით სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით წელთა ნამსახურობის ანგარიშის შედგენა და წარდგინების გადაგზავნა შესაბამის სამსახურში.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2014 წლის 06 აგვისტოს №1------ ბრძანებით, შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რ--------–---------–--------–-–----------------–---------------–----–--------------–-----------------------------–----–-------------- ინსპექტორი, პ---–-–------------ ს-------- ი------- ძე რ-----–---–ი განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან 2014 წლის 05 აგვისტოდან.
2.2. 2015 წლის 06 ნოემბერს ს----------------–---–მა განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარეს და მიუთითა, რომ დაცვის პოლიციის დეპარტამენტში მუშაობდა 2014 წლის 10 თებერვლიდან 2014 წლის 5 აგვისტომდე, ზღვრული ასაკის შესრულების გამო (60 წელი), დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებიდან. მისი ძალოვან სტრუქტურებში მუშაობის საერთო სტაჟი მოიცავს 20 წელს და 01 თვეს, შესაბამისად, ეკუთვნის სახელმწიფო კომპენსაცია, რომელიც არ დაენიშნა. კერძოდ, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის კადრების სამსახურმა, საერთო ნამსახურობაში არ ჩაუთვალა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი პენიტენციალური სისტემის №-----–-------–--აში დ------------- მოადგილედ რ-–-----------–ი მუშაობის პერიოდი, იუსტიციის სისტემის სად-ის კადრების მიერ შევსებულ მონაცემებში დაშვებული ხარვეზის გამო. ვინაიდან, ამჟამად სასჯელაღსრულების სფერო აღარ მიეკუთვნება იუსტიციის სამინისტროს, არქივიდან და პირადი საქმიდან მოიპოვა ოფიციალური დოკუმენტაცია, საიდანაც ჩანს, რომ იმ პერიოდში იყო ი------–------------ი. ამდენად, ს----------------–---–მა მოითხოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს მისი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სისტემაში, №------------------------- მოადგილედ მუშაობის პერიოდის (რამდენიმე თვე) ნამსახურობის წლებში ჩათვლა, აღნიშნულის გათვალისწინებით სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით წელთა ნამსახურობის ანგარიშის შედგენა.
2.3. 2015 წლის 11 ნოემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს კადრების სამმართველოს უფროსმა წერილობით მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს ცენტრალური აპარატის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსს. მიმართვაში აღნიშნულია, რომ განიხილებოდა შსს სსიპ დაცვის პოლიციის და ყოფილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლის, პ---–-–----------- ს-------- ი------- ძე რ-----–---–--ათვის სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად მასალების მომზადების საკითხი. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტში დაცული ს----------------–---–ის პირადი საქმის თანახმად, 28.03.2000 - 30.10.2000წწ. და 18.03.2013 - 10.10.2013 წლებში იგი მუშაობდა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს შესაბამის სამსახურს ეთხოვა განმარტება, მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით, ს. რ-----–---–-- სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს სისტემაში მუშაობის რა პერიოდი უნდა ჩათვლილიყო წელთა გაანგარიშებისას საერთო ნამსახურობაში, სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად.
2.4. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის 2015 წლის 16 ნოემბრის წერილით, საქართველოს შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკადროს და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს კადრების სამმართველოს უფროსს, მისი 2015 წლის 11 ნოემბრის წერილის პასუხად ეცნობა, რომ ,,სახელმწიფო კომპენსაციებისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ორგანოების ყოფილ მოსამსახურეს, თ-------------------- ს-------- ი------- ძე რ-----–---–ს კომპენსაციის მისაღებად საერთო ნამსახურობაში ეთვლება პერიოდი: 2013 წლის 18 მარტიდან 2014 წლის 10 თებერვლის ჩათვლით. ამავე წერილში მითითებული 28.03.2000–30.10.2000წწ. პერიოდის შესახებ ინფორმაცია ინახებოდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საარქივო საცავში მოთავსებულ ს. რ-----–---–-- პირად საქმეში.
2.5. 2015 წლის 17 ნოემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს კადრების სამმართველოს უფროსმა წერილობით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსს. მიმართვაში მითითებულია, რომ განიხილებოდა შსს სსიპ დაცვის პოლიციის და ყოფილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლის, პ---–-–----------- ს-------- ი------- ძე რ-----–---–--ათვის სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად მასალების მომზადების საკითხი. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტში დაცული ს----------------–---–ის პირადი საქმის თანახმად, 28.03.2000 - 30.10.2000 წწ. და 18.03.2013 - 10.10.2013 წლებში მუშაობდა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამინისტროს შესაბამის სამსახურს ეთხოვა განმარტება, მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით, ს. რ-----–---–-- სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს სისტემაში მუშაობის რა პერიოდი უნდა ჩათვლილიყო წელთა გაანგარიშებისას საერთო ნამსახურობაში, სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად.
2.6. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2015 წლის 20 ნოემბრის წერილით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს კადრების სამმართველოს უფროსს მისი 2015 წლის 17 ნოემბრის წერილის პასუხად ეცნობა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არქივში დაცული ს----------------–---–ის პირად საქმეში არსებული ნამსახურობის ნუსხაში შეტანილია ინფორმაცია ს. რ-----–---–-- სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №---------------–---- დაწესებულების დ------------- მოადგილედ რ-–-----------–ი დანიშვნის შესახებ (საქ. იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 28.03.20000 წლის №----– ბრძანება), თუმცა ბრძანების ასლი პირად საქმეში არ ინახება. ასევე, ნამსახურობის ნუსხაში შეტანილია ინფორმაცია მისი 2000 წლის 30 ოქტომბრიდან დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ (საქ. იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 31 ოქტომბრის №--- ბრძანება), რომლის ასლი და მისი გამოცემის საფუძვლები ინახება საქმეში.
2.7. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს კადრების სამმართველოს უფროსის 2015 წლის 26 ნოემბრის №2------ წერილით ს----------------–---–ს ეცნობა, რომ მისი პირადი საქმისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად წელთა ნამსახურევი შეადგენდა 19 წელს, 06 თვეს და 01 დღეს, სამხედრო სავალდებულო სამსახურის - 02 წლის, 01 თვისა და 02 დღის ჩათვლით.
2.8. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ს.ა.დ. დაწესებულება №---- დირექტორმა იუსტიციის მაიორმა მ-------–---–მა, 2000 წლის 28 მარტს წერილობით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელთა აღმასრულებელი დეპარტამენტის თავმჯდომარეს გ----------–-–---–ს და მიუთითა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ს.ა.დ N-----–-------–ების დ------------- მოადგილის რ-–-----------–ი თანამდებობა ვაკანტურია. შესაბამისად, ითხოვა ს-------- ი------- ძე რ-----–---–-- დ------------- მოადგილედ რ-–-----------–ი დანიშვნა.
2.9. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ს.ა.დ. №-----–-------–--ის დირექტორმა იუსტიციის მაიორმა მ-------–---–მა, 2000 წლის 16 ოქტომბერს წერილობით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს იუსტიციის პოლკოვნიკს ზ--------–---ს, ს.ა.დ №-----–-------–--ის დირექტრის მოადგილის რ-–-----------–ი ი------–------------ის ს----------------–---–ისათვის მორიგი წოდების - ,,იუსტიციის მაიორის“ მისანიჭებლად. აღნიშნულისათვის ასევე გაიგზავნა ს----------------–---–ის დახასიათება, მორიგი ,,იუსტიციის მაიორის“ წოდებაზე წარსადგენად.
2.10. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №---------------–---- დაწესებულების უფროსის იუსტიციის მაიორის მ-------–---–ის მიერ 2000 წლის 15 სექტემბერს დამტკიცდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ს.ა.დ. ქ. თბილისის №---------------–---- დაწესებულებაში ალკოჰოლური სასმელების შეღწევის, მოხმარებისა და გავრცელების ლიკვიდაციის კომპლექსური გეგმა. მითითებული გეგმას, როგორც მის შესრულებაზე პასუხისმგებელი პირი, ხელს აწერს №-----–-------–--ის დ------------- მოადგილე რ-–-----------–ი ი------–------------ი ს. რ-----–---–ი.
2.11. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №-----–-------–--ის ყოფილი თანამშრომლის ს----------------–---–ისათვის 2000 წლის 28 მარტიდან 2000 წლის 31 ოქტომბრამდე გაცემული ხელფასის დარიცხვის ცხრილის შესაბამისად, აპრილში გაიცა თვის სარგო 40,97 ლარი, წოდების (კაპიტნის) - 9.28 ლარი, კვება 66,60 ლარი, სულ დარიცხულია 116,85 ლარი; მაისში გაიცა თვის სარგო 36,30 ლარი, წოდების (კაპიტნის) - 8,24 ლარი, კვება -59 ლარი, სულ დარიცხულია 103,54 ლარი; ივნისში გაიცა თვის სარგო 36,30 ლარი, წოდების (კაპიტნის) – 8,24 ლარი, კვება - 59 ლარი, სულ დარიცხულია 103,54 ლარი; ივლისში გაიცა თვის სარგო 36,30 ლარი, წოდების (კაპიტნის) – 8,24 ლარი, კვება - 59 ლარი, სულ დარიცხულია 103,54 ლარი; აგვისტოში გაიცა თვის სარგო 36,30 ლარი, წოდების (კაპიტნის) – 8,24 ლარი, კვება - 59 ლარი, სულ დარიცხულია 103,54 ლარი; სექტემბერში გაიცა თვის სარგო 36,30 ლარი, წოდების (კაპიტნის) – 8,24 ლარი, კვება - 59 ლარი, სულ დარიცხულია 103,54 ლარი; ოქტომბერში გაიცა თვის სარგო 36,62 ლარი, წოდების (კაპიტნის) – 9,28 ლარი, კვება - 59 ლარი, სულ დარიცხულია 104,90 ლარი.
2.12. 2000 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს პატაკით მიმართა №-----–-------–--ის დ------------- მოადგილემ რ-–-----------–ი, ი------–------------მა ს----------------–---–მა და მოითხოვა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება.
2.13. 2000 წლის 27 ოქტომბერს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარემ წარდგინებით მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრს და მოითხოვა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №---------------–---- დაწესებულების დ------------- მოადგილის რ-–-----------–ი, ი------–------------ის ს-------- რ------–---–ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება.
2.14. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 31 ოქტომბრის №--- ბრძანების თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №---------------–---- დაწესებულების დ------------- მოადგილე რ-–-----------–ი ს----------------–---–ი 2000 წლის 30 ოქტომბრიდან განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიიდან ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 95-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად. საფუძველი: სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინება და პირადი განცხადება.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.15. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამრიგად, საქალაქო სასამართლოს უნდა ემსჯელა, გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობიდან ს----------------–---–ის მოთხოვნა წელთა ნამსახურობის დაანგარიშების დავალებისა და კომპენსაციის დასანიშნად შესაბამისი წარდგინების გაცემის შესახებ.
2.16. საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, როგორიცაა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობისას, მათ შორის ნამსახურობის წელთა მიხედვით. ამასთან, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით თუ შეთანხმებებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ კონსტიტუციით აღიარებული და გარანტირებული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის. ევროპის სოციალური ქარტიის მე-12 მუხლის შესაბამისად, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა. შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ევროპის სოციალური უზრუნველყოფის კოდექსის რატიფიკაციისათვის აუცილებელ დონეს. მიიღონ ზომები სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესების მიზნით. „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტის მე-9 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე, სოციალური დაზღვევის ჩათვლით. ამრიგად, ს-------- რ-----–---–ი მიეკუთვნება იმ პირთა წრეს, ვინც ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ’’ კანონის თანახმად, ექვემდებარება სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფას.
2.17. საქალაქო სასამართლომ მიუთითა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის (შემდგომში – კომპენსაცია) და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. მითითებული კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებია: ა) კანონით დადგენილი ნამსახურობის ვადის ამოწურვა; ბ) 65 წლის ასაკის მიღწევა; გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა; დ) მარჩენალის გარდაცვალება; ე) ოჯახის წევრის გარდაცვალება. ხოლო იმავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ: სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან, საგამოძიებო დეპარტამენტიდან და სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ, ზევადიან სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან განთავისუფლებულ პირებს.
2.18. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლით განსაზღვრულია იმ პირთა წრე, რომელიც ექვემდებარება სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნას, ესენია: სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე შემდეგი პირები: ოფიცრები, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში და სამხედრო რეზერვის პირველ თანრიგში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს სამხედრო ძალებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებში, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში; სპეციალური წოდების მქონე პირები, რომლებიც მსახურობდნენ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში; ოფიცრები, მათ შორის, სამხედრო პროკურატურის, ყოფილი სახედრო ტრიბუნალის, სამხედრო სასამართლოს ოფიცრები, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ ყოფილ სსრ კავშირის და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში, შინაგან, სასაზღვრო, სარკინიგზო, სამთავრობო კავშირგაბმულობის, სამოქალაქო თავდაცვის, სამხედრო- სამშენებლო ჯარებში, სახელმწიფო უშიშროების, საგარეო დაზვერვის, სამხედრო იუსტიციის ორგანოებში, სხვა კანონიერ სამხედრო ფორმირებებში, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში და მათი ოჯახის წევრები, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით; რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში, ყოფილი სსრ კავშირის და საქართველოს სსრ-ის, დამოუკიდებელი თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა ორგანოებში, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოსა და ყოფილ სსრ კავშირში შემავალ მოკავშირე რესპუბლიკებს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელ სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულებით (შეთანხმებით); პარტიზანები, მოხალისეები, პარტიზანული და მოხალისეთა რაზმების მეთაურები, რომელთა თანამდებობები შეესაბამებოდა ოფიცერთა თანამდებობებს; მეორე მსოფლიო ომში და სხვა შეიარაღებულ კონფლიქტებში დაღუპულ (უგზო-უკვლოდ დაკარგულ) ან იქ მიღებული ჭრილობის, დასახიჩრების, კონტუზიისა და სხვა დაავადების შედეგად გარდაცვლილ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრები; გარდაცვლილ სამხედრო პენსიონერთა ოჯახის წევრები; სხვა სახელმწიფოთა შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოების მუშაკები და მათი ოჯახის წევრები საქართველოსა და ამ სახელმწიფოთა შორის დადებული ხელშეკრულების (შეთანხმების) საფუძველზე. ხოლო, ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,ა’’ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაციის მიღების საფუძველია კანონით დადგენილი ნამსახურობის ვადის ამოწურვა. მითითებული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, წელთა ნამსახურობაში პენსიის დანიშვნისათვის ჩაითვლება: საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სამსახური; სამხედრო სამსახური; შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში სამსახური; სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახური; პარტიზანულ რაზმებსა და შენაერთებში სამსახური; სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებში მუშაობის პერიოდი - სამხედრო სამსახური ან შინაგან საქმეთა და უშიშროების ორგანოებში და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში კადრში დატოვებით; ტყვეობაში ყოფნის პერიოდი, თუ ტყვემ არ ჩაიდინა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული; სასჯელის მოხდის და პატიმრობის პერიოდი, თუ სამხედრო მოსამსახურეები, რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირები უსაფუძვლოდ იყვნენ მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში ან რეპრესირებულნი. იმავე მუხლის მე-21 პუნქტის თანახმად, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემიდან დათხოვნილ რიგითი ან უფროსი შემადგენლობის პირს წელთა ნამსახურობაში ჩაეთვლება პროკურატურის ორგანოებში სამსახური, აგრეთვე, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, საგამოძიებო დეპარტამენტში ან/და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში სამხედრო წოდებით ან სახელმწიფო სპეციალური წოდებით სამსახური, ხოლო მე-4 პუნქტის მიხედვით, წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან. განსახილველ შემთხვევაში, ს----------------–---–ი დასაქმებული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში. აქედან გამომდინარე, მითითებული აქტებით გათვალისწინებული უფლებები უნდა გავრცელდეს ს-------- რ-----–---–-- მიმართ და ამ კანონების საფუძველზე უნდა მოხდეს მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის მიზნით წელთა გადაანგარიშება. საქმის მასალებით დგინდება, რომ 2015 წლის 06 ნოემბერს ს----------------–---–მა განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარეს და მოითხოვა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სისტემაში №------------------------- მოადგილედ მუშაობის პერიოდის (რამდენიმე თვე) ნამსახურობის წლებში ჩათვლა, აღნიშნულის გათვალისწინებით სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით წელთა ნამსახურობის ანგარიშის შედგენა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს კადრების სამმართველოს უფროსის 2015 წლის 26 ნოემბრის №2------ წერილით ს----------------–---–ს ეცნობა, რომ მისი პირადი საქმისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად წელთა ნამსახურევი შეადგენდა 19 წელს, 06 თვეს და 01 დღეს, სამხედრო სავალდებულო სამსახურის - 02 წლის, 01 თვისა და 02 დღის ჩათვლით. ს----------------–---–ის მოთხოვნა N-------ის დ------------- მოადგილედ რ-–-----------–ი მუშაობის პერიოდის (2000 წლის 28 მარტიდან იმავე წლის 30 ოქტომბრამდე) ნამსახურობის წლებში ჩათვლაზე არ დაკმაყოფილდა.
2.19. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის ,,ა’’ პუნქტით, კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ს----------------–---–ის ნამსახურობის წლების დაანგარიშებისას მივიდა იმ დასკვნამდე, რომ წელთა ნამსახურობა ჯამში შეადგენს 19 წელს, 6 თვესა და 1 დღეს. მოპასუხის განმარტებით, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა მოსარჩელეს წელთა ნამსახურობაში არ ჩაუთვალა 28.03.2000 - 30.10.2000 წლებში სასჯელაღსრულების დეპარტამენტში მუშაობის პერიოდი, იმ მოტივით, რომ სადავო პერიოდში ს----------------–---–ი თანამდებობაზე მუშაობდა სახელმწიფო სპეციალური წოდების გარეშე (ის გარემოება, რომ მოსარჩელეს სადავო პერიოდში მინიჭებული ჰქონდა სახელმწიფო სპეციალური (კაპიტნის) წოდება, მოპასუხის მოსაზრებით, არ დგინდებოდა არც ერთი დოკუმენტიდან).
2.20. საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, საქმის მასალებით უდავოდ დგინდება, რომ ზემოაღნიშნულ სადავო პერიოდში ს-------- ი------- ძე რ-----–---–ი მსახურობდა კაპიტნის წოდებით, რის გამოც მისთვის 28.03.2000 - 30.10.2000 წლებში სასჯელაღსრულების დეპარტამენტში მუშაობის პერიოდის ნამსახურების წლებში არ ჩათვლა არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. კერძოდ, საქმის მასალებით დგინდება, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ს.ა.დ. №-----–-------–--ის დ------------- 2000 წლის 28 მარტის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, ს-------- ი------- ძე რ-----–---–ი დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ს.ა.დ №-----–-------–--ის დ------------- მოადგილედ რ-–-----------–ი; 2000 წლის 16 ოქტომბერს, ს.ა.დ. №-----–-------–--ის დირექტორმა წერილობით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს, ს.ა.დ №-----–-------–--ის დირექტრის მოადგილის რ-–-----------–ი ი------–------------ის ს----------------–---–ისათვის მორიგი წოდების - ,,იუსტიციის მაიორის“ მისანიჭებლად; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №---------------–---- დაწესებულების უფროსის მიერ 2000 წლის 15 სექტემბერს დამტკიცდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ს.ა.დ. ქ. თბილისის №---------------–---- დაწესებულებაში ალკოჰოლური სასმელების შეღწევის, მოხმარებისა და გავრცელების ლიკვიდაციის კომპლექსური გეგმა, რომელსაც ხელს აწერს მის შესრულებაზე პასუხისმგებელი პირი, N-----–-------–ების დ------------- მოადგილე რ-–-----------–ი - ი------–------------ი ს. რ-----–---–ი; ამასთან, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №-----–-------–--ის ყოფილი თანამშრომლის ს----------------–---–ისათვის 2000 წლის 28 მარტიდან 2000 წლის 31 ოქტომბრამდე გაცემული ხელფასის დარიცხვის ცხრილის შესაბამისად, აპრილიდან ოქტომბრის თვის ჩათვლით, ს----------------–---–ის მიმართ გაიცემოდა წოდებრივი სარგოს თანხა. 2000 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის სახელზე წარდგენილი პატაკით დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვა №-----–-------–--ის დ------------- მოადგილემ რ-–-----------–ი, ი------–------------მა ს----------------–---–მა. ამავე რიცხვში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარემ წარდგინებით მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრს და მოითხოვა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №---------------–---- დაწესებულების დ------------- მოადგილის რ-–-----------–ი, ი------–------------ის ს----------------–---–ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სათანადოდ არ გამოიკვლია გარემოებები და ს----------------–---–ს დაუსაბუთებლად უთხრა უარი მისი უფლების რეალიზებაზე, ვინაიდან სადავო პერიოდში - 18.03.2000-30.10.2000 წლებში, ს----------------–---–ის, როგორც სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირის (ი------–------------ი) მუშაობა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სისტემაში დასტურდება საქმეში წარმოდგენილი არაერთი ზემოაღნიშნული მტკიცებულებით. შესაბამისად, მითითებული ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული უფლებები უნდა გავრცელდეს ს----------------–---–ის მიმართ, მათ საფუძველზე უნდა მოხდეს მოსარჩელისათვის წელთა ნამსახურობის ანგარიშის შედგენა და მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად შესაბამისი წარდგინების გაცემა. რაც შეეხება მოპასუხის აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვება სადავო პერიოდში ს----------------–---–ისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების შესახებ ბრძანება, საქალაქო სასამართლომ ასეთი მსჯელობა დაუსაბუთებლად მიიჩნია და განმარტა, რომ საკითხის სპეციფიკის გათვალისწინებით დაუშვებელია მოთხოვნილი იქნეს მტკიცებულებათა მაღალი ხარისხი, რისი წარმოდგენის საშუალება ობიექტური მიზეზების გამო განმცხადებელს არ გააჩნია და რაც მისი ბრალეული ქმედებით არ არის გამოწვეული. მითუმეტეს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასებით ნამდვილად დასტურდება ს----------------–---–ის, როგორც ი------–------------ის, 2000 წლის 23 მარტიდან იმავე წლის 30 ოქტომბრამდე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №-----–-------–--ის დ------------- რ-–-----------–ი მუშაობის ფაქტი. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და შესაბამისი სამართლებრივი ნორმების ურთიერშეჯერების საფუძველზე საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ს----------------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს უნდა დაევალოს ს----------------–---–ის მიმართ წელთა ნამსახურობის ანგარიშის შედგენა, იმგვარად, რომ ნამსახურობის ანგარიშში ჩაითვალოს 2000 წლის 28 მარტიდან იმავე წლის 30 ოქტომბრამდე მოსარჩელის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სისტემაში, №------------------------- მოადგილედ მუშაობის პერიოდის ნამსახურობის წლები, აღნიშნულის გათვალისწინებით სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით წელთა ნამსახურობის ანგარიშის შედგენა და წარდგინების გადაგზავნა შესაბამის სამსახურში.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1. აპელანტის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება საამრთლებრივად დაუსაბუთებელია და ეწინააღმდეგება კანონს. სასამართლომ მართალია გამოიყენა კანონი „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“, რომელიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორად განმარტა იგი და შედეგად მიიღო უკანონო გადაწყვეტილება, კერძოდ, ზემოხსენებული კანონის პირველი მუხლი განსაზღვრავს სახელმწიფო კომპეტენციის მიღების უფლების მქონე პირთა წრეს, კერძოდ იმ სუბიექტებს, რომლებმაც იმსახურეს სამხედრო სამსახურში, ხოლო ამავე მუხლით გათვალისწინებულ პირთა წრეზე მითითებით ამ კანონის მე-11 მუხლი ადგენს სამხედრო მოსამსახურისათვის სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების პირობებს, ანუ ხსენებული მუხლი ადგენს სამხედრო სამსახურში ნამსახურევი წლების ზღვრულ ოდენობას, შესაბამისად, აღნიშნული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში სუბიექტმა შეეძლება მიიღოს სახელმწიფო კომპენსაცია. იმავე კანონის მე-16 მუხლის მე-2 პრიმა მუხლის თანახმად: შინაგან საქმეთა ორგანოებიდან ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემიდან დათხოვნილ რიგითი ან უფროსი შემადგენლობის პირს წელთა ნამსახურეობაში ჩაეთვლება პროკურატურის ორგანოებში სამსახური, აგრეთვე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, საგამოძიებო დეპარტამენტში ან/და სპეციალურ ინტენსიურ სამსახურში სამხედრო წოდებით ან სახელმწიფო სპეციალრი წოდებით სამსახური.“ ხოლო მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, „წელთა ნამსახურეობის გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან.“ ზემოაღნიშნული კანონის შინაარსიდან და მიზნებიდან გამომდინარე, კანონმდებელი სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს ყველას ერთად განიხილავს როგორც სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც აქვთ სამხედრო სამსახურში ამავე კანონით განსაზღვრული შესაბამისი ნამსახურები წლების ზღვრული ოდენობა და სწორედ ამ ფაქტობრივი გარემოების (წელთა ნამსახურეობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი სამხედრო სამსახურში) არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოფს სახელმწიფო ზემოაღნიშნული სუბიექტების ან/და მათ ოჯახის წევრების სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლებას.
3.2. აპელანტის წარმომადგენლის განმარტებით, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კანონმდებლობა ცალსახად მიუთითებს, რომ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მუშაობა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ნამსახურეობაში, თუ პირს იმავე პირიოდში მინიჭებული ჰქონდა სამხედრო წოდება ან სახელმწიფო სპეციალური წოდება. იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობს წოდების მინიჭების შესახებ ბრძანება და არც იუსტიციის სამინისტროს დადასტურება წოდების მინიჭების შესახებ, აპელანტის წარმომადგენლის აზრით, ცალსახაა, რომ დეპარტამენტის უარი ნამსახურეობის დაანგარიშებაზე კანონიერია. აღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტის წარმომადგენელმა მიიჩნია, რომ უსაფუძვლო და უკანონოა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც სპეციალური წოდების გარეშე სამსახურის პერიოდი მოსარჩელეს ჩაეთვალა ნამსახურეობაში.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
4.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2014 წლის 06 აგვისტოს №1------ ბრძანებით, შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რ--------–---------–--------–-–----------------–---------------–----–--------------–-----------------------------–----–-------------- ინსპექტორი, პ---–-–------------ ს-------- ი------- ძე რ-----–---–ი განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან 2014 წლის 05 აგვისტოდან.
4.3. 2015 წლის 06 ნოემბერს ს----------------–---–მა განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარეს და მიუთითა, რომ დაცვის პოლიციის დეპარტამენტში მუშაობდა 2014 წლის 10 თებერვლიდან 2014 წლის 5 აგვისტომდე, ზღვრული ასაკის შესრულების გამო (60 წელი), დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებიდან. მისი ძალოვან სტრუქტურებში მუშაობის საერთო სტაჟი მოიცავს 20 წელს და 01 თვეს, შესაბამისად, ეკუთვნის სახელმწიფო კომპენსაცია, რომელიც არ დაენიშნა. კერძოდ, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის კადრების სამსახურმა, საერთო ნამსახურობაში არ ჩაუთვალა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი პენიტენციალური სისტემის №-----–-------–--აში დ------------- მოადგილედ რ-–-----------–ი მუშაობის პერიოდი, იუსტიციის სისტემის სად-ის კადრების მიერ შევსებულ მონაცემებში დაშვებული ხარვეზის გამო. ვინაიდან, ამჟამად სასჯელაღსრულების სფერო აღარ მიეკუთვნება იუსტიციის სამინისტროს, არქივიდან და პირადი საქმიდან მოიპოვა ოფიციალური დოკუმენტაცია, საიდანაც ჩანს, რომ იმ პერიოდში იყო ი------–------------ი. ამდენად, ს----------------–---–მა მოითხოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს მისი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სისტემაში, №------------------------- მოადგილედ მუშაობის პერიოდის (რამდენიმე თვე) ნამსახურობის წლებში ჩათვლა, აღნიშნულის გათვალისწინებით სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით წელთა ნამსახურობის ანგარიშის შედგენა.
4.4. 2015 წლის 11 ნოემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს კადრების სამმართველოს უფროსმა წერილობით მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს ცენტრალური აპარატის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსს. მიმართვაში აღნიშნულია, რომ განიხილებოდა შსს სსიპ დაცვის პოლიციის და ყოფილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლის, პ---–-–----------- ს-------- ი------- ძე რ-----–---–--ათვის სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად მასალების მომზადების საკითხი. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტში დაცული ს----------------–---–ის პირადი საქმის თანახმად, 28.03.2000 - 30.10.2000წწ. და 18.03.2013 - 10.10.2013 წლებში იგი მუშაობდა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს შესაბამის სამსახურს ეთხოვა განმარტება, მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით, ს. რ-----–---–-- სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს სისტემაში მუშაობის რა პერიოდი უნდა ჩათვლილიყო წელთა გაანგარიშებისას საერთო ნამსახურობაში, სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად.
4.5. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის 2015 წლის 16 ნოემბრის წერილით, საქართველოს შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკადროს და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს კადრების სამმართველოს უფროსს, მისი 2015 წლის 11 ნოემბრის წერილის პასუხად ეცნობა, რომ ,,სახელმწიფო კომპენსაციებისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ორგანოების ყოფილ მოსამსახურეს, თ-------------------- ს-------- ი------- ძე რ-----–---–ს კომპენსაციის მისაღებად საერთო ნამსახურობაში ეთვლება პერიოდი: 2013 წლის 18 მარტიდან 2014 წლის 10 თებერვლის ჩათვლით. ამავე წერილში მითითებული 28.03.2000–30.10.2000წწ. პერიოდის შესახებ ინფორმაცია ინახებოდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საარქივო საცავში მოთავსებულ ს. რ-----–---–-- პირად საქმეში.
4.6. 2015 წლის 17 ნოემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს კადრების სამმართველოს უფროსმა წერილობით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსს. მიმართვაში მითითებულია, რომ განიხილებოდა შსს სსიპ დაცვის პოლიციის და ყოფილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლის, პ---–-–----------- ს-------- ი------- ძე რ-----–---–--ათვის სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად მასალების მომზადების საკითხი. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტში დაცული ს----------------–---–ის პირადი საქმის თანახმად, 28.03.2000 - 30.10.2000 წწ. და 18.03.2013 - 10.10.2013 წლებში მუშაობდა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამინისტროს შესაბამის სამსახურს ეთხოვა განმარტება, მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით, ს. რ-----–---–-- სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს სისტემაში მუშაობის რა პერიოდი უნდა ჩათვლილიყო წელთა გაანგარიშებისას საერთო ნამსახურობაში, სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად.
4.7. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2015 წლის 20 ნოემბრის წერილით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს კადრების სამმართველოს უფროსს მისი 2015 წლის 17 ნოემბრის წერილის პასუხად ეცნობა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არქივში დაცული ს----------------–---–ის პირად საქმეში არსებული ნამსახურობის ნუსხაში შეტანილია ინფორმაცია ს. რ-----–---–-- სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №---------------–---- დაწესებულების დ------------- მოადგილედ რ-–-----------–ი დანიშვნის შესახებ (საქ. იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 28.03.20000 წლის №----– ბრძანება), თუმცა ბრძანების ასლი პირად საქმეში არ ინახება. ასევე, ნამსახურობის ნუსხაში შეტანილია ინფორმაცია მისი 2000 წლის 30 ოქტომბრიდან დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ (საქ. იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 31 ოქტომბრის №--- ბრძანება), რომლის ასლი და მისი გამოცემის საფუძვლები ინახება საქმეში.
4.8. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს კადრების სამმართველოს უფროსის 2015 წლის 26 ნოემბრის №2------ წერილით ს----------------–---–ს ეცნობა, რომ მისი პირადი საქმისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად წელთა ნამსახურევი შეადგენდა 19 წელს, 06 თვეს და 01 დღეს, სამხედრო სავალდებულო სამსახურის - 02 წლის, 01 თვისა და 02 დღის ჩათვლით.
4.9. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ს.ა.დ. დაწესებულება №---- დირექტორმა იუსტიციის მაიორმა მ-------–---–მა, 2000 წლის 28 მარტს წერილობით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელთა აღმასრულებელი დეპარტამენტის თავმჯდომარეს გ----------–-–---–ს და მიუთითა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ს.ა.დ N-----–-------–ების დ------------- მოადგილის რ-–-----------–ი თანამდებობა ვაკანტურია. შესაბამისად, ითხოვა ს-------- ი------- ძე რ-----–---–-- დ------------- მოადგილედ რ-–-----------–ი დანიშვნა.
4.10. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ს.ა.დ. №-----–-------–--ის დირექტორმა იუსტიციის მაიორმა მ-------–---–მა, 2000 წლის 16 ოქტომბერს წერილობით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს იუსტიციის პოლკოვნიკს ზ--------–---ს, ს.ა.დ №-----–-------–--ის დირექტრის მოადგილის რ-–-----------–ი ი------–------------ის ს----------------–---–ისათვის მორიგი წოდების - ,,იუსტიციის მაიორის“ მისანიჭებლად. აღნიშნულისათვის ასევე გაიგზავნა ს----------------–---–ის დახასიათება, მორიგი ,,იუსტიციის მაიორის“ წოდებაზე წარსადგენად.
4.11. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №---------------–---- დაწესებულების უფროსის იუსტიციის მაიორის მ-------–---–ის მიერ 2000 წლის 15 სექტემბერს დამტკიცდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ს.ა.დ. ქ. თბილისის №---------------–---- დაწესებულებაში ალკოჰოლური სასმელების შეღწევის, მოხმარებისა და გავრცელების ლიკვიდაციის კომპლექსური გეგმა. მითითებული გეგმას, როგორც მის შესრულებაზე პასუხისმგებელი პირი, ხელს აწერს №-----–-------–--ის დ------------- მოადგილე რ-–-----------–ი ი------–------------ი ს. რ-----–---–ი.
4.12. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №-----–-------–--ის ყოფილი თანამშრომლის ს----------------–---–ისათვის 2000 წლის 28 მარტიდან 2000 წლის 31 ოქტომბრამდე გაცემული ხელფასის დარიცხვის ცხრილის შესაბამისად, აპრილში გაიცა თვის სარგო 40,97 ლარი, წოდების (კაპიტნის) - 9.28 ლარი, კვება 66,60 ლარი, სულ დარიცხულია 116,85 ლარი; მაისში გაიცა თვის სარგო 36,30 ლარი, წოდების (კაპიტნის) - 8,24 ლარი, კვება -59 ლარი, სულ დარიცხულია 103,54 ლარი; ივნისში გაიცა თვის სარგო 36,30 ლარი, წოდების (კაპიტნის) – 8,24 ლარი, კვება - 59 ლარი, სულ დარიცხულია 103,54 ლარი; ივლისში გაიცა თვის სარგო 36,30 ლარი, წოდების (კაპიტნის) – 8,24 ლარი, კვება - 59 ლარი, სულ დარიცხულია 103,54 ლარი; აგვისტოში გაიცა თვის სარგო 36,30 ლარი, წოდების (კაპიტნის) – 8,24 ლარი, კვება - 59 ლარი, სულ დარიცხულია 103,54 ლარი; სექტემბერში გაიცა თვის სარგო 36,30 ლარი, წოდების (კაპიტნის) – 8,24 ლარი, კვება - 59 ლარი, სულ დარიცხულია 103,54 ლარი; ოქტომბერში გაიცა თვის სარგო 36,62 ლარი, წოდების (კაპიტნის) – 9,28 ლარი, კვება - 59 ლარი, სულ დარიცხულია 104,90 ლარი.
4.13. 2000 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს პატაკით მიმართა №-----–-------–--ის დ------------- მოადგილემ რ-–-----------–ი, ი------–------------მა ს----------------–---–მა და მოითხოვა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება.
4.14. 2000 წლის 27 ოქტომბერს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარემ წარდგინებით მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრს და მოითხოვა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №---------------–---- დაწესებულების დ------------- მოადგილის რ-–-----------–ი, ი------–------------ის ს-------- რ------–---–ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება.
4.15. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 31 ოქტომბრის №--- ბრძანების თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №---------------–---- დაწესებულების დ------------- მოადგილე რ-–-----------–ი ს----------------–---–ი 2000 წლის 30 ოქტომბრიდან განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიიდან ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 95-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად. საფუძველი: სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინება და პირადი განცხადება.
სამართლებრივი დასაბუთება
4.16. სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
4.17. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან. ამდენად, იმისთვის, რომ სასამართლომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული მოქმედება უკანონოდ მიიჩნიოს, უნდა დადგინდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული მოქმედების (უმოქმედობის) კანონშეუსაბამობა. საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ს----------------–---–ს უსაფუძვლოდ ეთქვა უარი ქმედების განხორციელების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
4.18. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, როგორიცაა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობისას, მათ შორის ნამსახურობის წელთა მიხედვით. ამასთან, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით თუ შეთანხმებებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ კონსტიტუციით აღიარებული და გარანტირებული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის. ევროპის სოციალური ქარტიის მე-12 მუხლის შესაბამისად, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა. შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ევროპის სოციალური უზრუნველყოფის კოდექსის რატიფიკაციისათვის აუცილებელ დონეს. მიიღონ ზომები სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესების მიზნით. „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტის მე-9 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე, სოციალური დაზღვევის ჩათვლით. ამრიგად, ს-------- რ-----–---–ი მიეკუთვნება იმ პირთა წრეს, ვინც ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ’’ კანონის თანახმად, ექვემდებარება სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფას.
4.19. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად მიუთითა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის (შემდგომში – კომპენსაცია) და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. მითითებული კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებია: ა) კანონით დადგენილი ნამსახურობის ვადის ამოწურვა; ბ) 65 წლის ასაკის მიღწევა; გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა; დ) მარჩენალის გარდაცვალება; ე) ოჯახის წევრის გარდაცვალება. ხოლო იმავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ: სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან, საგამოძიებო დეპარტამენტიდან და სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ, ზევადიან სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან განთავისუფლებულ პირებს.
4.20. „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლით განსაზღვრულია იმ პირთა წრე, რომელიც ექვემდებარება სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნას, ესენია: სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე შემდეგი პირები: ოფიცრები, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში და სამხედრო რეზერვის პირველ თანრიგში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს სამხედრო ძალებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებში, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში; სპეციალური წოდების მქონე პირები, რომლებიც მსახურობდნენ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში; ოფიცრები, მათ შორის, სამხედრო პროკურატურის, ყოფილი სახედრო ტრიბუნალის, სამხედრო სასამართლოს ოფიცრები, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ ყოფილ სსრ კავშირის და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში, შინაგან, სასაზღვრო, სარკინიგზო, სამთავრობო კავშირგაბმულობის, სამოქალაქო თავდაცვის, სამხედრო- სამშენებლო ჯარებში, სახელმწიფო უშიშროების, საგარეო დაზვერვის, სამხედრო იუსტიციის ორგანოებში, სხვა კანონიერ სამხედრო ფორმირებებში, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში და მათი ოჯახის წევრები, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით; რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში, ყოფილი სსრ კავშირის და საქართველოს სსრ-ის, დამოუკიდებელი თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა ორგანოებში, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოსა და ყოფილ სსრ კავშირში შემავალ მოკავშირე რესპუბლიკებს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელ სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულებით (შეთანხმებით); პარტიზანები, მოხალისეები, პარტიზანული და მოხალისეთა რაზმების მეთაურები, რომელთა თანამდებობები შეესაბამებოდა ოფიცერთა თანამდებობებს; მეორე მსოფლიო ომში და სხვა შეიარაღებულ კონფლიქტებში დაღუპულ (უგზო-უკვლოდ დაკარგულ) ან იქ მიღებული ჭრილობის, დასახიჩრების, კონტუზიისა და სხვა დაავადების შედეგად გარდაცვლილ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრები; გარდაცვლილ სამხედრო პენსიონერთა ოჯახის წევრები; სხვა სახელმწიფოთა შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოების მუშაკები და მათი ოჯახის წევრები საქართველოსა და ამ სახელმწიფოთა შორის დადებული ხელშეკრულების (შეთანხმების) საფუძველზე. ხოლო, ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,ა’’ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაციის მიღების საფუძველია კანონით დადგენილი ნამსახურობის ვადის ამოწურვა. მითითებული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, წელთა ნამსახურობაში პენსიის დანიშვნისათვის ჩაითვლება: საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სამსახური; სამხედრო სამსახური; შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში სამსახური; სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახური; პარტიზანულ რაზმებსა და შენაერთებში სამსახური; სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებში მუშაობის პერიოდი - სამხედრო სამსახური ან შინაგან საქმეთა და უშიშროების ორგანოებში და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში კადრში დატოვებით; ტყვეობაში ყოფნის პერიოდი, თუ ტყვემ არ ჩაიდინა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული; სასჯელის მოხდის და პატიმრობის პერიოდი, თუ სამხედრო მოსამსახურეები, რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირები უსაფუძვლოდ იყვნენ მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში ან რეპრესირებულნი. იმავე მუხლის მე-21 პუნქტის თანახმად, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემიდან დათხოვნილ რიგითი ან უფროსი შემადგენლობის პირს წელთა ნამსახურობაში ჩაეთვლება პროკურატურის ორგანოებში სამსახური, აგრეთვე, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, საგამოძიებო დეპარტამენტში ან/და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში სამხედრო წოდებით ან სახელმწიფო სპეციალური წოდებით სამსახური, ხოლო მე-4 პუნქტის მიხედვით, წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან. განსახილველ შემთხვევაში, ს----------------–---–ი დასაქმებული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ მითითებული აქტებით გათვალისწინებული უფლებები უნდა გავრცელდეს ს----------------–---–ის მიმართ და ამ კანონების საფუძველზე უნდა მოხდეს მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის მიზნით წელთა გადაანგარიშება. საქმის მასალებით დგინდება, რომ 2015 წლის 06 ნოემბერს ს----------------–---–მა განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარეს და მოითხოვა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სისტემაში №------------------------- მოადგილედ მუშაობის პერიოდის (რამდენიმე თვე) ნამსახურობის წლებში ჩათვლა, აღნიშნულის გათვალისწინებით სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით წელთა ნამსახურობის ანგარიშის შედგენა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს კადრების სამმართველოს უფროსის 2015 წლის 26 ნოემბრის №2------ წერილით ს----------------–---–ს ეცნობა, რომ მისი პირადი საქმისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად წელთა ნამსახურევი შეადგენდა 19 წელს, 06 თვეს და 01 დღეს, სამხედრო სავალდებულო სამსახურის - 02 წლის, 01 თვისა და 02 დღის ჩათვლით. ს----------------–---–ის მოთხოვნა N-------ის დ------------- მოადგილედ რ-–-----------–ი მუშაობის პერიოდის (2000 წლის 28 მარტიდან იმავე წლის 30 ოქტომბრამდე) ნამსახურობის წლებში ჩათვლაზე არ დაკმაყოფილდა.
4.21. საქალაქო სასამართლომ სწორად განმარტა, რომ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის ,,ა’’ პუნქტით, კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ს----------------–---–ის ნამსახურობის წლების დაანგარიშებისას მივიდა იმ დასკვნამდე, რომ წელთა ნამსახურობა ჯამში შეადგენს 19 წელს, 6 თვესა და 1 დღეს. მოპასუხის განმარტებით, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა მოსარჩელეს წელთა ნამსახურობაში არ ჩაუთვალა 28.03.2000 - 30.10.2000 წლებში სასჯელაღსრულების დეპარტამენტში მუშაობის პერიოდი, იმ მოტივით, რომ სადავო პერიოდში ს----------------–---–ი თანამდებობაზე მუშაობდა სახელმწიფო სპეციალური წოდების გარეშე (ის გარემოება, რომ მოსარჩელეს სადავო პერიოდში მინიჭებული ჰქონდა სახელმწიფო სპეციალური (კაპიტნის) წოდება, მოპასუხის მოსაზრებით, არ დგინდებოდა არც ერთი დოკუმენტიდან).
4.22. საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ სადავო პერიოდში ს-------- ი------- ძე რ-----–---–ი ნამდვილად მსახურობდა კაპიტნის წოდებით, რის გამოც მისთვის 28.03.2000 - 30.10.2000 წლებში სასჯელაღსრულების დეპარტამენტში მუშაობის პერიოდის ნამსახურების წლებში არ ჩათვლა არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. კერძოდ, საქმის მასალებით დგინდება, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ს.ა.დ. №-----–-------–--ის დ------------- 2000 წლის 28 მარტის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, ს-------- ი------- ძე რ-----–---–ი დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ს.ა.დ №-----–-------–--ის დ------------- მოადგილედ რ-–-----------–ი; 2000 წლის 16 ოქტომბერს, ს.ა.დ. №-----–-------–--ის დირექტორმა წერილობით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს, ს.ა.დ №-----–-------–--ის დირექტრის მოადგილის რ-–-----------–ი ი------–------------ის ს----------------–---–ისათვის მორიგი წოდების - ,,იუსტიციის მაიორის“ მისანიჭებლად; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №---------------–---- დაწესებულების უფროსის მიერ 2000 წლის 15 სექტემბერს დამტკიცდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ს.ა.დ. ქ. თბილისის №---------------–---- დაწესებულებაში ალკოჰოლური სასმელების შეღწევის, მოხმარებისა და გავრცელების ლიკვიდაციის კომპლექსური გეგმა, რომელსაც ხელს აწერს მის შესრულებაზე პასუხისმგებელი პირი, N-----–-------–ების დ------------- მოადგილე რ-–-----------–ი - ი------–------------ი ს. რ-----–---–ი; ამასთან, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №-----–-------–--ის ყოფილი თანამშრომლის ს----------------–---–ისათვის 2000 წლის 28 მარტიდან 2000 წლის 31 ოქტომბრამდე გაცემული ხელფასის დარიცხვის ცხრილის შესაბამისად, აპრილიდან ოქტომბრის თვის ჩათვლით, ს----------------–---–ის მიმართ გაიცემოდა წოდებრივი სარგოს თანხა. 2000 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის სახელზე წარდგენილი პატაკით დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვა №-----–-------–--ის დ------------- მოადგილემ რ-–-----------–ი, ი------–------------მა ს----------------–---–მა. ამავე რიცხვში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარემ წარდგინებით მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრს და მოითხოვა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №---------------–---- დაწესებულების დ------------- მოადგილის რ-–-----------–ი, ი------–------------ის ს----------------–---–ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება. საქალაქო სასამართლომ სწორად განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სათანადოდ არ გამოიკვლია გარემოებები და ს----------------–---–ს დაუსაბუთებლად უთხრა უარი მისი უფლების რეალიზებაზე, ვინაიდან სადავო პერიოდში - 18.03.2000-30.10.2000 წლებში, ს----------------–---–ის, როგორც სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირის (ი------–------------ი) მუშაობა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სისტემაში დასტურდება საქმეში წარმოდგენილი არაერთი ზემოაღნიშნული მტკიცებულებით. შესაბამისად, სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ მითითებული ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული უფლებები უნდა გავრცელდეს ს----------------–---–ის მიმართ, მათ საფუძველზე უნდა მოხდეს მოსარჩელისათვის წელთა ნამსახურობის ანგარიშის შედგენა და მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად შესაბამისი წარდგინების გაცემა. რაც შეეხება მოპასუხის აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვება სადავო პერიოდში ს----------------–---–ისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების შესახებ ბრძანება, საქალაქო სასამართლომ ასეთი მსჯელობა მართებულად მიიჩნია დაუსაბუთებლად და სწორად განმარტა, რომ საკითხის სპეციფიკის გათვალისწინებით დაუშვებელია მოთხოვნილი იქნეს მტკიცებულებათა მაღალი ხარისხი, რისი წარმოდგენის საშუალება ობიექტური მიზეზების გამო განმცხადებელს არ გააჩნია და რაც მისი ბრალეული ქმედებით არ არის გამოწვეული. მითუმეტეს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასებით ნამდვილად დასტურდება ს----------------–---–ის, როგორც ი------–------------ის, 2000 წლის 23 მარტიდან იმავე წლის 30 ოქტომბრამდე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №-----–-------–--ის დ------------- რ-–-----------–ი მუშაობის ფაქტი. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და შესაბამისი სამართლებრივი ნორმების ურთიერშეჯერების საფუძველზე, საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ ს----------------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს უნდა დაევალოს ს----------------–---–ის მიმართ წელთა ნამსახურობის ანგარიშის შედგენა, იმგვარად, რომ ნამსახურობის ანგარიშში ჩაითვალოს 2000 წლის 28 მარტიდან იმავე წლის 30 ოქტომბრამდე მოსარჩელის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სისტემაში, №------------------------- მოადგილედ მუშაობის პერიოდის ნამსახურობის წლები, აღნიშნულის გათვალისწინებით სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით წელთა ნამსახურობის ანგარიშის შედგენა და წარდგინების გადაგზავნა შესაბამის სამსახურში.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.
6. საპროცესო ხარჯები
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.
მოსამართლე მერაბ ლომიძე