განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 19.04.2019
საქმის ნომერი
330310017002061529
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
19.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310017002061529

საქმე N3ბ/2660-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

19 აპრილი, 2019 წელი ქ. თ---–--ი

 

თ---–--ის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მარიამ ცისკაძე

სხდომის მდივანი - დიანა გოხაძე

 

აპელანტი (მოპასუხე) - ქალაქ თ---–--ის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ო----- ბ-----–---–ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

 

სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თ---–--ის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - თ---–--ის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

1.1. თ---–--ის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას 2017 წლის 24 აგვისტოს სარჩელით მიმართა ო----- ბ-----–---–მა, მოპასუხე ქალაქ თ---–--ის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და მოითხოვა შემდეგი: ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თ---–--ის მუნიციპალიტეტის მ----ის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2----–-–------------–------------------–--ა; დაევალოს ქ.თ---–--ის მუნიციპალიტეტის მ----ის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქ.თ---–--ში, გ-–---------------–----–--------–-------------------------------------------–-----------------------------------------------------------------–----------–---------- ო----- ბ-----–---–ზე საკუთრების აღიარების თაობაზე.

 

1.2. თ---–--ის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ო----- ბ-----–---–ის სარჩელი; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თ---–--ის მუნიციპალიტეტის მ----ის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2----–-–------------–------------------–--ა; ქ. თ---–--ის მუნიციპალიტეტის მ----ის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი ქ.თ---–--ში, გ-–---------- საშუალო სკოლის მიმდებარედ მდებარე 6---------------–-----------------------------------------------------------------–----------–---------) ო----- ბ-----–---–ის მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. ო----- ბ-----–---–მა 2016 წლის 07 სექტემბერს №--------- განცხადებით მიმართა ქ.თ---–--ის მუნიციპალიტეტის მ----ის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, ქ.თ---–--ში, გ-–-----------ე სკოლის მიმდებარედ 6------------ მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით.

 

2.2. მოქალაქეების- მ------- მ-----–---–ის, ზ------ რ-------ის, მ---- ხ------ის 2016 წლის 07 სექტემბრის ნოტარიულად დამოწმებული განცხადებით ირკვევა, რომ ო----- ბ-----–---–ი(პ/ნ 3----------) 2007 წლის 1 იანვრამდე ნამდვილად ფლობდა, სარგებლობდა და დღემდე ფლობს და სარგებლობს 6------------- ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობას, მდებარე: ქ.თ---–--ი, გ-–----------------–----–--------–-------------- ტერიტორია. აღნიშნული განცხადებით მოქალაქეები თანხმობას აცხადებენ ო----- ბ-----–---–მა უზრუნველყოს ზემოთ მითითებული ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობის ლეგალიზაცია/საკუთრების უფლების აღიარება. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით მოქალაქეები არანაირ პრეტენზიას არ აცხადებენ (ს.ფ. 16-17).

 

2.3. ქ.თ---–--ის მუნიციპალიტეტის მ----ის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2----–-–------------------------------------–----------------------- ო----- ბ-----–---–ს უარი ეთქვა მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე (ქ.თ---–--ი, გ-–-----------ე სკოლის მიმდებარედ 610კვ.მ ფართით) საკუთრების უფლების აღიარებაზე, ვინაიდან არ დასტურდება მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების და ფლობის ფაქტი ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე (ს.ფ. 62-67).

 

2.4. ქ.თ---–--ის მუნიციპალიტეტის მ----ის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 13 მარტის №585 საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე, ქ.თ---–--ის მუნიციპალიტეტის მ----ის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2017 წლის 06 აპრილს გამოცემული იქნა №20 განკარგულება, რომლითაც ო----- ბ-----–---–ს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ.თ---–--ი, გ-–----------------–----–--------–-------------- ტერიტორია, 610კვ.მ მიწის ნაკვეთზე) საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე (ს.ფ. 18).

 

3. პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილით, 32-ე მუხლით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლით, მე-5, მე-601, 95-ე მუხლის პირველი ნაწილით, 96-ე მუხლით, 107-108 მუხლებით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლით, მეორე მუხლის ,,გ" და ,,ე" პუნქტებით, მესამე მუხლის მეორე პუნქტის ,,ე" ქვეპუნქტით, მე-4 მუხლით, მე-51 მუხლის მესამე პუნქტით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილების მე-2 მუხლის ,,ე" ქვეპუნქტით, მე-5 მუხლის პირველი ნაწილით, მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით.

 

4.1.. პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩათვალა, კომისიის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმის დადასტურება, რომ მიწის ნაკვეთზე ო----- ბ-----–---–ს საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, საკუთრების უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა თუ არა ისეთ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს, რაც განსაზღვრულია „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ’’ პუნქტით, რისთვისაც აუცილებელი იყო იმ ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოების ანალიზი, მოსარჩელე სარგებლობდა თუ არა თვითნებურად ქ.თ---–--ში, გ-–-------------------–------------------------------ მიწის ნაკვეთით და მასზე არსებული შენობა-ნაგებობით, რამეთუ აღნიშნულ გარემოებებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საკითხის გადაწყვეტისათვის.

 

4.2. პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, თავის მხრივ ქ.თ---–--ის მუნიციპალიტეტის მ----ის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ არ დასტურდება ო----- ბ-----–---–ის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, თუმცა სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ მხოლოდ აღნიშნულის მითითება ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით ვერ იქნება მიჩნეული იმის დასტურად, რომ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმის გარემოებები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ არ არის წარმოდგენილი ადგილზე დათვალიერების ოქმი ან/და სხვა რამე წერილობითი სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს იმ ფაქტს, რომ კომისიის მიერ სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმის გარემოებები და რომ კომისია განცხადების განხილვის მიზნით გასული იყო ადგილზე, დაათვალიერა უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი.

 

4.3. პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, ზემოთ აღნიშნული მტკიცების საწინააღმდეგოდ, მოსარჩელის მიერ მითითებული და წარდგენილი იქნა რიგი მტკიცებულებები, მათ შორის: საქმეში წარმოდგენილი მოქალაქეების- მ------- მ-----–---–ის, ზ------ რ-------ის, მ---- ხ------ის 2016 წლის 07 სექტემბრის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება.

 

4.4. ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მხარეთა ახსნა-განმარტებების და საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის ზემოაღნიშნული მტკიცება არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით და კომისიას ამ ფაქტის გამოსაკვლევად საქმის გარემოებები სრულყოფილად არ შეუსწავლია და არ გაუანალიზებია.

 

4.5. ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიუთითა, მოპასუხის მიერ არ არის საკმარისად დასაბუთებული, თუ რატომ არ მიიჩნია უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე ო----- ბ-----–---–ის მიერ კომისიაში წარდგენილი განცხადება და მასზე თანდართული მტკიცებულებები ერთობლიობაში აღნიშნული კანონის შესაბამისად თვითნებური დაკავების შეფასებისას საკმარის საფუძვლად.

 

5. თ---–--ის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თ---–--ის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წარმომადგენელმა, რომელმაც მოითხოვა სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა; წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:

 

5.1. სააპელაციო საჩივარი დასაბუთებულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, იმავე კოდექსის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ" პუნქტით, 394-ე მუხლის ,,ე" პუნქტით, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მეორე მუხლის ,,გ" ქვეპუნქტით, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე" ქვეპუნქტით, მე-51 მუხლის პირველი, მეორე და მესამე პუნქტებით, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილების მეორე მუხლის ,,ე" პუნქტით, მე-11 მუხლის მე-5 პუნქტით, მე-17 მუხლის პირველი პუნქტით.

 

5.2. აპელანტი არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სრულყოფილად არ გამოკვლეულა საქმის გარემოებები.

 

5.3. სააპელაციო საჩივარში მითითებულია, რომ თ---–--ის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია არ ეთანხმება სასამართლოს დასკვნას, რადგან ის არ გამომდინარეობს საქმეში შეკრებილი მტკიცებულებების ობიექტური ანალიზისა და შეფასებიდან. აპელანტი თვლის, სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების აღწერილობით და სამოტივაციო ნაწილში აღიარების კომისიის გადაწყვეტილება წარმოაჩინა, როგორც დაუსაბუთებელი და უკანონო. სასამართლომ ასევე არ გამოიყენა კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი.

 

5.4. აპელანტი მიუთითებს, რომ განმცხადებელია ვალდებული დაადასტუროს მიწის თვითნებურად დაკავების და ფლობა-სარგებლობის ფაქტი ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. სწორედ განმცხადებელია ვალდებული წარუდგინოს კომისიას აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ წესით განსაზღვრულ პირობებს, მაშინ მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. აპელანტი თვლის, პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა აღიარების კომისიის მიერ უარის თქმის საფუძველი, კერძოდ ის რომ არ დასტურდებოდა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი კანონის ამოქმედებამდე. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებას კი დიდი მნიშვნელობა ექნებოდა საქმეზე სწორი გადაწყვეტილების გამოტანის თვალსაზრისით. კერძოდ, სასამართლო შეაფასებდა, ო----- ბ-----–---–ის მიერ აღიარების კომისიისათვის წარდგენილი დოკუმენტაციით რამდენად დასტურდებოდა მის მიერ მიწის ნაკვეთის 2007 წლამდე დაკავებისა და მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის ფაქტი.

 

5.5. აპელანტი ასევე თვლის, მხოლოდ ის გარემოება, რომ მოწმეები ადასტურებენ ო----- ბ-----–---–ის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტს, არ შეიძლება გახდეს მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. აღნიშნული ცალსახად ეწინააღმდეგება ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის მიზანს და მოთხოვნებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა მესამე პირს, იგივე წარმატებით, შეეძლებოდა ანალოგიური დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე, ემტკიცებინა სადავო მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი და მოეთხოვა საკუთრების უფლების აღიარება.

 

5.6. მოპასუხე ქ. თ---–--ის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია ასევე ვერ დაეთანხმება სასამართლოს აპელირებას განცხადების განხილვის მიზნით უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერებასთან დაკავშირებით, რამდენადაც სასამართლო არ უთითებს თუ რა გარემოება უნდა დაედგინა კომისიას ადგილზე დათვალიერებით ან კონკრეტულად რომელი სამართლებრივი ნორმა ავალდებულებს კომისიას ყველა განსახილველ შემთხვევაში მოახდინოს ადგილზე დათვალიერება, მით უფრო მაშინ, როდესაც შესაფასებელია ო----- ბ-----–---–ის მიერ მიწის ნაკვეთის 2007 წლამდე დაკავებისა და ფლობა-სარგებლობის ფაქტი.

 

5.7. სააპელაციო საჩივარში ასევე აღნიშნულია, სასამართლომ მიღებული გადაწყვეტილებით შექმნა მართლმსაჯულების ხელოვნურად გაჭიანურების საფუძველი და რაც მთავარია ვერ უზრუნველყო მოსარჩელის კანონიერი უფლებისა და ინტერესის დაცვა, ვინაიდან ეს უკანასკნელი გამოიხატება არა აპრიორი სასარჩელო მოთხოვნის ფორმალურად დაკმაყოფილებაში, არამედ დასაბუთებული და სწორად განხორციელებული მართლმსაჯულების საფუძველზე მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებაში, რომელიც შესაძლებელია არ წარმოადგენდეს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას, მაგრამ მოსარჩელეს უქმნიდეს ნათელ წარმოდგენას მისი სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის/უსაფუძვლობის თაობაზე; აპელანტი თვლის, განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არ მიუთითებია არც ერთ კონკრეტულ საქმეში დაცულ მტკიცებულებაზე თუ სამართლებრივ ნორმაზე რომელიც კომისიის მიერ არ იქნა გამოყენებული და შეფასებული, სასამართლო შემოიფარგლა მხოლოდ მოწმეთა ჩვენებით და ზოგადი მითითებებით; ქ. თ---–--ის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წარმომადგენელი განმარტავს, რომ ო----- ბ-----–---–ს კომისიისთვის არ წარმოუდგენია არცერთი სარწმუნო მტკიცებულება, რომელიც შესაძლებელია საფუძვლად დასდებოდა მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას. აღნიშნულზე არც გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას, უფრო მეტიც საქმის მასალებში წარმოდგენილი დოკუმენტაციით (2005წ. 2010წ და 2014წ. ორთოფოტოები) და თავად ო----- ბ-----–---–ის განმარტებით დგინდება, სადავო მიწის ნაკვეთზე 2014 წლამდე განთავსებული იყო ხის ნაგებობა, რაც მოქმედი კანონმდებლობის მიზნებიდან გამომდინარე არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს კანონით (მე-2 მუხლის „გ" ქვეპუნქტი) გათვალისწინებულ შენობა-ნაგებობად. აპელანტი მიუთითებს ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 24.03.2009 წლის N57 დადგენილების მე-3 მუხლის 47-ე პუნქტზე, სადაც ნაგებობა განმარტებულია, როგორც - სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისაგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავადაა დაკავშირებული. აღნიშნულ პოზიციას ამყარებს ის გარემოებაც რომ 2014 წლის ორთოფოტოზე შენობა-ნაგებობა ჩანს სახურავის გარეშე. აქედან გამომდინარე, სამართლებრივად დაუსაბუთებლად მიაჩნია სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ კომისიამ არ გამოიკვლია და არ შეისწავლა საქმის გარემოებები.

 

5.8. აპელანტი ასევე მიუთითებს ,,ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე" ქვეპუნქტზე, მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მე-2 პუნქტზე და მიიჩნევს, ვინაიდან სადავო მიწის ნაკვეთი დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გეგმის მიხედვით მოქცეულია სარეკრეაციო ზონა-2 (რზ-2)-ში, ამიტომ მითითებული მიწის ნაკვეთი ფუნქციური ზონის მახასიათებლების გათვალისწინებით მიეკუთვნება რეკრეაციული დანიშნულების ტერიტორიას, რომელზეც საკუთრების უფლების აღიარება, წინააღმდეგობაში მოდის მოქმედ კანონმდებლობასთან.

 

6. სააპელაციო პალატის მიერ სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის მოტივები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეაფასა სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ ქალაქ თ---–--ის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

7. სააპელაციო პალატა ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების მიზნით ყურადღებას ამახვილებს იმავე სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ:

 

7.1. ო----- ბ-----–---–მა 2016 წლის 07 სექტემბერს №--------- განცხადებით მიმართა ქ.თ---–--ის მუნიციპალიტეტის მ----ის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, ქ.თ---–--ში, გ-–-----------ე სკოლის მიმდებარედ 6------------ მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით.

 

7.2. მოქალაქეების- მ------- მ-----–---–ის, ზ------ რ-------ის, მ---- ხ------ის 2016 წლის 07 სექტემბრის ნოტარიულად დამოწმებული განცხადებით ირკვევა, რომ ო----- ბ-----–---–ი(პ/ნ 3----------) 2007 წლის 1 იანვრამდე ნამდვილად ფლობდა, სარგებლობდა და დღემდე ფლობს და სარგებლობს 6------------- ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობას, მდებარე: ქ.თ---–--ი, გ-–----------------–----–--------–-------------- ტერიტორია. აღნიშნული განცხადებით მოქალაქეები თანხმობას აცხადებენ ო----- ბ-----–---–მა უზრუნველყოს ზემოთ მითითებული ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობის ლეგალიზაცია/საკუთრების უფლების აღიარება. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით მოქალაქეები არანაირ პრეტენზიას არ აცხადებენ (ს.ფ. 16-17).

 

7.3. ქ.თ---–--ის მუნიციპალიტეტის მ----ის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2----–-–------------------------------------–----------------------- ო----- ბ-----–---–ს უარი ეთქვა მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე (ქ.თ---–--ი, გ-–-----------ე სკოლის მიმდებარედ 610კვ.მ ფართით) საკუთრების უფლების აღიარებაზე, ვინაიდან არ დასტურდება მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების და ფლობის ფაქტი ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე (ს.ფ. 62-67).

 

7.4. ქ.თ---–--ის მუნიციპალიტეტის მ----ის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 13 მარტის №585 საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე, ქ.თ---–--ის მუნიციპალიტეტის მ----ის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2017 წლის 06 აპრილს გამოცემული იქნა №20 განკარგულება, რომლითაც ო----- ბ-----–---–ს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ.თ---–--ი, გ-–----------------–----–--------–-------------- ტერიტორია, 610კვ.მ მიწის ნაკვეთზე) საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე (ს.ფ. 18).

 

8.1. სააპელაციო პალატა თვლის, მოცემულ შემთხვევაში სადავოს წარმოადგენს ის გარემოება, რომ ქ.თ---–--ის მუნიციპალიტეტის მ----ის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2----–-–------------–------------------–--ის მიღებისას, მოხდა თუ არა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა, რაც სამართლებრივი შეფასების კატეგორიას წარმოადგენს.

 

8.2. სააპელაციო პალატა თავდაპირველად ხელმძღვანელობს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტით, რომლის თანახმად თვითნებურად დაკავებულ მიწას წარმოადგენს ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

საყურადღებოა ასევე იმავე მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისად, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება.

 

8.3. სააპელაციო პალატა მიუთითებს ასევე „ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-51 მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლითაც განსაზღვრულია ის მტკიცებულებები, რაც განმცხადებელმა ძირითადად უნდა წარადგინოს. კერძოდ, წარდგენილ უნდა იქნას: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მანძილი მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები.

 

8.4. სააპელაციო პალატა იზიარებს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მითითებას იმის შესახებ, რომ კომისიამ არ შეაფასა მოსარჩელის მიერ წარდგენილი მ------- მ-----–---–ის, ზ------ რ-------ის, მ---- ხ------ის 2016 წლის 07 სექტემბრის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომლებიც ადასტურებენ, ო----- ბ-----–---–ი(პ/ნ 3----------) 2007 წლის 1 იანვრამდე ნამდვილად რომ ფლობდა, სარგებლობდა და დღემდე ფლობს და სარგებლობს 6------------- ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობას, მდებარე: ქ.თ---–--ი, გ-–----------------–----–--------–-------------- ტერიტორიაზე. აღნიშნული განცხადებით მოქალაქეები ასევე თანხმობას აცხადებენ ო----- ბ-----–---–მა უზრუნველყოს ზემოთ მითითებული ფართობის არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობის ლეგალიზაცია/საკუთრების უფლების აღიარება. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით მოქალაქეები არანაირ პრეტენზიას არ აცხადებენ.

 

8.5. სააპელაციო პალატა მოცემულ საქმეზე ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილით; ამ ნორმის თანახმად კი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ხოლო იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

8.6. სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შემდეგ მსჯელობას: რომ მოცემულ შემთხვევაში კომისიის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმის დადასტურება, მიწის ნაკვეთზე ო----- ბ-----–---–ს საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, საკუთრების უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა თუ არა თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს; ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი მოპასუხის მიერ არ არის წარმოდგენილი ადგილზე დათვალიერების ოქმი ან/და სხვა რამე წერილობითი სახის მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებს იმ ფაქტს, რომ კომისიის მიერ სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმის გარემოებები და რომ კომისია განცხადების განხილვის მიზნით გასული იყო ადგილზე, დაათვალიერა უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი.

 

8.7. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ქალაქ თ---–--ის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 6 აპრილის N20 განკარგულება მიღებულია ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად ცნო სადავო აქტი ბათილად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე; ამ ნორმის შესაბამისად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

9.1. სააპელაციო პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად ვერ მიიჩნევს აპელანტის მითითებას იმის შესახებ, რომ სადავო მიწის ნაკვეთი დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გეგმის მიხედვით მოქცეულია სარეკრეაციო ზონა-2 (რზ-2)-ში და მითითებული მიწის ნაკვეთი ფუნქციური ზონის მახასიათებლების გათვალისწინებით მიეკუთვნება რეკრეაციული დანიშნულების ტერიტორიას. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ქ.თ---–--ის მუნიციპალიტეტის მ----ის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2----–-–------------------------------------–----------------------- ო----- ბ-----–---–ს უარი ეთქვა მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე (ქ.თ---–--ი, გ-–-----------ე სკოლის მიმდებარედ 610კვ.მ ფართით) საკუთრების უფლების აღიარებაზე, ვინაიდან არ დასტურდებოდა მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების და ფლობის ფაქტი ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე; ამდენად სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით მოსარჩელეს უარი ეთქვა სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე არა იმ საფუძვლით, რომ იგი მოქცეულია სარეკრიაციო ზონაში, არამედ მხოლოდ იმის გამო, რომ თითქოს არ დადასტურდა ო.ბ-----–---–ის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების და ფლობის ფაქტი.

 

9.2. სააპელაციო პალატა თვლის, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მოცემულ საქმეზე სწორად გამოიყენა ასევე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი. ამ ნორმის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციული ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი.

 

9.3. სააპელაციო პალატა ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის შინაარსიდან გამომდინარე აღნიშნავს, ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო საკითხი უნდა გამოიკვლიოს ყოველმხრივ, მტკიცებულებების სათანადო შეფასების საფუძველზე, მათ შორის საქმის გარემოებების ადგილზე შესწავლის გზით; დაადგინოს საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს მათზე დაყრდნობით; მოცემული საქმის ხელახალი გამოკვლევისას ადმინისტრაციულმა ორგანომ ასევე უნდა დაადგინოს სადავო მიწის ნაკვეთი დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის მიხედვით მთლიანად ან ნაწილობრივ კვლავ მოქცეულია თუ არა სარეკრიაციო (რზ-2) ზონაში.

 

10. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კანონშესაბამისი და დასაბუთებულია, რის გამოც არ არსებობს ქალაქ თ---–--ის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძვლები.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257 მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. არ დაკმაყოფილდეს ქალაქ თ---–--ის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი;

2. უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თ---–--ის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება;

3. სააპელაციო პალატის განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თ---–--ი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თ---–--ის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თ---–--ი, გრ. რ-------ის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე: მარიამ ცისკაძე