სსიპ − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომელთათვის დანამატის დაწესების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№78
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.020733
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/02/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №78

201 6 წლის 25 იანვარი

ქ. თბილისი

სსიპ − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომელთათვის დანამატის დაწესების შესახებ

       „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 იანვრის №102 დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტისა და მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. სსიპ − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორს საფინანსო წლის განმავლობაში დაუწესდეს დანამატი, თვეში 1800 (ერთი ათას რვაასი) ლარის ოდენობით.

2. სსიპ − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორს მიეცეს უფლება, სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამშრომლებზე საფინანსო წლის განმავლობაში გასცეს დანამატი.

3. დანამატის წლიური მოცულობა განისაზღვროს სსიპ − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებულ თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოებისათვის წლის განმავლობაში გაწეული საკასო ხარჯის არა უმეტეს 35%-ით.

4. სსიპ − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომელზე დანამატი არ გაიცემა მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების პერიოდში. დანამატი ასევე არ გაიცემა, თუ თანამშრომლის შვებულება ან საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის პერიოდი ერთი კალენდარული თვის განმავლობაში აღემატება 15 კალენდარულ დღეს.

5. განკარგულების პირველ და მე-2 პუნქტებში აღნიშნული დანამატი გაიცეს სსიპ − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისათვის ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. სსიპ − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამშრომლებზე პრემია არ გაიცემა.

7. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომელთათვის დანამატის დაწესების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 ივლისის №1625 განკარგულება.

8. განკარგულება ძალაშია 2016 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრი              გიორგი კვირიკაშვილი