საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარისთვის თანადაფინანსების განხორციელების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№519
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.021127
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/04/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №519

2016 წლის 28 მარტი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარისთვის თანადაფინანსების განხორციელების შესახებ

1. „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, სსიპ – მეწარმეობის განვითარების სააგენტომ განახორციელოს  სს „ქართუ ბანკის“  მიერ ამავე პროგრამის ფარგლებში შპს „ჯი-ემ-პისათვის“ (ს/კ: 211385268) დამტკიცებული 1,975,000 (ერთი მილიონ ცხრაას სამოცდათხუთმეტი ათასი) აშშ დოლარის ოდენობის პარალელურ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება, აღნიშნული სახელმწიფო პროგრამის მე-5 და მე-6 მუხლებით  პროგრამის ბენეფიციარისთვის განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების პირობით.

2. ბანკის მიერ გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება სსიპ –  მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილების მე-6 მუხლის მე-12 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად და მისი ოდენობა განისაზღვროს კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთიდან 8%-ის ოდენობით, ამავე სააგენტოსათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – მეწარმეობის განვითარების სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

4. ეს განკარგულება ძალაშია „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში შესაბამისი ცვლილების ამოქმედებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი         გიორგი კვირიკაშვილი