საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარისათვის თანადაფინანსების განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №22
2015 წლის 15 იანვარი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ ,,აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარისათვის თანადაფინანსების განხორციელების შესახებ
1. „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის მე-6 მუხლის მე-4 და 4 1 პუნქტების შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – მეწარმეობის განვითარების სააგენტომ განახორციელოს სს „საქართველოს ბანკის“ მიერ ამავე პროგრამის ფარგლებში შპს „სი ბი სისათვის“ (ს/კ 416310049) დამტკიცებული 5 000 000 (ხუთი მილიონი) აშშ დოლარის ოდენობის კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება, აღნიშნული სახელმწიფო პროგრამის მე-5 და მე-6 მუხლებით განსაზღვრული სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარის ვალდებულებების შესრულების პირობით.
2. სს „საქართველოს ბანკის“ მიერ გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელდეს კრედიტის გაცემიდან 24 თვის განმავლობაში და მისი ოდენობა განისაზღვროს კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთიდან 10%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს კომერციული ბანკის მიერ გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთისა, საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – მეწარმეობის განვითარების სააგენტოსათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარისათვის თანადაფინანსების განხორციელების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარისათვის თანადაფინანსების განხორციელების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.01.2015.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარისათვის თანადაფინანსების განხორციელების შესახებ“?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარისათვის თანადაფინანსების განხორციელების შესახებ“ მიღებულია 15.01.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №22. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.018450.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარისათვის თანადაფინანსების განხორციელების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.01.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარისათვის თანადაფინანსების განხორციელების შესახებ“, №22, 15.01.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018450 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.01.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2692888/