საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარისთვის თანადაფინანსების განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარისთვის თანადაფინანსების განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1193
2016 წლის 23 ივნისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარისთვის თანადაფინანსების განხორციელების შესახებ
1. „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – მეწარმეობის განვითარების სააგენტომ განახორციელოს სს „თიბისი ბანკის“ მიერ, ამავე პროგრამის ფარგლებში, სს „ქართული ლუდის კომპანიისათვის“ (ს/კ: 404900737) დამტკიცებული 3,000,000 (სამი მილიონი) ევროს ოდენობის კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება, აღნიშნული სახელმწიფო პროგრამის მე-5 და მე-6 მუხლებით პროგრამის ბენეფიციარისთვის განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების პირობით.
2. სს „თიბისი ბანკის“ მიერ გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელდეს კრედიტის პირველი ტრანშის გაცემიდან 24 თვის განმავლობაში და მისი ოდენობა განისაზღვროს კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთიდან 8%-ის ოდენობით, ამავე სააგენტოსთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – მეწარმეობის განვითარების სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარისთვის თანადაფინანსების განხორციელების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარისთვის თანადაფინანსების განხორციელების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.06.2016.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარისთვის თანადაფინანსების განხორციელების შესახებ“?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარისთვის თანადაფინანსების განხორციელების შესახებ“ მიღებულია 23.06.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1193. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.021648.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარისთვის თანადაფინანსების განხორციელების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.06.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარისთვის თანადაფინანსების განხორციელების შესახებ“, №1193, 23.06.2016, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021648 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.06.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3332932/