საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარისათვის თანადაფინანსების განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1987
2016 წლის 29 სექტემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარისათვის თანადაფინანსების განხორციელების შესახებ
1. „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – მეწარმეობის განვითარების სააგენტომ განახორციელოს სს „საქართველოს ბანკის“ მიერ, ამავე პროგრამის ფარგლებში, შპს „აჭარა ტექსტილესათვის“ (ს/კ: 245619898) დამტკიცებული 9,200,000 (ცხრა მილიონ ორასი ათასი) ლარის ოდენობის კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება, აღნიშნული „სახელმწიფო პროგრამის“ მე-5 და მე-6 მუხლებით განსაზღვრული პროგრამის ბენეფიციარის ვალდებულებების შესრულების პირობით.
2. სს „საქართველოს ბანკის“ მიერ გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელდეს კრედიტის პირველი ტრანშის გაცემიდან 24 თვის განმავლობაში და მისი ოდენობა განისაზღვროს კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთიდან 10%-ის ოდენობით, ამავე სააგენტოსათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - მეწარმეობის განვითარების სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარისათვის თანადაფინანსების განხორციელების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარისათვის თანადაფინანსების განხორციელების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.09.2016.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარისათვის თანადაფინანსების განხორციელების შესახებ“?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარისათვის თანადაფინანსების განხორციელების შესახებ“ მიღებულია 29.09.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1987. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.022314.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარისათვის თანადაფინანსების განხორციელების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.09.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარისათვის თანადაფინანსების განხორციელების შესახებ“, №1987, 29.09.2016, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022314 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.09.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3412410/