საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შრომის შედეგად წარმოებული პროდუქციის/მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2704
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.025214
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/04/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2704

2017 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შრომის შედეგად წარმოებული პროდუქციის/მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი პროგრამისათვის საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ („პენიტენციური სისტემის პოლიტიკის შემუშავება, მართვა და ბრალდებულთა/ მსჯავრდებულთა ყოფითი პირობების გაუმჯობესება“ (27 01 01) და „პენიტენციური სისტემის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება“ (27 01 03)) – არა უმეტეს 2 750 000 (ორი მილიონ შვიდას ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა სსიპ – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ („სრულყოფილი პრობაციის სისტემა“ (27 02)) – არა უმეტეს 270 000 (ორას სამოცდაათი ათასი) ლარის ოდენობითა და სსიპ – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრმა („სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემისათვის თანამშრომელთა მომზადება და პროფესიული განვითარება“ (27 03)) – არა უმეტეს 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით განახორციელონ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით იმ პროდუქციის/მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა, რომელიც წარმოებულია:

ა) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ საწარმოში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ (მათ შორის, პატიმრობის კოდექსის 111-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გარეშე პირის მონაწილეობით) და აღნიშნული პროდუქციის/მომსახურების შესყიდვა ხორციელდება შესაბამისი საწარმოსაგან;

ბ) „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სამეწარმეო ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ დასაქმებულ მსჯავრდებულთა მიერ და აღნიშნული პროდუქციის/მომსახურების შესყიდვა ხორციელდება შესაბამისი იურიდიული პირისაგან;

გ) „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სამეწარმეო ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ დაფუძნებულ საწარმოში მსჯავრდებულთა მიერ და აღნიშნული პროდუქციის/მომსახურების შესყიდვა ხორციელდება შესაბამისი იურიდიული პირისაგან.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ საწარმოებში დასაქმებულ მსჯავრდებულთა რაოდენობა არ უნდა იყოს დასაქმებულ პირთა საერთო რაოდენობის 70 %-ზე ნაკლები.

3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული პროდუქციის/მომსახურების ღირებულება, ფასთა კვლევის შედეგად, შესაბამისი პროდუქციის/მომსახურების ღირებულების საბაზრო ღირებულებას არ უნდა აღემატებოდეს 10 %-ზე მეტით.

4. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული პროდუქცია/მომსახურება უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი შესასყიდი ობიექტისათვის ხელშეკრულებით განსაზღვრული ტექნიკური დავალების პირობებს. თუ აღნიშნული პირობების შესაბამისობის დადასტურება საჭიროებს სპეციალურ ცოდნას, ლაბორატორიულ კვლევებს ან/და უფლებამოსილი სპეციალისტის/ექსპერტის დასკვნას, ტექნიკური დავალების პირობების შესაბამისობა უნდა დადასტურდეს ექსპერტიზის დასკვნით.

5. განკარგულება ძალაშია 2018 წლის 1 იანვრიდან.

 

პრემიერ-მინისტრი                                                              გიორგი კვირიკაშვილი

 


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შრომის შედეგად წარმოებული პროდუქციის/მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შრომის შედეგად წარმოებული პროდუქციის/მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.12.2017.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შრომის შედეგად წარმოებული პროდუქციის/მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე“?
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შრომის შედეგად წარმოებული პროდუქციის/მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე“ მიღებულია 27.12.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2704. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.025214.
სად არის „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შრომის შედეგად წარმოებული პროდუქციის/მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.12.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შრომის შედეგად წარმოებული პროდუქციის/მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე“, №2704, 27.12.2017, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025214 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.12.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4138451/