საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შრომის შედეგად წარმოებული პროდუქციის სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№473
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.021061
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/04/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №473

2016 წლის 21 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და  პრობაციის სამინისტროს მიერ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შრომის შედეგად წარმოებული პროდუქციის სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ,  „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროგრამებისათვის  - „პენიტენციური სისტემის პოლიტიკის შემუშავება, მართვა და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფითი პირობების გაუმჯობესება“ (27 01 01); „პენიტენციური სისტემის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება“ (27 01 03); „სრულყოფილი პრობაციის სისტემა“ (27 02); „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემისათვის თანამშრომელთა მომზადება და პროფესიული განვითარება“ (27 03) განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, არა უმეტეს 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარის ოდენობით, იმ პროდუქციის სახელმწიფო შესყიდვა, რომელიც წარმოებულია:

ა) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ საწარმოში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ (მათ შორის, პატიმრობის კოდექსის 111-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გარეშე პირის მონაწილეობით) და აღნიშნული პროდუქციის შესყიდვა ხორციელდება შესაბამისი საწარმოსაგან;

ბ) სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს - თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ საწარმოში მსჯავრდებულთა მიერ და აღნიშნული პროდუქციის შესყიდვა ხორციელდება შესაბამისი საწარმოსაგან;

გ) „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სამეწარმეო ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ დასაქმებულ მსჯავრდებულთა მიერ და აღნიშნული პროდუქციის შესყიდვა ხორციელდება შესაბამისი იურიდიული პირისაგან;

დ) „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სამეწარმეო ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ დაფუძნებულ საწარმოში მსჯავრდებულთა მიერ და აღნიშნული პროდუქციის შესყიდვა ხორციელდება შესაბამისი იურიდიული პირისაგან.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ საწარმოებში დასაქმებულ მსჯავრდებულთა რაოდენობა არ უნდა იყოს დასაქმებულ პირთა საერთო რაოდენობის 70 %-ზე ნაკლები.

 

3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული პროდუქციის ღირებულება, ფასთა კვლევის შედეგად, შესაბამისი პროდუქციის საბაზრო ფასს არ უნდა აღემატებოდეს 10 %-ზე მეტით.

4. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული პროდუქცია უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი შესასყიდი ობიექტისათვის განსაზღვრული ტექნიკური დავალების პირობებს, რაც დასტურდება სათანადო საექსპერტო დასკვნით.

5. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საწარმოებთან ხელშეკრულების პირობების დაზუსტება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა გადაწყდეს მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს მთავრობასთან დამატებით შეთანხმების გარეშე.

პრემიერ-მინისტრი                                                                გ. კვირიკაშვილი