სსიპ - ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრისათვის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№445
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.023285
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/03/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №445

2017 წლის 10 მარტი

ქ. თბილისი

სსიპ – ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრისათვის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

1. „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების შესაბამისად, სსიპ – ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრზე (შემდგომში – ცენტრი) არ გავრცელდეს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვები და მიეცეს თანხმობა, რომ:

ა) ცენტრის დირექტორის თანამდებობრივი სარგო განისაზღვროს არაუმეტეს 4 100 (ოთხი ათას ასი) ლარით;

ბ) ცენტრის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებული თანამშრომლების საშუალო თანამდებობრივი სარგო განისაზღვროს არაუმეტეს 2 548 (ორი ათას ხუთას ორმოცდარვა) ლარით.

2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრისათვის „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 21 თებერვლის №323 განკარგულება.

3. განკარგულება ძალაშია 2017 წლის 1 მარტიდან.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სსიპ - ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრისათვის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სსიპ - ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრისათვის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.03.2017.
როდის იქნა მიღებული „სსიპ - ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრისათვის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“?
„სსიპ - ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრისათვის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ მიღებულია 10.03.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №445. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.023285.
სად არის „სსიპ - ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრისათვის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.03.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „სსიპ - ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრისათვის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“, №445, 10.03.2017, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023285 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.03.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3610625/