სსიპ − განათლების საერთაშორისო ცენტრისთვის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ ზოგიერთ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2668
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.022828
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/01/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება№2668

2016 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

სსიპ − განათლების საერთაშორისო ცენტრისთვის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ ზოგიერთ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

1. „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, დაშვებულ იქნეს გამონაკლისი ამავე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვიდან და სსიპ − განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობრივი სარგო განისაზღვროს არაუმეტეს 5000.00 (ხუთი ათასი) ლარით;

ბ) მე-4 პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვიდან და სსიპ − განათლების საერთაშორისო ცენტრს მიეცეს თანხმობა, რომ შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებული თანამშრომლების საშუალო თანამდებობრივი სარგო განსაზღვროს არაუმეტეს 2500.00 (ორი ათას ხუთასი) ლარით;

გ) პირველი პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვიდან და სსიპ − განათლების საერთაშორისო ცენტრს მიეცეს თანხმობა, შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განსაზღვროს არაუმეტეს 62 ერთეულით. შრომის ანაზღაურება საბიუჯეტო ასიგნებებიდან შეიძლება გაიცეს არაუმეტეს 20 შტატგარეშე მომუშავეზე, დანარჩენ შტატგარეშე მომუშავეთა შრომის ანაზღაურება მოხდეს დონორი და პარტნიორი ორგანიზაციების მიზნობრივი გრანტებიდან და დაფინანსების სხვა წყაროებიდან.

2. განკარგულება ძალაშია 2017 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                   გიორგი კვირიკაშვილი