სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრაზე თანხმობის მიცემის შესახებ და სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრისთვის „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2187
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.022411
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/10/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2187

2016 წლის 7 ოქტომბერი

ქ. თბილისი

სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრაზე თანხმობის მიცემის შესახებ და სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრისთვის „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრს მიეცეს თანხმობა,  ბიუჯეტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი განსაზღვროს თანდართული რედაქციით.

2. „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, დაშვებულ  იქნეს გამონაკლისი ამავე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვიდან და სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრს მიეცეს თანხმობა, სსიპ-ის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებული თანამშრომლების საშუალო თანამდებობრივი სარგო განსაზღვროს არსებული ოდენობით, არა უმეტეს 1800.00  (ერთი ათას რვაასი) ლარით. ამასთან, 2016 წლის ბოლომდე სსიპ-ის შტატით გათვალისწინებულ  თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებული თანამშრომლების საშუალო თანამდებობრივი სარგო განსაზღვროს არა უმეტეს 2500.00 (ორი ათას ხუთასი) ლარით.

3. „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, დაშვებულ იქნეს გამონაკლისი ამავე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვიდან და სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრს მიეცეს თანხმობა, სსიპ-ის შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განსაზღვროს არა უმეტეს 62 ერთეულით. შრომის ანაზღაურება  საბიუჯეტო ასიგნებებიდან შეიძლება გაიცეს არა უმეტეს 20 შტატგარეშე მომუშავეზე, დანარჩენ შტატგარეშე მომუშავეთა შრომის ანაზღაურება მოხდეს დონორი და პარტნიორი ორგანიზაციების მიზნობრივი გრანტებიდან და დაფინანსების სხვა წყაროებიდან.

4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრაზე თანხმობის მიცემის შესახებ და სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრისათვის „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 16 ივნისის №1233 განკარგულება.

პრემიერ-მინისტრი                                                                გიორგი კვირიკაშვილი