ის, ვინც ჩაიდინა ამ კოდექსის 309-ე და 311-ე მუხლებით, 314-ე და 315-ე მუხლების პირველი ნაწილებით და 319-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ ამის თაობაზე ნებაყოფლობით და დროულად განუცხადა ხელისუფლების ორგანოს და თუ თავიდან იქნა აცილებული საქართველოს ინტერესისათვის მოსალოდნელი ზიანი.

თავი XXXVII1

ოკუპირებული ტერიტორიების სამართლებრივი რეჟიმის დარღვევა

საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №795 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.2