1. ქმედით დახმარებას ექვემდებარებიან დაზარალებულები, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნებს:
ა) არ გააჩნიათ მფლობელობაში/საკუთრებაში ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი, რაც დასტურდება საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უძრავი ქონების რეესტრში ასახული მონაცემებითა და გამგეობიდან/მერიიდან მოწოდებული ინფორმაციებით;
ბ) მათ მფლობელობაში/საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლს, სტიქიით/ხანძრით მიყენებული ზიანის მიხედვით ადგილობრივი კომისიების მიერ მინიჭებული აქვთ დაზარალების კატეგორია/ხარისხი.
2. უსაფრთხო საცხოვრისით უზრუნველყოფის მიზნით, დაზარალებულს გაეწევა ქმედითი დახმარება განხილვის ეტაპისათვის არსებული გარემოებებისა და საშუალებების გათვალისწინებით, რომელიც კომისიის გადაწყვეტილებით შეიძლება იყოს:
ა) ფინანსური, რომელიც ითვალისწინებს დაზარალებულისათვის მატერიალური სახით დახმარებას:
ა.ა) დროებითი საცხოვრებლის სარგებლობისათვის ქირის საფასურის გადახდის მიზნით;
ა.ბ) არაეკომიგრანტ ბენეფიციართა დაზიანებული საცხოვრებელი სახლების ადგილზე მშენებლობა/აღდგენა/რეაბილიტაციის მიზნით;
ა.გ) ეკომიგრანტ ბენეფიციართა საკუთრებაში/მფლობელობაში არსებულ ალტერნატიულ, გეოლოგიურად უსაფრთხო მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლების გადატანა/მშენებლობისათვის;
ა.დ) იმ ეკომიგრანტ ბენეფიციართა ფინანსური მხარდაჭერა, რომელთა დაკმაყოფილება უსაფრთხო საცხოვრისის შეძენის მიზნით, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ითხოვს სწრაფ და ეფექტურ გადაწყვეტილებას, რასაც რიგითობის პრინციპიდან გამომდინარე, ვერ უზრუნველყოფს სამინისტროს შესაბამისი პროგრამა. კერძოდ:
ა.დ.ა) საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საფასური ნაზღაურდება სახელმწიფო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტებიდან;
ა.დ.ბ) საცხოვრებლად გაყვანილია ან თვითნებურად შეჭრილია სახელმწიფო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ შენობა/ნაგებობებში და საჭიროა ამ შენობების გამოთავისუფლება;
ა.დ.გ) საცხოვრებელი ფართი/მიმდებარე ტერიტორია მოხდა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების არეალში;
ა.დ.დ) დაკმაყოფილება უნდა განხორციელდეს ერთობლივი და დაჩქარებული წესით (აქტიურ ზონაში მოხვედრილი რამდენიმე ოჯახის (სოფლის ან მისი ნაწილის და .აშ.) ერთდროულად გაყვანის აუცილებლობა;
ა.ე) ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების საცხოვრებელი სახლების ადგილზე მშენებლობა/აღდგენა/რეაბილიტაციის მიზნით;
ბ) საცხოვრისით უზრუნველყოფა, რომელიც შეიძლება იყოს:
ბ.ა) დროებითი (დროებითი თავშესაფარი ხელმისაწვდომ საბინაო ფონდებში, სახელმწიფო დაწესებულებების უფუნქციო შენობებში, სხვა ალტერნატიული საშუალებების გამოძებნა);
ბ.ბ) გრძელვადიანი/მუდმივი (სოციალურ სახლებში საცხოვრებელი ფართების გადაცემა, გამოვლენილი საცხოვრებელი ფონდის რეზერვების გადაცემა მფლობელობაში/საკუთრებაში და ა.შ).
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა.ბ“ და ,,ა.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფინანსური დახმარება ბენეფიციარებისთვის გაიცემა ადგილობრივი კომისიის შესწავლის პერიოდში, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მონაცემთა ერთიან ბაზაში ოჯახებზე მინიჭებული სარეიტინგო ქულების დიფერენციით, კერძოდ:
ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ 0-დან 100 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა, შესაძლებელია გაეწიოს ფინანსური დახმარება, საცხოვრებელი სახლის მშენებლობა/აღდგენა/რეაბილიტაციისათვის წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში ასახული პირდაპირი ხარჯის 100 %, მაგრამ არაუმეტეს 15 000 ლარისა;
ბ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ 100 000-დან 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა, შესაძლებელია გაეწიოს ფინანსური დახმარება, საცხოვრებელი სახლის მშენებლობა/აღდგენა/რეაბილიტაციისათვის წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში ასახული პირდაპირი ხარჯის 90%, მაგრამ არაუმეტეს 15 000 ლარისა;
გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ 200 000-ზე მეტი სარეიტინგო ქულა ან რეგისტრირებულნი არ არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, შესაძლებელია გაეწიოს ფინანსური დახმარება, საცხოვრებელი სახლის მშენებლობა/აღდგენა/რეაბილიტაციისათვის წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში ასახული პირდაპირი ხარჯის 80 %, მაგრამ არაუმეტეს 15 000 ლარისა.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფინანსური დახმარება არაუმეტეს 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარისა, ბენეფიციარებისთვის შესაძლებელია გაიცეს უძრავი ქონების ნასყიდობის ღირებულების შესაბამისად, ექსპერტიზის მიერ ბენეფიციარის მიერ შესასყიდად შერჩეული საცხოვრებელი ფართის მონაცემების ტექნიკური მდგომარეობის განსაზღვრისა და საბაზრო ღირებულების დადგენის შემდგომ. ექსპერტიზის ღირებულება შეთანხმებისამებრ შესაძლებელია დაიფაროს შესაბამისი გამგეობის/მერიის ან ბენეფიციარის მიერ, ან ორთავე მხარის თანამონაწილეობით. აღნიშნულის მიზნით შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში:
ა) ფინანსური დახმარება ეკომიგრანტ ბენეფიციარს გაეწევა საცხოვრებელ ფართზე საექსპერტო დასკვნით განსაზღვრული საბაზრო ღირებულების შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარისა;
ბ) გამგეობა/მერია თვითონ გადაუხდის გამყიდველს უძრავი ქონების ნასყიდობის ფასს ეკომიგრანტი ბენეფიციარის სასარგებლოდ, ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერის, მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და საცხოვრებელი სახლის ეკომიგრანტი ბენეფიციარის საკუთრებაში რეგისტრაციის შემდგომ, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში;
გ) თუ საცხოვრებელი ფართის გასაყიდი ღირებულება აღემატება 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარს, სურვილისა და შეთანხმების შემთხვევაში, ეკომიგრანტი ბენეფიციარი ფართის შეძენის მიზნით თავად ფარავს დარჩენილ სხვაობას.
5. ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს შესაძლებელია გაეწიოს ფინანსური დახმარება შემდეგი წესით:
ა) საცხოვრებელი სახლის მთლიანად განადგურების შემთხვევაში, შესაძლებელია გაეწიოს ფინანსური დახმარება ერთჯერადი მატერიალური დახმარების სახით 10 000 ლარის ოდენობით (აღნიშნული არ საჭიროებს ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენას);
ბ) საცხოვრებელი სახლის ნაწილობრივ განადგურების შემთხვევაში, რომელიც აღდგენამდე გამოუსადეგარია საცხოვრებლად, შესაძლებელია გაეწიოს ფინანსური დახმარება სახლის აღდგენის მიზნით წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში ასახული პირდაპირი ხარჯის 100 %, მაგრამ არაუმეტეს 10 000 ლარისა.
6. გრძელვადიანი საცხოვრისით უზრუნველყოფისათვის ფინანსური დახმარების აღმოჩენის დროს არ გაითვალისწინება დროებითი თავშესაფრისთვის გამოყოფილი ქირის თანხა.
7. კომისიამ შესაძლებელია იმსჯელოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული, შემწეობის მიმღებ იმ დაზარალებულთა დამატებით დახმარების თაობაზე, რომლებსაც დაზარალების გამო გასულ წლებში სახელმწიფოსგან მიღებული აქვს ერთჯერადი ფინანსური დახმარება (7 000 ლარი ან ნაკლები), რაც ადგილზე გამაგრებისთვის გამოიყენა ან ოჯახის დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფისათვის (ქირის თანხა), აღნიშნული დადასტურებული უნდა იქნეს ადგილობრივი კომისიის არგუმენტირებული შუამდგომლობით.
8. დაზარალებული დაკმაყოფილებულად ჩაითვლება შეთავაზებული დახმარების თაობაზე, სათანადო მხარეებს შორის გაფორმებული წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.
9. ეკომიგრანტ ბენეფიციართა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესში, კომისია უფლებამოსილია მისცეს რეკომენდაცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, საცხოვრებელი ფართის გადაცემის თაობაზე შედგენილ ხელშეკრულებაში გაითვალისწინოს დაზარალებულისათვის ფართის გადაცემის სპეციალური პირობები (გადასაცემ ფართში რამდენიმე წლიანი სავალდებულო ცხოვრების პირობა, დაზიანებული მიწის ფართის სახელმწიფოზე გადაცემა ან/და სპეციალური დამუშავების ვალდებულება და სხვა).
10. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლით არ არის გათვალისწინებული კონკრეტული სტიქიური მოვლენის ლიკვიდაციის მიზნით ქმედითი დახმარება და, დამდგარი გარემოებებიდან გამომდინარე, საკითხი ითხოვს გადაწყვეტას, კომისიამ უნდა იხელმძღვანელოს საჯარო და კერძო ინტერესების გათვალისწინებით და მიიღოს გადაწყვეტილება შესაბამისი დახმარების გაწევის მიზნი