1. აქტიურად თანამშრომლობს  კომისიასთან, დეპარტამენტსა და ნებისმიერ სხვა თუ ადგილობრივ ორგანიზაციებთან, პრობლემის დროული რეაგირებისა და ეფექტური გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

2. ოპერატიულად აწვდის საჭირო ინფორმაციას დაინტერესებულ/უფლებამოსილ ორგანოებს, წარადგენს სარეკომენდაციო წინადადებებს სტიქიისგან დაზარალებული ოჯახების დახმარებისა და ბუნებრივი მოვლენების, ანთროპოგენური და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციების წარმოქმნის საწინააღმდეგო ზომების გატარების თაობაზე.

3. მკაცრ კონტროლს აწესებს სტიქია საშიშ ზონებში ჩასახლების/მშენებლობის პროცესის მართლზომიერების თაობაზე.

4. წარადგენს ინფორმაციას მათდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე მიწისა ან/და საცხოვრებელი ფართების სარეზერვო ფონდების არსებობის შესახებ.

5. განიხილავს ადგილობრივი კომისიის რეკომენდაციებს დაზარალებული ოჯახების ქმედითი დახმარების თაობაზე და წარადგენს სამინისტროში შუამდგომლობას, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციებს:

ა) ადგილობრივი კომისიის მიერ შედგენილ სხდომის ოქმს;

ბ) ადგილობრივი კომისიის მიერ ადგილზე გასვლით შედგენილ ვიზუალური დათვალიერების აქტს;

გ) დაზარალებულის განცხადებას;

დ) დაზარალებული ოჯახის სრულწლოვანი წევრების პირადობის დამადასტურებული მოწმობის ასლებს ან სხვა დოკუმენტებს, რომლითაც შესაძლებელია პირის იდენტიფიცირება;

ე) ფოტომასალას (საჭიროების შემთხვევაში);

ვ) ამ დადგენილების მე-3 მუხლით დამტკიცებულ, გამგეობის/მერიის რომელიმე თანამდებობის პირის ხელმოწერითა და გამგეობის/მერიის ბეჭდით დადასტურებულ, დანართი №3-ის შესაბამისად შევსებულ ცხრილს. ცხრილს უნდა ერთვოდეს მასში მოცემული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის შემდეგი ჩამონათვალი:

ვ.ა) კომპეტენტური სამსახურის/სპეციალისტის მიერ შედგენილი აქტი/დასკვნა, რომელშიც ასახულია დაზარალებული ოჯახის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ სახლზე/მიმდებარე ტერიტორიაზე მიყენებული ზიანი ან მოსალოდნელი საფრთხე. იმ შემთხვევაში, თუ ერთსა და იმავე ოჯახზე წარმოდგენილია განსხვავებული შინაარსის რამდენიმე აქტი/დასკვნა, უპირატესობა ენიჭება უფრო გვიან შესრულებულ აქტს/დასკვნას, ხოლო ვიზუალური და დეტალური შესწავლის საფუძველზე შედგენილი აქტების/დასკვნების შემთხვევაში დეტალური შესწავლის აქტს/დასკვნას. წარმოდგენილ  აქტზე/დასკვნაზე პასუხისმგებლობა ეკისრება შემსრულებელ სამსახურებს;

ვ.ბ) დაზიანებული საცხოვრებელი სახლის მშენებლობის, აღდგენა/რეკონსტრუქციის ან ადგილმონაცვლეობისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთააღრიცხვო ან ხარჯთაღრიცხვის ამსახველი დოკუმენტი (საჭიროების შემთხვევაში);

ვ.გ) კომპეტენტური სამსახურის/სპეციალისტის მიერ საცხოვრებელ სახლზე შედგენილი დეფექტური აქტი (საჭიროების შემთხვევაში);

ვ.დ) სარეიტინგო ქულის ამსახველი ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც ადგილობრივი კომისიის განხილვის ეტაპზე ასახავს დაზარალებულის სოციალურ მდგომარეობას;

ვ.ე) შესაძლებლობების შეზღუდვის შესახებ საბუთი ან/და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (საჭიროების შემთხვევაში);

ზ) ზარალის შეფასების აქტი იმ შემთხვევაში, თუ დახმარების განხილვის მოცემული ეტაპისათვის კომისიის გადაწყვეტილებით კომპენსაციის გაცემა განიხილება დაზარალებულ ოჯახებზე სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის პროპორციულად.

6. მრავალსაცხოვრებლიან სახლებზე, ასევე საზოგადოებრივი დანიშნულების შენობებზე (მიუხედავად საკუთრების ფორმისა) ადგილობრივი კომისიების მიერ მომზადებული დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს:

ა) ადგილობრივი კომისიის მიერ შედგენილ ოქმს;

ბ) ადგილობრივი კომისიის მიერ ადგილზე გასვლით შედგენილ ვიზუალური დათვალიერების აქტს;

გ) კომპეტენტური სამსახურის/სპეციალისტის მიერ სახლზე სტიქიური მოვლენის შედეგად მიღებული ზიანების ამსახველ ინფორმაციას/ცნობას/აქტს;

დ) კომპეტენტური სამსახურის/სპეციალისტის მიერ დაზიანებული სახლის აშენების, აღდგენა/რეკონსტრუქციის ან ადგილმონაცვლეობისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთააღრიცხვო ან ხარჯთაღრიცხვის ამსახველ დოკუმენტს;

ე) ზარალის შეფასების აქტს (საჭიროებისამებრ) და სხვა დოკუმენტაციებს საჭიროებისა და კომისიის გადაწყვეტილებით.

7. კომისიის წინაშე შუამდგომლობს ხანძრით დაზარალებულ ოჯახებს, რისთვისაც წარადგენს ამ მუხლის  მე-5 და მე-6 პუნქტებში მითითებულ დოკუმენტაციებს საჭიროების მიხედვით.

8. წარმოდგენილ დოკუმენტაციაში ასახულ ინფორმაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრება გამგეობას/მერია