1. წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა)  მთავრობა –
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა;

ბ) მთავრობის თავმჯდომარე –

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე;

გ) სამინისტრო –

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

დ) კომისია –

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისია;

ე) დეპარტამენტი –

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტიქიით დაზარალებულთა საქმეების დეპარტამენტი;

ვ) ადგილობრივი კომისია – თვითმმართველი ერთეულის გამგეობებში/მერიაში შექმნილი, სტიქიით მიყენებული ზიანის შემსწავლელი შესაბამისი  ადგილობრივი კომისია;

ზ) გამგეობა/მერია –

მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებები;

თ) გამგებელი/მერი –

მუნიციპალიტეტების უმაღლესი თანამდებობის პირები;

ი) დაზარალებული –

სტიქიით დაზარალებული ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრი ან ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით ოჯახის სრულწლოვანი წევრების მიერ მინიჭებული აქვს წარმომადგენლობის უფლებამოსილება;

კ) I კატეგორია –

გადაადგილებას დაქვემდებარებული ეკომიგრანტი ოჯახი, რომლის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) ნებისმიერი სტიქიური მოვლენით (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი,  ქვათაცვენა, მდინარის/ზღვის წლის მოქმედების შედეგად ნაპირების გარეცხვა, ჯდენადი გრუნტი, თოვლის ზვავი და სხვა);

ლ) II კატეგორია –

გადაადგილებას დაქვემდებარებული ეკომიგრანტი ოჯახი, რომლის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური  მოვლენები (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, მდინარის/ზღვის წლის მოქმედების შედეგად  ნაპირების გარეცხვა, თოვლის ზვავი, ჯდენადი გრუნტი და სხვა) საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და მათ ქონებას;

მ) I ხარისხი –

ბუნებრივი კატასტროფის შედეგად დაზარალებული არაეკომიგრანტი ოჯახი, რომლის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი მთლიანად დანგრეულია ან იმდენად დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) სტიქიური მოვლენით (მიწისძვრა, ჭარბი ატმოსფერული ნალექი, წყალმოვარდნა, ძლიერი ქარი და ა. შ.), რომ არ ექვემდებარება აღდგენას და საჭიროა მისი ადგილზე მშენებლობა;

ნ) II ხარისხი –

ბუნებრივი კატასტროფის შედეგად დაზარალებული არაეკომიგრანტი ოჯახი, რომლის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია სტიქიური მოვლენით (მიწისძვრა, ჭარბი ატმოსფერული ნალექი, წყალმოვარდნა, ძლიერი ქარი და ა. შ.), რომლის ადგილზე აღდგენა/რეაბილიტაცია შესაძლებელია;

ო) ბაზა –

„სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების კრიტერიუმების დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტების) ოჯახების ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზა;

პ) შუამდგომლობა –

გამგეობიდან/მერიიდან წარმოდგენილი კორესპოდენცია, ბენეფიციართათვის დახმარების მიზნით;

ჟ) ქმედითი დახმარება –

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის გაწეული ნებისმიერი სახის დახმარება, რომლის მიზანია დაზარალებულის უსაფრთხო საცხოვრისით უზრუნველყოფა;

რ) მუდმივი საცხოვრებელი ადგილი –

ეკომიგრანტი ოჯახის მიერ საცხოვრებლად არჩეული მუდმივი ადგილი, საიდანაც სტიქიური პროცესების განვითარების შედეგად იძულებულია გადაადგილდეს ან უკვე გადაადგილებულია;

ს) დროებითი საცხოვრებელი ადგილი –

სტიქიური მოვლენების გამო გადაადგილებული ეკომიგრანტი ოჯახის ნებისმიერი ტიპის დროებითი თავშესაფარი, რომლის ფაქტობრივი მფლობელი ან მესაკუთრე არ არის. აღნიშნული დასტურდება საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უძრავი ქონების რეესტრში ასახული მონაცემებითა და უწყებებიდან მოწოდებული ინფორმაციები