1. კომისია უფლებამოსილია:
ა) განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება დაზარალებული ოჯახების დახმარების მიზნით;
ბ) განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარების მიზნით.
2. დაზარალებულთა დახმარების მიზნით:
ა) აძლევს სათანადო მითითებებს დეპარტამენტსა და გამგეობას/მერიას;
ბ) გამოითხოვს საჭირო ინფორმაციას შესაბამისი დაწესებულებებიდან.
3. გამგეობის/მერიის შუამდგომლობის საფუძველზე, უზრუნველყოფს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის სავარაუდო ოდენობის, სამოქმედო გეგმისა და ორგანიზაციული ღონისძიებების თაობაზე, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას და შემხვედრი აუცილებლობიდან გამომდინარე სხვა საჭირო ღონისძიებების გატარებას.
4. სტიქიით მიყენებული ზიანის აღმოფხვრის მიზნით, წარადგენს შესაბამის სარეკომენდაციო ხასიათის წინადადებებს მთავრობაშ