1. სოციალურ სახლში ეკომიგრანტ ბენეფიციართა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის შესაბამისი გამგეობა/მერია, მასობრივი საინფორმაციო საშუალებით ახდენს მოქალაქეთა ინფორმირებას და დაზარალებულებს მოუწოდებს:
ა) განაცხადების შევსებისათვის ბაზაში დარეგისტრირების მიზნით;
ბ) განაცხადების შევსების ვადის ამოწურვისა და ბაზაში დარეგისტრირებულ ოჯახებზე პრიორიტეტულობის ქულათა საბოლოო მინიჭების შემდგომ, ადგილობრივი კომისია სოციალურ სახლში გასანაწილებელი ფართების რაოდენობის გათვალისწინებით გამოითხოვს იმ ეკომიგრანტ ბენეფიციართა სიას, რომელთაც მინიჭებული აქვთ მაღალი პრიორიტეტულობის ქულები, კომისიის წინაშე მათთვის შუამდგომლობის დაყენების მიზნით.
2. სოციალურ სახლში ფართების განაწილების კრიტერიუმი, დაზარალებული ოჯახების წევრთა სიმრავლის გათვალისწინებით, დადგენილი უნდა იქნეს ადგილობრივი კომისიის მიერ, რომლის შემდგომ გამგეობა განახორციელებს კენჭისყრას, რომელზეც მიწვეულნი იქნებიან სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები.
3. ადგილობრივი კომისიის მიერ არ განიხილება იმ დაზარალებულთა განაცხადები, რომლებსაც სახელმწიფოსგან ან დონორი ორგანიზაციებიდან დაზარალების გამო ერთხელ უკვე მიღებული აქვთ დახმარების სახით საცხოვრებელი სახლი ან სანაცვლოდ სათანადო ფულადი დახმარება (7 000 ლარზე მეტი) ან გააჩნიათ ფაქტობრივ მფლობელობაში ან საკუთრებაში არსებული ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი.
4. ადგილობრივმა კომისიამ შესაძლებელია განიხილოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზაში რეგისტრირებული, შემწეობის მიმღებ იმ ეკომიგრანტ ბენეფიციართა განცხადებები საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე, რომლებსაც დაზარალების გამო, გასულ წლებში სახელმწიფოსგან მიღებული აქვს ერთჯერადი ფინანსური დახმარება (7 000 - ლარი ან ნაკლები), რაც გამოიყენა სახლის ადგილზე გამაგრებისთვის ან ოჯახის დროებითი საცხოვრებლით უზრუნვეყოფისათვის (ქირის თანხა).
5. ბენეფიციართა შერჩევისას ადგილობრივი კომისია უფლებამოსილია, პრიორიტეტულობის ქულის გაუთვალისწინებლად, დააყენოს შუამდგომლობა ისეთი ოჯახების დაკმაყოფილების მიზნით:
ა) რომელთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საფასური ანაზღაურდება სახელმწიფო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან;
ბ) რომლებიც საცხოვრებლად გაყვანილია ან თვითნებურად შეჭრილია სახელმწიფო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ შენობა/ნაგებობებში და საჭიროა მათი გამოთავისუფლება;
გ) რომელთა საცხოვრებელი ფართი/მიმდებარე ტერიტორია მოხდა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების არეალში.
6. სოციალურ სახლში ეკომიგრანტ ბენეფიციართა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის როგორც კომისიამ, ასევე ადგილობრივმა კომისიამ შესაძლებელია განსაზღვროს დამატებითი პირობები, რომელიც არ არის გათვალისწინებული წინამდებარე დადგენილები