1. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომელთა ეთიკის კოდექსი (შემდგომში – კოდექსი) ადგენს თანამშრომელთა ქცევის სტანდარტებს.

2. კოდექსის მიზანია ქცევის ისეთი ნორმების დამკვიდრება, რომლებიც ხელს უწყობს:

ა) სამართლიანი, ობიექტური, მიუკერძოებელი, ეფექტიანი, სრულყოფილი და კვალიფიციური გამოძიების ჩატარებას;

ბ) ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას და პატივისცემას;

გ) სამსახურებრივი მოვალეობების პროფესიონალურად და კეთილსინდისიერად შესრულებას;

დ) პროფესიულ და პირად საქმიანობაში თანამშრომლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების განუხრელად დაცვას;

ე) თანამშრომელთა საქმიანობაში თანამდებობის შესაბამისი პასუხისმგებლობისა და სამართლიანობის პრინციპების განმტკიცებას;

ვ) სამსახურისა და თანამშრომელთა საქმიანობის მიმართ საზოგადოების ნდობისა და პატივისცემის განმტკიცებას;

ზ) თანამშრომელთა მიერ დისციპლინის დაცვა