1. თანამშრომელი ვალდებულია ამ კოდექსით გათვალისწინებული პრინციპებისა და ქცევის წესების დაცვით, ეფექტიანად, პროფესიონალიზმის მაღალი ხარისხითა და მაღალი პასუხისმგებლობით შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით მასზე დაკისრებული მოვალეობები.

2. თანამშრომელი ვალდებულია კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს სწრაფი რეაგირება და სრულყოფილი გამოძიება - სრული მოცულობით ჩაატაროს საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები და გამოძიება წარმართოს მაქსიმალურად სწრაფად და გონივრულ ვადაში.

3. თანამშრომელი ვალდებულია სრული პასუხისმგებლობა აიღოს თავის ქმედებებზე. დაუშვებელია საკუთარ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობის მოხსნა ზემდგომი თანამდებობის პირის მიერ გაცემულ დავალებაზე მითითები