სახელმწიფო ინსპექტორილონდა თოლორაიადანართი

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომელთა ეთიკის კოდექსი

პრეამბულა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) საგამოძიებო დეპარტამენტის თითოეულ თანამშრომელს (შემდგომში – თანამშრომელი) გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ საჯარო სამსახური საზოგადოების მიერ გამოცხადებულ ნდობას გულისხმობს. თანამშრომელი უნდა ხელმძღვანელობდეს წესიერების, პატიოსნების, თავაზიანობის, ღირსების, ურთიერთპატივისცემის, ნდობის, საზოგადოდ მიღებული კულტურის, ზნეობისა და ეთიკის ნორმებითა და პრინციპებით. სამსახურის მნიშვნელობიდან გამომდინარე, თანამშრომელს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს საზოგადოების წინაშე არსებული ვალდებულებები და არ განახორციელოს ისეთი ქმედება, რაც სამსახურის მიმართ საზოგადოების ნდობასა და სამსახურის იმიჯზე  უარყოფით გავლენას მოახდენს. თანამშრომელი საკუთარი ქმედებით ხელს უნდა უწყობდეს სამსახურის მიმართ საზოგადოების რწმენისა და ნდობის განმტკიცებას.

თავი I. ზოგადი დებულებან