1. კანონით აკრძალული საჩუქრის მიღება ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით.
2. თანამშრომელმა არ უნდა მოითხოვოს ან/და არ უნდა მიიღოს ნებისმიერი სახის მატერიალური სიკეთე იმ პირისგან, რომელიც დაინტერესებულია მისი, როგორც თანამშრომლის მხრიდან რაიმე ქმედების განხორციელებით.
3. თანამშრომელმა თავი უნდა შეიკავოს საჩუქრის მიღებისაგან, ყველა იმ პირის მხრიდან, რომელიც რაიმე ფორმით დაინტერესებულია თანამშრომლის წარმოებაში არსებული საქმით, ან თუ ამგვარი ქმედება წარმოადგენს თანამშრომელზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობას, ან შესაძლოა მომავალში მოახდინოს ასეთი ზეგავლენა.
კოდექსით განსაზღვრული ნორმების დარღვევა იწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობა