გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/159-17(010310017001840755)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
16 .12. 2019 წელი ქ.ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - კობა გოცირიძე
სხდომის მდივანი - ქეთევან თურმანიძე
მოსარჩელე - დ---------------------
მოსარჩელე - გ--------------
წარმომადგენელი - თ----------
მოპასუხე - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური, ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - ნ--------------–---
დავის საგანი- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 13 დეკემბრის N420 დადგენილება.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2017 წლის 06 მარტის N02/-52 ბრძანება. (იხ. დაზუსტებული მოთხოვნა 2019 წლის 19 ნოემბრის სხდომის ოქმი)
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის 2017 წლის 09 ნოემბრის განჩინებით ერთ წარმოებად გაერთიანდა ადმინისტრაციული საქმე #3/159-17 დ---------------------ს სარჩელის გამო მოპასუხე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის და მესამე პირის გ--------------- მიმართ ინდივიდუალურ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნის თაობაზე და ადმინისტრაციული საქმე #3/214-17 გ--------------- სარჩელისა გამო მოპასუხეების ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით და საქმეს მიენიჭა #3/159-17. (იხ. განჩინება)
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის წარმოამდგენლმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის შესაბამისად და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. (იხ. შესაგებელი)
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერით ს/კ. 05.27.37.025. დგინდება, რომ უძრავი ქონება მიწის ნაკვეთი 270 კვ.მ. მასზე განათავსებული 85.28. კვ.მ შენობა-ნაგებობით მდებარე ქ. ბათუმში ხიმშიაშვილის ქ. #74 საკუთრების უფლებით 1/3 იდეალური წილი ეკუთვნის გ---------------- ხოლო 2/3 წილი დ---------------------ს. სადაო აქტების გამოცემამდე წილები ჯერ კიდევ არ იყო გაყოფილი. მაგრამ ფატობრივად საკუთარ წილებს ფლობდენ ორივე მოსარჩელე. ბოლო პერიოდში აღნიშნული შენობა საცხოვრებლად გახდა უვარგისი და იქ ცხოვრებით საფრთხე შეექმნათ მაცხოვრებელთა სიცოცხლეს. მან გ--------------- სთხოვა, რომ მომხდარიყო ქონების რეალურად გაყოფა და აღნიშნული შენობის დანგრება, რომელიც იყო განლაგებული აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე 85.28 კვ.მ. რაზედაც მიიღო უარი მისგან.
ლევან სამხარაულის 2016 წლის 17 ივნისის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ქ. ბათუმში ხიმშიაშვილის ქ. #73-ში განთავსებული შენობის ტექნიკური მდგომარეობა იყო არადამაკმაყოფილებელი, რომელიც ვერ უზრუნველყოფდა მობინადრეთა უსაფრთხოებას მათი შემდგომი ნორმალური ექსპლოატაცია იყო დაუშვებელი და ექვემდებარებოდა ამ მიზნით სპეციალურად დამუშავებულია პროექტის მიხედვით დემონტაჟს. ამ დასკვნის აღების შემდგომ დ---------------------მ მიმართა ბათუმის მერიას და წარადგინა შესაბამის დასკვნა და მოითხოვა პროექტის შედგენა დემონტაჟისთვის, რაზეც გადაიხადა შესაბამისი მოსაკრებელი. ბათუმის მერიამ დაადასტურა პროექტი და მოსარჩელემ აღნიშნული შეთახმებული პროექტის მიხედვით დაანგრია თავისი წილი, რომელსაც ის ფლობდა რეალურად, ხოლო დანარჩენი ფართის დანგრევის ვალდებულება ჰქონდა მეორე მოსარჩელეს გ-------- შემდეგ მან მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ქ. ბათუმში ხიმშიაშვილის ქ. #74-ში არსებული მიწის ნაკვეთზე 270 კვ. მ. იდეალური წილის რეალურად გაყოფა რაზედაც სამხარაულის ექსპერტიზამ გასცა 2016 წლის 08 აგვისტოს დასკვნა, რომ მისი წილის ტექნიკურად რეალურის გაყოფა შესაძლებელია, სადაც მის საკუთრებაში რჩებოდა რეალურად 182.47 კვ.მ. ხოლო გ------- კი 91.23 კვ.მ.
მას შემდეგ, რაც მოსარჩელემ დ---------------------მ დაანგრია შეთახმებული პროექტის თანახმად მისი კუთვნილი წილი ისე, რომ უსაფრთხო ყოფილიყო გ------- მიერ მისი კუთვნილი ფართის დანგრევამდე მისი იმ სახლში ყოფნა. თავად მისი თანხმობის გარეშე ვერ დაანგრევდა გ------- სარგებლობაში არსებულ კედლებს ზედმახედველობის სამსახურმა 2015 წლის 26 ივლისს გასცა #120 მითითება და დაიწყო სამშენებლო სამართალდაღვევის წარმოება და მიეცა დროს 20 დღის ვადაში განეხორციელებინა ავარიული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი. ამის შემდეგ 2016 წლის 03 ნოემბერს შემოწმების აქტით თუ რა შემოწმდა და რა დაადგინეს მისთვის უცნობია მან ასეთი აქტის შესახებ გაიგო მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდა დადგენილება მისი დაჯარიმების თაობაზე. აღნიშნული დაჯარიმება მას უკანონოდ მიაჩნია რადგან საპროექტო დოკუმენტაციის განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ დ--------------------- ვალდებული იყო #1 შენობის 52.56 კვ.მ. ნაწილის მოშლის, რაც ფაქტობრივად იყო მის საკუთრებაში, ხოლო #2 შენობის დემონატაჟი ხვდებოდა მთლიანად 32.72 კვ.მ არსებული შენობა რაც უნდა დანგრეულიყო საერთო ჯამში შეადგენდა 85.28 კვ.მ. რაც მის მფლობელობაში არ იყო, ქ. ბათუმის მინუციპლიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2016 წლის 13 დეკემბრის #420 დადგენილების თანახმად ქ. ბათუმში ს. ხიმშიაშვილის ქ. #74-ში მდებარე მრავლაბინიანი საცხოვრებელი სახლის საერთო საკუთრებაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობის დემონტაჟის განუხორციელებლობის გამო გ-------------- და დ--------------------- დაჯარიმდნენ 1000 ლარით. დ---------------------ს მიერ აღნიშნული დადგენილება გასაჩივრებული იქნა ერთჯერადად ქ. ბათუმის ვიცე-მერის 2017 წლის 06 მარტის #02/52 ბრძანების თანახმად მას უარი უთხრეს ადმინისტრაციული საჩივრის დაკამაყოფილებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს;
იხ. სარჩელი მხარის ახსნა-განმარტება, საჯარო რეესტრის ამონაწერი, სამხარაულის ექპერტიზის დასკვნა, 2016 წლის 13 დეკემბრის #420 დადგენილება, 2017 წლის 06 მარტის #02/52 ბრძანება.
3.1.2. გ--------------- დ---------------------სთან ერთად ქ. ბათუმში, ს. ხიმშიაშვილის 74-ში საკუთრებაში აქვთ საცხოვრებელი სახლი, რომელიც არის ავარიული. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 26 ივნისის № 120 მითითების თანახმად გაფრთხილდა დ--------------------- და მიეცა მითითება მის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟის შესახებ, აღნიშნული მითითებით გ-------------- არ გაფრთხილებულა, მითითება ჩაბარდა მხოლოდ დ---------------------ს. დ---------------------მ მოახდინა მის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი. 2016 წლის 23 სექტემბერს ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოიკითხა გ--------------, რომელმაც მოითხოვა დრო თანხების მოსაძიებლად, რომ მოეხდინა შენობის დემონტაჟი, გ---------------თვის ოფიციალური სახით მითითება შენობის დემონტაჟის შესახებ ზედამხედველობის სამსახურს არ მიუღია და შესაბამისად იგი გ--------------- არ ჩაბარებია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს;
ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. მითითება № 120, მოსარჩელის განმარტება, 2016 წლის 23 სექტემბრის გამოკითხვის ოქმი, მოსარჩელის განმარტება.
3.1.3. 2016 წლის 23 სექტემბერს ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოიკითხა გ--------------, რომელმაც მოითხოვა დრო თანხების მოსაძიებლად, რომ მოეხდინა შენობის დემონტაჟი, გ---------------თვის ოფიციალური სახით მითითება შენობის დემონტაჟის შესახებ ზედამხედველობის სამსახურს არ მიუღია და შესაბამისად იგი გ--------------- არ ჩაბარებია. გ--------------მ 2016 წლის 23 სექტემბერს განაცხადა, რომ მოახდენდა შენობის დემონტაჟს, მაგრამ არ გააჩნდა შესაბამისი სახსრები, მოსარჩელემ დემონტაჟისათვის საჭირო თანხა ვერ იშოვა, რის გამოც 2016 წლის 28 ნოემბერს განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურს თხოვნით, რომ თავად მოახდინონ შენობის დემონტაჟი, პასუხად კი 2016 წლის 07 დეკემბრის № 25/19789 წერილით ეცნობა, რომ თუ გ-------------- არ მოახდენს შენობის დემონტაჟს მასზე გატარებული იქნება კანონით გათვალისწინებული სანქციები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს;
2016 წლის 23 სექტემბრის გამოკითხვის ოქმი, მოსარჩელის განმარტება, 2016 წლის 28 ნოემბრის განცხადება. ზედამხედველობის სამსახურის № 25/19789 წერილი. მოსარჩელის განმარტება
3.1.4. 2016 წლის 07 დეკემბრის № 25/19789 წერილის მიღებისთანავე – 2016 წლის 15 დეკემბერს განცხადებით მივმართა ქ. ბათუმის მერს და იმის გამო, რომ გ--------------- არ აქვს შენობის დემონტაჟისათვის საჭირო თანხა თხოვა მოეხდინათ შენობის დემონტაჟი, რადგან არ მომხდარიყო გ--------------- საწინააღმდეგოდ საჯარიმო სანქციების გამოყენება. მის მიერ ქ. ბათუმის მერიაში განცხადების წარდგენის შემდეგ, ისე, რომ განცხადებაზე პასუხი არ მიუღია 2016 წლის 13 დეკემბერს მიიღო № 420 დადგენილება გ--------------- დაჯარიმების შესახებ. 2016 წლის 13 დეკემბრის № 420 დადგენილება გასაჩივრებული იქნა ქ. ბათუმის მერიაში, მაგრამ 2017 წლის 06 მარტის № 02/52 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. გ-------------- ყოველთვის თანახმა იყო და დღესაც არის თანახმა, რომ განხორციელდეს მის საკუთრებაში არსებული შენობის დემონტაჟი, ის არ ეწინააღმდეგება ზედამხედველობის სამსახურის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, არ სურს იყოს კანონის დამრღვევი, მაგრამ შენობის დემონტაჟისათვის საჭირო თანხა უსახსრობის გამო გ--------------- არ გააჩნდა და არც აქვს იმედი ახლო მომავალში შეძლოს მისი მოგროვება, უფრო მეტიც იგი ითხოვს უსახსრობის გამო დახმარებას, რომ მოხდეს მის საკუთრებაში არსებული შენობის დემონტაჟი, საამისოდ არაერთხელ მიმართა ზდამხედველობის სამსახურს და ნაცვლად იმისა, რომ ზედამხედველობის სამსახურს გაეთვალისწინებინა გ--------------- თხოვნა პირიქით, დახმარების ნაცვლად იგი უკანონოდ დააჯარიმა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს;
გ--------------- 2016 წლის 15 დეკემბრის განცხადება. 2016 წლის 13 დეკემბრის № 420 დადგენილება, მოსარჩელის განმარტება, საჩივარი, ქ. ბათუმის მერიის 2017 წლის 06 მარტის № 02/52 ბრძანება. მოსარჩელის განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე დადასტურებულია ის გარემოება, რომ მოპასუხემ - ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა და ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერმა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოსცეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკლევისა და შეფასების გარეშე.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეები იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღებისას დარღვეული იქნა საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ მოთხოვნები,- ასაბუთებენ სასამართლოსათვის მიცემული ახსნა-განმარტებით, რაც საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნება გაზიარებული.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება; საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსი’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საერთაშორისო სამართლის რიგი უმნიშვნელოვანესი წყაროები (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, ასევე რეგიონალური მნიშვნელობის - კერძოდ ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია), განსაზღვრავენ რა ადამიანის იმ ძირითად უფლებებს, რომლებიც კაცობრიობის განვითარების დღევანდელ ეტაპზე განუსხვისებელია ყოველი გონიერი არსებისაგან, ადგენენ მათი დაცვის გარანტიებსა და ასეთი დაცვის განხორციელების საზედამხედველო მექანიზმებს, ერთ-ერთ უმთავრეს უფლებად, სწორედ სასამართლოსადმი მიმართვის, ასევე სამართლიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოთი პირის უზრუნველყოფის ვალდებულებას აწესებენ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ამ კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მოთხოვნის, ანუ დავის საგნის განსაზღვრა წარმოადგენს უაღრესად მნიშვნელოვან და პრინციპული ხასიათის მოთხოვნას, გამომდინარე იქედანაც, რომ სასამართლო იხილავს სარჩელს და გამოაქვს გადაწყვეტილება სწორედ ამ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მხოლოდ მოსარჩელეს აქვს უფლება განსაზღვროს სარჩელის საგანი, შეცვალოს, გაზარდოს, შეამციროს იგი და ა.შ.
საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" საქართველოს კანონისა და "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში პირდაპირი მოქმედებს, ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპული კონვენცია წარმოადგენს. კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს მისი სამოქალაქო უფლებების და მოვალეობების განსაზღვრისას საქმის სამართლიანი და საჯარო განხილვის უფლება აქვს გონივრულ ვადაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ, რომელიც შექმნილია კანონის საფუძველზე. კონვენციის ეს ნორმა რეგლამეტირებულია ასევე საქართველოს კონსტიტუციაში, რომლის 31-ე მუხლი ადგენს, რომ ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ყოველი პირის უნდა განსაჯოს იმ მხოლოდ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე.
6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერტიული-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლერივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.
მითითებული სამართლებრივი ნორმიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 13 დეკემბრის N420 დადგენილება და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერიის 2017 წლის 06 მარტის N02/-52 ბრძანება წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი’’ არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებული რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის. ამავე კანონის 15-ე მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა, კერძოდ ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად- მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტი (შემდგომ – ობიექტი) არის – ტექნიკური ნაკეთობა, დანადგარი, მოწყობილობა, მათი ნებისმიერი კომბინაცია, შენობა-ნაგებობა, მათ შორის, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი, შეზღუდულად ბრუნვადი ნივთიერება ან ისეთი საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტი და პროცესი, რომელიც შეიცავს პოტენციურ ტექნიკურ საფრთხეს და რომელსაც ავარიის ან არასწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში შეუძლია ზიანი მიაყენოს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებასა და გარემოს. რ) სამშენებლო სამართალდარღვევა – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი მოთხოვნების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა, რისთვისაც პასუხისმგებლობა განსაზღვრულია ამ თავით; ,,ი’’ ქვეპუნქტის თანახმად კი სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები არიან – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები.
დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე ნათელია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და სწორედ მის კომპეტენციას განეკუთვნება სამშენებლო საქმიანობის პროცესში იმგვარი დარღვევის გამოვლენა და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება, როგორიცაა პროექტის დარღვევით მშენებლობის, უნებართვო მშენებელობის, რეკონსტრუქცის ან/და დემონტაჟის წარმოება.
6.3. საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლი განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. კერძოდ დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა, ბ) მითითება არ შესრულდა, გ) მითითება არადროულად სრულდება.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მოსარჩელეთა მიმართ 2016 წლის 26 ივლისს შედგენილი იქნა მითითება № 120, (რომლის ჩაბარებაზეც ხელს აწერს მარტო დ---------------------) რომლის თანახმად, ქ. ბათუმში ს. ხიმშიაშვილის ქ.#74-ში მოსარჩელეთა თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობა-ნაგებობის ტექნიკური მდგომარება იყო არადამაკმაყოფილებელი და ვერ უზრნველყოფდა მობინადრეთა უსაფრთხოებას და მათ მიერ დაიწყო სამართალდაღვევის საქმის წარმოება მითითებით ირივეს განესაზღვრა 20 დღე ავარიული შენობის დემონტაჟის განსახორციელებლად. 2016 წლის 26 ივლისის #120 მითითება ჩაბარების შეუძლებლობის გამო (ჩაბარებაზე უარის თქმის გამო) განთავსდა ავარიული შენობა-ნაგებობის ფასადზე. დადგენილია ასევე, რომ ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2016 წლის 03 ნოემბრის შემოწმების აქტის საფუძველზე #120 შემოწმების აქტში მითითებით გათვალისწინებული პირობები მოსარჩელეთა მიერ არ იქნა შესრულებული, თუმცა გასათვალსიწნებლია ის გარემოება, რომ მოსარჩელე დ---------------------მ დაანგრია თავისი წილი, რომელსაც ის ფლობდა რეალურად, ხოლო დანარჩენი ფართის დანგრევის ვალდებულება ჰქონდა მეორე მოსარჩელეს გ--------
6.4. საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.
,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-4 მუხლი პირველი პუნტის თანხმად 1. მშენებლობის სახეობებია: ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი);ბ) რეკონსტრუქცია; გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა (არ საჭიროებს ნებართვას); დ) დემონტაჟი; ე) ლანდშაფტური მშენებლობა; ვ) დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟი/განთავსება. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად დემონტაჟი გულისხმობს შენობა-ნაგებობის დაშლა/დანგრევას.
საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’52-ე მუხლის ;ბ; ქვეპუნქტის თანახმად, იმ ავარიული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის განუხორციელებლობა, რომლის რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის გარეშე არსებობა უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას: თვითმმართველ ქალაქში, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარით; ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად თუ მესაკუთრისათვის ცნობილი გახდა, რომ მისი საკუთრება საფრთხეს უქმნის მესამე პირების სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, იგი ვალდებულია მიმართოს შესაბამის ორგანოებს და აცნობოს ასეთი საფრთხის შესახებ. მესაკუთრე ვალდებულია თავისი შესაძლებლობის ფარგლებში მიიღოს უსაფრთხოების ზომები საფრთხის თავიდან ასაცილებლად. მესაკუთრეს ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი არ განახორციელებს ამ შენიშვნით განსაზღვრულ ღონისძიებებს.
ზემოთხსნებული შენიშვნის განმატებიდან გამომდინარე მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ დ---------------------მ დაანგრია თავისი წილი, რომელსაც ის ფლობდა რეალურად, ხოლო დანარჩენი ფართის დანგრევის ვალდებულება ჰქონდა მეორე მოსარჩელეს გ-------, ხოლო 2016 წლის 23 სექტემბერს ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოიკითხა გ--------------, რომელმაც მოითხოვა დრო თანხების მოსაძიებლად, რომ მოეხდინა შენობის დემონტაჟი, გ---------------თვის ოფიციალური სახით მითითება შენობის დემონტაჟის შესახებ ზედამხედველობის სამსახურს არ მიუღია და შესაბამისად იგი გ--------------- არ ჩაბარებია. გ--------------მ 2016 წლის 23 სექტემბერს განაცხადა, რომ მოახდენდა შენობის დემონტაჟს, მაგრამ არ გააჩნდა შესაბამისი სახსრები, მოსარჩელემ დემონტაჟისათვის საჭირო თანხა ვერ იშოვა, რის გამოც 2016 წლის 28 ნოემბერს განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურს თხოვნით, რომ თავად მოახდინონ შენობის დემონტაჟი, პასუხად კი 2016 წლის 07 დეკემბრის № 25/19789 წერილით ეცნობა, რომ თუ გ-------------- არ მოახდენს შენობის დემონტაჟს მასზე გატარებული იქნება კანონით გათვალისწინებული სანქციები.
6.5. საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 14.2 მუხლის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება: ა) პირების, აგრეთვე ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები; ბ) დამკვეთზე, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები სამშენებლო საქმიანობაში; გ) სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი; დ) შენობა-ნაგებობის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მრავალბინიანი სახლის მშენებლობის მწარმოებელი პირი; ე) მესაკუთრეზე, რომლის სარეკონსტრუქციო ან სადემონტაჟო ავარიული შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას.
დასახელებული სამართლებრივი ნორმების ანალიზის საფუძველზე უდაოა, რომ კონკრეტულად არის განსაზღვრული იმ სუბიექტთა წრე, რომლებზედაც ვრცელდება საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ მოქმედება. ამასთან, სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან მოსარგებლე სამშენებლო სამართალდამრღევ სუბიექტად მიიჩნევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი. აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2015 წლის 06 ივნისის გადაწყვეტილებაში Nბს-215-213 (კ-კს-12) განმარტა, რომ ,,უძრავი ნივთის მესაკუთრეზე სამშენებლო სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება იმ შემთხვევაშიც, როდესაც არ არის დადგენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი პირი, არ ადასტურებს უძრავი ქონების მესაკუთრისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას სხვისი ბრალისათვის, ასეთ შემთხვევაში მესაკუთრე პასუხს აგებს არა სხვისი, არამედ თავისი ბრალისათვის, რომელიც გამოვლინებას პოულობს მის უმოქმედობაში: სწორედ მესაკუთრეს ეკისრება ვალდებულება უზრუნველყოს სათანადო სამშენებლო ნორმების დაცვა, ზედამხედველობის ორგანოს მითითების შესრულება, მის საკუთრებაში არსებული ნაგებობის უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობა და შემდგომში კანონშესაბამისი ექსპლუატაცია, ამ ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას''.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დგინდება, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერით ს/კ. 05.27.37.025. დგინდება, რომ უძრავი ქონება მიწის ნაკვეთი 270 კვ.მ. მასზე განათავსებული 85.28. კვ.მ შენობა-ნაგებობით მდებარე ქ. ბათუმში ხიმშიაშვილის ქ. #74 საკუთრების უფლებით 1/3 იდეალური წილი ეკუთვნის გ---------------- ხოლო 2/3 წილი დ---------------------ს. სადაო აქტების გამოცემამდე წილები ჯერ კიდევ არ იყო გაყოფილი. მაგრამ ფაქტობრივად საკუთარ წილებს ფლობდენ ორივე მოსარჩელე. ბოლო პერიოდში აღნიშნული შენობა საცხოვრებლად გახდა უვარგისი და იქ ცხოვრებით საფრთხე ექმნებოდა მაცხოვრებელთა სიცოცხლეს. მან გენადი გოგაზეს სთხოვა, რომ მომხდარიყო ქონების რეალურად გაყოფა და აღნიშნული შენობის დანგრება, რომელიც იყო განლაგებული აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე 85.28 კვ.მ. რაზედაც მიიღო უარი მისგან.
ლევან სამხარაულის 2016 წლის 17 ივნისის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ქ. ბათუმში ხიმშიაშვილის ქ. #73-ში განთავსებული შენობის ტექნიკური მდგომარეობა იყო არადამაკმაყოფილებელი, რომელიც ვერ უზრუნველყოფდა მობინადრეთა უსაფრთხოებას მათი შემდგომი ნორმალური ექსპლოატაცია იყო დაუშვებელი და ექვემდებარებოდა ამ მიზნით სპეციალურად დამუშავებულია პროექტის მიხედვით დემონტაჟს. ამ დასკვნის აღების შემდგომ დ---------------------მ მიმართა ბათუმის მერიას და წარადგინა შესაბამის დასკვნა და მოითხოვა პროექტის შედგენა დემონტაჟისთვის, რაზეც გადაიხადა შესაბამისი მოსაკრებელი. ბათუმის მერიამ დაადასტურა პროექტი და მოსარჩელემ აღნიშნული შეთახმებული პროქეტის მიხედვით დაანგრია თავისი წილი, რომელსაც ის ფლობდა რეალურად, ხოლო დანარჩენი ფართის დანგრევის ვალდებულება ჰქონდა მეორე მოსარჩელეს გ-------- შემდეგ მან მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ქ. ბათუმში ხიმშიაშვილის ქ. #74-ში არსებული მიწის ნაკვეთზე 270 კვ. მ. იდეალური წილის რეალურად გაყოფა რაზედაც სამხარაულის ექსპერტიზამ გასცა 2016 წლის 08 აგვისტოს დასკვნა, რომ მისი წილის ტექნიკურად რეალურის გაყოფა შესაძლებელია, სადაც მის საკუთრებაში რჩებოდა რეალურად 182.47 კვ.მ. ხოლო გ------- კი 91.23 კვ.მ.
მას შემდეგ, რაც მოსარჩელემ დ---------------------მ დაანგრია შეთახმებული პროექტის თანახმად მისი კუთვნილი წილი ისე, რომ უსაფრთხო ყოფილიყო გ------- მიერ მისს კუთვნილი ფართის დანგრევამდე მისი იმ სახლში ყოფნა. თავად მისი თანხმობის გარეშე ვერ დაანგრევდა გ------- სარგებლობაში არსებულ კედლებს ზედმახედველობის სამსახურმა 2015 წლის 26 ივლისს გასცა #120 მითითება და დაიწყო სამშენებლო სამართალდაღვევის წარმოება და მიეცა დროს 20 დღის ვადაში განეხორციელებინა ავარიული შენობა-ნაგებობის დემონტაჯი. ამის შემდეგ 2016 წლის 03 ნოემბერს შემოწმების აქტით თუ რა შემოწმდა და რა დაადგინეს მისთვის უცნობია მან ასეთი აქტის შესახებ გაიგო მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდა დადგენილება მისი დაჯარიმების თაობაზე. აღნიშნული დაჯარიმება მას უკანონოდ მიაჩნია რადგან საპროექტო დოკუმენტაციის განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ დ--------------------- ვალდებული იყო #1 შენობის 52.56 კვ.მ. ნაწილის მოშლის, რაც ფაქტობრივად იყო მის საკუთრებაში, ხოლო #2 შენობის დემონატაჟი ხვდებოდა მთლიანად 32.72 კვ.მ არსებული შენობა რაც უნდა დანგრეულიყო საერთო ჯამში შეადგენდა 85.28 კვ.მ. რაც მის მფლობელობაში არ იყო, ქ. ბათუმის მინუციპლიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2016 წლის 13 დეკემბრის #420 დადგენილების თანახმად ქ. ბათუმში ს. ხიმშიაშვილის ქ. #74-ში მდებარე მრავლაბინიანი საცხოვრებელი სახლის საერთო საკუთრებაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობის დემონტაჟის განუხორციელებლობის გამო გ-------------- და დ--------------------- დაჯარიმდნენ 1000 ლარით.
სასამართლო მიაჩნია, რომ ქ.ბათუმის ზედამხედველობის სამსახური უფლებამოსილი არ იყო საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით’’ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მიეღო გადაწყვეტილება სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო მოსარჩელის დ---------------------ს დაჯარიმების თაობაზე, რადგან სახდელის დადების დროს ის უკვე აღარ წარმოადგენდა სამშენებლო სამართალდამრღევ სუბიექტს. შესაბამისად, ქ.ბათუმის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 13 დეკემბრის N420 დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’ არ არის კანონიერია და მოთხოვნის ამ ნაწილში არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
6.6. მოსარჩელეთა ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერიის 2017 წლის 06 მარტის №02/52 ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე საფუძვლიანია შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2015 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში Nბს-180-177(კ-15) განმარტა, რომ ,,ადმინისტრაციული საჩივარი არის დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადნიმისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს აქვს ორი ძირითადი ფუნქცია: 1. ადმინისტრაციული საჩივარი, როგორც უფლების დაცვის საშუალება; 2. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თვითკონტროლის განხორციელების შესაძლებლობა. ადმინისტრაციული საჩივარი, როგორც უფლების დაცვის საშუალება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს გააჩნია უპირატესობა, კერძოდ, ადმინისტრაციულ საჩივარზე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოწმდება გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა და კანონიერება, მაშინ როდესაც სასამართლო იფარგლება აქტის მხოლოდ კანონიერების შემოწმებით. ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალების სრული მასშტაბით გამოყენებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია. ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას''.
სასამართლო მიუთითებს, რომ ქ. ბათუმის მერიას, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე წარმოეშვა მის მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება, რომლის შესაბამისად ვერ იქნა გამოკვლეულ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და შესაბამისად არსებობს ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 06 მარტის N02/52 ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
6.7. სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი სხვა მოთხოვნებიც, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი მუხლის თანახმად, ცალსახად არის განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული. სასამართლო თვლის, რომ ადმინისტრაციულ ორგანომ არ გამოიყენა ის შესაძლებლობები და მექანიზმები, რასაც მას კანონმდებლობა ანიჭებს. იგი ფორმალურად მიუდგა სადავო საკითხს და დავის საგანი საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის და განხილვის გარეშე დატოვა.
6.8 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი _ უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო აქტის გამოცემის შემთხვევაში, შეზღუდულია კანონის მოთხოვნის ფარგლებით. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შედეგად პირის კანონით დაცულ უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად არ უნდა აღემატებოდეს იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ უნდა გამოიწვიონ პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. დასაბუთების ვალდებულება განპირობებულია ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების მიზნით. დასაბუთებაში უნდა აღნიშნულიყო შეხედულებები, მოსაზრებები და გარემოებები, რომლებსაც ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო გადაწყვეტილების მიღების დროს, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დასაბუთების, როგორც თვითნებობისაგან დაცვის ვალდებულების, იგნორირება წარმოადგენდა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში შეცდომის დადგენის და აქტის გაუქმების საფუძველს.
სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა სწორად შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამ თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. წინააღმდეგ შემთხვევაში საჯარო სამართალურთიერთობა დაკარგავს უზრუნველყოფადობას, სტაბილურობას, გარანტირებულობას, დაირღვევა სამართლის ნორმის და ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ ნდობის პრინციპი, სამართლებრივი უსაფრთხოების განცდა, ხოლო ასეთ პირობებში, მყარი სამართლებრივი წესრიგის ადგილს დაიკავებს მმართველობითი ორგანოს სახელისუფლო ძალაზე დამყარებული თვითნებობა მაშინ, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოსადმი, შესაბამისად, სახელმწიფოსადმი ნდობის პრინციპი და სამართლებრივი უსაფრთხოება, სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 19 ნოემბრის № ბს-301-292 (2კ-13) განჩინება).
გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო, უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში, ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით. მას უნდა შეეძლოს, იცოდეს, რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს. ამასთან, სასამართლო ამოწმებს არა შერჩეული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას, არამედ მის კანონიერება-დასაბუთებულობას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 7 ოქტომბრის № ბს-201-199 (კ-14) განჩინება). სასამართლო მიუთითებს, რომ მართლმსაჯულება უნდა პასუხობდეს სამართლიანობის მოთხოვნებს და უზრუნველყოფდეს უფლებებში ეფექტურ აღდგენას. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ პირის შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება.
6.9. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 13 დეკემბრის N420 დადგენილება და ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2017 წლის 06 მარტის N02/-52 ბრძანება და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს კანონით დადგენილ ვადაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქ. ბათუმში ს. ხიმშიაშვილის ქ. #74-ში მდებარე მრავლაბინიანი საცხოვრებელი სახლის საერთო საკუთრებაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობის დემონტაჟის განუხორციელებლობის გამო.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ;ა; ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა; დადგენილია, რომ მოსარჩელეთა მიერ სარჩელზე გადახდილია ბაჟი ცალ-ცალკე (100-100) ლარის ოდენობით, შესაბამისად მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის დ---------------------ს სასარგებლოდ 50 ლარის, ხოლო გ--------------- სასარგებლოდ 50 ლარის ანაზღაურება. მოსარჩელე დ---------------------ს დაუბრუნდეს უკან ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ოდენობით, ხოლო გ--------------- დაუბრუნდეს უკან მოცემულ საქმეზე ზედმეტად გადახდილი ბაჟი 50 ლარი ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12, მე-13, 22-ე 32-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 257-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე 249-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დ---------------------ს და გ--------------- სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 13 დეკემბრის N420 დადგენილება და ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე - მერის 2017 წლის 06 მარტის N02/-52 ბრძანება და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს კანონით დადგენილ ვადაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქ. ბათუმში ს. ხიმშიაშვილის ქ. #74-ში მდებარე მრავლაბინიანი საცხოვრებელი სახლის საერთო საკუთრებაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობის დემონტაჟის განუხორციელებლობის გამო.
3. მოპასუხეს - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელე - დ---------------------ს სასარგებლოდ დაეკისროს 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
4. მოპასუხეს - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელე - გ--------------- სასარგებლოდ დაეკისროს 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
5. მოსარჩელე - დ---------------------ს (პ/ნ. 61010003424) დაუბრუნდეს უკან მის მიერ სარჩელზე გადახდილი 100 ლარიდან 50 ლარი, რომელიც გადახდილია სს; ლიბერთი ბანკი; გადახდის ქვითარი #12614035 სახაზინო კოდი 300693150.
6. მოსარჩელე - გ--------------- (პ/ნ. 61001036132) დაუბრუნდეს უკან თ----------- (პ/ნ. 61001011457) მიერ სარჩელზე გადახდილი 100 ლარიდან 50 ლარი, რომელიც გადახდილია სს; თიბისი ბანკი; გადახდის თარიღი 30/03/2017 გადახდის ქვითარი #1 სახაზინო კოდი 300693150 ბანკის კოდი TRESGE22.
7.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა №30) მეშვეობით. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად;
მოსამართლე Mკობა გოცირიძე