გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/30718-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
18 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგ--
მოსამართლე - ეკატერინე ბი–---
სხდომის მდივანი - შორენა აბჟანდაძე
მოსარჩელე: ხა------ სხ---–----ა, მ--- სხ---–----ა
წარმომადგენელი: ვე-----ა გე-–-–---–ი, მ---ა ქუ--–-----
მოპასუხე: ალ--- კა------
წარმომადგენელი: ცი–---- დე------–---–-
დავის საგანი: თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ალ--- კა------ს მოსარჩელეების ხა------ სუ-–-----ს და მ--- სუ-–-----ს სასარგებლოდ დაეკისროს ნასყიდობის საგნის საფასურის 50 000 ლარის და 90 000 აშშ დოლარის გადახდა.
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
მოსარჩელეები და მოპასუხე ნასყიდობის ხელშეკრულების დადებამდე ერთმანეთს არ იცნობდნენ. ისინი გარიგების მხარეები გახდნენ გ.სხ---–----ასა და დ. ბი–---- შორის ბიზნეს ურთიერთობიდან გამომდინარე. მოსარჩელეები არიან გ.სხ---–----ას მეუღლე და შვილი, ხოლო მოპასუხე ალ--- კა------, დ----- ბი–---- ბიძაშვილი. გ.სხ---–----ა და დ.ბი–--- ეწეოდნენ იპოთეკურ საქმიანობას, რაშიც ამ უკანასკნელს ჩადებული ჰქონდა თანხა. რამდენიმე წარუმატებელი საქმის გამო, თანხის გამოქვითვის სახით, გ. სხ---–----ამ დ. ბი–---- და მის ოჯახის წევრებს გადაუფორმა უძრავი ქონებები, ხოლო დარჩენილი თანხის სანაცვლოდ კი დ. ბი–---- თხოვნით და მისი ვალის უზრუნველსაყოფად მოსარჩელეებს უნდა გადაეფორმებინათ მისთვის ბინა, თუმცა იუსტიციის სახლში მისულებს დ.ბი–---მ მათ თავის მაგივრად გაუგზავნა ბიძაშვილი ა.კა------ (რომელსაც არანაირი ინტერესი ბინის შესყიდვის არ ჰქონია, არც უნახავს ბინა და არც დაინტერესებულა რომ ის ბანკის სასარგებლოდ იყო იპოთეკით დატვირთული. მას მხოლოდ ხელის მოწერა ევალებოდა. 2011 წლის დეკემბერში გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, სადაც ნასყიდობის ფასად პირობითად მითითებულ იქნა 50 000 ლარი, თუმცა ამ თანხის გადაცემა მოსარჩელეებზე არ მომხდარა. ნასყიდობის ხელშეკრულების მე-4 მუხლში მითითებულია, რომ ნასყიდობის თანხის გადაცემა მოხდებოდა ხელშეკრულების საჯარო რეესტრში დამოწმებისთანავე, რაც უდავოდ მოწმობს, რომ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის დროს თანხა გადახდილი არ ყოფილა, უფრო მეტიც, ა.კა------ თავის გამოკითხვის ოქმში - განმარტავს რომ მას არანაირი თანხა მოსარჩელეებისთვის არ მიუცია და რომ მამამისმა ამ----- კა------მ, 50 000 ლარი ბეს სახით გ. სხ---–----ას გადასცა. თვითონ ეს გარემოებაც სადავოა, რადგან თანხის გადაცემა მოწმეთა ჩვენებით არ დგინდება. ყველაზე მთავარი კი არის ის რომ ა. კა------ და მამამისი აღიარებენ მოსარჩელეებთან ნასყიდობის ფასის გადაუხდელობის გარემოებას.
ნასყიდობის საგანი მდებარეობს პრესტიჟულ ადგილას, ახალ აშენებულ კორპუსში და არის 282.73 კვ.მ. მისი საბაზრო ღირებულება აუდიტის დასკვნის მიხედვით 260 000 აშშ დოლარს შეადგენს. ბუნებრივია, ამ მოცემულობაში ნასყიდობის ფასი 50 000 ლარი აშკარად შეუსაბამო იყო. მოპასუხემ განაცხადა, რომ გარდა ამ 50 000 ლარისა, მამამისმა ამ----- კა------მ, ნასყიდობის საფასურის დარჩენილი თანხა - 90 000 აშშ დოლარი გადასცა ისევ გ-- სხ---–----ას 2011 წლის 18 ივლისს, რის შემდეგაც მოსარჩელეებმა თითქოსდა უარი თქვეს გამოსყიდვის უფლებაზე. არც თანხის გადაცემა და არც თანხის გადაცემის პერიოდი არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან მოსარჩელეებმა 2012 წლის 14 ივლისს თქვეს უარი გამოსყიდვის უფლებაზე, ისე რომ არცერთი თეთრი მოპასუხეს და არც მამამისს მათთვის არ გადაუხდიათ. ამ გარემოებას ადასტურებს ამ უკანასკნელთა გამოკითხვის ოქმები, სადაც ისინი თვითონ განსაზღვრავენ ნასყიდობის ფასს და ადასტურებენ გ.სხ---–----ასათვის ამ თანხის გადახდას, რაც ბუნებრივია არ ნიშნავს მოსარჩელეებთან ანგარიშსწორებას.
მხარეებს შორის სასამართლო დავები დაიწყო 2013 წელს, მაშინ როცა გ. სხ---–----ას და დ. ბი–---- შორის ურთიერთობა დაიძაბა. მთელი ამ ხნის განმავლობაში, მოსარჩელეები და გ.სხ---–----აც ამტკიცებდნენ, რომ 2011 წლის 05 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, არ ყოფილა ნამდვილი გარიგება და იგი დაიდო დ. ბი–---- ვალის უზრუნველსაყოფად, ამიტომ ითხოვდნენ მისი, როგორც თვალთმაქცური გარიგების ბათილობას. აღნიშნული დავების გამო ბუნებრივია მოსარჩელეები ვერ მოითხოვდნენ მოპასუხეზე ნასყიდობის საფასურის დაკისრების მოთხოვნით სარჩელის შეტანას. წლების განმავლობაში მიმდინარე დავებში მოპასუხე ნასყიდობის საფასურის (50000ლარს+90000$) გ.სხ---–----აზე გადაცემის ფაქტს ადასტურებდა, ხოლო ეს უკანასკნელი კი უარყოფდა. აღნიშნული გარემოებით და თვით მოპასუხის განმარტებით, უტყუარად დასტურდება, რომ ნასყიდობის ფასი, მოპასუხეს არც გ-- სხ---–----ასათვის და მითუმეტეს მოსარჩელეებისათვის გადახდილი არა აქვს.
ა. კა------მ დაიწყო სხ---–-------ს გამოსახლება, ხოლო სხ---–-------ა 2013 წლიდან სასამართლო დავები ხელშეკრულების, როგორც თვალთმაქცური გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნით, რომელიც დადებული იყო მხარეებს შორის დ.ბი–---- ვალის უზრუნველსაყოფად. აღნიშნულმა დავებმა გაიარა სამივე ინსტანცია, საბოლოოდ სასამართლომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ გარიგება არ იყო თვალთმაქცური.
მოსარჩელე მხარის განმარტებით, სასარჩელო მოთხოვნა ეყრდნობა სწორედ იმ ფაქტებსა და გარემოებებს, რომლებიც გამოიკვეთა სასამართლო დავის პროცესში და ასევე გარემოებებზე, რომლებიც დადასტურდა ალ--- და ამ----- კა------ების გამოკითხვის ოქმებში, სადაც ისინი აღიარებენ, რომ ნასყიდობის ღირებულება განისაზღვრა 50 000 ლარს + 90 000 აშშ დოლარის ოდენობით, რომელსაც დღეის მდგომარეობით მოსარჩელე აღარ ხდის სადავოდ, რადგანაც სახეზეა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება. აღნიშნული სარჩელით მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის ნასყიდობის ხელშეკრულების პირობის შეუსრულებლობას, კერძოდ კი ნასყიდობის ფასის მოსარჩელეებზე გადახდის ფაქტს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ალ--- კა------მ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეები არასწორად აფიქსირებენ ფაქტებს და ცდილობენ შეცდომაში შეიყვანონ სასამართლო. პირველი, რაც შეეხება სარჩელს, მოსარჩელეები ცრუობენ და ურთიერთსაწინააღმდეგო აზრს გამოხატავენ თავად სარჩელში. მათ მიერ მითითებული გარემოება დადგენილია უკვე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით და დღეს იმავე საფუძვლით, რაც უკვე სასამართლოს მიერ დადგენილი და გადაწყვეტილია, თავიდან დავის დაწყების საფუძველი ვერ იქნება. მოპასუხე მხარემ მიუთითა, რომ მის მიერ ნასყიდობის საფასური გადახდილია.
ამასთან, სარჩელი არის ხანდაზმული. ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით დადებული იყო 2011 წლის 05 დეკემბერს, ხოლო 2012 წლის 18 ივლისს დაიდო ხელშეკრულება ნაკისრი ვალდებულების გაუქმების თაობაზე. დღევანდელი სარჩელი კი შეტანილია 2018 წლის 21 ოქტომბერს, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ხანდაზმულია. საქმის მასალებითაც დგინდება, მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებაში მხარეები, ალ--- კა------ და სხ---–------- შეთანხმდნენ ყველა არსებით პირობაზე და შეასრულეს კიდეც ეს ხელშეკრულება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2011 წლის 05 დეკემბერს, ხა------ სხ---–----ამ და მ--- სხ---–----ამ ალ--- კა------სთან დადეს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, რომლის საფუძველზეც ალ--- კა------ს 50 000 ლარად, მიყიდეს უძრავი ქონება მდებარე მისამართზე: თბილისი, ნ-----–--------------------------------–-------------------------------------–-------–--------------------------------------.
ხელშეკრულების 3.2 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გამყიდველებს უფლება ჰქონდათ ნასყიდობის საგანი გამოესყიდათ 20 თვის განმავლობაში, 2013 წლის 05 აგვისტოს ჩათვლით.
ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით, ნასყიდობის საგნის გადაცემა უნდა მომხდარიყო ამ ხელშეკრულების საჯარო რეესტრში დამოწმებისთანავე.
ხელშეკრულების 5.2 პუნქტის თანახმად, ნასყიდობის საგანი უფლებრივად უნაკლო იყო, არ იყო ყადაღადადებული და დატვირთული საგადასახადო გირავნობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2011 წლის 05 დეკემბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით (ს.ფ. 22-24);
- სასამართლოს 2018 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება (ს.ფ. 39-51);
- მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები.
3.1.2. 2012 წლის 18 ივლისს, ხა------ სხ---–----ამ და მ--- სხ---–----ამ ალ--- კა------სთან დადეს ხელშეკრულება ნაკისრი ვალდებულების გაუქმების შესახებ, რომლის საფუძველზეც ხა------ სხ---–----ამ და მ--- სხ---–----ამ უარი განაცხადეს 2011 წლის 05 დეკემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით მინიჭებულ გამოსყიდვის უფლებაზე და თანხმობა განაცხადეს, რომ უძრავი ქონება მდებარე: თბილისი, ნ-----–--------------------------------–-------------------------------------–-------–--------------------------------------. საჯარო რეესტრში დარეგისტრირებულიყო ვალდებულების შეზღუდვის გარეშე ალ--- კა------ს სახელზე.
ხელშეკრულებაში მიეთითა, რომ ნასყიდობის საგანი დატვირთული იყო იპოთეკით სს ,,პროკრედიტ ბანკის“ სასარგებლოდ, არ იყო ყადაღადადებული, დატვირთული საგადასახადო გირავნობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2012 წლის 18 ივლისის ვალდებულების გაუქმების ხელშეკრულება (ს.ფ. 25-26);
- მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სარჩელი, შესაგებლები, სასამართლო სხდომის ოქმები;
3.1.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 03 აგვისტოს გადაწყვეტილებით ხა------, მ--- და გ-- სხ---–-------ს სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი 2011 წლის 05 დეკემბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით.
დ----- ბი–---- შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სასამართლოს 2018 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება (ს.ფ. 39-51);
- მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სარჩელი, შესაგებლები, სასამართლო სხდომის ოქმები;
3.1.4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით, ალ--- კა------ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 03 აგვისტოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ხა------, მ--- და გ-- სხ---–-------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. დ----- ბი–---- სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 03 აგვისტოს გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. გ-- სხ---–----ას დ----- ბი–---- სასარგებლოდ დაეკისრა 140 000 აშშ დოლარი. გ-- სხ---–----ას დ----- ბი–---- სასარგებლოდ დაეკისრა 140 000 აშშ დოლარის წლიური 10% თანხა 2015 წლის 28 სექტემბრიდან ამ გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სასამართლოს 2018 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება (ს.ფ. 39-51);
- მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სარჩელი, შესაგებლები, სასამართლო სხდომის ოქმები;
3.1.5. უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, ნ-----–-----------------------------------------------–-----------------–---------------------------------–------------------------------------------------------------------------ საკუთრების უფლებით ეკუთვნის მოპასუხე ალ--- კა------ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 11-------8 წლის საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 57-58);
- მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სარჩელი, შესაგებლები, სასამართლო სხდომის ოქმები.
3.1.6. სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების და მათი ერთობლიობაში გამოკვლევის საფუძველზე მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის 2011 წლის 05 დეკემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში, უძრავი ქონების ნასყიდობის საფასური შეადგენს 50 000 ლარს და 90 000 აშშ დოლარს.
სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ 2011 წლის 05 დეკემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში, მოპასუხე ალ--- კა------ს ვალდებულება ნასყიდობის საგნის ღირებულების 90 000 აშშ დოლარის ანაზღაურების ნაწილში შესრულებული არ აქვს.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება, როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ მხარეთა მიერ განსაზღვრული ნასყიდობის საგნის საფასური შეადგენდა 50 000 ლარს და 90 000 აშშ დოლარს. აღნიშნულ პოზიციას მოპასუხე მხარე არ ეთანხმება და მიუთითებს, რომ ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 2011 წლის 05 დეკემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით, სადაც მითითებულია მხოლოდ 50 000 ლარი და არ არსებობს ხელშეკრულების დათქმა 90 000 აშშ დოლართან მიმართებაში. მოპასუხის წარმომადგენელმა ასევე მიუთითა, რომ მოპასუხე ალ--- კა------ს მიერ ზემოაღნიშნული 50 000 ლარი გადახდილია, შესაბამისად, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 106 -ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე მხარის მოსაზრებას თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20018 წლის 25 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისათვის პრეიუდიციული ძალის მინიჭების თაობაზე. სასამართლო განმარტავს, რომ პრეიუდიციული ძალა ენიჭება სასამართლო გადაწყვეტილებების სარეზოლუციო ნაწილს, გადაწყვეტილების აღწერილობით და სამოტივაციო ნაწილებში მითითებულ ფაქტებს მხოლოდ მაშინ გააჩნია იმავე მხარეებს შორის სხვა სამოქალაქო საქმეზე უდავოდ დადასტურებული მტკიცებულების ძალა, თუ აღნიშნული ფაქტი სასამართლოსთვის კვლევის ობიექტი იყო და სასამართლომ იგი მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასების შედეგად უდავოდ ან დადგენილ სადავო ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია. რაც შეეხება ფაქტებს, რომლებზეც სასამართლომ მხარის მითითების საფუძველზე იმსჯელა და სამართლებრივი შეფასების მიზნებისათვის გამოიყენა, პრეიუდიციული ძალა ვერ მიენიჭება. კანონმდებელი პრეიუდიციულ მნიშვნელობას სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტს ანიჭებს და არა სასამართლოს გადაწყვეტილებაში განვითარებულ ნებისმიერ მსჯელობას. გარდა ამისა, პრეიუდიციული მნიშვნელობა არ შეიძლება მიენიჭოს სასამართლოს მიერ ნორმის განმარტებას და აღნიშნული განმარტების საფუძველზე ფაქტობრივი გარემოების სამართლებრივ შეფასებას.
ზემოაღნიშნული განმარტების საფუძველზე სასამართლო მიუთითებს, რომ მხოლოდ ნაწილობრივ უნდა მოხდეს მოპასუხე მხარის მითითება ხელშეკრულების ფარგლებში ფულადი ვალდებულების შესრულებასთან მიმართებით. ის გარემოება, რომ ალ--- კა------ს მიერ ვალდებულება 50 000 ლარის ნაწილში შესრულებულია, დასტურდება საქმეში წარმოდგენილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 მაისის გადაწყვეტილების 17.8 და 17.9 პუნქტებით, სადაც სასამართლო მიუთითებს, რომ ერთ-ერთ სადავო გარემოებას წარმოადგენს, მოხდა თუ არა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის თანხის - 50 000 ლარის მოსარჩელეებზე გადაცემა. ამავე გადაწყვეტილების 17.8 პუნქტში სასამართლო ცალსახად მიუთითებს, რომ ხელშეკრულებაში მითითებული ნასყიდობის საფასური მყიდველის მიერ რეალურად გადახდილია. გარდა ამისა, აღნიშნული გარემოება ასევე დასტურდება, 03-------3 წლის ოქმებით, სადაც ალ--- კა------ და ამ----- კა------ მიუთითებენ, რომ ნასყიდობის თანხა 50 000 ლარი ამ----- კა------მ ხელზე გადასცა გ-- სხ---–----ას სამსახურში.
ზემოაღნიშნული ფაქტის გარდა (50 000 ლარის გადახდის თაობაზე) კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არსებული განხილვის ფარგლებში პრეიუდიციულ ძალას არ ატარებს.
სასამართლო მითითებული დავის ფარგლებში დადგენილად მიიჩნევს ნასყიდობის საგნის ღირებულების 50 000 ლარისა და 90 000 აშშ დოლარის ოდნობის თაობაზე. მითითებული გარემოების დაგენისას სასამართლო მიუთითებს შემდეგ მტკიცებულებებზე:
- შპს ,,ე-----------------ს“ 04.09.2013 წლის საშემფასებლო დასკვნაზე, რომლის თანახმად უძრავი ქონების მდებარე: ქ. თბილისი, ნ-----–-----------------------------------------------–-----------------–---------------------------------–------------------------------------------------------------------------, საბაზრო ღირებულებას შეადგენს 260 000 აშშ დოლარი.
- საქმეში წარმოდგენილი 2/-----15 საქმეზე 05-------5 წლის სხდომის ოქმით, სადაც ალ--- კა------ს წარმომადგენელი სასამართლოს წინაშე აკეთებს განმარტებას, სადავო ხელშეკრულების ფარგლებში ნასყიდობის საგნის საფასურთან 90 000 აშშ დოლართან მიმართებაში, რომელის ხელშეკრულებაში დაფიქსირებული 50000 ლართან ერთად წარმოდგენა ნასყიდობის ფასს (იხ. სხდომის ოქმი, 15:48:15 სთ).
- 03-------3 წლის ზეპირი გასაუბრების ოქმები, სადაც თვითონ ხელშეკრულების კონტრაჰენტი, მყიდველი ალ--- კა------ მიუთითებს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ფულადი ვალდებულების შესრულების მიზნით ჯერ 50 000 ლარი გადაუხადა ამ----- კა------მ გ-- სხ---–----ას, ხოლო შემდგომ მასვე გადასცა სამსახურში 90 000 აშშ დოლარი. იგივე შინაარსის ოქმი შედგა ამ----- კა------სთან გასაუბრების დროს.
მხარეთა ახსნა-განმარტებებთან ერთად ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე ცალსახად შეიძლება იქნეს დადგენილი, რომ მოპასუხე მხარე ხელშეკრულების ბათილობის საფუძვლების შემოწმებისას არაერთგზის მიუთითებდა და ასაბუთებდა ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობას და ნასყიდობის საგნის ღირებულების ადეკვატურობას სწორეს მითითებული ხელშეკრულებაში დაფიქსირებული 50 000 ლარისა და დამატებით 90 000 აშშ დოლარის შეთახმების თაობაზე. აღნიშნული საკითხი არ გამოკვლეულა მხარეთა შორის არსებული სამოქალაქო დავაში. წარმოდგენილ შემთხვევაში ფულადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნის პირობებში სასამართლო დადგენილა მიიჩნევს ხელშეკრულების ფასის თაობაზე მხარეთა შეთანხმებას (50 000 ლარისა და 90 000 აშშ დოლარის თაობაზე).
რაც შეეხება ფულადი ვალდებულების სრულად შესრულების სადავო საკითხს. ამ კუთხით სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო კოდექსის 429-431-ე მუხლებზე, სადაც საუბარია ვალდებულების შესრულების მიღების ფორმებზე. კერძოდ, 429-ე მუხლის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, გასცეს მოვალის მიერ
ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს ცალსახა დამოკიდებულება – იგი ავალდებულებს მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს ასეთი დოკუმენტი, თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ. მას შეუძლია, არ გამოითხოვოს ასეთი საბუთი კრედიტორისაგან. ბუნებრივია, კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია ვალდებულებიდან გამომდინარე მხარეთა მდგომარეობით. ნორმაში მითითებული დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან მან მხოლოდ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე. მას არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი თვალსაზრისით. უფრო მეტიც, არაკეთილსინდისიერ კრედიტორს შეუძლია, ასეთი დოკუმენტის გაუცემლობის შემთხვევაში, განმეორებით მოითხოვოს ვალდებულების შესრულება. სწორედ, ამიტომ კანონი მას ავალდებულებს სათანადო დოკუმენტის გაცემას.
სასამართლოს განმარტებით, შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა დამოკიდებულია მოვალის სურვილზე. არსებობს უამრავი ფაქტორი, რამაც შესაძლოა განაპირობოს მოვალის მიერ ამ საბუთის მიუღებლობა, მაგალითად, მისი წინდაუხედაობა, პარტნიორის მიმართ გადამეტებული ნდობის არსებობა და ა.შ. საბოლოო ჯამში, ეს ფაქტორები უკავშირდება მხარის რისკს და მთლიანად განაპირობებს მისი პასუხისმგებლობის არსებობა-არარსებობის ფაქტს. იგივე შეიძლება ითქვას სამოქალაქო კოდექსის 431-ე მუხლზეც, რომლის თანახმად, მოვალეს შესრულების შესახებ დოკუმენტთან ერთად შეუძლია მოითხოვოს სავალო დოკუმენტის დაბრუნება ან გაუქმება. ასეთი დოკუმენტის გაცემის შეუძლებლობის შემთხვევაში კი, მოვალეს უფლება აქვს, მოითხოვოს ოფიციალურად დამოწმებული ცნობა იმის თაობაზე, რომ ვალდებულება შეწყვეტილია. ყველა მითითებულ შემთხვევაში კანონი მოვალეს აღჭურავს მთელი რიგი უფლებებით, რათა შესძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, წარმოადგენს მის რისკს და შეუძლებელს ხდის ზემოთ მითითებული გარემოების დადასტურებას.
წარმოდგენილ შემთხვევაში, სასამართლო მხედველობაში ვერ მიიღებს და პრეიუდიციურ ძალას ვერ მიანიჭებს 2018 წლის 25 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების 17.9 პუნქტში მითითებულია მსჯელობაზე, რომელიც ფაქტის დადგენისას მსჯელობს პრეზუმფციებზე, ანუ ვარაუდზე ამა თუ იმ ფაქტის არსებობის შესახებ. წარმოდგენილ შემთხვევაში საგულისხმოა, რომ მოპასუხე მხარე არსებული დავის ფარგლებში საერთოდ გამორიცხავს 90 000 აშშ დოლარის თაობაზე მხარეთა შორის არსებული შეთანხმების რეალურობას და არაერთხელ, სხვადასხვა ფორმულირებით დასმული შეკითხვის პირობებში სასამართლო განხილვისას დაბეჯითებით მიუთითებდა რომ მხოლოდ წერილობით ხელშეკრულებაში დაფიქსირებული 50 000 ლარზე შეიძლება იყოს მხარეთა შორის დავა და აღნიშნული კუთხით დავა გადაწყვეტილია. მოპასუხე მხარის განმარტებები, რომელიც გამორიცხავდა ცალსახად 90 000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულების ფაქტობრივ გარემოებას, ავტომატურად გულისხმობს რომ აღნიშნულ ნაწილში ფულადი ვალდებულების შესრულებას ადგილი ვერ ექნებოდა. ასევე, საქმეზე წარმოდგენილი არ არის ფულადი ვალდებულების შესრულების სარწმუნო მტკიცებულება. ხოლო მოპასუხე მხარის განმარტებები ზეპირი გამოკითხვის ოქმებშიც მიუთითებდა მესამე პირის მიერ ასევე სხვა მესამე პირისათვის ფულადი თანხის გადაცემას, რაც ზემოაღნიშნული დასაბუთებიდან გამომდინარე, ვერ იქნება ფულადი ვალდებულების შესრულების დასადასტურებლად სარწმუნო მტკიცებულებად მიჩნეული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2011 წლის 05 დეკემბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით (ს.ფ. 22-24);
- 2012 წლის 18 ივლისის ვალდებულების გაუქმების ხელშეკრულება (ს.ფ. 25-26);
- 03-------3 წლის ოქმი ზეპირი გამოკითხვის შესახებ (ს.ფ. 27-28);
- 03-------3 წლის ოქმი ზეპირი გამოკითხვის შესახებ (ს.ფ. 29-30);
- სასამართლოს 2018 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება (ს.ფ. 39-51);
- შპს ,,ე-----------------ს“ 04.09.2013 წლის დასკვნა (ს.ფ. 53-57);
- 11-------8 წლის საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 57-58);
- მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები.
3.1.7. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ხა------ სხ---–----ას და მ--- სხ---–----ას მოთხოვნა 2011 წლის 05 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე არ არის ხანდაზმული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნების - ექვს წელს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
წარმოდგენილ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ სარჩელი სადავო გახადა ასევე ხანდაზმულობის საფუძვლით და მიუთითა, რომ მოსარჩელე მხარემ 2011 წლის 05 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ფულადი ვალდებულების შესრულების საკითხი სადავო გახადა 2018 წლის 23 ოქტომბერს, როდესაც მომართა სარჩელით სასამართლოს და მოითხოვა ნასყიდობის საფასურის მოპასუხისთვის დაკისრება. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, ვინაიდან, მოთხოვნის წარმოშობიდან გასულია კანონით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, სარჩელი ხანდაზმულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება შემდეგი: მოსარჩელეებმა მ--- სხ---–----ამ და ხა------ სხ---–----ამ თავდაპირველად სასამართლოს სარჩელით მომართეს 2011 წლის 05 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების, როგორც მოჩვენებით დადებული გარიგების, ბათილად ცნობის მოთხოვნით. აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქმეზე #2/1-----13, მ--- სხ---–----ას და ხა------ სხ---–----ას სარჩელი ალ--- კა------ს მიმართ, 2011 წლის 05 დეკემბრის გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. აღნიშნულის შემდეგ, მ--- და ხა------ სხ---–-------ა კვლავ მიმართეს სასამართლოს იგივე ნასყიდობის ხელშეკრულების, როგორც თვალთმაქცური გარიგების, ბათილად ცნობის თაობაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქმეზე #2/1-----13, მ--- სხ---–----ას და ხა------ სხ---–----ას სარჩელი ალ--- კა------ს მიმართ, 2011 წლის 05 დეკემბრის გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მხარეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით, რომელზეც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იმსჯელა და 2018 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით, ალ--- კა------ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 03 აგვისტოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ხა------, მ--- და გ-- სხ---–-------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. დ----- ბი–---- სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 03 აგვისტოს გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. გ-- სხ---–----ას დ----- ბი–---- სასარგებლოდ დაეკისრა 140 000 აშშ დოლარი. გ-- სხ---–----ას დ----- ბი–---- სასარგებლოდ დაეკისრა 140 000 აშშ დოლარის წლიური 10% თანხა 2015 წლის 28 სექტემბრიდან ამ გადაწყვეტილების აღსრულებამდე. სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მომართეს მ--- და ხა------ სხ---–----ამ სასამართლოს აღნიშნული სარჩელით სასამართლოს და მოითხოვეს მოპასუხე მხარისთვის ნასყიდობის საფასურის გადახდევინება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მ--- სხ---–----ას და ხა------ სხ---–----ას 2018 წლის 23 ოქტომბრის სარჩელი ალ--- კა------სთვის თანხის დაკისრების თაობაზე არ არის ხანდაზმული და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისად გამოიყენება 139-ე და 140-ე მუხლები.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე წარმოდგენილი სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძველზე დგინდება, რომ მ--- და ხა------ სხ---–----ებს ხელშეკრულების დადებიდან სამი წლის გასვლამდე უკვე დაწყებული ჰქონდათ დავა აღნიშნული ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით. ნათელია ის გარემოება, რომ მოსარჩელეები ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის პარალელურად, ვერ მოითხოვდნენ ამავე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებას, ვინაიდან გარიგების ბათილად ცნობა ავტომატურად გამორიცხავს ამავე გარიგებიდან გამომდინარე რაიმე უფლების ან მოთხოვნის არსებობას. არსებული მოვლენების ქრონოლოგიური განვითარებიდან გამომდინარე, ცალსახად დგინდება, რომ მ--- სხ---–----ამ და ხა------ სხ---–----ამ თანხის დაკისრების თაობაზე სარჩელით სასამართლოს მომართეს ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გასვლამდე, ვინაიდან სასამართლოს საბოლოო აქტი, რომელიც მ--- სხ---–----ას და ხა------ სხ---–----ას სარჩელთან დაკავშირებით, შევიდა კანონიერ ძალაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2018 წლის 25 მაისს მიღებული გადაწყვეტილებაა, რის შემდეგაც უკვე 2018 წლის 23 ოქტომბერს, მოსარჩელეებმა სასამართლოს მომართეს ახალი სარჩელით და მოითხოვეს ალ--- კა------სთვის ნასყიდობის საფასურის დაკისრება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2011 წლის 05 დეკემბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით (ს.ფ. 22-24);
- სასამართლოს 2018 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება (ს.ფ. 39-51);
- სასამართლოს 2013 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება (ს.ფ. 31-38);
- მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა ხა------ სხ---–----ას და მ--- სხ---–----ას სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, 477-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის შესაბამისად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ამავე კოდექსის 487-ე მუხლის მიხედვით, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისგან თავისუფალი ნივთი. აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. ნასყიდობის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში მხარეებს გააჩნიათ კონკრეტული უფლებები და აკისრიათ შესაბამისი ვალდებულებები.
განსახილველ შემთხვევაში მხარეებს შორის ურთიერთობა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვა, შესაბამისად, დავის გადაწყვეტისათვის სწორედ ნასყიდობის მარეგულირებელი ნორმები უნდა იქნეს გამოყენებული.
წარმოდგენილ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილია, რომ 2011 წლის 05 დეკემბერს, ხა------ სხ---–----ამ და მ--- სხ---–----ამ ალ--- კა------სთან დადეს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, და არსებული მდგომარეობით უძრავი ქონება მდებარე მისამართზე: თბილისი, ნ-----–--------------------------------–-------------------------------------–-------–--------------------------------------. საჯარო რეესტრში დარეგისტრირებულია მოპასუხე ალ--- კა------ს სახელზე. გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების თანახმად, მოპასუხე მხარის მხრიდან სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ფულადი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ, 50 000 ლარის ნაწილში იქნა შესრულებული. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეების ხა------ სხ---–----ას და მ--- სხ---–----ას სარჩელი ნასყიდობის საგნის ღირებულების 90 000 აშშ დოლარის მოპასუხისთვის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია და შესაბამისა, სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
ვინაიდან ხა------ სხ---–----ას და მ--- სხ---–----ას სარჩელი ნაწილობრივ (90 000 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში) დაკმაყოფილდა, მოპასუხე ალ--- კა------ს მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციული სახელმწიფო ბაჟის 2528.45 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხე ალ--- კა------ს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე: ქ. თბილისი, ქ-----------–-----------------------------------------–----------------–------------------------------------------------------------------------------------ის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. მოსარჩელეების: ხა------ სხ---–----ას და მ--- სხ---–----ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ალ--- კა------ს ხა------ სხ---–----ას და მ--- სხ---–----ას სასარგებლოდ დაეკისროს 90 000 აშშ დოლარის გადახდა.
3. ხა------ სხ---–----ას და მ--- სხ---–----ას სასარჩელო მოთხოვნა ალ--- კა------სათვის 50 000 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
4. ალ--- კა------ს ხა------ სხ---–----ას და მ--- სხ---–----ას სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელე მხარის მიერ სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 2528.45 ლარის ანაზღაურება.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ეკატერინე ბი–---