გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 30.03.2020
საქმის ნომერი
010310118002755954
კატეგორია
დავის ტიპი
სამშენებლო ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავები
თარიღი
30.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/611-18 (010310118002755954)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

31 მარტი, 2020 წელი ქ. ბათუმი

 

შესავალი ნაწილი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - კობა გოცირიძე

სხდომის მდივანი - ქეთევან თურმანიძე

 

მოსარჩელე - ჯ------–---------

წარმომადგენელი - მ----------------

 

მოპასუხე - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - ზ---------–-----

 

მესამე პირები - შპს ;ბედეგი მშენი; და შპს ;ბედეგი ბილდინგი;

წარმომადგენელი - ა-------–-–--–---

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი :

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.ბათილად იქნეს ცნობილი ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 14 აგვისტოს #2521 ბრძანება მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ.

 

2. მხარეთა პოზიცია

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის შესაბამისად არის გამოცემული და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. (იხ. შესაგებელი)

 

2.2. მესამე პირი პოზიცია;

 

მესამე პირების - შპს ;ბედეგი მშენის; და შპს ;ბედეგი ბილდინგის; წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის შესაბამისად არის გამოცემული და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. (იხ. შესაგებელი. საპაექრო სიტყვა)

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 14 აგვისტოს #2521 ბრძანების საფუძველზე შპს ;ბედეგი ბილდინგის; (ს/კ. 448399787) 09/08/18 წლის განცხადება დაკმაყოფილდა და ქალაქ ბათუმში სულაბერიძის ქ. #14, ქალაქ ბათუმში სულაბერიძის ქ.#10 ქალაქ ბათუმში სულაბერიძის ქ.#12-ში მდებარე 2460.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მიწის უძრავი ქონების საკადასტრო კოდი (#05.28.27.046) მრავალფუნქციური ობიეტის მშენებლობის მიზნით შპს ;ბედეგი ბილდინგის; (ს/კ. 448399787) სახელზე გაიცეს მშენებლობის ნებართვა (2018 წლის 20 ივნისის #269 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტი) მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვროს 2010 წლის 15 აგვისტომდე გაცემული იქნეს შესაბამისი სანებართვო სმ #004036 მოწმობა და გატარდეს უწყებრივ სანებართვო რეესტრში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- იხ. 2018 წლის 14 აგვისტოს #2521 ბრძანება და 2018 წლის 14 აგვისტოს მშენებლობის სანებართვო სმ#004036 მოწმობა.

 

3.2. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 07 მარტის #1005 ბრძანებით მიწის ნაკვეთის სამშენებელოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ შპს ;ბედეგი ბილდინგის. 2018-01-03 განცხადება დაკმაყოფილდა და დამტკიცდა მის მიერ წარმოდგენილი ქალაქ ბათუმში სულაბერიძის ქ. #10-ში მდებარე 671.00 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მიწის უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #05.28.27.022 05.28.27.040. 05.28.27.044. 05.28.27.043. 05.28.27.042. მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობის მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 07 მარტის #1001 ბრძანებით სპეციალური (ზონალური) შეთანხმების შესახებ შპს ;ბედეგი ბილდინგის; განცხადება დაკმაყოფილდეს ქ. ბათუმში სულაბერიძის ქუჩა #10-12-14-ში მდებარე 671.00. 911.00. 372.00. 253.00. 253.00 არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მიწის უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #05.28.27.022 05.28.27.040. 05.28.27.044. 05.28.27.043. 05.28.27.042.მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის მიზნით ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კ-2 კოეფიციენტის მნიშვნელობა განისაზღვროს 6,0 მდე (მეათედის სიზუსტით) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქ განვითარების და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2018 წლის 20 ივნისის #269 ბრძანებით არქიტექტურული პროექტის შეთანხმების შესახებ დაკმაყოფილდა შპს ;ბედეგი ბილდინგის; 2018-06-06 განცხადება დამტკიცდა ქალაქ ბათუმში სულაბერიძის ქ.#10-ში მდებარე 671.00. კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მიწის უძრავი საკადასტრო კოდი 05.28.27.022 05.28.27.040. 05.28.27.044. 05.28.27.043. 05.28.27.042. მრავალფუნქციური ობიექტის მშნებლობის მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებელოდ გამოყენების პირობების და არქიტექტურული პროექტი. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქ განვითარების და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2018 წლის 22 აგვისტოს #924 ბრძანებით არქიტექტურული პროექტში ცვლილებების შეთანხმების შესახებ დაკმაყოფილდა შპს ;ბედეგი ბილდინგის; 2018 წლის 20 აგვისტოს განცხადებით მოთხოვნილი ტექნიკური-ეკონომიური მაჩვენებლების დაზუსტება და შეთანხმებული იქნა ქალაქ ბათუმში სულაბერიძის ქ. #10-12-14-ში მდებარე 2460.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მიწის უძრავი საკადასტრო კოდი 05.28.27.046 მრავალფუნქციური ობიექტის მშნებლობის მიზნით 2018 წლის 20 ივნისის #269 ბრძანებით შეთახმებულ არქიტექტურული პროექტში ცვლილება. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქ განვითარების და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2018 წლის 10 სექტემბრის #1121 ბრძანებით არქიტექტურული პროექტში ცვლილებების შეთანხმების შესახებ დაკმაყოფილდა შპს ;ბედეგი ბილდინგის; 2018-09-05 განცხადება და შეთანხმებულის იქნა ქალაქ ბათუმში სულაბერიძის ქ. #10-12-14-ში მდებარე 2460.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მიწის უძრავი საკადასტრო კოდი 05.28.27.046 მრავალფუნქციური ობიექტის მშნებლობის მიზნით 2018 წლის 20 ივნისის #269 ბრძანებით შეთახმებულ არქიტექტურული პროექტში ცვლილება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- იხ. 2018 წლის 07 მარტის #1005, 2018 წლის 07 მარტის #1001, 2018 წლის 20 ივნისის #269, 2018 წლის 22 აგვისტოს #924 და 2018 წლის 10 სექტემბრის #1121 ბრძანებები.

 

3.3. 2018 წლის 10 ოქტომბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად პირველი მხარე შპს ;ბედეგი ბილდინგ ს/კ. 448399787 შემგომში გამყიდველი მეორე მხარე შპს ;ბედეგი მშენი; ს/კ. 445531924 წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე პირველი მხარე ყიდის, ხოლო მეორე მხარე ყიდულობს უძრავ ქონებას ს/კ 05.28.27.046 ნაკვეთის ფუნქცია არასასოფლო -სამუურნეო დაზუსტებული ფართობი 2460.00 კვ.მ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

იხ. 2018 წლის 10 ოქტომბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება ამონაწერები საჯრო რეესტრიდან (ტომი 1. ს.ფ. 185-197)

 

3.4. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულის ბიუროს ექსპერტის 27/10/2018 წლის #5006811618 დასკვნის თანახმად დადგენილია, რომ ბათუმში ბესიკის შესახვევის #2-ში მოქალაქე ჯ------–---------ს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე (ს/კ. 05.28.27.023) არსებული საცხოვრებელი სახლის და მისი მიმდებარე ტერიტორიების ვიზუალურად დათვალიერების შედეგად დამკვეთის მიერ დასმულ შეკითხვებზე შეიძლება გაიცეს შემდეგი პასუხები 1. შენობაზე ვიზუალური დათვალიერების შედეგად დაფიქსირებული დაზიანების უმეტესობა გამოწვეულია მეზობლად მიმდინირე მშებლობისგან ამ ვარაუდს ამყარებს დაზიანებების ძირითადად სამშენებლო მოედნის სიახლოვეს განვითარება და ქვაბული პარალელურად გრუნტში არსებული ბზარები. ეს უკანასკნელი მეტყველებს გრუნტის დაძვრის ფაქტზე, რამაც შესაძლებელია შენობაც წაიყოლიოს. მშენებლობის გაგრძელების შემთხვევაში სახლის ტექნიკური მდგომარეობა შენობის ზეგავლენის შედეგად შესაძლებელია გაუარესდეს სიცოცხლისათვის საფრთხის შემცვლელ დონემდე. ამიტრომ დაკვირვების შედეგად როგორც კი დაფიქსირდება დაზიანებათა პროგრესირება საჭირო იქნება დატოვება და სათანადო გაძლიერების ღონისძიებების ჩატარება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- იხ. ექსპერტის #5006811618 დასკვნა.

 

3.5. საქმეში წარმოდგენილი ქ. ბათუმში სულაბერიძის ქ. #12-14-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის პროექტის კონსტრუქციულ ნაწილზე 2018 წლის 06 აგვისტოს საექსპერტო დასკვნის თანახმად დადგენლია რომ ქ. ბათუმში სულაბერიძის ქ. #12-14-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის პროექტის კონსტრუქციულ ნაწილზე იგი დამუშავებულია არქიტექტურული პროექტისა და საინჟირნო-გეოლოგიური კვლევის მასალების მიხედვით, პასუხობს ქვეყანაში მოქმედი სამშენებლო ნორმების და წესების მოთხოვნებს და სახელმწიფო სტანდარტებს და ეძლევა მას რეკომენდაცია დასამტკიცებლად. საქმეში არსებული საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის თაობაზე ქ. ბათუმში სულაბერიძის ქ. #12-14-ში 11 სართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობასთან დაკავშირებით 2018 წლის 09 აგვისტოს საექსპერტო შეფასებით ჩატარებული კვლევები სამშენებლო მოედნის საინჟინრო-გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური პირობების დასადგენად შესრულებულია კვალიფიციურად ისინი შეესაბამება მოქმედი სამშნებლო ნორმებს წესებს და სტანდარტებს. შედეგები შეიძლება საფუძვლად დაედოს ქ. ბათუმში სულაბერიძის ქ. #12-14-ში 11 სართულიანი სახლის მშენებლობას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- იხ. 2018 წლის 06 აგვისტოს საექსპერტო დასკვნა. 2018 წლის 09 აგვისტოს საექსპერტო შეფასება.

 

3.6. საქმეში წარმოდგენილია სამოქალაქო სარჩელის ასლი მოსარჩელე ჯ------–--------- მოპასუხე შპს ;ბედეგი ბილდინგი; დავის საგანი ზიანის ანაზღაურება ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლისთვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

იხ. სამოქალაქო სარჩელი.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1.ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა შორის სადავოდ არ გამხდარა. მხარეები განსხვავებულად აფასებენ დავასთან დაკავშირებულ სამართლებრივ გარემოებებს, რაც არსებითი მსჯელობის საგანს წარმოადგენს.

 

სამოტივაციო ნაწილი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე, 32-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საერთაშორისო სამართლის რიგი უმნიშვნელოვანესი წყაროები (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, ასევე რეგიონალური მნიშვნელობის - კერძოდ ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია), განსაზღვრავენ რა ადამიანის იმ ძირითად უფლებებს, რომლებიც კაცობრიობის განვითარების დღევანდელ ეტაპზე განუსხვისებელია ყოველი გონიერი არსებისაგან, ადგენენ მათი დაცვის გარანტიებსა და ასეთი დაცვის განხორციელების საზედამხედველო მექანიზმებს, ერთ-ერთ უმთავრეს უფლებად, სწორედ სასამართლოსადმი მიმართვის, ასევე სამართლიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოთი პირის უზრუნველყოფის ვალდებულებას აწესებენ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ამ კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მოთხოვნის, ანუ დავის საგნის განსაზღვრა წარმოადგენს უაღრესად მნიშვნელოვან და პრინციპული ხასიათის მოთხოვნას, გამომდინარე იქედანაც, რომ სასამართლო იხილავს სარჩელს და გამოაქვს გადაწყვეტილება სწორედ ამ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მხოლოდ მოსარჩელეს აქვს უფლება განსაზღვროს სარჩელის საგანი, შეცვალოს, გაზარდოს, შეამციროს იგი და ა.შ.

 

საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" საქართველოს კანონისა და "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში პირდაპირი მოქმედებს, ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპული კონვენცია წარმოადგენს. კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს მისი სამოქალაქო უფლებების და მოვალეობების განსაზღვრისას საქმის სამართლიანი და საჯარო განხილვის უფლება აქვს გონივრულ ვადაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ, რომელიც შექმნილია კანონის საფუძველზე. კონვენციის ეს ნორმა რეგლამეტირებულია ასევე საქართველოს კონსტიტუციაში, რომლის 31-ე მუხლი ადგენს, რომ ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ყოველი პირის უნდა განსაჯოს იმ მხოლოდ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე.

 

6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერტიული-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლერივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.

 

მითითებული სამართლებრივი ნორმიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 14 აგვისტოს #2521 ბრძანება მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.3. განსახილველ შემთხვევაში (სადაო ურთიერთობის დროს მოქმედი რომელიც ამჟამად ძალადაკარგულია 04.02.2020 წლიდან საქართველოს მთავრობის 2020 წლის 02 მარტის #139 დადგენილებით) ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-9 თავის 42-ე მუხლის თანახმად 1. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში უნდა აისახოს კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით განსაზღვრული ის სავალდებულო მოთხოვნები, რომლებიც აუცილებელია მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების პროექტების შემუშავებისათვის. 2. დაუშვებელია მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში ისეთი მოთხოვნების ჩართვა, რაც კანონმდებლობით არ არის დადგენილი. 4. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები არ უნდა მოიცავდეს მოთხოვნას, რომ დამკვეთმა შეაკეთოს, ან რეკონსტრუქცია გაუკეთოს არსებულ ძირითად საინჟინრო-კომუნალურ ქსელებს, ასევე არსებულ სატრანსპორტო ხაზებს, თუ განზრახული მშენებლობა არ იწვევს მათი გაფართოების აუცილებლობას ან/და დაზიანებას. 5. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების შედგენისა და დამტკიცების მონაწილეები პასუხისმგებელი არიან მათ მიერ მომზადებული დოკუმენტების კანონმდებლობასთან შესაბამისობისათვის. ამავე თავის 43-ე მუხლის თანახმად 1. განაცხადი მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების შესახებ ამ დადგენილების შესაბამისად მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში წარმოადგენს მშენებლობის ნებართვის გაცემის პირველი სტადიისათვის აუცილებელ, ნებართვის მაძიებლის მიერ მოთხოვნილ პირობებს .2. ამ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები ეხება მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში წარსადგენ, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების განაცხადის შემადგენლობას. 3. განაცხადი მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების შესახებ მოიცავს: ა) ინფორმაციას მიწის ნაკვეთის შესახებ; ბ) მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მიმართ ნებართვის მაძიებლის ძირითად მოთხოვნებს. 4. ინფორმაცია მიწის ნაკვეთის შესახებ: ა) მიწის ნაკვეთის მდებარეობა დასახლებათა ტერიტორიის ადმინისტრაციულ საზღვრებში; ა1) ინფორმაცია მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ; ბ) საჭიროების შემთხვევაში, მიწის ნაკვეთისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის გრუნტების ზოგადი მახასიათებლები; გ) მიწის ნაკვეთის სახეობა გამოყენების შესაძლებლობების მიხედვით ამ დადგენილების მე-6 მუხლის შესაბამისად; დ) მითითება მიწის ნაკვეთის ზოგად ან/და კონკრეტულ ფუნქციურ ზონაში მდებარეობის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ე) მითითება მიწის ნაკვეთის ტერიტორიულ-სტრუქტურულ ზონაში მდებარეობის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ვ) მითითება მიწის ნაკვეთის კულტურული მემკვიდრეობის ან/და გარემოს დაცვის ზონაში მდებარეობის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);ზ) საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში, ინფორმაცია მიწის ნაკვეთის ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ; თ) მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის კეთილმოწყობა (მაგ.: შემოღობვა, საბავშვო სათამაშო მოედნები, გამწვანება); ი) საჭიროების შემთხვევაში, ტერიტორიის საინჟინრო-გეოლოგიური მომზადება (მაგ.: გრუნტის ზედაპირის ცვლილება, ზედაპირული ან/და გრუნტის წყლის გადაყვანა/მოცილება, დამცავი ნაგებობები); კ) ავტომანქანების სადგომი ადგილების რაოდენობა; ლ) შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის დროს საჭი-როების შემთხვევაში არსებული მშენებლობის განხორციელების დოკუმენტები ან მათი არარსებობის შემთხვევაში აზომვითი პროექტი, აგრეთვე საექსპერტო დასკვნა შენობა-ნაგებობის მდგომარეობის შესახებ; 5. მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მიმართ ნებართვის მაძიებლის ძირითადი მოთხოვნები მოიცავს: ა) მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტს;ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტს; გ) მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტს;დ) შენობა-ნაგებობების ფუნქციურ დანიშნულებას; ვ) შენობა-ნაგებობების სართულიანობასა და გაბარიტებს; ზ) სამშენებლო მოედნის მოწყობას საზოგადოებრივი სივრცის/ტერიტორიის გამოყენების შემთხვევაში;თ) საჭიროების შემთხვევაში, ამ დადგენილების შესაბამისად სხვა მონაცემებს. 9. მშენებლობის ნებართვის გამცემი შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო ამოწმებს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების შესახებ განაცხადის კანონმდებლობასთან შესაბამისობას და კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების საფუძველზე მშენებლობის ნებართვის გაცემის I სტადიის ადმინისტრაციული წარმოების დასრულებისა და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით ამტკიცებს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებს. ამავე თავის 44-ე მუხლის თანახმად 1. მშენებლობის ნებართვის გაცემის I სტადიაზე დამკვეთი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი მშენებლობის ნებართვის გამცემ შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგენს კანონმდებლობის, მათ შორის ამ დადგენილების საფუძველზე შედგენილ განაცხადს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დასამტკიცებლად. 2. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების შესახებ განაცხადის სახეებია: ა) განაცხადი ახალ მშენებლობაზე; ბ) განაცხადი რეკონსტრუქციაზე; გ) განაცხადი მეორედ გამოსაყენებელ პროექტზე. 3. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების შესახებ განაცხადისა და მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების ფორმას ამ დადგენილების მოთხოვნათა დაცვით ადგენს სამშენებლო საქმიანობის პოლიტიკის განმსაზღვრელი შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო. ხოლო 45-ე მუხლის შესაბამისად კი 1. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. 4. მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო 3 დღის ვადაში ამოწმებს დამკვეთის ან მისი უფლე-ბამოსილი პირის მიერ წარდგენილი განცხადებისა და თან-დართული საბუთების შესაბამისობას ამ დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. 10. მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების ან დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ მიიღოს ამ დადგენილებით განსაზღვრულ ვადაში. უარის შემთხვევაში, მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს დასაბუთებული უარი დამკვეთს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს. 11. თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად აუცილებელია ადმინისტრაციული წარმოებისათვის ამ დადგენილებით განსაზღვრულ ვადაზე მეტი, მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო საკუთარი ინიციატივით ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე უფლებამოსილია მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების ვადის არა უმეტეს 3 თვემდე გაგრძელების თაობაზე. მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღოს განცხადების წარდგენიდან 15 დღის ვადაში. 12. თუ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, განაცხადით მოთხოვნილი პირობები დამტკიცებულად ჩაითვლება შესაბამისი ობიექტისათვის კანონმდებლობით დადგენილი ნორმების გათვალისწინებით. 13. იმ შემთხვევაში, თუ ნებართვის მაძიებელმა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებიდან 5 წლის განმავლობაში არ გააგრძელა მშენებლობის ნებართვის მიღების მიზნით შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოება და ამ ხნის განმავლობაში მოხდა სივრცით-ტერიტორიულ მოწყობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ან/და ქალაქთმშენებლობითი პირობების არსებითი მახასიათებლების (განაშენიანების რეგულირების კოეფიციენტების, შენობათა დასაშვები სახეობის, მათი სიმაღლეების და მისთ.) ისეთი ცვლილება, რაც იწვევს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების ცვლილებას, შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოს გადაწყვეტილებით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები ცხადდება ძალადაკარგულად და მის მფლობელს ეძლევა შეთავაზება სათანადო ცვლილებების განსახორციელებლად.

 

6.4. სასამართლო მიუთითებს ასევე (სადაო ურთიერთობის დროს მოქმედი რომელიც ამჟამად ძალადაკარგულია 04.02.2020 წლიდან საქართველოს მთავრობის 2020 წლის 02 მარტის #139 დადგენილებით) ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაზე, რომლის მე-4 მუხლის თანახმად მშენებლობის სახეებია: ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი); ბ) რეკონსტრუქცია; გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება (არ საჭიროებს ნებართვას); დ) დემონტაჟი; ე) ლანდშაფტური მშენებლობა; ვ) დროებითი შენობა-ნაგებობის მონტაჟი/განთავსება; მითითებული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, რეკონსტრუქცია შეიძლება იყოს შემდეგეგი სახის: ა) შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია – შენობა-ნაგებობებზე ახალი სართულ(ებ)ის დაშენება, ან არსებული სართულ(ებ)ის დემონტაჟი, აგრეთვე მისი ნებისმიერი სართულის განაშენიანების ფართობის შეცვლა 1 მ2-ზე მეტად; ბ) ექსტერიერის რეკონსტრუქცია – ექსტერიერის (შენობის ფასადის, სახურავის) არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების გაბარიტების შეცვლა 2%-ზე და 0.1 მეტრზე მეტად ან/და არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების, კონსტრუქციების, ტექნიკური საშუალებების დამატება/მოკლება, რაც არსებითად ცვლის შენობის ექსტერიერს; გ) მზიდი ელემენტების რეკონსტრუქცია – მზიდი კონსტრუქციის ახლით ან/და სხვა ტიპის კონსტრუქციით შეცვლა, ასევე დაზიანებული/მწყობრიდან გამოსული მზიდი კონსტრუქ-ციის გამაგრება, მზიდი კონსტრუქციის მოშორება, შენობის ინტერიერში მზიდ კონსტრუქციაში ღიობის გამოჭრა; დ) ქსელების რეკონსტრუქცია - შენობა-ნაგებობების საერთო სარგებლობის საინჟინრო-კომუნალური ქსელების გადაკეთება, შეცვლა, დამატება ან მოკლება.

 

ამავე დადგენილების 36.1 მუხლის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მშენებლობის ნებართვა გაიცემა: ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე); ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე; გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე; დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე ირკვევა, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 14 აგვისტოს #2521 ბრძანების საფუძველზე შპს ;ბედეგი ბილდინგის; (ს/კ. 448399787) 09/08/18 წლის განცხადება დაკმაყოფილდა და ქალაქ ბათუმში სულაბერიძის ქ. #14, ქალაქ ბათუმში სულაბერიძის ქ.#10 ქალაქ ბათუმში სულაბერიძის ქ.#12-ში მდებარე 2460.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მიწის უძრავი ქონების საკადასტრო კოდი (#05.28.27.046) მრავალფუნქციური ობიეტის მშენებლობის მიზნით შპს ;ბედეგი ბილდინგის; (ს/კ. 448399787) სახელზე გაიცეს მშენებლობის ნებართვა (2018 წლის 20 ივნისის #269 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული პროქტი) მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვროს 2010 წლის 15 აგვისტომდე გაცემული იქნეს შესაბამისი სანებართვო სმ #004036 მოწმობა.

 

სასამართლო მიუთითებს ასევე 2014 წლის 15 იანვრის საქართველოს მთავრობის #59-ე დადგენილებაზე ტექნიკური რეგლამენტის - ,,დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე აღნიშნული დებულების 26-ე მუხლზე სამშენებლო მიწის ნაკვეთზე შენობათა განთავსება 1. ამ თავის მიზნებისათვის სამშენებლო მიწის ნაკვეთის საზღვარი (საკადასტრო საზღვარი) არის 2 სახის:

ა) სამშენებლო მიწის ნაკვეთის საზოგადოებრივი საზღვარი – როდესაც სამშენებლო მიწის ნაკვეთი ესაზღვრება ქუჩას ან/და სხვა საზოგადოებრივ სივრცეს (გარდა ჩიხისა);

ბ) სამშენებლო მიწის ნაკვეთის სამეზობლო საზღვარი – როდესაც სამშენებლო მიწის ნაკვეთი ესაზღვრება სამშენებლო მიწის ნაკვეთს, ან ისეთ არასამშენებლო მიწის ნაკვეთს, რომელიც არ წარმოადგენს საზოგადოებრივ სივრცეს.

2. მიჯნის ზონა წარმოადგენს სამშენებლო მიწის ნაკვეთის იმ ნაწილს, რომელიც მიწის ნაკვეთის სამეზობლო საზღვრებიდან დაშორებულია 3,0 მეტრ მანძილზე ნაკლებით.

3. სამშენებლო მიწის ნაკვეთზე, ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად სამშენებლო მიწის ნაკვეთის უკანა ეზოს განსაზღვრის მიზნით დგინდება განაშენიანების რეგულირების ხაზ(ებ)ი (წითელი ხაზ(ებ)ი).

4. იმ შემთხვევაში, როდესაც სამშენებლო მიწის ნაკვეთი მხოლოდ ერთი მხრიდან ესაზღვრება ქუჩას ან სხვა საზოგადოებრივ სივრცეს, მაშინ საზოგადოებრივი საზღვრის მოპირდაპირე (არამოსაზღვრე) სამეზობლო საზღვრ(ებ)იდან წითელი ხაზ(ებ)ი უნდა დადგინდეს 3.0 მეტრ მანძილზე.

5. იმ შემთხვევაში, როდესაც სამშენებლო მიწის ნაკვეთი ესაზღვრება ორ ურთიერთგადამკვეთ ქუჩას ან სხვა საზოგადოებრივ სივრცეს, მაშინ საზოგადოებრივი საზღვრების მოპირდაპირე (არამოსაზღვრე) სამეზობლო საზღვრ(ებ)იდან წითელი ხაზ(ებ)ი უნდა დადგინდეს 3.0 მეტრ მანძილზე ურთერთგადაკვეთამდე.

6. ამ თავის მიზნებისათვის, მიწის ნაკვეთის საზღვრის ორი ერთმანეთის მოსაზღვრე (გადამკვეთი) საზღვარი, რომლებიც ერთმანეთთან ქმნიან 160 გრადუსიდან 180 გრადუსამდე კუთხეს, წარმოადგენს მიწის ნაკვეთის საზღვრის ერთ მხარეს.

7. თუ სამშენებლო მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრის კონტურის გამო არ ხერხდება ამ მიწის ნაკვეთის საზოგადოებრივი საზღვრის მოპირდაპირე (არამოსაზღვრე) სამეზობლო საზღვრის გამოყოფა და აქედან გამომდინარე, სამშენებლო მიწის ნაკვეთის უკანა ეზოს დასადგენად ვერ ხერხდება წითელი ხაზ(ებ)ის დადგენა, მაშინ მიწის ნაკვეთზე შენობის განთავსება უნდა მოხდეს ამ მუხლის 24-ე პუნქტის შესაბამისად.

8. სამშენებლო მიწის ნაკვეთის ის ნაწილი (ფართობი), რომელიც მოქცეულია საზოგადოებრივი საზღვრ(ებ)ის მოპირდაპირე (არამოსაზღვრე) სამეზობლო საზღვარსა/საზღვარებსა და ამ მუხლის შესაბამისად დადგენილ წითელ ხაზ(ებ)ს შორის, არის მიჯნის ზონის ნაწილი, რომელსაც სამშენებლო მიწის ნაკვეთზე შენობათა განთავსების მიზნებისათვის ეწოდება სამშენებლო მიწის ნაკვეთის უკანა ეზო.

9. იმ შემთხვევაში, როდესაც სამშენებლო მიწის ნაკვეთს, რომელსაც გააჩნია ერთმანეთის მოპირდაპირე (არამოსაზღვრე) საზოგადოებრივი საზღვრები ან/და მხოლოდ ერთი მხრიდან სამეზობლო საზღვარი, მაშინ მასზე შენობის განთავსებისათვის სამშენებლო მიწის ნაკვეთზე უკანა ეზოს განსაზღვრა არ ხდება.

10. შესაბამისი საზღვრის მხარეს განთავსებულად ითვლება შენობის ყველა ის საანგარიშო ზედაპირი, რომელიც საზღვრის წარმოსახვით ვერტიკალურ სიბრტყესთან ქმნის ნულიდან 45 გრადუსის ჩათვლით კუთხეს.

11. სამშენებლო მიწის ნაკვეთის უკანა ეზოს ტერიტორიაზე შენობის ან მისი ნაწილის განთავსება დაუშვებელია, გამონაკლისს წარმოადგენს ამ მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრული პირობები.

12. დასაშვებია, სამშენებლო მიწის ნაკვეთის უკანა ეზოს ტერიტორიაზე შენობის ან მისი ნაწილის განთავსება იმ შემთხვევაში, თუ ამ სამშენებლო მიწის ნაკვეთის მომიჯნავე სამშენებლო მიწის ნაკვეთის უკანა ეზოს ტერიტორიაზე განთავსებულია შენობა, ისე რომ დაცულ იქნეს ამ მუხლის მოთხოვნები იმ სხვა მოსაზღვრე სამშენებლო მიწის ნაკვეთ(ებ)ის მიმართ რომელზეც მის უკანა ეზოს ტერიტორიაზე შენობა არ არის განთავსებული.

13. სამშენებლო მიწის ნაკვეთის მიჯნის ზონაში განთასებულად ითვლება შენობა ან მისი ნაწილი, რომელიც სამეზობლო საზღვრიდან 3.0 მეტრზე ნაკლები მანძილით არის დაშორებული.

14. შენობის საანგარიშო ზედაპირის ან მისი ნაწილის განთავსება სამშენებლო მიწის ნაკვეთის მიჯნის ზონაში დასაშვებია სამეზობლო საზღვრის მხარეს კარის, ფანჯრის, სამტრედეს და კედელში არსებული სხვა ღია ნაწილის, ასევე აივნის, ერკერის და ტერასის გარეშე. ეს პირობა არ ეხება შენობის იმ ნაწილებს, რომელებიც განთავსებულია საზოგადოებრივი საზღვრის მხარეს და ამ მუხლის მე-15, მე–151, მე-16 და მე-19 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებს.

15. შენობის საანგარიშო ზედაპირის ან მისი ნაწილის განთავსება სამშენებლო მიწის ნაკვეთის მიჯნის ზონაში დასაშვებია სამეზობლო საზღვრის მხარეს კარის, ფანჯრის, სამტრედეს და კედელში არსებული სხვა ღია ნაწილის, ასევე აივნის, ერკერის და ტერასის გარეშე. ეს პირობა არ ეხება შენობის იმ ნაწილებს რომელებიც განთავსებულია საზოგადოებრივი საზღვრის მხარეს და ამ მუხლის მე-15, მე-16 და მე-19 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებს.

151. ნაკვეთების საზღვრიდან 3,0 მეტრზე ნაკლებ მანძილზე, მეზობლის მხარეს შეიძლება მოწყობილ იქნეს ღიობები, თუ ამაზე მიღებული იქნება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა.

16. სამშენებლო მიწის ნაკვეთის მიჯნის ზონაში შენობაზე შესაძლებელია მოეწყოს კარი, ფანჯარა, სამტრედე და კედელში არსებული სხვა ღია ნაწილი, ასევე აივანი და ერკერი თუ შენობის საანგარიშო ზედაპირი (რომლებზეც ასეთი ნაწილები არის განლაგებული) სამეზობლო საზღვრის შვეულ წარმოსახვით სიბრტყესთან ქმნის 75 გრადუსიდან 90 გრადუსამდე კუთხეს და სამეზობლო საზღვრიდან დაშორებულია არანაკლებ 0.6 მეტრით.

17. სამეზობლო საზღვარზე ცეცხლგამძლე ყრუ საზიარო ღობის ან მიწის ნაკვეთის ფარგლებში, მიჯნის ზონაში, ცეცხლგამძლე ყრუ ღობის არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია მიჯნის ზონაში მდებარე შენობის კედელში ფანჯრის, კარის ან სხვა ღია ნაწილების მოწყობა იმ პირობით, რომ მათი ზედა ნიშნული იქნება ღობის ზედა ნიშნულზე 0.6 მ-ით დაბლა. ასეთი კედლის დემონტაჟის შემთხვევაში თუ არ მოხდა მისი აღდგენა გონივრულ ვადაში, მაშინ მიჯნის ზონაში არსებული ღია ნაწილები უნდა შეივსოს არაწვადი სამშენებლო მასალით.

18. შენობის სამეზობლო საზღვრის მხარეს კარის, ფანჯრის, სამტრედეს და კედელში არსებული სხვა ღია ნაწილის საანგარიშო ზედაპირზე მოწყობის სიმაღლე დამოკიდებულია შენობის სამეზობლო საზღვრის მხარეს არსებულ საანგარიშო ზედაპირსა და სამეზობლო საზღვრის წარმოსახვით ვერტიკალურ სიბრტყემდე პერპენდიკულარულ დაშორებაზე ქვემოთ მოცემული ჩამონათვალის შესაბამისად:

ა) 3.0 მ დაშორების შემთხვევაში – 7.5 მ-მდე სიმაღლეზე;

ბ) 3.0 მ-დან 10 მ-მდე დაშორების შემთხვევაში – შემდეგი ფორმულის შემდეგი შეფარდების შესაბამისად: დაშორება გაყოფილი 0.4-ზე;

გ) 10 მ-ზე მეტი დაშორების შემთხვევაში – საანგარიშო ზედაპირის მაქსიმალურ სიმაღლემდე.

19. სამეზობლო საზღვრიდან 5.0 მეტრამდე მანძილზე დაუშვებელია შენობის ნაწილის კონსტრუქციად და მოსაპირკეთებლად წვადი სამშენებლო მასალების გამოყენება. აღნიშნული პირობა ასევე ეხება შენობის იმ ნაწილს, რომელიც საზოგადოებრივ საზღვრის მხარეს არის განთავსებული, იმ შემთხვევაში, როდესაც ქუჩის სიგანე 5.0 მ-ზე ნაკლებია.

20. იმ შემთხვევაში, როდესაც შენობის საანგარიშო ზედაპირზე ან მის ნაწილზე ამ მუხლის მოთხოვნათა დაცვით მოწყობილია კარი, ფანჯარა და კედელში არსებული სხვა ღია ნაწილი, მაშინ სამეზობლო საზღვარისა და შენობის ორ უახლოეს წერტილს შორის დაშორებაში მხედველობაში არ მიიღება შენობის სამეზობლო საზღვრის მხარეს 1.2 მეტრამდე გამოწეული შენობის ისეთი ნაწილები, როგორიცაა: აივანი, ერკერი, შენობაში შესასვლელი კიბე(ები), მათი გადახურვები და სხვა მსგავსი არქიტექტურულ-კონსტრუქციული ნაწილები, ამასთანავე ამ ნაწილების კიდიდან სამეზობლო საზღვრამდე მანძილი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1.8 მეტრს. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი არქიტექტურულ-კონსტრუქციული ნაწილების გამოწევა 1.2 მეტრ მანძილზე მეტია, მაშინ შენობის სამეზობლო საზღვრამდე მანძილი განისაზღვრება სამეზობლო საზღვრის წარმოსახვითი ვერტიკალური სიბრტყისა და ამ ნაწილების უახლოეს წერტილებს შორის მანძილით.

21. სამშენებლო მიწის ნაკვეთზე მიჯნის ზონაში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დაცვით ასევე დასაშვებია:

ა) დამხმარე შენობა-ნაგებობის (მაგ.: შენობა-ნაგებობის შესასვლელი კიბეებისა და პანდუსების მოწყობა და მათი გადახურვა ნალექებისაგან მათი დაცვის მიზნით, ავტოსადგომები, ტერასები, ბავშვებისათვის ღია სათამაშო მოედნები, ინვენტარის შესანახი სათავსო, ფარდული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, მათ შორის, შინაური ცხოველებისა და ფრინველთა სადგომები დასახლებათა იმ ზონებში, სადაც ასეთი ნებადართულია და სხვა მსგავსი ტიპის შენობა-ნაგებობები) განთავსება, რომლის სიმაღლე გრუნტის ზედაპირიდან არ აღემატება 3.5 მეტრს, ხოლო ქანობიანი სახურავის შემთხვევაში კეხამდე 5.0 მეტრს;

ბ) ამ პუნქტის “ა” ქვეპუნქტით განსაზღვრული ისეთი დამხმარე შენობა-ნაგებობების განთავსება, რომელთა სიმაღლე გრუნტის ზედაპირიდან კეხამდე აღემატება 5.0 მეტრს. ამ შემთხვევაში მათზე ვრცელდება ამ წესით დადგენილი, მიწის ნაკვეთ(ებ)ზე შენობათა განთავსების და მათი მაქსიმალური სიმაღლეების განსაზღვრის პირობები.

22. სამშენებლო მიწის ნაკვეთს არ გააჩნია საზოგადოებრივი საზღვარი, როდესაც იგი ქუჩას ან/და სხვა საზოგადოებრივ სივრცეს უკავშირდება მხოლოდ ჩიხით ან მისასვლელით.

23. იმ შემთხვევაში, როდესაც სამშენებლო მიწის ნაკვეთს არ გააჩნია საზოგადოებრივი საზღვარი მაშინ სამშენებლო მიწის ნაკვეთზე შენობის განსათავსებლად ამ მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად დადგენილ მიჯნის ზონაში მოქმედებს ამ მუხლით სამშენებლო მიწის ნაკვეთის უკანა ეზოსადმი განსაზღვრული მოთხოვნები ან სამშენებლო მიწის ნაკვეთზე შენობის განთავსება ხდება ამ მუხლის 24-ე პუნქტის შესაბამისად.

24. სამეზობლო მიჯნის ზონაში აშენებულ შენობაზე სამეზობლო საზღვრის მხარეს მოწყობილი კარი, ფანჯარა, სამტრედე და კედელში არსებული სხვა ღია ნაწილი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს დაბრკოლებად მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე მიჯნის ზონაში ამ თავის მოთხოვნათა დაცვით ახალი შენობ(ებ)ის მშენებლობისას.

25. იმ შემთხვევაში, როდესაც კონკრეტული მიწის ნაკვეთი არ იძლევა ამ თავის მოთხოვნათა დაცვით შენობათა განთავსების შესაძლებლობას, მაშინ მასზე შენობა(ებ)ი უნდა განთავსდეს “მიწის ნაკვეთზე შენობათა განთავსების სქემის” საფუძველზე, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებთან და ასახული მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ ქალაქთმშენებლობით პირობებში.

26. მიწის ნაკვეთზე შენობის განთავსებისას ერთ შენობად ითვლება შენობა, რომელსაც გააჩნია დამოუკიდებლად მომუშავე საძირკვლის კონსტრუქციული სისტემა.

 

ამავე დადგენილების 27-ე მუხლის თანახმად 1. სამშენებლო მიწის ნაკვეთზე შენობის მაქსიმალურად დასაშვები სიმაღლე განისაზღვრება მისი უკანა ეზოს და საზოგადოებრივი საზღვრ(ებ)ის მხრიდან.

2. სამშენებლო მიწის ნაკვეთზე შენობის მაქსიმალურად დასაშვები სიმაღლე განისაზღვრება ფორმულით H=L/Y, სადაც:

ა) L წარმოადგენს:

ა.ა) სამშენებლო მიწის ნაკვეთის საზოგადოებრივი საზღვრის (ქუჩის) მხარეს მდებარე შენობის საანგარიშო ზედაპირის გრუნტის ზედაპირთან შეხების ხაზიდან ქუჩის სიგანის ნახევრის წარმოსახვითი ვერტიკალური სიბრტყის მიმართ პერპენდიკულარულ მანძილს;

ა.ბ) სამშენებლო მიწის ნაკვეთის საზოგადოებრივი საზღვრის მხარეს მდებარე შენობის საანგარიშო ზედაპირის გრუნტის ზედაპირთან შეხების ხაზიდან საზოგადოებრივი სივრცის საპირისპირო საზღვრამდე (კიდემდე) მანძილის ნახევრის წარმოსახვითი ვერტიკალური სიბრტყის მიმართ პერპენდიკულარულ მანძილს; იმ შემთხვევაში, როდესაც მიწის ნაკვეთი ესაზღვრება უშუალოდ საზოგადოებრივ სივრცეს ან ქუჩას, რომელიც მეორე მხრიდან ესაზღვრება საზოგადოებრივ სივრცეს;

ა.გ) სამშენებლო მიწის ნაკვეთის უკანა ეზოს მხარეს მდებარე შენობის საანგარიშო ზედაპირის გრუნტის ზედაპირთან შეხების ხაზიდან სამეზობლო საზღვრის წარმოსახვითი ვერტიკალური სიბრტყის მიმართ პერპენდიკულარულ მანძილს;

ა.დ) იმ შემთხვევაში, როდესაც შენობის საანგარიშო ზედაპირი არ წარმოადგენს სიბრტყეს, მაშინ შესაბამის საზღვრის მხარეს L განისაზღვრება საზღვრის წარმოსახვით ვერტიკალურ სიბრტყემდე შენობის უახლოესი წერტილიდან შესაბამისად ან ქუჩის სიგანის ნახევრის წარმოსახვით ვერტიკალურ სიბრტყემდე ან საზოგადოებრივი სივრცის საპირისპირო საზღვრამდე (კიდემდე) მანძილის ნახევრის წარმოსახვით ვერტიკალურ სიბრტყემდე.

ა.ე.) L-ის მაქსიმალური საანგარიშო მნიშვნელობა საცხოვრებელ ზონებში ტოლია 20 მ-ის, გარდა სზ-1 და სზ-2 ზონებისა, სადაც L-ის მაქსიმალური საანგარიშო მნიშვნელობა ტოლია 6 მ-ის. L-ის განსაზღვრისას მხედველობაში არ მიიღება კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობა.

ბ) Y წარმოადგენს კოეფიციენტს, რომლის მნიშვნელობაა:

ბ.ა) 0.35 დასახლებათა საზოგადოებრივ-საქმიანი და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონებისათვის;

ბ.ბ) 0.25 სამრეწველო ზონებისათვის;

ბ.გ) 0.4 ყველა სხვა ზონისათვის.

გ) H _ შენობის ფასადის საანგარიშო სიმაღლე.

3. როდესაც სამშენებლო მიწის ნაკვეთს ერთზე მეტი მხრიდან ესაზღვრება ერთმანეთის გადამკვეთი ქუჩა ან სხვა საზოგადოებრივი სივრცე, შენობის ფასადის საანგარიშო სიმაღლე იანგარიშება უფრო განიერი ქუჩის ან საზოგადოებრივი სივრცის მხრიდან. სიმაღლის ეს მაჩვენებელი აგრეთვე ვრცელდება უფრო ვიწრო ქუჩაზე განთავსებული შენობის საანგარიშო ზედაპირის (ფასადის) იმ ნაწილზეც, რომელიც არ აღემატება უფრო განიერ ქუჩაზე გამავალ საანგარიშო ზედაპირის (ფასადის) სიგრძეს, მაგრამ არაუმეტეს 20 მეტრისა. უფრო ვიწრო ქუჩაზე განთავსებული საანგარიშო ზედაპირის (ფასადის) დანარჩენ ნაწილზე მაქსიმალურად დასაშვები სიმაღლე განისაზღვრება მისი მოსაზღვრე ქუჩის ან სხვა საზოგადოებრივი სივრცის მხრიდან.

4. მიწის ნაკვეთს, რომელსაც გააჩნია ერთმანეთის მოპირდაპირე (არამოსაზღვრე) საზოგადოებრივი საზღვრები, მასზე განთავსებული შენობის მაქსიმალური სიმაღლე განისაზღვრება ასეთი მოპირდაპირე საზოგადოებრივი საზღვრებიდან ცალ-ცალკე მათი მოსაზღვრე ქუჩის ან სხვა საზოგადოებრივი სივრცის მხრიდან.

5. როდესაც სამშენებლო მიწის ნაკვეთი მდებარეობს საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის მოქმედების არეალში და მას ერთზე მეტი მხრიდან ესაზღვრება ქუჩა ან სხვა საზოგადოებრივი სივრცე, მაშინ შენობის მაქსიმალური სიმაღლე საზოგადოებრივი საზღვრების მხარეებიდან განისაზღვრება უფრო განიერი ქუჩიდან ან სხვა საზოგადოებრივი სივრციდან, რომელსაც ესაზღვრება ასეთი მიწის ნაკვეთი.

6. როდესაც სამშენებლო მიწის ნაკვეთი მდებარეობს საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის მოქმედების არეალში და მასზე განთავსებული შენობის უკანა ეზოს მხარეს მდებარე საანგარიშო ზედაპირსა და სამეზობლო საზღვრის წარმოსახვით ვერტიკალურ სიბრტყეს შორის პერპენდიკულარული დაშორება აღემატება 10 მეტრს, მაშინ შენობის მაქსიმალური სიმაღლე განისაზღვრება სამშენებლო მიწის ნაკვეთის საზოგადოებრივი საზღვრ(ებ)ის მხრიდან.

7. შენობათა საანგარიშო სიმაღლეების განსაზღვრისას, შენობის ფასადის სიმაღლე, ქანობიანი სახურავის შემთხვევაში, მოიცავს კედლის სიმაღლეს სახურავის საანგარიშო კიდემდე, დამატებული:

ა) ქანობის მხრიდან

ა.ა) სიმაღლე სახურავის საანგარიშო კიდიდან კეხამდე, როცა სახურავის სიბრტყ(ეებ)ის დახრის კუთხე (კუთხეთა ჯამი) საანგარიშო ზედაპირის თარაზული სიბრტყის მიმართ აღემატება 70 გრადუსს;

ა.ბ) სიმაღლის ერთი მესამედი სახურავის საანგარიშო კიდიდან კეხამდე, თუ სახურავის სიბრტყ(ეებ)ის დახრის კუთხე (კუთხეთა ჯამი) საანგარიშო ზედაპირის თარაზული სიბრტყის მიმართ შეადგენს 45 გრადუსიდან 70 გრადუსის ჩათვლით.

ბ) ფრონტონის მხრიდან

ბ.ა) სიმაღლე სახურავის საანგარიშო კიდიდან კეხამდე, როცა სახურავის სიბრტყეების დახრის კუთხეთა ჯამი საანგარიშო ზედაპირის თარაზული სიბრტყის მიმართ 140 გრადუსსზე მეტია;

ბ.ბ) სიმაღლის ერთი მესამედი სახურავის საანგარიშო კიდიდან კეხამდე, თუ სახურავის სიბრტყეების დახრის კუთხეთა ჯამი საანგარიშო ზედაპირის თარაზული სიბრტყის მიმართ 90 გრადუსიდან 140 გრადუსის ჩათვლით.

 

6.5. ზემოთ ხსენებულდან გამომომდინარე საქმეზე შეკრებილი და დადგენილი ფაქტობრივის გარემოებათა გათვალისწინებით დადგენილია, რომ სადაო ბრძანება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით. კერძოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებებით დადგენილია რომ ქ. ბათუმში სულაბერიძის ქ.№10-12-14-ში, შ.პ.ს ბედეგი მშენის ს/კ445531924, აწარმოებს მშენებლობას, “ა” და “ბ” ბლოკებს ს/კ 05.28.27.046, სადაც დღეისათვის აშენებულია “ა” ბლოკი სრულად და დღეისათვის მიმდინარებს “ბ” ბლოკის მშენებლობა, ხოლო მის მიმდებარედ მეზობლად ცხოვრობს ჯ------–--------- რომელსაც გააჩნია მხოლოდ მშენებლობის ნებართვის №2521 ბრძანების მიმართ პრეტენზია და სადოდ ხდის მხოლოდ ამ აქტს.

 

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის, (არქიტეტურული სამსახურის) ადმინისტრაციული წარმოების მასალებით დადგენილია რომ, 2018 წლის 06 ივნისს შ.პ.ს ;ბედეგი ბილდინგის; მიერ წარდგენილი იქნა განცხადება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში მშენებლობის განხორციელების მიზნით თანდართული საპროექტო დოკუმენტაციით და ქ. ბათუმში სულაბერიძის ქ.№10-12-14-ში არსებულ მიწის ნაკვეთებზე მოხოვნილი იქნა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებისა და არქიტექტურული პროექტის დამტკიცების შესახებ.

 

საქმის მასალებით და საპროექტო დოკუმენტაციით დადგენილია რომ ჯ------–---------ს საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, მიჯნის ზონაში, ქ. ბათუმში სულაბერიძის ქ.№10-12-14-ში, შ.პ.ს ბედეგი მშენის ს/კ445531924, პროექტი დამტკიცებულია კედელში არსებული ღია ნაწილების ფანჯრის აივნის, ერკერის და ტერასის გარეშე ანუ ყრუ კედელია და არის 11 სართულიანი “ა” და “ბ” ბლოკები და აღნიშნული მხარეების მიერ სადაოდ არ არის გამხდარი.

 

საქმის მასალებითა და არქიტექტურული პროექტით დადგენილია რომ საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემისას, ქ. ბათუმის მუნიციპალიტტეის მერიას ადმინისტრაციული აქტების გამოცემის დროს დაცული აქვს მისი მომზადებისა და გამოცემის წესები და დაცული აქვს საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 28-31-ე მუხლების მოთხოვნები და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილების 27-ე და და 28 მუხლის მოთხოვნები.

 

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 28-31-ე მუხლებითა და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილების 27-ე მუხლით დადგენილია საპროექტო დოკუმენტაციის პროცედურები რეგულაციები, შენობის სიმაღლის განმსაზღვრელი რეგულაციები და სამშენებლო მიწის ნაკვეთის საზღვარზე შენობის განთავსების წესი და პირობები.

 

სასამართლო დამატებით განმარტავს შემდეგს და ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ 2010 წლის 14 აგვისტოს გაცემულ მშენებლობის სანებართვო სმ #004036 მოწმობაზე, 2018 წლის 07 მარტის #1005, 2018 წლის 07 მარტის #1001, 2018 წლის 20 ივნისის #269, 2018 წლის 22 აგვისტოს #924 და 2018 წლის 10 სექტემბრის #1121 ბრძანებებზე (იხ.გადაწყვეტილების 3.2 პუნქტი) ხსენებული გადაწყვეტილებანი წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რადგან ისინი გამოცემულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და მას შეიძლება მოჰყოლოდა სამართლებრივი შედეგი ამასთანავე, სასამართლო მიუთითებს, აღნიშნული გადაწყვეტილებანი მოსარჩელის მხრიდან სადავო არ გამხდარა და არ გასაჩივრებულა გამომდინარე სამართლებრივი შედეგები შენარჩუნებულია და ძალაშია და მასში ასახული გადაწყვეტილებები გადასინჯვას აღარ ექვემდებარება. მოსარჩელის მიერ ზემოთ ხსენებული ატების არგასაჩივრებით კი ამოიწურა ხსენებული აქტების, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების სასამართლო წესით შემოწმების საშუალება, რაც ნიშნავს იმას, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელით სადავოდ გამხდარი აქტი ლეგალიზებულია და სავალდებულო ძალის მქონეა. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 248-ე მუხლის თანახმად სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.

 

6.6.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანხმად სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მესამე პირის სახელზე გაცემული იქნა უკანონო მშენებლობის ნებართვა, რადგან აღნიშნული არ დასტურდება როგორც საქმეში წარმოდგენილი და ისე სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეული მტკიცებულებებით.

 

სასამართლო დამატებით განმატავს, რომ სამშენებლო სამართლის ძირითადი მიზანი მეზობლების ინტერესებს შორის ბალანსის დაცვაა, სამშენებლო საქმიანობის მომწესრიგებელი ყველა საჯარო სამართლებრივი ნორმა არ იცავს მეზობლის უფლებებს. სამშენებლო სამართლის ნორმების დიდი ნაწილი ემსახურება საჯარო და არა კერძო ინტერესების დაცვას. ნორმის მოწესრიგების მიზნის დადგენა, ანუ ნორმა ადგენს თუ არა კერძო ინტერესების გათვალისწინების ვალდებულებას, უნდა მოხდეს ნორმის შინაარსზე დაყრდნობით. თუკი ეს ვერ დგინდება სამართლის ნორმის ტექსტიდან, უნდა მოხდეს ნორმის განმარტება (ინტერპრეტაცია). თუკი სამართლებრივ ნორმაში მოცემულია ზოგად-აბსტრაქტული დათქმა მეზობლის ინტერესების დაცვაზე – ეს არის მეზობლის ინტერესების გათვალისწინების პრინციპის საკანონმდებლო დაკონკრეტება. ასეთ შემთხვევაში ცალკეული გადაწყვეტილებების მიღებისას არ ხდება მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ინტერესების შემოწმება, რამდენადაც კანონმდებელმა უკვე გაითვალისწინა ეს ინტერესი. მეზობლის დავის საგანი შეიძლება გახდეს მშენებლობის ნებართვის გაცემის დროს ასეთი სახის ნორმების დაუცველობა. იმ შემთხვევაში, როდესაც სამართლის ნორმა უშუალოდ არ არის მეზობლის ინტერესების დაცვისკენ მიმართული, თუმცა ემსახურება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინტერესთა დაბალანსებას, კანონმდებელი ასეთი ნორმის შექმნით ადმინისტრაციულ ორგანოს უდგენს ვალდებულებას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეამოწმოს მეზობლის უფლების შესაძლო დარღვევის შემთხვევა. ადმინისტრაციული ორგანოსათვის განსაზღვრული მესამე პირების დაცვის ობიექტური საფუძვლები მაშინ იძენს მოსარჩელის სუბიექტური საჯაროსამართლებრივი უფლების დაცვის საფუძვლის ხასიათს, თუკი არსებობს დაცვის ღირსი სამართლებრივი მდგომარეობის ხელყოფა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ხდება უფლების ისეთი ხელყოფა, რაც არსებითია და სცდება მისი ადრესატის თმენის ვალდებულებას. თავის მხრივ, იმის დადგენა, უფლება არის თუ არა დაცვის ღირსი, ან როგორია უფლებაში ჩარევის ინტენსიურობა და არსებობს თუ არა თმენის ვალდებულება – ეს მოწმდება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინტერესთა შეპირისპირების საფუძველზე. თმენის ვალდებულების ფარგლები განისაზღვრება ნორმაში მოცემული კრიტერიუმების და ნორმით დაცული სამართლებრივი სიკეთის გათვალისწინებით. სამშენებლო წესრიგის სამართალში მეზობლის უფლებების დაცვას ემსახურება, მაგ., სამეზობლო მიჯნის დამდგენი ნორმები, ასევე სახანძრო უსაფრთხოების მომწესრიგებელი ნორმები. დაგეგმვის სამართალში ასეთი სახის ნორმაა სამშენებლო ტერიტორიის სტატუსის განმსაზღვრელი ნორმა. აღნიშნულის საპირისპიროდ, მშენებლობის კოეფიციენტის დამდგენ ნორმას არ აქვს მეზობლის უფლებების დაცვის მიზანი. სამშენებლო კანონმდებლობის ნორმების დიდი ნაწილი არ არის მიმართული მესამე პირების უფლებების დაცვაზე, არამედ აწესრიგებს მიწის ნაკვეთზე მშენებლობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს, მის გარშემო მდებარე მიწის ნაკვეთების ინტერესების გათვალისწინების გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სახის ნორმების დაცვა იწვევს მეზობლისათვის ხელსაყრელ სამართლებრივ შედეგებს, მათი დარღვევა არ წარმოშობს მეზობლის უფლებას, იდავოს ამ ნორმების დარღვევიდან გამომდინარე. პირდაპირი და უშუალო ზიანი მშენებლობის უკანონობა ყოველთვის არ იწვევს მოსარჩელის მიმართ პირდაპირ და უშუალო ზიანს. ასევე, ზოგადად შეუძლებელია იმის თქმა, რომ მეზობლის უფლებების დამდგენი ნორმის დარღვევა ყოველთვის იწვევს ფაქტობრივ უარყოფით შედეგს (ზიანს). მეზობლის უფლების დამცავი ზოგადი ნორმის შემთხვევაში უნდა შემოწმდეს, ნორმით განსაზღვრული ქმედების შემადგენლობა ემსახურება თუ არა კონკრეტული ზიანის თავიდან აცილებას. მეზობლის უფლების დამცავი ობიექტური კრიტერიუმების დამდგენი ნორმის შემთხვევაში აუცილებელია ფაქტობრივი ზიანის არსებობა, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანოს ქცევის წესების დამდგენი ნორმა იმ შემთხვევაში ხდება სუბიექტური საჯარო სამართლებრივი უფლების დაცვის საფუძველი, თუკი სახეზეა მეზობლის ინტერესების გაუმართლებელი უგულებელყოფა (ხელყოფა)

 

სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ,,სამოქალაქო საპროცესო კოდექსის’’ 102-ე მუხლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1. მუხლის ითვალისწინებს, რომ მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებანი. კანონის აღნიშნული ნორმები ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე კანონი ადგენს გამონაკლის შემთხვევას, კერძოდ, როდესაც დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აღნიშნული აქტის გამომცემ ორგანოზე მოპასუხე სუბიქტზე. მიუხედავად ამისა მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება ადმინისტრაციულ აქტთან დაკავშირებული სარჩელის წარდგენისას არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისგან, ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება.

 

სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანხამად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე და 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შეთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლითაც დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. მოცემულ საქმეზე სახეზეა აღმჭურველი აქტი, რომლის ბათილად ცნობის შემთხვევაში აშკარად უხეშად შეილახება კონსტიტუციური - საკუთრების უფლება, რომელიც ამავდროულად კანონიერი ნდობის უფლების მატარებელია მისი საკუთრების უფლების სარეგისტრაციო ჩანაწერის მიმართ, მეორე მხრივ ადმინისტრციულ ორგანოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საფუძველზე ამავე კანონიერი ნდობის უფლებით აღჭურვილი საქმეში ჩართული მესამე პირების საკუთრების უფლებები.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარე ადასტურებდა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობას, ხოლო მოსარჩელემ ვერ გააბათილა გადაწყვეტილების დასაბუთება, წარმოდგენილი სასარჩელო განცხადებით და მასში მოყვანილი ფაქტების სინამდვილესთან შესაბამისობაში.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ ჰქონდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევას. გასაჩივრებული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი არ ეწინააღმდეგებოდა კანონს და არ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის და სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. 1. სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის ა) პუნქტის თანახმად ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა; აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 100 ლარი უნდა დარჩეს ბიუჯეტში. (იხ. ტომი 1 ს.ფ 32)

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლი განსაზღვრავს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების საფუძველსა და წესს.

 

დადგენილია, რომ მოცემულ საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 დეკემბრის განჩინებით შეჩერდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი 2018 წლის 14 აგვისტოს №2521 ბრძანების მოქმედება სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულებამდე.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 30-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განჩინება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის შეჩერების თაობაზე ძალას კარგავს: ა) მოცემულ საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისას ბ) სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულების შემთხვევაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სარჩელი არ დაკმაყოფილდება, შესაბამისად არ არსებობს სასამართლოს მიერ გამოყენებული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი;

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, მე-13, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა;

 

1. ჯ------–---------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 100 (ასი) ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), გადაწყვეტილების ასლის მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა №30) მეშვეობით. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად;

 

მოსამართლე კობა გოცირიძე