გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.12.2019
საქმის ნომერი
110210019002951607
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
23.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 110210019002951607

№ 2/217-2019 წელი

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

23 დეკემბერი 2019 წელი ქ.ზესტაფონი

შესავალი ნაწილი

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

მოსამართლე შოთა ნიკურაძე

სხდომის მდივანი ირინე კვირიკეიშვილი

 

მოსარჩელე - სს ,,ფ----------------------–--'' ;

წარმომადგენელი - დ----- დ---–---;

მოპასუხეები - ი----- ჭ----------, გ-------– ჭ----------, გ------- ჭ----------, ა---------– ჭ----------, გ---–- ჩ------ ნ---- ჭ----------, მ----- ჭ----------, ზ----- ჭ----------, თ----- ჭ----------;

მოპასუხე ზ----- ჭ----------- საპროცესო წარმომადგენელი -ი----- ჭ----------;

წარმომადგენელი ადვოკატი -ნ---- ვ----–---–- ( გ---–- ჩ------, ი----- ჭ-----------, ნ---- ჭ-----------);

წარმომადგენელი- ნ--- ზ------- (გ---–- ჩ------);

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა.

 

გამოთხოვილ იქნას მოპასუხეების ი----- ჭ-----------, გ-------– ჭ-----------, გ------- ჭ-----------, ა---------– ჭ-----------, გ---–- ჩ------, ნ---- ჭ-----------, მ----- ჭ-----------, ზ----- ჭ-----------ა და თ----- ჭ----------- უკანონო მფლობელობიდან სს ,,ფ----------------------–---'' საკუთრებაში არსებული ქ.ზესტაფონში, თ------------------------ში მდებარე N------------ ს.კოდის მქონე უძრავი ქონება და სს ,,ფ----------------------–---'' იგი გადაეცეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.

 

გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

მოსარჩელის განმარტებით: სს,,ფ----------------------–---'' საკუთრებაშია ქ.ზესტაფონში, თ------------------------ში მდებარე N------------ ს.კოდის მქონე უძრავი ქონება. ქონებას უკანონოდ ფლობენ მოპასუხეები და არ ათავისუფლებენ მას. შესაბამისად, ბანკი ვერ ახერხებს მიიღოს თავისი საკუთრება და ისარგებლოს მისით.

 

2. მოპასუხის პოზიცია.

2.1. მოპასუხეებმა გ-------– ჭ----------მ, გ------- ჭ----------მ, ა---------– ჭ----------მ, მ----- ჭ----------მ და თ----- ჭ----------მ შესაგებელი არ შემოიტანეს.

 

2.2. მოპასუხეებმა ი----- ჭ----------მ, გ---–- ჩ-----მ, ნ---- ჭ----------მ და ზ----- ჭ----------მ სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მოსარჩელემ თავისი უფლება ბოროტად გამოიყენა, ვალის გადაუხდელობის გამო აუქციონზე იყიდა მათი სახლი. სახლის დაკარგვით ისინი უსახლკაროდ რჩებიან, თან იმ პირობებში, როცა ი----- ჭ---------- მოხუცია, ჯანმრთელობის პრობლემებით, ასევე ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს ზ----- ჭ----------ს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.1. ქ.ზესტაფონში, თ------------------------ში მდებარე N------------ ს. კოდის მქონე უძრავი ქონების მესაკუთრეა სს ,,ფ----------------------–--''.

სასამართლო დაეყრდნო საჯარო რეესტრის ამონაწერს.

 

3.2. სს ,,ფ----------------------–---'' საკუთრებაში არსებულ ქ.ზესტაფონში, თ------------------------ში მდებარე N------------ ს. კოდის მქონე უძრავ ქონებაში (943 მ2 მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული 4 შენობა-ნაგებობა) ცხოვრობენ მოსარჩელეები ი----- ჭ----------, გ-------– ჭ----------, გ------- ჭ----------, ა---------– ჭ----------, გ---–- ჩ------ ნ---- ჭ----------, მ----- ჭ----------, ზ----- ჭ----------, თ----- ჭ---------- და ისინი უარს აცხადებენ საცხოვრებელი სახლის გამოთავისუფლებაზე.

სასამართლო დაეყრდნო სარჩელს, შესაგებელს, მხარეთა ახსნა-განმარტებებს.

 

3.3. მოპასუხეებს ი----- ჭ----------ს, გ-------– ჭ----------ს, გ------- ჭ----------ს, ა---------– ჭ----------ს, გ---–- ჩ-----ს, ნ---- ჭ----------ს, მ----- ჭ----------ს, ზ----- ჭ----------ს და თ----- ჭ----------ს ამჟამად არ გააჩნიათ სს ,,ფ----------------------–---'' საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფლობის კანონიერი საფუძველი.

 

სასამართლო დაეყრდნო სარჩელს, მოსარჩელის ახსნა-განმარტებას.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა-ახსნა განმარტებები და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების, როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

- საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი.

- საქართველოს სამოქალო კოდექსის 170-ე, 172-ე, 311-ე, 312-ე მუხლები.

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება.

 

6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 232I-ე მუხლით, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

_ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეებმა გ-------– ჭ----------მ, გ------- ჭ----------მ, ა---------– ჭ----------მ, მ----- ჭ----------მ და თ----- ჭ----------მ არ წარმოადგინეს შესაგებელი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მათ მიმართ სარჩელში მითითებული გარემოებები ითვლება დამტკიცებულებად.

 

6.2. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.

 

სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სხვისი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის უფლება, მესაკუთრის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლებაა და მისი უზრუნველყოფა ხდება სავინდიკაციო სარჩელის შეტანის გზით. სამი პირობის არსებობაა აუცილებელი იმისთვის, რომ მოსარჩელემ მოითხოვოს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა: 1.მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; 2. მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი ; 3.მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ ამ სამივე პირობის ერთდროულად არსებობის შემთხვევაში შეიძლება მოპასუხისათვის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის დაკისრება.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ ქ.ზესტაფონში, თ------------------------ში მდებარე N------------ ს. კოდის მქონე უძრავი ქონების (ბინის) მესაკუთრეა სს ,,ფ----------------------–--''.

 

დადგენილია ასევე, რომ სს ,,ფ----------------------–---'' საკუთრებაში არსებულ ქ.ზესტაფონში, თ------------------------ში მდებარე N------------ ს. კოდის მქონე უძრავ ქონებაში ცხოვრობენ მოპასუხეები ი----- ჭ----------, გ-------– ჭ----------, გ------- ჭ----------, ა---------– ჭ----------, გ---–- ჩ------ ნ---- ჭ----------, მ----- ჭ----------, ზ----- ჭ----------, თ----- ჭ---------- და ისინი უარს აცხადებენ საცხოვრებელი სახლის გამოთავისუფლებაზე.

 

დადგენილია ასევე, რომ მოპასუხეებს ი----- ჭ----------ს, გ-------– ჭ----------ს, გ------- ჭ----------ს, ა---------– ჭ----------ს, გ---–- ჩ-----ს, ნ---- ჭ----------ს, მ----- ჭ----------ს, ზ----- ჭ----------ს და თ----- ჭ----------ს ამჟამად არ გააჩნიათ სს ,,ფ----------------------–---'' საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფლობის კანონიერი საფუძველი.

 

ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე არის მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ უძრავ ქონებას ფლობენ კანონიერად. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხეებთან მიმართებაში. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.

 

გამომდინარე აღნიშნულიდან, სს ,,ფ----------------------–---'' სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეები ი----- ჭ----------, გ-------– ჭ----------, გ------- ჭ----------, ა---------– ჭ----------, გ---–- ჩ------ ნ---- ჭ----------, მ----- ჭ----------, ზ----- ჭ----------, თ----- ჭ---------- გამოსახლებულ უნდა იქნენ მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონებიდან და იგი მოსარჩელეს გადაეცეს მოპასუხეთაგან გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში

 

7. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხი

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე1” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება.

 

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა კანონმდებლობა გამონაკლისს უშვებს, რა დროსაც შესაძლებელია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად გადაეცემა მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანს მიაყენებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს კონკრეტული დავების ჩამონათვალს, როდესაც კანონიერ ძალაში შესვლამდე დასაშვებია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიმართვა. შუამდგომლობის დაკმაყოფილების საკითხი სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული და, როგორც წესი, სასამართლო საკითხს წყვეტს საქმის გარემოებების ყოველმხრივი ანალიზის და იმ შესაძლო რისკების გონივრულ ფარგლებში შეფასებით, რაც შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარს შეიძლება მოჰყვეს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხოლოდ მიუთითებს საპროცესო ნორმაზე, რომლის მიხედვითაც კოდექსით დაშვებულია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა, თუმცა არ ასაბუთებს მის აუცილებლობას და იმ ზიანის არსებობას, რომელიც მას ადგება გადაწყვეტილების დროული აღუსრულებლობით. ასევე, სასამართლოს ითვალისწინებს იმ გარემოებებს, რომ მოპასუხეებს ი----- ჭ----------სა და ზ----- ჭ----------ს აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები. ყოველივე აღნიშნულის გამო, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს მისი დაუსაბუთებლობის გამო.

 

8. საპროცესო ხარჯები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის ,,ა'' ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის “კ” ქვეპუნქტის თანახმად დავის საგნის ფასი განისაზღვრება: 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა.

 

ზემოთ მითითებული სამართლებრივი ნორმების თანახმად, მოცემულ დავაზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობაა 60 ლარი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, თუ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველი არ არსებობს, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ საქმეზე მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმის განხილვის დასრულებამდე გადაუვადდება. ეს წესი ვრცელდება მოპასუხეზედაც, თუ იგი ასეთ საქმეზე შეგებებულ სარჩელს აღძრავს.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს კანონის საფუძველზე გადავადებული ჰქონდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა. ამდენად მოპასუხეებს, რომელთაც არ ცნეს სარჩელი, სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 60 ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244, 247-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. სს ,,ფ----------------------–---'' (-------------- სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე დაკმაყოფილდეს.

 

2. გამოთხოვილ იქნას მოპასუხეების ი----- ჭ----------- (----------------, გ-------– ჭ----------- (----------------- გ------- ჭ----------- (-----------------, ა---------– ჭ----------- (----------------- გ---–- ჩ------ (----------------, ნ---- ჭ----------- (----------------, მ----- ჭ----------- (----------------- ზ----- ჭ----------- (პ/ნ 1----------) და თ----- ჭ----------- (პ--------------- უკანონო მფლობელობიდან სს ,,ფ----------------------–---'' (-------------- საკუთრებაში არსებული ქ.ზესტაფონში, თ------------------------ში მდებარე N------------ ს. კოდის მქონე ქონება და სს ,,ფ----------------------–---'' (-------------- იგი გადაეცეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.

 

3. მოპასუხეებს ი----- ჭ----------ს (----------------, გ-------– ჭ----------ს (----------------- გ------- ჭ----------ს (-----------------, ა---------– ჭ----------ს (----------------- გ---–- ჩ-----ს (----------------, ნ---- ჭ----------ს (----------------, მ----- ჭ----------ს (----------------- ზ----- ჭ----------სა ( პ/ნ 1----------) და თ----- ჭ----------ს (პ--------------- ბიუჯეტის სასარგებლოს სოლიდარულად დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 60 (სამოცი) ლარის გადახდა, რომელიც ჩაირიცხოს კოდზე 300193150.

 

4. მოსარჩელეს უარი ეთქვას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემაზე.

 

5. გადაწყვეტილებაზე, დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემაზე უარის თქმის ნაწილში შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემიდან 12 დღის ვადაში ზესტაფონის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ კანონიერი წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

7. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდნენ ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბარონ გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შოთა ნიკურაძე