გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №307615-2/409-19წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20 ნოემბერი 2019 წელი ქ. ახალციხე
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გია ბერაია
სხდომის მდივანი - მარიამ სუხიაშვილი
მოსარჩელე - შპს ,,ა----------’’
წარმომადგენელი - ნ-----–---------–--ე
მოპასუხე - დ--------------–ი
წარმომადგენელი - ნ-----------–---–ი
დავის საგანი - ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გაუქმდეს შპს ,,ა---------სა’’ და დ--------------–ს შორის 2016 წლის 29 ივლისს დადებული წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება, უძრავ ქონებაზე საცხოვრებელი ბინა მდებარე ბ----------ს რაიონი დაბა ბ---------ი, ა----–-----–-ს ქ. N--, ს/კ 6--3--0--7---0--0--, 57.10 კვ.მ. ფართით. საჯარო რეესტრში რეგისტრაციის განაცხადის N8-----------.
მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2016 წლის 29 ივლისს შპს ,,ა---------სა’’ და დ--------------–ს შორის დაიდო წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მომავალ მესაკუთრეს უნდა მოეხდინა ბინის ღირებულების 42825 აშშ დოლარის გადახდა. მომავალი მესაკუთრის მიერ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის დღეს გადახდილი იქნა 3829 აშშ დოლარი. საცხოვრებელი ბინის მშენებლობის სამუშოები დასრულდა 2016 წლის 31 დეკემბერს. ბ----------ს მუნიციპალიტეტის მიერ მიღებულია ექსპლოატაციაში. მიუხედავად გაფრთხილებისა დ--------------–ი არ ახდენს ბინის ღირებულების გადახდას.
2. მოპასუხეების პოზიცია
2.1. მოპასუხე დ--------------–მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2008 წლის 31 მარტს მხარეებს შორის გაფორმდა წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე შპს ,,ა---------ს’’ 39000 აშშ დოლარის სანაცვლოდ დ--------------–ისათვის საკუთრებაში უნდა გადაეცა 52 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი. დ--------------–ის მიერ გადახდილია 39000 აშშ დოლარი. 2016 წელს მას შემდეგ რაც შპს ,,ა---------ში’’ შეიცვალა ხელმძღვანელობა, გამყიდველმა მოითხოვა დამატებითი ხელშეკრულების გაფორმება და შედეგად 2016 წლის 31 ივლისს მხარეებმა საჯარო რეესტრში დაარეგისტრირეს წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც 52 კვ.მ. ფართ დაემატა 5 კვ.მ. რომლის ღირებულება განისაზღვრა 3829 აშშ დოლარით. მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2008 წლიდან დ--------------–ის მიერ გადახდილი 39000 აშშ დოლარი აღიარებული იქნებოდა გადახდილად. შესაბამისად 2008 წლის 31 მარტის და 2016 წლის 29 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულებები უნდა განიმარტოს როგორც ერთმანეთის შემავსებელ დოკუმენტებად.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს ,,ა----------ს’’ სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება, მდებარე ბ----------, დაბა ბ---------ი, დ----- ა----–-----–-ს ქ. N--, ს/კ 6--1--0--0--, შემძენი 2013 წლის 12 ნოემბერს დასრულებულ ონლაინ აუქციონზე გახდა ალექსანდრე წ---–-ია.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
- სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს 20.11.2013წ. განკარგულება; (ს/ფ 87)
3.1.2. 2016 წლის 29 ივლისს შპს ,,ა---------სა’’ და დ--------------–ს შორის გაფორმდა წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა დაბა ბ---------ში, ა----–-----–-ს ქ. N-- მშენებარე საცხოვრებელი კომპლექსი, შენობა N-- სადარბაზო B, სართული 2, ბინა N3-, საერთო ფართი 57.10 კვ.მ., საკადასტრო კოდი 6--3--0--7---0--0--, საერთო ფართით 57.10 კვ.მ.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
- 29.07.2016წ. წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება; (ს/ფ 15-19).
3.1.3. ქონების ღირებულება განისაზღვრა 42825 აშშ დოლარით. მყიდველმა დ--------------–მა ხელშეკრულებაზე ხელმოწერისთანავე გადაიხადა 3825 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
- 29.07.2016წ. წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება; (ს/ფ 15-19).
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.1.4. 2016 წლის 12 აგვისტოს მდგომარეობით მომზადებული ამონაწერით უძრავი ქონება მდებარე ბ----------, დაბა ბ---------ი, დ----- ა----–-----–-ს ქ. N--, ს/კ 6--3--0--7---0--0-- საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია შპს ,,ა----------ს’’ სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
- 12.08.2016წ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; (ს/ფ 51-52).
3.1.5. დაბა ბ---------ში, ა----–-----–-ს ქ. N-- მდებარე საცხოვრებელი სახლის სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია და მიღებულია ექსპლოატაციაში.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
- მხარეთა ახნსა-გნამარტებები;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლოს მიერ ვერ იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ დ--------------–ის მიერ გადახდილია უძრავი ნივთის ღირებულება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა წარმომადგენლების სამართლებრივი პოზიციის გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შპს ,,ა----------ს’’ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო პროცესში მონაწილეობს ორი ერთმანეთისადმი დაპირისპირებული მხარე - მოსარჩელე და მოპასუხე. შესაბამისად, ერთი ნაწილი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტებისა ივარაუდება მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო დანარჩენი ნაწილი - მოპასუხის სასარგებლოდ. ის, რაც მოსარჩელის სასარგებლოდ ივარაუდება უნდა გააქარწყლოს მოპასუხემ, ხოლო ის, რაც მოპასუხის სასარგებლოდ ივარაუდება პირიქით, უნდა გააქარწყლოს მოსარჩელემ. ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზუმფციები სასამართლოში მტკიცების მოვალეობისაგან კი არ ათავისუფლებს მხარეს, არამედ წარმოადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველს. მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს მტკიცების საგანში შემავალი გარკვეული ფაქტების ნაწილი, ხოლო ამ ფაქტების მეორე ნაწილი ვალდებულია დაამტკიცოს მოპასუხემ. ნორმები, რომლებიც შეიცავს პრეზუმფციებს, წარმოადგენენ კანონის პირდაპირ მითითებას იმის შესახებ, რომელმა მხარემ კონკრეტულად რა ფაქტები უნდა დაამტკიცოს სამოქალაქო პროცესში.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, აგრეთვე, 102-ე მუხლით, რომლის თანახმად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს, რადგანამავე კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
მოპასუხე თანხის გადახდის ფაქტის დასადასტურებლად მიუთითებს მოწმეთა ჩვენებებზე და აღნიშნავს, რომ მას ფულადი ვალდებულება შესრულებული აქვს. მოსარჩელე კი, უარყოფს მისგან რაიმე თანხის მიღებას. განსახილველ შემთხვევაში, ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით მოპასუხეს ეკისრება. ფაქტის დასადასტურებლად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი იქნა მოწმეები. სასამართლო აღნიშნავს, რომ თანხის გადახდის შესახებ სადავო ფაქტობრივი გარემოების დასადასატურებლად მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები, საკმარის მტკიცებულებად ვერ შეფასდება. მოწმეთა ჩვენებებთან ერთად აუცილებელია ისეთი მტკიცებულების არსებობა, რაც ერთობლივად მაღალი ალბათობით დაადასტურებდა სადავო ფაქტს.
ამასთან მოპასუხის მიერ მტკიცებულება იმისა, რომ მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღიარებული იქნებოდა 2008 წელს დ--------------–ის მიერ 39000 აშშ დოლარის გადახდა წარმოდგენილი არ არის და არც წარმოდგენილი მასალებით დასტურდება.
ასევე სასამართლო ვერ გაიზიარებს მოწმეთა ჩვენებს და მოპასუხის განმარტებას, რომ შპს. ,,ა----------ს" ძველ მესაკუთრეებსა და ახალ მესაკუთრეს შორის არსებობდა შეთანხმება დ--------------–ისათვის თანხის გადახდილად ჩათვლასთან დაკავშირებით, რადგან აღნიშნული გარემოებათა დამადასტურებელი მტკიცებულება: ხელშეკრულება/ შეთანხმება წარმოდგენილი არ არის.
ასევე ვერ გაიზიარებს სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი 2008 წლის 31 მარტს შპს ,,ა---------ს’’ და დ--------------–ს შორის დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებას, რადგან მხარეთა შორის დავის საგანს წარმოადგენს გაუქმდეს შპს ,,ა---------სა’’ და დ--------------–ს შორის 2016 წლის 29 ივლისს დადებული წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება, უძრავ ქონებაზე საცხოვრებელი ბინა მდებარე ბ----------ს რაიონი დაბა ბ---------ი, ა----–-----–-ს ქ. N--, ს/კ 6--3--0--7---0--0--, 57.10 კვ.მ. ფართზე და აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმოშობილი მხარეთა შორის არსებული ვალდებულებები, ამასთან სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებები, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგარმ არ ეწინააღმდეგება მას.
სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობეაზე შეთანხმდნენ საამისდო გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობა, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. ხელშეკრულებიტ შეიძლება წარმოიშვას მომავალი ხელშეკრულების დადების ვალდებულება. ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებული ფორმა ვრცელდება ასევე წინარე ხელშეკრულებაზედაც.
სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ხოლო მე- ნაწილის თანახმად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეროე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალიდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრა უთანაბრდება გაფრთხილება. თუ ხელშეკრულება ნაწილობრვი დაირღვა, მაშინ კრეიტორს შეუძლია უარი ტქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების არსიდან გამომდინარე, სადაც თითოეულ მხარეს გააჩნია, როგორც უფლებები, ასევე ვალდებულებები, ნათელია, რომ თითოეულმა მხარემ უნდა ადასტუროს მის მიერ ვალდებულების შესრულების ფაქტი. ასევე, საგულისხმოა, რომ მხარე მოკლებულია შესაძლებლობას, ადასტუროს ის, რაც არ მომხდარა, მან უნდა დაადასტუროს ის, რაც მოხდა, შესაბამისად, ქმედების განმახორციელებელმა მხარემ უნდა ადასტუროს მის მიერ ქმედების განხორციელება.
განსახილველ შემთხვევაში გამყიდველის (მოსარჩელის) მიერ, ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულება (ნასყიდობის საგნის მყიდველისათვის გადაცემა) ცალსახად დადასტურებულია, ხოლო მყიდველის (მოპასუხის) მიერ ვალდებულების შესრულება (გამყიდველისათვის ნასყიდობის თანხის გადაცემა) საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება. მართალია, ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას კანონი არ ითვალისწინებს წერილობითი დოკუმენტის შექმნის აუცილებლობას ნასყიდობის თანხის გადაცემის შესახებ, მაგრამ ფულადი ვალდებულების შესრულებაზე დავის შემთხვევაში, სსკ-ის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად, მხარეთა შორის არსებული ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლი), ამიტომ მოვალეა ვალდებული, ადასტუროს შესრულება.
სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლი ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს ერთმნიშვნელოვანი მოთხოვნა, რაც სწორედ იმაში მდგომრეობს, რომ მას, მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში, ეკისრება ამგვარი დოკუმენტის გაცემის ვალდებულება. ამ შემთხვევაში, კანონმდებლის პრინციპული დამოკიდებულება იმითაა განპირობებული, რომ მაქსიმალურად აღმოიფხვრას ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა არაკეთილსინდისიერება. თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ, კერძოდ, რაიმე ვალდებულება მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით მოვალეს ამგვარი საბუთის გამოთხოვაზე არ ეკისრება. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება კი, განპირობებულია მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესით, რაც იმაში მდგომარეობს, რომ შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი სწორედ მას ეკისრება. შესაბამისად, სადავოობის შემთხვევაში, მოვალემ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულების შესახებ ფაქტობრივი გარემოება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე - რომელსაც არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც პროცესუალური და არც მატერიალურ სამართლებრივი თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ მოვალე აღჭურვილია მთელი რიგი უფლებებით, რომ შესძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი, წარმოადგენს მის რისკს და შესაძლოა აისახოს ზემოთ მითითებული გარემოების დაუდასტურებლობაში. საკასაციო პალატა აღნიშნავს, გამომდინარე იქიდან, რომ სესხად გაცემული თანხის დაბრუნების დამადასტურებელი გარემოების მტკიცების ტვირთი ეკისრება მსესხებელს, შესაბამისი მტკიცებულება სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის საფუძველზე, შეიძლება იყოს კრედიტორის მიერ გაცემული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც, მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებში არ მოიპოვება.
ამდენად, სადავო ფაქტის დასადასტურებლად შესაბამისი მტკიცებულება სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის საფუძველზე, შეიძლება იყოს კრედიტორის მიერ გაცემული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც, მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებში არ მოიპოვება. მოპასუხის მიმართ სესხის ძირითადი თანხის გადახდის ფაქტობრივი გარემობა საქმის მასალებით არ დასტურდება.
ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების ბათიალდ ცნობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
სარჩელი დაკმაყოფილდა. დ--------------–ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100 ლარის გადახდა. ასევე დ--------------–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 2900 ლარის გადახდა დავის საგნის ღირებულების 3% -ის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს ,,ა----------ს’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს 2016 წლის 29 ივლისს შპს ,,ა---------სა’’ და დ--------------–ს შორის დადებული წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, საცხოვრებელ ბინაზე, მდებარე ბ----------ს რაიონი დაბა ბ---------ი, ა----–-----–-ს ქ. N--, ს/კ 6--3--0--7---0--0--, ფართი 57.10 კვ.მ. საჯარო რეესტრში რეგისტრაციის განაცხადის N8-----------,3. მოპასუხე დ--------------–ს დაეკისროს 100 ლარის გადახდა მოსარჩელე შპს ,,ა----------ს’’ სასარგებლოდ.
4. მოპასუხე დ--------------–ს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 2900 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გია ბერაია