1. ამ შეთანხმების განხორციელების მიზნებისთვის გამოიყენება პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის შესახებ რეგიონული კონვენცის („კონვენცია“) I  დანართი და II დანართის შესაბამისი  დებულებები, უახლესი შესწორებული და გამოქვეყნებული ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში.

2.  ნებისმიერი მითითება „შესაბამის შეთანხმებაზე“, კონვენციის I დანართსა  და II დანართის შესაბამის დებულებაზე განმარტებული იქნება როგორც მითითება ამ შეთანხმებაზე.

3. კონვენციის I დანართის 16(5) მუხლის და 21(3) მუხლის მიუხედავად, თუ კუმულაცია მოიცავს მხოლოდ EFTA სახელმწიფოებს, ფარერის კუნძულებს, ევროკავშირს, თურქეთის რესპუბლიკას, სტაბილიზაციისა და ასოცირების პროცესის მონაწილეებს, მოლდოვის რესპუბლიკას, საქართველოსა და უკრაინას, წარმოშობის მტკიცებულება შეიძლება იყოს EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატი ან წარმოშობის დეკლარაცია.

1   OJ EU L 54, 26.2.2013, გვ.