1. გარდა წინამდებარე შეთანხმებით დადგენილი შემთხვევებისა, ამ შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღიდან, მხარეებმა უნდა გააუქმონ ყველა საბაჟო გადასახადი მეორე მხარის ტერიტორიაზე წარმოშობილ პროდუქციაზე (როგორც განსაზღვრულია 3.2 მუხლში) დანართი I (2.4 (საბაჟო გადასახადების გაუქმება) მუხლთან დაკავშირებული განრიგი) განრიგის მიხედვით.

2. არცერთმა მხარემ არ უნდა გაზარდოს არსებული საბაჟო გადასახადი ან შემოიღოს ახალი საბაჟო გადასახადი მეორე მხარეში წარმოშობილი საქონლის იმპორტზე, გარდა წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული შემთხვევების