წინამდებარე თავის მიზნებისთვის, საბაჟო გადასახადი მოიცავს ნებისმიერი სახის საბაჟო ან იმპორტის გადასახადს და ნებისმიერი ტიპის მოსაკრებელს, ნებისმიერი სახის დამატებითი გადასახადის ან მოსაკრებლის ჩათვლით, რომელიც დაწესებულია საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, თუმცა არ მოიცავს არცერთი სახის:
მოსაკრებელს, რომელიც GATT 1994-ის III მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დაწესებული შიდა გადასახადის ეკვივალენტურია და ეხება ერთ-ერთი მხარის ადგილობრივ მსგავს საქონელს ან მუხლთან დაკავშირებით, რომლის შესაბამისადაც განხორციელდა იმპორტირებული საქონლის წარმოება მთლიანად ან ნაწილობრივ;
ანტიდემპინგურ ან საკომპენსაციო გადასახადებს, რომელიც დაწესებულია GATT 1994-ის VI მუხლის დებულებების, ანტიდემპინგის შეთანხმების და SCM შეთანხმების შესაბამისად; ან
გადასახდელებს ან სხვა მოსაკრებლებს, რომლებიც მოცემულია GATT 1994-ის VIII მუხლის 1(a) ქვეპუნქტშ