ამ შეთანხმებაში, თუ კონტექსტი სხვაგვარად არ მოითხოვს:
ჰონგ კონგ, ჩინეთის შემთხვევაში, სადაც გამოთქმა კვალიფიცირდება ტერმინით „ეროვნული,“ ასეთი გამოთქმა უნდა იქნეს ინტერპრეტირებული, როგორც ჰონგ კონგ, ჩინეთთან დაკავშირებული;
ჰონგ კონგ, ჩინეთის შემთხვევაში, ტერმინი „საერთაშორისო შეთანხმება" მოიცავს შეთანხმებას ან გარიგებას ჰონგ კონგ, ჩინეთსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სხვა ნაწილებს შორის;
ჰონგ კონგ, ჩინეთის შემთხვევაში, ნებისმიერი მითითება საერთაშორისო შეთანხმებაზე, რომლის მხარესაც წარმოადგენს მხარე მოიცავს საერთაშორისო შეთახმებას, რომელიც ვრცელდება ჰონგ კონგ, ჩინეთზე და ნებისმიერი მითითება მხარის მიერ საერთაშორისო შეთანხმებით აღებულ უფლებებზე, ვალდებულებებსა და დაპირებებზე მოიცავს უფლებებს, ვალდებულებებსა და დაპირებებს, რომლებიც საერთაშორისო შეთანხმებით ვრცელდება ჰონგ კონგ, ჩინეთზე; და
როდესაც წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში, რაიმე უნდა შესრულდეს რამდენიმე დღის განმავლობაში კონკრეტული თარიღის ან მოვლენის შემდეგ, მანამდე ან ამ თარიღიდან ან მოვლენიდან, ეს განსაზღვრული თარიღი ან ის თარიღი, როდესაც კონკრეტული მოვლენა მოხდა, ზემოაღნიშნული დღეების გამოთვლაში არ ჩაითვლება.
საქონლით ვაჭრო