პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია
დანართი №1
საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის, მისი შევსებისა და გაცემის
წესი
ზოგადი დებულებანი
1. საქონლის წარმოშობის ქვეყანა განისაზღვრება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანისას ან/და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანისას სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებების განხორციელების მიზნით.
შენიშვნა: საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანისას ნიშნავს, რომ წარმოშობის ქვეყნის დადგენა ხორციელდება საქონლის პირველივე საბაჟო პროცედურაში მოქცევის დროს. იმ შემთხვევაში, თუ ამ მომენტისათვის წარდგენილი დოკუმენტებით დასტურდება საქონლის პრეფერენციული წარმოშობა, საქონელი ექცევა თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში. საქონლის ახალ საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში მოქცევისას წარმოშობის ქვეყნის განმეორებით დადგენა არ ხდება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აღნიშნულის თაობაზე დეკლარანტი თხოვნით მიმართავს საბაჟო ორგანოს და წარადგენს დამატებით დოკუმენტებს.
2. საქონლის წარმოშობის დასადასტურებლად საბაჟო ორგანოს წარედგინება საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი ან „საქონლის წარმოშობის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილება“ ან „პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის წესების შესახებ“ რეგიონული კონვენციის I დანართით გათვალისწინებული წარმოშობის დეკლარაცია ან „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 2007 წლის 21 ნოემბრის შეთანხმების II ოქმით გათვალისწინებული ანგარიშფაქტურის (ინვოისის) დეკლარაცია ან ხორციელდება საქონლის წარმოშობის დეკლარირება.
3. საქონლის წარმოშობის დეკლარირება ხორციელდება საქონლის თანმხლები დოკუმენტების, საქონელთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის (მათ შორის, საქონლის დათვალიერების შედეგების გათვალისწინებით) საბაჟო ორგანოსთვის მიწოდებით.
4. საქონლის წარმოშობა შეიძლება იყოს შეღავათიანი (პრეფერენციული) ან შეღავათების გარეშე (არაპრეფერენციული). აღნიშნულის გათვალისწინებით:
ა) საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი შეიძლება იყოს პრეფერენციული ან არაპრეფერენციული;
ბ) საქონლის წარმოშობის დეკლარირება ან „საქონლის წარმოშობის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილების“ წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ არაპრეფერენციული მიზნებისათვის;
გ) „პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის წესების შესახებ“ რეგიონული კონვენციის I დანართით გათვალისწინებული წარმოშობის დეკლარაციისა და „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 2007 წლის 21 ნოემბრის შეთანხმების II ოქმით გათვალისწინებული ანგარიშფაქტურის (ინვოისის) დეკლარაციის შედგენა ხორციელდება პრეფერენციული მიზნებისათვი