1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანისას ან/და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანისას, თუ ამ საქონელს არ ახლავს წარმოშობის სერტიფიკატი, საქონლის წარმოშობის დადგენა შესაძლებელია „პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის წესების შესახებ“ რეგიონული კონვენციის I დანართით გათვალისწინებული წარმოშობის დეკლარაციით (შემდგომში – წარმოშობის დეკლარაცია) ან „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 2007 წლის 21 ნოემბრის შეთანხმების II ოქმით გათვალისწინებული ანგარიშფაქტურის (ინვოისის) დეკლარაციით (შემდგომში ასევე – წარმოშობის დეკლარაცია).

2. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან ექსპორტირებულ საქონელზე წარმოშობის დეკლარაციის შედგენის უფლება აქვს:

ა) პირს, რომელსაც შემოსავლების სამსახურის მიერ მინიჭებული აქვს წარმოშობის დეკლარაციის შედგენაზე უფლებამოსილი ექსპორტიორის (შემდგომში – უფლებამოსილი ექსპორტიორი) სტატუსი – ნებისმიერი ღირებულების იმ საქონელზე, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საქონლის პრეფერენციული წარმოშობის წესებს და მითითებულია უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის მინიჭების შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებაში;

ბ) ნებისმიერ ექსპორტიორს – საქონელზე, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საქონლის პრეფერენციული წარმოშობის წესებს და რომლის ღირებულება არ აღემატება 6 000 ევროს.

3. წარმოშობის დეკლარაციის მიზნებისათვის, საქონლის პრეფერენციული წარმოშობა გულისხმობს, რომ საქონელი აკმაყოფილებს „პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის წესების შესახებ“ რეგიონული კონვენციით ან „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 2007 წლის 21 ნოემბრის შეთანხმებით გათვალისწინებულ საქონლის წარმოშობის კრიტერიუმებ