1. უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის მისაღებად პირი მიმართავს შემოსავლების სამსახურს ამ წესის დანართ №6-ით გათვალისწინებული „უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის მისაღებად წარსადგენი განაცხადით“ (შემდგომში – ექსპორტიორის განაცხადი).

2. უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის მისაღებად პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) რეგისტრაცია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში;

ბ) ექსპორტიორის განაცხადის შემოსავლების სამსახურში წარდგენისას:

ბ.ა) საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 168-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 172-ე მუხლის პირველი ნაწილით, 173-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 175-ე მუხლით გათვალისწინებული:

ბ.ა.ა) პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ძალაში შესული გადაწყვეტილების (რომელიც კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ გასაჩივრებულა ან გასაჩივრდა, მაგრამ არ დაკმაყოფილდა) არარსებობა, ან

ბ.ა.ბ) სამართალდარღვევის გამოვლენიდან უწყვეტი 12 თვის გასვლა;

ბ.ბ) აღიარებული საგადასახადო დავალიანების არქონა (გარდა იმ შემთხვევისა, როცა არსებობს აღნიშნული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ან „საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება);

ბ.გ) ბოლო უწყვეტი 12 თვის განმავლობაში საქართველოდან პრეფერენციული წარმოშობის საქონლის ექსპორტის განხორციელება არანაკლებ 6-ჯერ და არანაკლებ 100 000 ლარის საერთო ღირებულებით;

გ) საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველი ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილება გადასახადის გადამხდელის სანქციისაგან გათავისუფლების თაობაზე.

4. ექსპორტიორის განაცხადს თან უნდა ერთვოდეს:

ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

ბ) დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდება ექსპორტის პროცედურით გასატანი, ექსპორტიორის განაცხადში მითითებული საქონლის შესაბამისობა შესაბამისი საერთაშორისო შეთანხმებით გათვალისწინებული პრეფერენციული წარმოშობის წესებით განსაზღვრულ კრიტერიუმებთან.

5. შემოსავლების სამსახური ექსპორტიორის განაცხადის მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია აღნიშნული ვადის არაუმეტეს 30 კალენდარული დღით გაგრძელება.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებამდე შემოსავლების სამსახური ახორციელებს კანდიდატის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის შესწავლას, საჭიროების შემთხვევაში – ასევე მისი საქმიანობის შემოწმებას.

7. შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით, პირს უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსთან ერთად ენიჭება ავტორიზაციის ნომერი.

8. უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის მინიჭების შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებაში მიეთითება იმ საქონლის დასახელება და სეს ესნ კოდი, რომელზეც უფლებამოსილ ექსპორტიორს შეუძლია წარმოშობის დეკლარაციის შედგენა.

9. უფლებამოსილი ექსპორტიორის სახელით წარმოშობის დეკლარაციის შედგენისა და ხელმოწერის უფლება აქვს მხოლოდ ექსპორტიორის განაცხადში მითითებულ, წარმოშობის დეკლარაციის შედგენაზე პასუხისმგებელ პირს.

10. იმ შემთხვევაში, თუ უფლებამოსილ ექსპორტიორს სურს, განახორციელოს წარმოშობის დეკლარაციის შედგენა უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის მინიჭების შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებაში მითითებული საქონლისგან განსხვავებულ საქონელზე, იგი ხელახლა მიმართავს შემოსავლების სამსახურს ექსპორტიორის განაცხადით, რომლის პირველ გრაფაში დამატებით მიეთითება მისი ავტორიზაციის ნომერი, ხოლო განაცხადთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია.

11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უფლებამოსილი ექსპორტიორის განაცხადს შემოსავლების სამსახური განიხილავს ამავე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში ხორციელდება შესაბამისი ცვლილება უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის მინიჭების შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებაში.

12. უფლებამოსილი ექსპორტიორი ვალდებულია:

ა) წარმოშობის დეკლარაცია შეადგინოს მხოლოდ პრეფერენციული წარმოშობის საქონელზე, რომელიც მითითებულია უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის მინიჭების შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარმოშობის დეკლარაცია დგება ამ წესის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და კონკრეტული დეკლარაციის შედგენისას პირი არ სარგებლობს უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსით (დეკლარაციაში არ უთითებს უფლებამოსილი ექსპორტიორის ავტორიზაციის ნომერს);

ბ) შემოსავლების სამსახურის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს მას ექსპორტიორის განაცხადში ან/და მის მიერ შედგენილ წარმოშობის დეკლარაციაში მითითებულ საქონელთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტაცია/ინფორმაცია;

გ) უზრუნველყოს მის მიერ შედგენილი წარმოშობის დეკლარაციების და მასთან დაკავშირებული დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით შენახვა;

დ) საქონელთან დაკავშირებული, ექსპორტიორის განაცხადში ან/და თანდართულ დოკუმენტაციაში მითითებული მონაცემების ცვლილების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს შემოსავლების სამსახურს არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში;

ე) არ დაუშვას მისთვის მინიჭებული უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის ან/და ამ სტატუსიდან გამომდინარე უფლებების სხვა პირისათვის გადაცემა, მათ შორის: საწარმოს გაყოფისას, სხვა საწარმოსთან შერწყმისას ან სხვა საწარმოსთან (საწარმოებთან) გაერთიანებისას.

13. უფლებამოსილი ექსპორტიორის კონტროლი/შემოწმება ხორციელდება:

ა) უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის მინიჭებიდან ყოველი 12 თვის შემდეგ – ამ წესით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების მდგომარეობის შესწავლის მიზნით;

ბ) ნებისმიერ დროს მიღებული/დამუშავებული ინფორმაციის საფუძველზე;

გ) იმპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე.

14. უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს:

ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტით („ბ.ა“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა) განსაზღვრული პირობების დაუკმაყოფილებლობა;

ბ) იმპორტის გადასახდელების ოდენობის 1000 ლარზე მეტით შემცირებისათვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილება, რომელიც კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გასაჩივრებული არ ყოფილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ან არსებობს გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

გ) 4000 ლარზე მეტი საბაჟო ღირებულების საქონლის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად გადაადგილებისათვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილება, რომელიც კანონმდებლობით დადგენილ ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში გასაჩივრებული არ ყოფილა ან არსებობს გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

დ) საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილება, რომელიც კანონმდებლობით დადგენილ ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში გასაჩივრებული არ ყოფილა ან არსებობს გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

ე) საბაჟო ღირებულების 4000 ლარზე მეტით გაზრდის ან შემცირებისათვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 173-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილება, რომელიც კანონმდებლობით დადგენილ ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში გასაჩივრებული არ ყოფილა ან არსებობს გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

ვ) ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა;

ზ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საფუძველზე პირის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;

თ) ექსპორტისას კონტრაფაქციული საქონლის პარტიის გამოვლენა;

ი) უფლებამოსილი ექსპორტიორის წერილობითი განცხადება მისთვის მინიჭებული უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის გაუქმების თაობაზე.

15. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, უფლებამოსილ ექსპორტიორს საბაჟო ორგანოს წერილობითი შეტყობინებით ეძლევა 45 კალენდარული დღის ვადა საგადასახადო დავალიანების დასაფარად. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საგადასახადო დავალიანების არსებობის შემთხვევაში (გარდა იმ შემთხვევისა, როცა არსებობს ამ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ან „საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება), მიიღება გადაწყვეტილება უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის გაუქმების შესახებ.

16. ამ მუხლის მე-14 პუნქტის „ბ – ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას, უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსი არ უქმდება, თუ არსებობს საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველი ორგანოს (გარდა სასამართლოს) გადაწყვეტილება გადასახადის გადამხდელის შესაბამისი სანქციისაგან გათავისუფლების თაობაზე.

17. უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის გაუქმება ხორციელდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების გამოცემით.

18. უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის გაუქმების შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების გამოცემიდან 3 თვის განმავლობაში, სტატუსგაუქმებული ექსპორტიორის განაცხადი უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის მისაღებად არ განიხილება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის გაუქმების საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება და არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება გადასახადის გადამხდელის აღნიშნული პასუხისმგებლობისაგან/საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლების თაობაზე ან დავის განმხილველი ორგანოს (გარდა სასამართლოს) გადაწყვეტილება გადასახადის გადამხდელის საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლების თაობაზე.

დანართი №2

საქონლის შეღავათების გარეშე (არაპრეფერენციული)

წარმოშობის სერტიფიკატი

1. ექსპორტიორი (დასახელება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი, ქვეყანა)

2. ნომერი

საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი

-------------------------------------

3. იმპორტიორი (სამართლებრივი ფორმა, დასახელება, იურიდიული მისამართი, ქვეყანა)

4. მონაცემები სატრანსპორტო საშუალების,  მარშრუტის და ა.შ. შესახებ

(აუცილებლობის შემთხვევაში)

5. საქონლის ადგილების რაოდენობა და საქონლის დასახელება სეს ესნ-ის ოთხნიშნა კოდის მიხედვით

6. საქონლის ბრუტო-წონა

7. ანგარიშფაქტურის (ინვოისის) ნომერი და თარიღი

8. დამატებითი ინფორმაცია

9. ამასთან, დადასტურებულია, რომ ზემოთ ხსენებული საქონლის წარმოშობის ქვეყანა არის:

10.  სერტიფიკატის გამცემი ორგანო

11. გაცემის თარიღი და დრო

ბ.ა.

12. უფლებამოსილი პირის ხელმოწერა

დანართი №3

საქონლის შეღავათიანი (პრეფერენციული) წარმოშობის

სერტიფიკატი – ფორმა „A“

1. Goods consigned from (Exporter’s business name, address, country)

Reference No

GENERALIZED SYSTEM OF PREFERENCES

CERTIFICATE OF ORIGIN

(Combined declaration and certificate)

Form A

Issued in ……………………………………………….

(country)                                          Sea Notes overleaf

2. Goods consigned to (consignee’s name, address, country)

3. Means of transport and route (as far as known)

4. For official use

5. Item number

6. Marks and numbers of packages

7. Number and kind of packages: description of goods

8. Origin criterion (see Notes overleaf)

9. Gross weight  or other quantity

10. Number and date of invoices

11. Certification

It is hereby certified, on the basis of control carried out, that the declaration by the exporter is correct

…………………………………………................

Place and date, signatures and stamp of certifying authority

12. Declaration by the exporter

The undersigned hereby declares that the above details and statements are correct; that all the goods were produced in

…………………………………………………

(country)

and that they comply with the origin requirements specified for those goods in the Generalised System of Preferences for goods exported to

………………………………………………….

(importing country)

………………………………………………….

Place and date, signature of authorised signatory

დანართი №4

დეკლარაცია

საქონლის კუთვნილებისა და კრიტერიუმების შესახებ

1. განმცხადებელი – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - -  – - – - -

2. საქონლის დასახელება, რაოდენობა – - – -  – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - -

3. წარმოშობის კრიტერიუმი:

ა) ქვეყანაში მთლიანად წარმოებული საქონელი – - – -  – - – - – - – - – - – - – - – - – - – - -

ბ) უცხოეთში წარმოებული პროდუქცია ან წარმოებაში გამოყენებული იმპორტირებული კომპონენტები (სასაქონლო კოდის მითითებით) და მათი წილი საბოლოო პროდუქტის თვითღირებულებაში – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – -

– - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - -

- – - – - – - – - – - – ----- – - – - – - – - – - – (შესაძლებელია დოკუმენტური დადასტურება)

4. პროდუქციის მესაკუთრე – - – -- – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - -

- – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – -  – - – - – - – - – - -  – - – - – - – - – - – - – - – -

5. სატრანსპორტო საშუალებები და მსვლელობის მარშრუტი (რამდენადაც ეს ცნობილია) – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - -

– - -- – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - -

დეკლარირებული მონაცემების სინამდვილეზე პასუხს ვაგებ:

ხელმძღვანელის ხელმოწერა,ბეჭედი (არსებობის შემთხვევაში)

დანართი №5

საქართველოში წარმოშობილი, რუსეთის ფედერაციაში ექსპორტისათვის განკუთვნილი საქონლისათვის პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი CT-1-ის გაცემის წე