ა)  შეთანხმების მონაწილე ერთი სახელმწიფოს რეზიდენტსა და შეთანხმების მონაწილე მეორე სახელმწიფოს რეზიდენტს შორის გაფორმებული შეთანხმების/კონტრაქტის საფუძველზე გადის შეთანხმების მონაწილე ერთი სახელმწიფოს საბაჟო ტერიტორიიდან და შედის შეთანხმების მონაწილე მეორე სახელმწიფოს საბაჟო ტერიტორიაზე;

ბ)  შეთანხმების მონაწილე სახელმწიფოს რეზიდენტ ფიზიკურ პირს გააქვს (შემოაქვს) –შეთანხმების მონაწილე ერთი სახელმწიფოს საბაჟო ტერიტორიიდან შეთანხმების მონაწილე მეორე სახელმწიფოს საბაჟო ტერიტორიაზე;

გ)  არ ტოვებს შეთანხმების მონაწილე სახელმწიფოების საბაჟო ტერიტორიებს.

დანართი №6

უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის მისაღებად წარსადგენი განაცხადი

1. ექსპორტიორი

(სახელი გვარი/სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი, ფაქტობრივი/იურიდიული მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის/ფაქსის ნომერი, ელ-ფოსტა, ვებგვერდის მისამართი)

2. წარმოშობის დეკლარაციის შედგენაზე პასუხისმგებელი პირი/პირები

(სახელი გვარი, პირადი ნომერი, სამსახურებრივი პოზიცია, მისამართი, ტელეფონის/ფაქსის ნომერი, ელ-ფოსტის მისამართი)

3. საქონელი, რომლის ექსპორტიც განხორციელდება

საქონლის შესაბამისი დასახელება სეს ესნ-ის მიხედვით

სეს ესნ კოდი (4-ნიშნა დონეზე)*

საქონლის აღწერა

დანიშნულების ქვეყანა/ქვეყნები

წარმოშობის კრიტერიუმი**

საქონლის მწარმოებელი პირი

დასახელება

ს/ნ

4. საქონლის მწარმოებლის/მწარმოებლების (წარმოების) ფაქტობრივი მისამართი:

5. გსურთ წარმოშობის დეკლარაციის ხელმოწერის ვალდებულებისაგან გათავისუფლება? ***

დიახ

არა

6. წინამდებარე განაცხადზე თანდართული დოკუმენტების ჩამონათვალი:

7. ვაცხადებ, რომ:

ვარ უფლებამოსილი, ხელი მოვაწერო წინამდებარე განაცხადს და ვადასტურებ, რომ აქ მოცემული ინფორმაცია ზუსტი და სრულყოფილია და მასში არ არის წინასწარგანზრახვით გამოტოვებული მონაცემები, რასაც გავლენა ექნებოდა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაზე.

წინამდებარე განაცხადში ან/და მასზე თანდართულ დოკუმენტაციაში მითითებული საქონელთან დაკავშირებული მონაცემების ცვლილების შესახებ ინფორმაციას მივაწვდი სსიპ – შემოსავლების სამსახურს, ცვლილებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში.

ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას წინამდებარე განაცხადში მითითებულ საქონელზე შედგენილი წარმოშობის დეკლარაციების სისწორეზე და კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე.

წარმოშობის დეკლარაციას შევადგენ მხოლოდ პრეფერენციული წარმოშობის იმ საქონელზე, რომელიც მითითებულია უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის მინიჭების შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებაში.

შენიშვნა:

მხოლოდ ბრძანებაში მითითებულ საქონელზე შედგენის შეზღუდვა არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, როდესაც ნასყიდობის დოკუმენტში/მიწოდების შეტყობინებაში მითითებული პრეფერენციული წარმოშობის საქონლის საერთო ღირებულება არ აღემატება 6 000 ევროს და კონკრეტული წარმოშობის დეკლარაციის შედგენისას პირი არ სარგებლობს უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსით (დეკლარაციაში არ უთითებს უფლებამოსილი ექსპორტიორის ავტორიზაციის ნომერს).

წარმოშობის დეკლარაციის შედგენაზე პასუხისმგებელი პირი/პირების ხელმოწერა

ექსპორტიორის/წარმომადგენლის ხელმოწერა

ბეჭედი (არსებობის შემთხვევაში)

* მიეთითება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) კოდი 4-ნიშნა დონეზე.

** მიეთითება „პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის წესების შესახებ“ რეგიონული კონვენციის ან „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 2007 წლის 21 ნოემბრის შეთანხმებით გათვალისწინებული წარმოშობის სტატუსის მისაღებად წარმოშობის არმქონე მასალებზე განსახორციელებელი საჭირო სამუშაოები და გადამამუშავებელი პროცესები.

*** წარმოშობის დეკლარაციის ხელმოწერის ვალდებულებისაგან გათავისუფლების შემთხვევაში, კისრულობთ სრულ პასუხისმგებლობას ნებისმიერ იმ წარმოშობის დეკლარაციაზე, რომელზეც მითითებულია ავტორიაციის ნომერი და განიხილება, როგორც ხელმოწერილი თქვენ მიე