1. წარმოშობის სერტიფიკატი CT-1 (შემდგომში – სერტიფიკატი) იბეჭდება რუსულ ენაზე, ტიპოგრაფიული მეთოდით დამზადებული А4-ის ფორმატის სპეციალურ დაცულ ბლანკზე (210X297მმ), რომლის სიმკვრივე არ უნდა იყოს  25 გ/მ2 ნაკლები. დაუშვებელია სერტიფიკატში ხელმომწერი პირების ფაქსიმილეს გამოყენება, დადგენილი წესით დადასტურების გარეშე ამოშლილი ადგილის, ჩასწორების ან/და დამატების არსებობა. სერტიფიკატში შესწორებების ან/და დამატების შეტანა ხორციელდება არასწორი ინფორმაციის გადახაზვით და მასზე სწორი ინფორმაციის გადაბეჭდვით ან ხელით შეყვანით, რაც დასტურდება უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და სერტიფიკატის გამცემი უფლებამოსილი ორგანოს ბეჭდით.

2. გრაფა 1 – „გამგზავნი/ექსპორტიორი (დასახელება და საფოსტო მისამართი)“.  მიეთითება საქონლის გამგზავნის/ექსპორტიორის დასახელება და საფოსტო მისამართი.

3. გრაფა 2 – „მიმღები/იმპორტიორი(დასახელება და საფოსტო მისამართი)“. მიეთითება საქონლის მიმღების/იმპორტიორის დასახელება და საფოსტო მისამართი.

--------------------------

* შენიშვნა:

სერტიფიკატის გრაფა 1-ში და გრაფა 2-ში მიეთითება საქონლის გამგზავნის/ექსპორტიორის და საქონლის მიმღების/იმპორტიორის იგივე დასახელება და საფოსტო მისამართი, რომელიც მითითებულია საქონლის გაგზავნასთან დაკავშირებულ (საგარეო ვაჭრობის შეთანხმება/გარიგება; ანგარიშფაქტურა, საბაჟო დეკლარაცია და სხვა.) დოკუმენტებში.

როდესაც საქონლის გამგზავნი და ექსპორტიორი/მიმღები და იმპორტიორი სხვადასხვა იურიდიული პირები არიან, მითითებული უნდა იყოს, რომ საქონლის გამგზავნი (დასახელება და მისამართი) მოქმედებს ექსპორტიორის (დასახელება და მისამართი) „დავალებით“.

4. გრაფა 3 – „სატრანსპორტო საშუალებები და მარშრუტი (რამდენადაც ცნობილია)“. მიეთითება სატრანსპორტო საშუალება და მარშრუტი, რამდენადაც ეს ცნობილია.

5. გრაფა 4 – მიეთითება სერტიფიკატის სარეგისტრაციო ნომერი, გამცემი ქვეყანა და სახელმწიფო, რომლისთვისაც არის განკუთვნილი ეს სერტიფიკატი. დასაშვებია სარეგისტრაციო ნორმის ხელით შეყვანა ან  შტამპით დადება.

6. გრაფა 5 – „სამსახურებრივი შენიშვნები“. იბეჭდება ან იწერება ხელით ან დაედება შტამპი, საქონლის გატანის, ტრანზიტის ან/და მიმღები ქვეყნის სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოების სამსახურებრივი შენიშვნები. ასევე, აუცილებლობის შემთხვევაში კეთდება შემდეგი ჩანაწერები: „დუბლიკატი“, „გაცემულია სერტიფიკატის ნაცვლად“, „გაცემულია შემდგომში“. სერტიფიკატში შესწორებების ან/და დამატების შეტანა ხორციელდება არასწორი ინფორმაციის გადახაზვით და მასზე სწორი ინფორმაციის  გადაბეჭდვით ან ხელით შეყვანით, რაც დასტურდება უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და სერტიფიკატის გამცემი უფლებამოსილი ორგანოს ბეჭდით.

7. გრაფა 6 – „ნომერი“. მიეთითება საქონლის რიგითი ნომერი.

8. გრაფა 7 – „ადგილების რაოდენობა და შეფუთვის სახეობა“. მიეთითება ადგილების რაოდენობა და შეფუთვის სახეობა.

9.  გრაფა 8 – „საქონლის აღწერილობა“. მიეთითება საქონლის კომერციული დასახელება და სხვა მონაცემები, რომელიც საბაჟო გაფორმების მიზნებისათვის საქონლის ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიკაციის შესაძლებლობას იძლევა, ასევე მიეთითება წარმოშობის შემდეგი კრიტერიუმები:

„П“ – როდესაც საქონელი სრულად არის წარმოებული საქართველოს ტერიტორიაზე;

„Д1905“ – როდესაც საქონელმა განიცადა საკმარისი დამუშავება/გადამუშავება, საბოლოო პროდუქციის საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) კოდის პირველი 4 ციფრის მითითებით, მაგ. – 1905;

„А“ – საქონელი, რომლის წარმოშობის ქვეყანა განსაზღვრულია ადვალური წილის წესის გამოყენებით, ექსპორტისთვის განკუთვნილ საქონელში გამოყენებული უცხოური მასალების ღირებულების პროცენტული წილის მითითებით, რომელიც გამოიანგარიშება მწარმოებელი ფრანკო-ქარხნის ფასის საფუძველზე, მაგ. „А15%“.

10. გრაფა 9 – „ ბრუტო/ნეტო წონა (კგ)“. მიეთითება საქონლის ბრუტო/ნეტო მასა (კგ) ან/და სხვა რაოდენობრივი მაჩვენებლები საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) შესაბამისად. მიწოდებული საქონლის ფაქტობრივი რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სერტიფიკატში მითითებული საქონლის რაოდენობას 5%-ზე მეტად.

11. გრაფა 10 – „ანგარიშფაქტურის ნომერი და თარიღი“. მიეთითება ანგარიშფაქტურის (ინვოისის), პროფორმა-ინვოისი, ან საქონლის ფინანსური ან/და რაოდენობრივი მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის მონაცემები.

12. გრაფა 11 – „დამოწმება“. ივსება უფლებამოსილი ორგანოს მიერ და მოიცავს მის დასახელებას, მისამართს, ბეჭედს და სერტიფიკატის გაცემის თარიღს, ასევე, სერტიფიკატის დამოწმებაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერას, გვარს და ინიციალებს. უფლებამოსილი ორგანოს ბეჭედი მკაფიოდ უნდა იყოს გამოკვეთილი, რომელიც, აუცილებლობის შემთხვევაში, უზრუნველყოფს მისი ნამდვილობის დადასტურებას. დასაშვებია თარიღის, უფლებამოსილი პირის გვარისა და ინიციალების ხელით შეყვანა ან შტამპით დადება.

13. გრაფა 12 – „განმცხადებლის დეკლარაცია“. მიეთითება ქვეყანა, სადაც საქონელი სრულად იქნა წარმოებული ან განიცადა საკმარისი დამუშავება/გადამუშავება, საქონლის წარმოშობის ქვეყნის მონაცემების დეკლარირების თარიღი, ასევე დაიდება განმცხადებლის ბეჭედი, განმცხადებლის უფლებამოსილი პირის ხელმოწერა, გვარი და ინიციალები. დასაშვებია თარიღის, უფლებამოსილი პირის გვარისა და ინიციალების ხელით შეყვანა ან შტამპით დადებ