1. სააგენტო ვალდებულია ელექტრონულად გამოაქვეყნოს ინფორმაცია დეპოზიტების დაზღვევის სისტემის მონაწილე კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების შესახებ, ინფორმაცია ფონდში აკუმულირებული თანხების შესახებ, ინფორმაცია ფონდის სახსრების განთავსების შესახებ, სააგენტოს საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში, სააგენტოს დებულება, ინსტრუქცია, სააგენტოს წლიური ბიუჯეტი და აუდიტორის ანგარიში.
2. კომერციული ბანკი და მიკრობანკი ვალდებული არიან მოქმედ ან პოტენციურ დეპოზიტორს ამ კანონისა და შესაბამისი ინსტრუქციის თანახმად მიაწოდონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ინფორმაცია დაზღვეული და დაუზღვეველი დეპოზიტების შესახებ, ინფორმაცია დაზღვეული დეპოზიტის ზღვრის შესახებ.
3. კომერციული ბანკი და მიკრობანკი ვალდებული არიან ამ კანონისა და შესაბამისი ინსტრუქციის თანახმად, ელექტრონულად გამოაქვეყნონ ინფორმაცია დეპოზიტების დაზღვევის შესახებ.
4. სააგენტოს თანამშრომლებს, ამ კანონის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტებსა და მათ თანამშრომლებს არა აქვთ უფლება, დაუშვან ვინმე კონფიდენციალურ ინფორმაციასთან, გათქვან, გაავრცელონ ან პირადი სარგებლობისთვის გამოიყენონ ასეთი ინფორმაცია.
5. სააგენტოში არსებული კომერციული ბანკის, მიკრობანკის ან მისი კლიენტის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ფუნქციების შესასრულებლად გადაეცეს მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ბანკს, შესაბამის კომერციულ ბანკს, მიკრობანკს (აგენტ ბანკს) და ფინანსური სტაბილურობის უწყებათაშორის კომიტეტს, რომლის წევრიც არის სააგენტოს უფროსი. სხვა პირს ასეთი ინფორმაცია გადაეცემა მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე.
საქართველოს 2021 წლის 28 აპრილის კანონი №473 – ვებგვერდი, 04.05.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2606 – ვებგვერდი, 10.03.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.02.2023-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 22.02.2023 კანონი №2606
- 28.04.2021 კანონი №473
წინა რედაქცია (02.06.2017 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 21. დეპოზიტორებისთვის ინფორმაციის მიწოდება 1. სააგენტო ვალდებულია ელექტრონულად გამოაქვეყნოს: ინფორმაცია დეპოზიტების დაზღვევის სისტემის მონაწილე კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების შესახებ, ინფორმაცია ფონდში აკუმულირებული თანხების შესახებ, კვაინფორტმალურცი და წლფონდიუს სახსრების განგთარვსების შესახები, სააგენტოს საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში, სააგენტოს დებულება, ინსტრუქციები, ინფორმაცია ფონდის სახსრების განთავსების შესახებ, სააგენტოს წლიური ბიუჯეტი, და აუდიტორის ანგარიში. 2. კომერციული ბანკი და მიკრობანკი ვალდებული არიან მოქმედ ან პოტენციურ დეპოზიტორს ამ კანონისა და შესაბამისი ინსტრუქციის შესთაბნახმისად მიაწოდონ ს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ინფორმაცია დაზღვეული და დაუზღვეველი დეპოზიტების შესახებ, ინფორმაცია დაზღვეული დეპოზიტის ზღვრის შესახებ. 3. კომერციული ბანკი და მიკრობანკი ვალდებული არიან ამ კანონისა და შესაბამისი ინსტრუქციის შესთაბნახმისად, ელექტრონულად გამოაქვეყნოსნ ინფორმაცია დეპოზიტების დაზღვევის შესახებ. 4. სააგენტოს თანამშრომლებს, ამ კანონის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტებსა და მათ თანამშრომლებს უფლება არა აქვთ უფლება, დაუშვან ვინმე კონფიდენციალურ ინფორმაციასთან, გათქვან, გაავრცელონ ან პირადი სარგებლობისათვის გამოიყენონ ასეთი ინფორმაცია. 5. სააგენტოში არსებული კომერციული ბანკის, მიკრობანკის ან მისი კლიენტების შესახებ სააგენტოში არსებული კონფიდენციალური ინფორმაცია შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ფუნქციების შესასრულებლად გადაეცეს მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ბანკს, შესაქბართვმის კომერციულო ბანკს, მიკრობანოკს (აგენმტ ბანკს) დეა ფინანსური სტაბილურობით გს უწყებათვალშორისწ კომინტებუტს, რომლი ფუნქცის წებვრიც არის შესააგენტოს რულებლადფროსი. სხვა პირს ასეთი ინფორმაცია გადაეცემა მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე.