1. სააგენტო ვალდებულია სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ დეპოზიტორებს დაუყოვნებლივ, ელექტრონულად, თავისი ოფიციალური ვებგვერდისა და ოფიციალური ბეჭდვითი გამოცემის საშუალებით აცნობოს სადაზღვევო შემთხვევის დადგომა და მათთვის ანაზღაურების გაცემის წესი.
2. სააგენტო ანაზღაურებას გასცემს წინასწარ შერჩეული კომერციული ბანკის, მიკრობანკის (აგენტი ბანკის) მეშვეობით. სააგენტო უფლებამოსილია შეარჩიოს კომერციული ბანკი, მიკრობანკი (აგენტი ბანკი) და დეპოზიტორთათვის ანაზღაურების გაცემის მიზნით გახსნას შესაბამისი ანგარიშები ამ კომერციულ ბანკში, მიკრობანკში. დეპოზიტორთათვის ანაზღაურების გაცემის მიზნით კომერციული ბანკის, მიკრობანკის (აგენტი ბანკის) შერჩევის წესი განისაზღვრება და ანაზღაურების გაცემის ორგანიზების საკითხები წესრიგდება შესაბამისი ინსტრუქციით.
3. შესაბამისი კომერციული ბანკის ან მიკრობანკის ლიკვიდატორი ვალდებულია სააგენტოს სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში, ელექტრონულად მიაწოდოს დაზღვეულ დეპოზიტორთა და მათი დეპოზიტების შესახებ სრული ინფორმაცია სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დღის მდგომარეობით, აგრეთვე ამ კანონის მე-18 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისი ინფორმაცია მისი გამოგზავნის დღეს არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით.
4. სააგენტო ვალდებულია სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან 20 კალენდარული დღის განმავლობაში უზრუნველყოს დეპოზიტორისათვის ასანაზღაურებელი თანხის გაანგარიშება და ანაზღაურება.
საქართველოს 2021 წლის 28 აპრილის კანონი №473 – ვებგვერდი, 04.05.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2606 – ვებგვერდი, 10.03.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.02.2023-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 22.02.2023 კანონი №2606
- 28.04.2021 კანონი №473
წინა რედაქცია (02.06.2017 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 19. დეპოზიტორისათვის ასანაზღაურებელი თანხის გადახდის ვადები და პროცედურები 1. სააგენტო ვალდებულია სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ დეპოზიტორებს დაუყოვნებლივ, ელექტრონულად, სთააგენტოვისი ოფიციალური ვებგვერდისა და ოფიციალური ბეჭდვითი გამოცემის საშუალებით აცნობოს სადაზღვევო შემთხვევის დადგომა და მათთვის ანაზღაურების გაცემის პრწესი. 2. სააგენტო ანაზღაურებას გასცედმს წინასწარ შერჩეული კომერციული ბანკის, მიკრობანკის (აგენტი ბანკის) მეშვეობით. 2. სააგენტო უფლებამოსილია შეარჩიოს კომერციული ბანკი, მიკრობანკი (აგენტი ბანკი) და დეპოზიტორთათვის ანაზღაურების გაცემის მიზნით გახსნას შესაბამისი ანგარიშები ამ კომერგციულ ბანკში, მიკრობანკში. დეპოზიტორთათვის ანაზღაურების გაცემის მიზნით კომერციუწლი ბანკის, მიკრობანკის (აგენტი ბანკის) შერჩევის წესი განისტაზღვრება და ანაზღაუქრების გაცემის ორგანიზების საკითხები წესრიგდება შესაბამისადი ინსტრუქციით. 3. შესაბამისი კომერციული ბანკის ან მიკრობანკის ლიკვიდატორი ვალდებულია სააგენტოს სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში, ელექტრონულად მიაწოდოს დაზღვეულ დეპოზიტორთა და მათი დეპოზიტების შესახებ სრული ინფორმაცია სადაზღვეულ დვო შეპმთხვევის დადგოზმიტს დღის მდგომარეობით, ა დგრეთვე ამ კათნონი დს მე-18 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისი ინფორმაცია მისი გამოგზავნის დღეს არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის შესგახთვალისწინებით. 4. სააგენტო ვალდებულია სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან 20 კალენდარული დღის განმავლობაში უზრუნველყოს დეპოზიტორისათვის ასანაზღაურებელი თანხის გაანგარიშება და ანაზღაურება.