1. თუ სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ფონდში არ არის დაზღვეული დეპოზიტების ასანაზღაურებლად საკმარისი თანხა, სააგენტოს უფლება აქვს, ამ კანონისა და შესაბამისი ინსტრუქციის თანახმად კომერციულ ბანკს, მიკრობანკს ერთჯერადად, დამატებით დაუწესოს სპეციალური სადაზღვევო შენატანი, მაგრამ არაუმეტეს კომერციულ ბანკში, მიკრობანკში დაზღვეული დეპოზიტების მთლიანი მოცულობის 1%-ისა კალენდარული წლის განმავლობაში.
2. თუ, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხების მობილიზაციის მიუხედავად, ფონდში არ არის დაზღვეული დეპოზიტების ასანაზღაურებლად საკმარისი თანხა, სააგენტოს უფლება აქვს, მოიზიდოს სახსრები, მათ შორის, სახელმწიფო გარანტიის საფუძველზე, შემდეგი წყაროებიდან და შემდეგი ფორმით:
ა) ისესხოს ფული ადგილობრივი და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისაგან;
ბ) ისესხოს ფული საქართველოს ეროვნული ბანკისაგან;
გ) ისესხოს ფული საქართველოს მთავრობისაგან;
დ) განათავსოს ფასიანი ქაღალდები;
ე) მოიძიოს სხვა, ალტერნატიული წყაროები.
3. სააგენტოს ეკისრება სესხის ფონდიდან დაფარვის ვალდებულება.
4. სპეციალური სადაზღვევო შენატანის დაწესებისა და შესაბამისი პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაცია განისაზღვრება ინსტრუქციით.
საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2606 – ვებგვერდი, 10.03.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.02.2023-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 22.02.2023 კანონი №2606
წინა რედაქცია (02.06.2017 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 14. სპეციალური სადაზღვევო შენატანი 1. თუ სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ფონდში არ არის დაზღვეული დეპოზიტების ასანაზღაურებლად საკმარისი თანხა, სააგენტოს უფლება აქვს, ამ კანონისა და შესაბამისი ინსტრუქციის შესთაბნახმისად კომერციულ ბანკს, მიკრობანკს ერთჯერადად, დამატებით დაუწესოს სპეციალური სადაზღვევო შენატანი, მაგრამ არაუმეტეს კომერციულ ბანკში, მიკრობანკში დაზღვეული დეპოზიტების მთლიანი მოცულობის 1%-ისა კალენდარული წლის განმავლობაში. 2. თუ, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხების მობილიზაციის მიუხედავად, ფონდში არ არის დაზღვეული დეპოზიტების ასანაზღაურებლად საკმარისი თანხა, სააგენტოს უფლება აქვს, მოიზიდოს სახსრები, მათ შორის, სახელმწიფო გარანტიის საფუძველზე, შემდეგი წყაროებიდან და შემდეგი ფორმით: ა) ისესხოს ფული ადგილობრივი და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისაგან; ბ) ისესხოს ფული საქართველოს ეროვნული ბანკისაგან; გ) ისესხოს ფული საქართველოს მთავრობისაგან; დ) განათავსოს ფასიანი ქაღალდები; ე) მოიძიოს სხვა, ალტერნატიული წყაროები. 3. სააგენტოს ეკისრება სესხის ფონდიდან დაფარვის ვალდებულება. 4. სპეციალური სადაზღვევო შენატანის დაწესებისა და შესაბამისი პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაცია განისაზღვრება ინსტრუქციით.