1. კომერციული ბანკი და მიკრობანკი ვალდებული არიან ყოველთვიურად გადაიხადონ რეგულარული სადაზღვევო შენატანი ამ კანონისა და შესაბამისი ინსტრუქციის თანახმად.
2. რეგულარული სადაზღვევო შენატანის ოდენობა ყოველთვიურად არ უნდა აღემატებოდეს:
ა) შესაბამის კომერციულ ბანკსა და მიკრობანკში ეროვნული ვალუტით დაზღვეული დეპოზიტის ანაზღაურებადი მოცულობის 0.067%-ს;
ბ) შესაბამის კომერციულ ბანკსა და მიკრობანკში უცხოური ვალუტით დაზღვეული დეპოზიტის ანაზღაურებადი მოცულობის 0.1%-ს.
3. რეგულარული სადაზღვევო შენატანი გადახდილი უნდა იქნეს არაუგვიანეს შესაბამისი თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
4. კომერციული ბანკი და მიკრობანკი რეგულარულ სადაზღვევო შენატანს იხდიან ეროვნული ვალუტით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით, შესაბამისი ინსტრუქციის თანახმად.
5. სააგენტო ყოველწლიურად, არაუგვიანეს 30 სექტემბრისა, კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების რისკების ანალიზის საფუძველზე თითოეული კომერციული ბანკისა და მიკრობანკისთვის ამტკიცებს შემდგომი წლისთვის რეგულარული სადაზღვევო შენატანის ინდივიდუალურ ოდენობას, მაგრამ არაუმეტეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ოდენობისა. კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების რისკების ანალიზის მეთოდოლოგია ყველა კომერციული ბანკისა და მიკრობანკისთვის უნდა იყოს საჯარო, ხოლო კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების შეფასება – კონფიდენციალური.
საქართველოს 2021 წლის 28 აპრილის კანონი №473 – ვებგვერდი, 04.05.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2606 – ვებგვერდი, 10.03.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.02.2023-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 22.02.2023 კანონი №2606
- 28.04.2021 კანონი №473
წინა რედაქცია (02.06.2017 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 13. რეგულარული სადაზღვევო შენატანი 1. კომერციული ბანკი და მიკრობანკი ვალდებული არიან ყოველთვიურად გადაიხადოსნ რეგულარული სადაზღვევო შენატანი ამ კანონისა და შესაბამისი ინსტრუქციის შესთაბნახმისად. 2. რეგულარული სადაზღვევო შენატანის ოდენობა ყოველთვიურად არ უნდა აღემატებოდეს: ა) შესაბამის კომერციულ ბანკსა და მიკრობანკში ეროვნული ვალუტით დაზღვეული დეპოზიტის ანაზღაურებადი მოცულობის 0.067%-ს; ბ) შესაბამის კომერციულ ბანკსა და მიკრობანკში უცხოური ვალუტით დაზღვეული დეპოზიტის ანაზღაურებადი მოცულობის 0.1%-ს. 3. რეგულარული სადაზღვევო შენატანი გადახდილი უნდა იქნეს არაუგვიანეს შესაბამისი თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა. 4. კომერციული ბანკი და მიკრობანკი რეგულარულ სადაზღვევო შენატანს იხდისან ეროვნული ვალუტით, გადახდის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით, შესაბამისი ინსტრუქციის შესთაბნახმისად. 5. სააგენტო ყოველწლიურად, არაუგვიანეს 30 სექტემბრისა, კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების რისკების ანალიზის საფუძველზე თითოეული კომერციული ბანკისა და მიკრობანკისთვის ამტკიცებს შემდგომი წლისთვის რეგულარული სადაზღვევო შენატანის ინდივიდუალურ ოდენობას, მაგრამ არაუმეტეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ოდენობისა. კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების რისკების ანალიზის მეთოდოლოგია ყველა კომერციული ბანკისა და მიკრობანკისთვის საჯარო უნდა იყოს საჯარო, ხოლო კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების შეფასება – კონფიდენციალური.