1. აუდიტის დასკვნა უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს:

ა) აუდიტის კრიტერიუმებთან შესაბამობის დონე და იუმს-ის მდგრადობა, მათ შორის იუმს-ის ეფექტიანობა დასახული შედეგების მიღწევაში, რისკების იდენტიფიცირებაში და მათთან მოპყრობაში;

ბ) იუმს-ის ეფექტიანი იმპლემენტაცია, მხარდაჭერა და გაუმჯობესება;

გ) აუდიტის მიზნების მიღწევა, აუდიტის ფარგლები და აუდიტის კრიტერიუმების შესრულება.

2. აუდიტის დასკვნაში აისახება:

ა) აუდიტის მიზნები;

ბ) აუდიტის ფარგლები, აუდიტის ობიექტის და აუდიტს დაქვემდებარებული ფუნქციების და პროცესების მითითებით;

გ) ინფორმაცია აუდიტორების შესახებ;

დ) აუდიტის აქტივობების განხორციელების დრო და ადგილი;

ე) აუდიტის კრიტერიუმები;

ვ) აუდიტის მიერ გამოვლენილი გარემოებები და დაკავშირებული მტკიცებულებები;

ზ) აუდიტის დასკვნა;

თ) განაცხადი აუდიტის კრიტერიუმების შესრულების შკალის შესახებ;

ი) განსხვავებული მოსაზრებები და შეუთანხმებელი საკითხები აუდიტის ობიექტს და აუდიტორებს შორის.

3. აუდიტის დასკვნა, საჭიროები შემთხვევაში, ასევე შეიძლება შეიცავდეს:

ა) აუდიტის გეგმას, დროითი გრაფიკების მითითებით;

ბ) აუდიტის პროცესის შეჯამებას, მათ შორის გამოვლენილ დამაბრკოლებელ გარემოებებს, რომლებმაც შესაძლოა შეამცირონ აუდიტის დასკვნის სანდოობა;

გ) დადასტურებას, რომ აუდიტის მიზნები იქნა მიღწეული  აუდიტის ფარგლებში აუდიტის გეგმის შესაბამისად;

დ) აუდიტის ფარგლებით მოცულ საკითხებს, რომლებიც არ იქნა დაფარული და აღნიშნულის არგუმენტაციას;

ე) აუდიტს დასკვნებისა და გარემოებების შეჯამებას, რომლებსაც ეს დასკვნები ეფუძნება;

ვ) აუდიტის შემდეგომ განსახორციელებელ ქმედებებს, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, საინფორმაციო-ტექნოლოგიური შემოწმების ჩატარებას;

ზ) განაცხადს შინაარსის კონფიდენციალობის თაობაზ