საპენსიო განაცხადი, რომლის ფორმას ადგენენ საპენსიო კომპანია, მზღვეველი და აქტივების მმართველი კომპანია, უნდა შეიცავდეს სულ მცირე შემდეგ ინფორმაციას:
ა) მონაწილის ან მემკვიდრის/ბენეფიციარის პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, საპენსიო ასაკზე ან პენსიის მიღების უფლების ამ კანონით დადგენილ სხვა საფუძველზე მითითებას;
ბ) იმ კომერციული ბანკის დასახელებასა და საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებს, რომლებსაც მონაწილე გამოიყენებს პენსიის მისაღებად;
გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული სამკვიდროს გახსნის დამადასტურებელი დოკუმენტის, ანდერძის ან/და სხვა სახის დოკუმენტის ან/და სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც მემკვიდრეთა ვინაობას განსაზღვრავს, თუ მონაწილეს საპენსიო სქემაში გაწევრებისას ბენეფიციარი არ განუსაზღვრავს;
დ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემულ მონაწილის შეზღუდული შესაძლებლობის შესაბამისი კატეგორიის დამადასტურებელ დოკუმენტს, საჭიროების შემთხვევაში;
ე) მონაწილის მიერ არჩეული პენსიის მიღების ფორმის შესახე