ბრძანება N 11675
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 11675
29.05.2023
------ -----------ის (პ/ნ ------------------)
(მის.: -------------------------------------)
2023 წლის 8 მაისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 19 მაისის სხდომაზე (ოქმი №55) განიხილა ------ -----------ის (პ/ნ ------------------)№78763/21 საჩივარი, რომლებიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 5 აპრილის №7353 ბრძანებას.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ შპს „კ-----“-ის საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე დროებითი შენახვის 2022 წლის 9 მარტის დეკლარაციით შენახული იყო 13410 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი. ვინაიდან კანონით დადგენილ ვადაში არ განახორციელა საბაჟო პროცედურა - მიუხედავად გაგზავნილი საქონლის განკარგვის განზრახვის წერილობითი შეტყობინებისა, საბაჟო დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემისა.
მომჩივნის განმარტებით, ამ დროისთვის სხვა ანალოგიური საქონელიც ჰქონდა საბაჟო საწყობში შენახული, რომელზეც ამ დროისთვის ნაწილზე განახორციელა შენახვის ვადის გაგრძელება, ნაწილზე კი დაასრულა საბაჟო პროცედურები. ასევე მიუთითებს, რომ ჰქონდა ფინანსური პრობლემები, რის გამოც ვერ შეძლო მთლიან საქონელზე განეხორციელებინა საბაჟო პროცედურები და ვერც შენახვის ვადა გააგრძელა, საქონლის ჩამორთმევით კი მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი ექნება.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს 2023 წლის 5 აპრილის №7353 ბრძანების გაუქმებას და საბაჟო პროცედურების დასრულებისთვის განესაზღვროს დამატებით 10 დღე.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2022 წლის 9 მარტს ------ -----------ის (პ/ნ ------------------) მიერ №69500/C437 დროებით შენახვის დეკლარაციით შპს „-----“-ის (ს/ნ --------) საბაჟო საწყობში შენახულ იქნა 13 410 ბოთლი (ბრუტო წონა 22893.31 კგ) ალკოჰოლური სასმელი. ვინაიდან, აღნიშნული საქონლის მიმართ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ განსაზღვრულა საბაჟო პროცედურა, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 22 თებერვალს შედგენილ იქნა №EL200900 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც ----- -----ს საქონლის დეკლარირების ვადის დარღვევისთვის დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.
ზემოაღნიშნული საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი ------ -----------ს გაეგზავნა გაფორმების ეკონომიკური ზონა „----ის“ 2023 წლის 6 მარტის №21-10-19/18057 წერილობითი შეტყობინებით, რომლითაც ნაკლოვანების აღმოფხვრის ან რეექსპორტის განხორციელებისთვის განესაზღვრა 10 დღის ვადა. ამავე წერილით ეცნობა, რომ მითითებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საბაჟო ორგანოს მიერ განხორციელდებოდა საქართველოს საბაჟო კოდექსის 103-ე მუხლით განსაზღვრული საქონლის განკარგვის ღონისძიებები. აღნიშნული შეტყობინება ------ -----------ს ჩაჰბარდა 2023 წლის 13 მარტს.
ვინაიდან, ამოიწურა შეტყობინებით განსაზღვრული ვადა, ხოლო ------ -----------ის (პ/ნ ------------------) მიერ კუთვნილი საქონლის მიმართ საბაჟო პროცედურა არ განსაზღვრულა და არც საქონლის განკარგვის ღონისძიება განხორციელებულა, საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 5 აპრილის №7353 ბრძანებით ------ -----------ის (პ/ნ ------------------) კუთვნილი, შპს „----“-ის (ს/ნ 2-----) საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე 2022 წლის 9 მარტის №69500/C437 დროებით შენახვის დეკლარაციით შენახული 13 410 ბოთლი (ბრუტო წონით 22893.91 კგ) ალკოჰოლური სასმელი გადაცემულ იქნა სახელმწიფო საკუთრებაში.
საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 5 აპრილის №7353 ბრძანებით სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული საქონელი განთავსებულია შპს „-------“-ის (ს/ნ ----------) საბაჟო საწყობში.
საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილია ფოსტის მეშვეობით. საჩივარზე დართული დოკუმენტის შესაბამისად კი, საჩივრის ფოსტაში წარდგენის თარიღად მითითებულია 2023 წლის 4 მაისი.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილით, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.
ამავე კოდექსის 78-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საბაჟო საწყობში საქონლის დროებით შენახვის შემთხვევაში დროებით შენახული უცხოური საქონლის მიმართ საბაჟო პროცედურის განსაზღვრისთვის ან რეექსპორტის გამოყენებისთვის აუცილებელი საბაჟო ფორმალობა 180 დღეში უნდა განხორციელდეს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო ორგანომ საქონლის განკარგვის მიზნით მის მიმართ შეიძლება განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:
ა) საბაჟო სანქციის სახით საბაჟო სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევა;
ბ) საქონლის განადგურება;
გ) საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიებები საბაჟო ორგანოს ინიციატივით ხორციელდება იმ საქონლის მიმართ, რომლის (მათ შორის, დროებით შენახული საქონლის) მიმართაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ განსაზღვრულა საბაჟო პროცედურა ან რომლის მიმართაც აღნიშნული ვადის ამოწურვამდე ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიება არ განხორციელებულა.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, საბაჟო ორგანო დეკლარანტს წერილობით ატყობინებს საქონლის განკარგვის განზრახვის შესახებ და ადგენს ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ − „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნაკლოვანებების აღმოფხვრის ვადას, რომელიც 30 დღეს არ უნდა აღემატებოდეს. ამ ვადაში დეკლარანტის მიერ აღნიშნული ნაკლოვანებების აღმოფხვრის ან საქონლის რეექსპორტის შემთხვევაში საბაჟო ორგანო არ ახორციელებს საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემას ან საქონლის განადგურებას.
დადგენილია, რომ 2022 წლის 9 მარტს მომჩივნის მიერ დროებით შენახვის დეკლარაციით საბაჟო საწყობში შენახულ იქნა 13 410 ბოთლი (ბრუტო წონა 22893.31 კგ) ალკოჰოლური სასმელი, რომლის მიმართ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ განსაზღვრულა საბაჟო პროცედურა. 2023 წლის 6 მარტის წერილობითი შეტყობინებით, ნაკლოვანების აღმოფხვრის ან რეექსპორტის განხორციელებისთვის მომჩივანს განესაზღვრა 10 დღის ვადა და ასევე ეცნობა, რომ მითითებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საბაჟო ორგანოს მიერ განხორციელდებოდა საქართველოს საბაჟო კოდექსის 103-ე მუხლით განსაზღვრული საქონლის განკარგვის ღონისძიებები.
დადგენილია ასვე, რომ აღნიშნული შეტყობინება ------ -----------ს ჩაჰბარდა 2023 წლის 13 მარტს, თუმცა მომჩივნის მიერ ღნიშნული საქონლის მიმართ საბაჟო პროცედურა არ განსაზღვრულა და არც საქონლის განკარგვის ღონისძიება განხორციელებულა. შესაბამსიად, საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 5 აპრილის №7353 ბრძანებით საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე 2022 წლის 9 მარტის №69500/C437 დროებით შენახვის დეკლარაციით შენახული 13 410 ბოთლი (ბრუტო წონით 22893.91 კგ) ალკოჰოლური სასმელი მართლზომიერად იქნა გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ------ -----------ის (პ/ნ ------------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი ითხოვს 2023 წლის 5 აპრილის №7353 ბრძანების გაუქმებას და საბაჟო პროცედურების დასრულებისთვის განესაზღვროს დამატებით 10 დღე.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნის მიერ დროებით შენახვის დეკლარაციით საბაჟო საწყობში შენახულ იქნა ალკოჰოლური სასმელი, რომლის მიმართ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ განსაზღვრულა საბაჟო პროცედურა.
2023 წლის 6 მარტის წერილობითი შეტყობინებით, ნაკლოვანების აღმოფხვრის ან რეექსპორტის განხორციელებისთვის მომჩივანს განესაზღვრა 10 დღის ვადა და ასევე ეცნობა, რომ მითითებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საბაჟო ორგანოს მიერ განხორციელდებოდა საქართველოს საბაჟო კოდექსის 103-ე მუხლით განსაზღვრული საქონლის განკარგვის ღონისძიებები.
დადგენილია ასვე, რომ აღნიშნული შეტყობინება მომჩივანს ჩაჰბარდა 2023 წლის 13 მარტს, თუმცა მომჩივნის მიერ ღნიშნული საქონლის მიმართ საბაჟო პროცედურა არ განსაზღვრულა და არც საქონლის განკარგვის ღონისძიება განხორციელებულა. შესაბამსიად, საბაჟო დეპარტამენტის №7353 ბრძანებით საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე დროებით შენახვის დეკლარაციით შენახული ალკოჰოლური სასმელი მართლზომიერად იქნა გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302(6);
ასევე საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 5(2); 78(3); 103(1,2„ა“„ვ“,3,4);165;