ბრძანება N 19855
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 19855
07 სექტემბერი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
----- ----- (პ/ნ ----- ) (მის.: ----- )
2026 წლის 10 აგვისტოს საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 21 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი N 76) განიხილა ----- (პ/ნ ----- ) N 138576/21-11 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2026 წლის 14 იანვრის N 286 ბრძანებას.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ საკუთრებაში არსებული ავტომობილი -----, რომელიც იყო საბაჟო საწყობში დროებით შენახული, გადაეცა სახელმწიფოს საკუთრებაში. მიუთითებს, რომ მისთვის უცნობი იყო საბაჟო დეპარტამენტის წერილობით შეტყობინების შესახებ და საბაჟო დეპარტამენტის 2026 წლის 14 იანვრის N 286 ბრძანებას გაეცნო 2026 წლის 10 აგვისტოს.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს, სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული კუთვნილი ავტომობილის დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ შპს „-----“ (ს/ნ ----- ) 2025 წლის 10 აპრილის N ----- განცხადებით საბაჟო დეპარტამენტს ეცნობა საბაჟო საწყობში დროებით შენახული, ფიზიკური პირი ----- (პ/ნ ----- ) კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალების (ს/ნ ----- ) დროებით შენახვის ვადის გასვლის თაობაზე. წარმოდგენილი ინფორმაციისა და მონაცემთა ბაზებში რეგისტრირებული მონაცემების შესწავლით დადგინდა, რომ მითითებულ ავტომობილზე, რომელიც დროებით შენახვის მიზნით შპს „-----“ (ს/ნ ----- ) საბაჟო საწყობში განთავსდა 2023 წლის 10 აპრილს, დარღვეული იყო საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი, საბაჟო საწყობში უცხოური საქონლის დროებით შენახვისა და საბაჟო პროცედურის განსაზღვრის/რეექსპორტის განხორციელების ვადები.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 8 მაისის N ----- წერილობითი შეტყობინებით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 103-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ----- (პ/ნ ----- ) ეცნობა ავტოსატრანსპორტო საშუალების განკარგვის განზრახვის თაობაზე და ნაკლოვანებების აღმოფხვრისთვის განესაზღვრა 10 კალენდარული დღე. მითითებული დოკუმენტი ადრესატს მატერიალური ფორმით გაეგზავნა 2-ჯერ, მაგრამ მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა. ----- (პ/ნ ----- ) შეტყობინება წარედგინა შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზეც. თუმცა, ვინაიდან კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში არ მოხდა დოკუმენტის გაცნობა, 2025 წლის 16 ივნისს განხორციელდა მისი საჯაროდ გავრცელება (შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება N ----- ), რომელიც ჩაბარებულად ჩაითვალა 2025 წლის 6 ივლისს.
ვინაიდან ამოიწურა შეტყობინებით განსაზღვრული ვადა, მაგრამ ----- (პ/ნ ----- ) მხრიდან ნაკლოვანებები არ იქნა აღმოფხვრილი, საბაჟო საწყობში დროებით შენახული ავტოსატრანსპორტო საშუალება (ს/ნ ----- ) საბაჟო დეპარტამენტის 2026 წლის 14 იანვრის N 286 ბრძანებით გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში, რის თაობაზეც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ეცნობა საბაჟო დეპარტამენტის 2026 წლის 20 იანვრის ----- წერილით.
საბაჟო დეპარტამენტის 2026 წლის 14 იანვრის N 286 ბრძანებას ----- გაეცნო გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე 2026 წლის 10 აგვისტოს.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილით, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.
ამავე კოდექსის მე-6 ნაწილით დადგენილია:
საბაჟო ფორმალობა არის დაინტერესებული პირის ან/და საბაჟო ორგანოს მიერ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესასრულებლად განსახორციელებელ სავალდებულო ქმედებას;
დროებით შენახვა გულისხმობს იმ უცხოური საქონლის მდგომარეობას, რომელიც საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ დროებით, მისი საბაჟო ორგანოსთვის წარდგენიდან საბაჟო პროცედურაში მოქცევამდე/რეექსპორტამდე არის შენახული.
ამავე საკანონმდებლო აქტის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანომ საქონლის განკარგვის მიზნით მის მიმართ შეიძლება განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:
ა) საბაჟო სანქციის სახით საბაჟო სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევა;
ბ) საქონლის განადგურება;
გ) საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა;.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი მიუთითებს, რომ ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიებები საბაჟო ორგანოს ინიციატივით ხორციელდება იმ საქონლის მიმართ:
დ) რომლის (მათ შორის, დროებით შენახული საქონლის) მიმართაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ განსაზღვრულა საბაჟო პროცედურა ან რომლის მიმართაც აღნიშნული ვადის ამოწურვამდე ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიება არ განხორციელებულა;
ამავე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო ორგანო დეკლარანტს წერილობით ატყობინებს საქონლის განკარგვის განზრახვის შესახებ და ადგენს ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“−„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნაკლოვანებების აღმოფხვრის ვადას, რომელიც 30 დღეს არ უნდა აღემატებოდეს. ამ ვადაში დეკლარანტის მიერ აღნიშნული ნაკლოვანებების აღმოფხვრის ან საქონლის რეექსპორტის შემთხვევაში საბაჟო ორგანო არ ახორციელებს საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემას ან საქონლის განადგურებას.
დადგენილია, რომ ----- (პ/ნ ----- ) კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება დროებით შენახვის მიზნით შპს „-----“ (ს/ნ ----- ) საბაჟო საწყობში განთავსდა 2023 წლის 10 აპრილს და დარღვეული იყო საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი, საბაჟო საწყობში უცხოური საქონლის დროებით შენახვისა და საბაჟო პროცედურის განსაზღვრის/რეექსპორტის განხორციელების ვადები. დადგენილია ასევე, რომ საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 8 მაისის N ----- წერილობითი შეტყობინებით, ----- (პ/ნ ----- ) ნაკლოვანებების აღმოფხვრისთვის განესაზღვრა 10 კალენდარული დღე და ასევე ეცნობა ნაკლოვანებების აღმოუფხვრელობის შემთხვავში ავტოსატრანსპორტო საშუალების განკარგვის განზრახვის თაობაზე. წერილობითი შეტყობინება ჩაბარებულად ჩაითვალა 2025 წლის 6 ივლისს, თუმცა შეტყობინებით განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდგომ და არც მას შემდეგ მომჩივნის მიერ არ შესრულებულა წერილობითი შეტყობინებით განსაზღვრული პირობები. ამდენად, საბაჟო დეპარტამენტის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების (ს/ნ ----- ) სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა მართლზომიერია.
მოჩივნის არგუმენტზე შემოსავლების სამსახური მოუთითებს, რომ საქართველოს საბაჟო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, დროებით შენახული უცხოური საქონლის მიმართ საბაჟო პროცედურის განსაზღვრისთვის ან რეექსპორტის გამოყენებისთვის აუცილებელი საბაჟო ფორმალობა 30 დღეში უნდა განხორციელდეს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ----- (პ/ნ ----- ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი ითხოვს, სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული კუთვნილი ავტომობილის დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
დადგენილია, რომ ავტომობილის დროებით შენახვის ვადის დარღვევის გამო მფლობელს ეცნობა ნაკლოვანებების გამოსწორების ვალდებულების შესახებ, თუმცა მოთხოვნა არ შესრულდა. შედეგად, ავტომობილი გადავიდა სახელმწიფო საკუთრებაში.
გადაწყვეტილება:
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 78; 103;