ბრძანება N 18200
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 18200
06 აგვისტო 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ს“ (ს/ნ ---)
(მის.: ---) 2024 წლის 11 ივლისის საჩივრის ნაწილობრივ
დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 26 ივლისის ხდომაზე (ოქმი №81) განიხილა შპს „---ს“ (ს/ნ ---) №23468/2/2024 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 4 ივლისის №EL255497 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ საქონელი განთავსებულია საბაჟო საწყობში. 2024 წლის 21 ივნისს დაწერა განცხადება საქონლის განადგურებაზე. აღნიშნულზე მითითებით ითხოვს დაკისრებული ჯარიმის შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ შპს „----ს“ (ს/ნ ---) მიერ 2023 წლის 9 სექტემბერს №--- დროებით შენახვის დეკლარაციით შპს „---ის“ საბაჟო საწყობში (----) შენახულ იქნა საქონელი (ელ. სიგარეტები სითხეებით – 20 000 ცალი) და საქონლის დროებით შენახვის ბოლო ვადად განისაზღვრა 2024 წლის 4 ივნისი. ვინაიდან კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში არ განხორციელდა ზემოაღნიშნული საქონლის დეკლარირება, გაფორმების ეკონომიკური ზონა „---ს“ უფლებამოსილი პირის მიერ 2024 წლის 4 ივლისს შედგენილ იქნა №EL255497 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „---ს“ (ს/ნ ---) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარი. შპს „---მ“ (ს/ნ ---) საბაჟო დეპარტამენტს მიმართა №103556/21-10- 21 (21.06.2024) და №123126/21-10-21 (23.07.2024) განცხადებებით და მოითხოვა №---დეკლარაციით დროებით შენახული საქონლის განადგურება.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 78-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საბაჟო საწყობში საქონლის დროებით შენახვის შემთხვევაში დროებით შენახული უცხოური საქონლის მიმართ საბაჟო პროცედურის განსაზღვრისთვის ან რეექსპორტის გამოყენებისთვის აუცილებელი საბაჟო ფორმალობა 180 დღეში უნდა განხორციელდეს. საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით კი, საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა. საქართველოს საბაჟო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო ორგანომ საქონლის განკარგვის მიზნით მის მიმართ შეიძლება განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:
ა) საბაჟო სანქციის სახით საბაჟო სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევა;
ბ) საქონლის განადგურება;
გ) საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა.
ამავე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, დეკლარანტის ინიციატივითა და საბაჟო ორგანოს ზედამხედველობით ხორციელდება საქონლის განკარგვის შემდეგი ღონისძიებები:
ა) საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემა;
ბ) საქონლის განადგურება.
ამავე კოდექსის 163-ე მუხლის მე-14 ნაწილის მიხედვით, ამ კოდექსის შესაბამისად საქონლის განკარგვის ღონისძიებების განხორციელებისას პირს ამ კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა არ დაეკისრება, ხოლო დაკისრებული ჯარიმა აღსრულებულად ჩაითვლება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საბაჟო დეპარტამენტს უნდა დაევალოს საქონლის განკარგვის ღონისძიების განხორციელების - საქონლის განადგურების შემთხვევაში, უზრუნველყოს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის აღსრულებულად ჩათვლა. დანარჩენ ნაწილში საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. საბაჟო დეპარტამენტს დაევალოს საქონლის განკარგვის ღონისძიების განხორციელების - საქონლის განადგურების შემთხვევაში, უზრუნველყოს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის აღსრულებულად ჩათვლა;
3. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი კორექტირება მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ საქონელი განთავსებულია საბაჟო საწყობში, დაწერა განცხადება საქონლის განადგურებაზე. აღნიშნულზე მითითებით ითხოვს დაკისრებული ჯარიმის შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ საწარმოს მიერ 2023 წლის 9 სექტემბერს დროებით შენახვის დეკლარაციით მის საბაჟო საწყობში შენახულ იქნა საქონელი (ელ. სიგარეტები სითხეებით – 20 000 ცალი). ვინაიდან კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში არ განხორციელდა ზემოაღნიშნული საქონლის დეკლარირება, გაფორმების ეკონომიკური ზონის უფლებამოსილი პირის მიერ 2024 წლის 4 ივლისს შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარი. საწარმომ მიმართა საბაჟო დეპარტამენტს და მოითხოვა დროებით შენახული საქონლის განადგურება.
გადაწყვეტილება
საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საბაჟო დეპარტამენტს უნდა დაევალოს საქონლის განკარგვის ღონისძიების განხორციელების - საქონლის განადგურების შემთხვევაში, უზრუნველყოს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის აღსრულებულად ჩათვლა.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 163 (14).