გადაწყვეტილება №20025/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 01.08.2023
№ დოკუმენტი 20025/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20025/2/2023

01.08. 2023

 

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ ----- ----------ი (ს/ნ ---------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ----- ------ის 20.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20025/2/2023).

 

დავის საგანი:

საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 5 აპრილის №7353 ბრძანება;

2. შემოსავლების სამსახურის 29.05.2023 წლის №11675 ბრძანება.

 

ფაქტების აღწერა

2022 წლის 9 მარტს მომჩივნის მიერ №69500/C437 დროებით შენახვის დეკლარაციით შპს „-----“- ის (ს/ნ -----) საბაჟო საწყობში შენახულ იქნა 13 410 ბოთლი (ბრუტო წონა 22893.31 კგ) ალკოჰოლური სასმელი. ვინაიდან, აღნიშნული საქონლის მიმართ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ განსაზღვრულა საბაჟო პროცედურა, 2023 წლის 22 თებერვლის №EL200900 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, საქონლის დეკლარირების ვადის დარღვევისთვის, მომჩივანს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.

აღნიშნული საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი მომჩივანს გაეგზავნა გაფორმების ეკონომიკური ზონა „---ის“ 2023 წლის 6 მარტის №21-10-19/18057 წერილობითი შეტყობინებით, რომლითაც ნაკლოვანების აღმოფხვრის ან რეექსპორტის განხორციელებისთვის განესაზღვრა 10 დღის ვადა. ამავე წერილით ეცნობა, რომ მითითებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საბაჟო ორგანოს მიერ განხორციელდებოდა საბაჟო კოდექსის 103-ე მუხლით განსაზღვრული საქონლის განკარგვის ღონისძიებები. აღნიშნული შეტყობინება მომჩივანს ჩაჰბარდა 2023 წლის 13 მარტს.

შეტყობინებით განსაზღვრული ვადაში ზემოხსენებული საქონლის მიმართ საბაჟო პროცედურა არ განსაზღვრულა და არც საქონლის განკარგვის ღონისძიება განხორციელებულა. შედეგად, საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 5 აპრილის №7353 ბრძანებით, შპს „-----“-ის (ს/ნ -------) საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე 2022 წლის 9 მარტის №69500/C437 დროებით შენახვის დეკლარაციით შენახული 13 410 ბოთლი (ბრუტო წონით 22893.91 კგ) ალკოჰოლური სასმელი გადაცემულ იქნა სახელმწიფო საკუთრებაში და განთავსდა შპს „------“-ის (ს/ნ ------) საბაჟო საწყობში.

მომჩივანმა შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 5 აპრილის №7353 ბრძანება გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 29.05.2023 წლის №11675 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილზე, 78-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 103-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე და მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შპს „------“-ის საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე დროებითი შენახვის 2022 წლის 9 მარტის დეკლარაციით შენახული იყო 13 410 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი. მიუხედავად მომჩივანზე გაგზავნილი საქონლის განკარგვის განზრახვის წერილობითი შეტყობინებისა, საბაჟო დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემისა.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის სხვა ანალოგიური საქონელიც ჰქონდა საბაჟო საწყობში შენახული, რომელზეც ნაწილზე განახორციელა შენახვის ვადის გაგრძელება, ნაწილზე კი დაასრულა საბაჟო პროცედურები. ასევე მიუთითებს, რომ ჰქონდა ფინანსური პრობლემები, რის გამოც ვერ შეძლო მთლიან საქონელზე განეხორციელებინა საბაჟო პროცედურები და ვერც შენახვის ვადა გააგრძელა, საქონლის ჩამორთმევით კი მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი ექნება. მას აღებული აქვს კრედიტები და ფინანსური ვალდებულებები.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს 2023 წლის 5 აპრილის №7353 ბრძანების გაუქმებას და ბრძანების გაუქმების შემთხვევაში გამოთქვამს მზადყოფნას რომ საბაჟო პროცედურებს დაასრულებს 10 დღის ვადაში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საბაჟო კოდექსის 78-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საბაჟო საწყობში საქონლის დროებით შენახვის შემთხვევაში დროებით შენახული უცხოური საქონლის მიმართ საბაჟო პროცედურის განსაზღვრისთვის ან რეექსპორტის გამოყენებისთვის აუცილებელი საბაჟო ფორმალობა 180 დღეში უნდა განხორციელდეს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო ორგანომ საქონლის განკარგვის მიზნით მის მიმართ შეიძლება განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:

ა) საბაჟო სანქციის სახით საბაჟო სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევა;

ბ) საქონლის განადგურება;

გ) საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიებები საბაჟო ორგანოს ინიციატივით ხორციელდება იმ საქონლის მიმართ, რომლის (მათ შორის, დროებით შენახული საქონლის) მიმართაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ განსაზღვრულა საბაჟო პროცედურა ან რომლის მიმართაც აღნიშნული ვადის ამოწურვამდე ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიება არ განხორციელებულა.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, საბაჟო ორგანო დეკლარანტს წერილობით ატყობინებს საქონლის განკარგვის განზრახვის შესახებ და ადგენს ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ − „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნაკლოვანებების აღმოფხვრის ვადას, რომელიც 30 დღეს არ უნდა აღემატებოდეს. ამ ვადაში დეკლარანტის მიერ აღნიშნული ნაკლოვანებების აღმოფხვრის ან საქონლის რეექსპორტის შემთხვევაში საბაჟო ორგანო არ ახორციელებს საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემას ან საქონლის განადგურებას.

დადგენილია, რომ მომჩივნის მიერ 2022 წლის 9 მარტს დროებითი შენახვის დეკლარაციით შენახულია ალკოჰოლური სასმელი, 2023 წლის 3 თებერვლის ჩათვლით. ამასთან, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ არის განხორციელებული დეკლარირება, რამაც გამოიწვია დეკლარირების ვადის დარღვევა.

2023 წლის 6 მარტს მომჩივანს გაეგზავნა №21-10-19/18057 წერილი, რითაც ეცნობა, რომ საბაჟო საწყობში შენახულ 13 410 ბოთლ ალკოჰოლურ სასმელზე დარღვეული იყო დეკლარირების ვადა. ამავე წერილით მომჩივანს ნაკლოვანების აღმოფხვრის ან რეექსპორტის განხორციელებისთვის განესაზღვრა 10 დღის ვადა და ასევე ეცნობა, რომ მითითებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საბაჟო ორგანოს მიერ განხორციელდებოდა საქართველოს საბაჟო კოდექსის 103-ე მუხლით განსაზღვრული საქონლის განკარგვის ღონისძიებები.

იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ მომჩივანს 2023 წლის 6 მარტის №21-10-19/18057 შეტყობინება ჩაბარდა 2023 წლის 13 მარტს, თუმცა მომჩივანს მასზე რაიმე რეაგირება არ მოუხდენია, აღნიშნული საქონლის მიმართ საბაჟო პროცედურა არ განსაზღვრულა და არც საქონლის განკარგვის ღონისძიება განხორციელებულა, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის კუთვნილი საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა განხორციელდა მართლზომიერად და არ არსებობს აღნიშნული ბრძანების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივნის მიერ დროებით შენახვის დეკლარაციით კომპანიის საბაჟო საწყობში შენახულ იქნა ალკოჰოლური სასმელი. ვინაიდან, აღნიშნული საქონლის მიმართ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ განსაზღვრულა საბაჟო პროცედურა, №EL200900 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, საქონლის დეკლარირების ვადის დარღვევისთვის, მომჩივანს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია .

აღნიშნული საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი მომჩივანს გაეგზავნა გაფორმების ეკონომიკური ზონა წერილობითი შეტყობინებით, რომლითაც ნაკლოვანების აღმოფხვრის ან რეექსპორტის განხორციელებისთვის განესაზღვრა 10 დღის ვადა. ამავე წერილით ეცნობა, რომ მითითებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საბაჟო ორგანოს მიერ განხორციელდებოდა საბაჟო კოდექსის 103-ე მუხლით განსაზღვრული საქონლის განკარგვის ღონისძიებები. აღნიშნული შეტყობინება მომჩივანს ჩაჰბარდა .

შეტყობინებით განსაზღვრული ვადაში ზემოხსენებული საქონლის მიმართ საბაჟო პროცედურა არ განსაზღვრულა და არც საქონლის განკარგვის ღონისძიება განხორციელებულა. შედეგად, საბაჟო დეპარტამენტის 7353 ბრძანებით, კომპანიის საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე №69500/C437 დროებით შენახვის დეკლარაციით შენახული ალკოჰოლური სასმელი გადაცემულ იქნა სახელმწიფო საკუთრებაში და განთავსდა საბაჟო საწყობში.

მომჩივანმა შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის № 7353 ბრძანება გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის №11675 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი ორივე ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 78(3);103(1,2 „დ“ „ვ“ , 3, 4); 165;