ბრძანება N 9605

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 14.05.2025
№ დოკუმენტი 9605
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

N 9605

14 მაისი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

-------------------ს (პ/ნ --------------------)

(ფაქტ. მის.: ------------------------------

იურ. მის.: --------------------------------)

2025 წლის 17 აპრილის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 2 მაისის სხდომაზე (ოქმი №34) განიხილა -------------------ს (პ/ნ --------------------) №59759/21-10-21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის პირველი აპრილის №6221 ბრძანებას.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ ჯანმრთელობის პრობლემების გამო დროულად ვერ მოახდინა საქონლის დეკლარირება. იმის გამო, რომ საბაჟო დეპარტამენტის მიერ განსაზღვრულ 30 დღიან ვადაშიც ვერ შეძლო საქონლის გაფორმება, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის პირველი აპრილის №6221 ბრძანებით მისი საქონელი გადაცემულ იქნა სახელმწიფო საკუთრებაში. მომჩივანი მიუთითებს, რომ სურს განახორციელოს აღნიშნული საქონლის გაფორმება.

შესაბამისად, ითხოვს, გაუქმდეს სადავო აქტი და მიეცეს შესაძლებლობა გააფორმოს საქონელი.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2024 წლის 17 ივლისს -------------------ს (პ/ნ --------------------) მიერ №----/---- დროებით შენახვის დეკლარაციით შპს „პ-------ის“ საბაჟო საწყობში (WHS-------) შენახულ იქნა სხვადასხვა დასახელების საქონელი (აირზე მომუშავე წყლის გამაცხელებელი – 200 ცალი, ელ. ძრავი – 100 ცალი, ანთების ელექტროდი – 1500 ცალი), რომელზეც დროებით შენახვის ვადა განისაზღვრა 2025 წლის 8 იანვრის ჩათვლით.

-------------------ს (პ/ნ --------------------) ვალდებული იყო – საქონლის დროებით შენახვის ვადაში განეხორციელებინა მისი საბაჟო პროცედურაში მოქცევა/რეექსპორტი, რაც მისი მხრიდან შესრულებული არ ყოფილა.

გამოვლენილ საბაჟო სამართალდარღვევის ფაქტზე, 2025 წლის 29 იანვარს გაფორმების ეკონომიკურ ზონა „------ში“ შედგენილ იქნა №----- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, -------------------სთის (პ/ნ --------------------) საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე. ამასთან, 30 იანვარს, იმავე გაფორმების ორგანოს №----/5025 წერილობითი შეტყობინებით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 103-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნულ პირს ეცნობა №----/--- დროებით შენახვის დეკლარაციით შპს „-----ის“ საბაჟო საწყობში შენახული საქონლის განკარგვის განზრახვის თაობაზე და, სათანადო საბაჟო ფორმალობების განსახორციელებლად, განესაზღვრა 30 კალენდარული დღე. მითითებული დოკუმენტი ადრესატს წარედგინა შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე და ჩაჰბარდა 2025 წლის პირველ თებერვალს.

არც შეტყობინებით განსაზღვრულ ვადაში და არც მის შემდგომ პერიოდში ნაკლოვანებები აღმოფხვრილი არ ყოფილა. აღნიშნულის გათვალისწინებით, 2025 წლის პირველ აპრილს საბაჟო დეპარტამენტის მიერ გამოცემულ იქნა №6221 ბრძანება „-------------------ს (პ/ნ --------------------) საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის შესახებ“.

-------------------ს (პ/ნ --------------------) კუთვნილი საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის შესახებ ინფორმაცია სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში გაგზავნილია 2025 წლის 2 აპრილის №----/24077 წერილით. ამასთან, დღემდე საქონელი განთავსებულია შპს „------ის“ საბაჟო საწყობში (WHS-------.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანომ საქონლის განკარგვის მიზნით მის მიმართ შეიძლება განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:

ა) საბაჟო სანქციის სახით საბაჟო სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევა;

ბ) საქონლის განადგურება;

გ) საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიებები საბაჟო ორგანოს ინიციატივით ხორციელდება იმ საქონლის მიმართ, რომლის (მათ შორის, დროებით შენახული საქონლის) მიმართაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ განსაზღვრულა საბაჟო პროცედურა ან რომლის მიმართაც აღნიშნული ვადის ამოწურვამდე ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიება არ განხორციელებულა.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილი კი ადგენს, რომ საბაჟო ორგანო დეკლარანტს წერილობით ატყობინებს საქონლის განკარგვის განზრახვის შესახებ და ადგენს ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“−„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნაკლოვანებების აღმოფხვრის ვადას, რომელიც 30 დღეს არ უნდა აღემატებოდეს. ამ ვადაში დეკლარანტის მიერ აღნიშნული ნაკლოვანებების აღმოფხვრის ან საქონლის რეექსპორტის შემთხვევაში საბაჟო ორგანო არ ახორციელებს საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემას ან საქონლის განადგურებას.

დადგენილია, რომ მომჩივნის მიერ საქონლის დროებით შენახვის ვადაში არ განეხორციელებულა საონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევა/რეექსპორტი. ვინაიდან, №------/5025 წერილობითი შეტყობინებით განსაზღვრულ ვადაში და არც მის შემდგომ პერიოდში ნაკლოვანებები აღმოფხვრილი არ ყოფილა, საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის პირველი აპრილის №6221 ბრძანებით, -------------------ს (პ/ნ --------------------) კუთვნილი საქონელი (აირზე მომუშავე წყლის გამაცხელებელი – 200 ცალი, ელ. ძრავი – 100 ცალი, ანთების ელექტროდი – 1500 ცალი) გადაცემულ იქნა სახელმწიფო საკუთრებაში.

დადგენილია ასევე, რომ აღნიშნული საქონელი განთავსებულია შპს „-----ის“ საბაჟო საწყობში.

ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს მომჩივანის არგუმენტზე, რომლის თანახმად, მან ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ მოახდინა საქონლის დეკლარირება, დაარღვია სათანადო საბაჟო ფორმალობების განსახორციელებლად განსაზღვრული ვადა და აღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს, მიეცეს შესაძლებლობა განახორციელოს საქონლის გაფორმება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით განახორციელოს საქონლის (აირზე მომუშავე წყლის გამაცხელებელი – 200 ცალი, ელ. ძრავი – 100 ცალი, ანთების ელექტროდი – 1500 ცალი) თავისუფალი მიმოქცევის საბაჟო პროცედურაში გაფორმებისთვის საჭირო საბაჟო ფორმალობები და ამავე ვადაში გადაიხადოს ამ ფორმალობასთან დაკავშირებით წარმოშობილი გადასახდელ(ებ)ი/საფასური, ხოლო საბაჟო დეპარტამენტს თავის მხრივ უნდა დაევალოს დაინტერესებული პირის მიერ, მითითებულ ვადაში, საქონლის თავისუფალი მიმოქცევის საბაჟო პროცედურაში გაფორმებისთვის საჭირო საბაჟო ფორმალობის განხორციელების შემთხვევაში უზრუნველყოს საბაჟო ორგანოს მიერ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესასრულებლად განსახორციელებელი სავალდებულო ქმედება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. -------------------ს (პ/ნ --------------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მომჩივანს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით განახორციელოს საქონლის (აირზე მომუშავე წყლის გამაცხელებელი – 200 ცალი, ელ. ძრავი – 100 ცალი, ანთების ელექტროდი – 1500 ცალი) თავისუფალი მიმოქცევის საბაჟო პროცედურაში გაფორმებისთვის საჭირო საბაჟო ფორმალობები და ამავე ვადაში გადაიხადოს ამ ფორმალობასთან დაკავშირებით წარმოშობილი გადასახდელ(ებ)ი/საფასურ(ებ)ი;

3. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შემთხვევაში, უზრუნველყოს საბაჟო ორგანოს მიერ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესასრულებლად განსახორციელებელი სავალდებულო ქმედება;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს სადავო აქტის გაუქმებას და საქონლის გააფორმბის შესაძლებლობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

2024 წლის 17 ივლისს მომჩივანის მიერ დროებით შენახვის დეკლარაციით საბაჟო საწყობში შენახულ იქნა სხვადასხვა დასახელების საქონელი , რომელზეც დროებით შენახვის ვადა განისაზღვრა 2025 წლის 8 იანვრის ჩათვლით.აღნიშნული პირი ვალდებული იყო – საქონლის დროებით შენახვის ვადაში განეხორციელებინა მისი საბაჟო პროცედურაში მოქცევა/რეექსპორტი, რაც მისი მხრიდან შესრულებული არ ყოფილა.

გამოვლენილ საბაჟო სამართალდარღვევის ფაქტზე, 2025 წლის 29 იანვარს გაფორმების ეკონომიკურ ზონაში შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, მომჩივანისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე. ამასთან, 30 იანვარს, იმავე გაფორმების ორგანოს წერილობითი შეტყობინებით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 103-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნულ პირს ეცნობა დროებით შენახვის დეკლარაციით საბაჟო საწყობში შენახული საქონლის განკარგვის განზრახვის თაობაზე და, სათანადო საბაჟო ფორმალობების განსახორციელებლად, განესაზღვრა 30 კალენდარული დღე. მითითებული დოკუმენტი ადრესატს წარედგინა შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე და ჩაჰბარდა 2025 წლის პირველ თებერვალს.

არც შეტყობინებით განსაზღვრულ ვადაში და არც მის შემდგომ პერიოდში ნაკლოვანებები აღმოფხვრილი არ ყოფილა. აღნიშნულის გათვალისწინებით, 2025 წლის პირველ აპრილს საბაჟო დეპარტამენტის მიერ გამოცემულ იქნა №6221 ბრძანება მომჩივანის საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის შესახებ“.აღნიშნული პირის კუთვნილი საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის შესახებ ინფორმაცია სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში გაგზავნილია 2025 წლის 2 აპრილის წერილით. ამასთან, დღემდე საქონელი განთავსებულია საბაჟო საწყობში.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით განახორციელოს საქონლის თავისუფალი მიმოქცევის საბაჟო პროცედურაში გაფორმებისთვის საჭირო საბაჟო ფორმალობები და ამავე ვადაში გადაიხადოს ამ ფორმალობასთან დაკავშირებით წარმოშობილი გადასახდელ(ებ)ი/საფასური, ხოლო საბაჟო დეპარტამენტს თავის მხრივ უნდა დაევალოს დაინტერესებული პირის მიერ, მითითებულ ვადაში, საქონლის თავისუფალი მიმოქცევის საბაჟო პროცედურაში გაფორმებისთვის საჭირო საბაჟო ფორმალობის განხორციელების შემთხვევაში უზრუნველყოს საბაჟო ორგანოს მიერ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესასრულებლად განსახორციელებელი სავალდებულო ქმედება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 103(1.2„დ“);